ახალციხე ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველ გამოფენას და ევრო–კუთხის გახსნას უმასპინძლებს
დამატების თარიღი: 2012-12-16 13:56:00

16 დეკემბერს 15:00 საათზე ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ევროპის თემაზე მიძღვნილი გამოფენა და ევროკავშირის კუთხე გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები, რომლებიც დამთვალიერებელს ქართულ ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივსა და საინტერესო ურთიერთობებზე მოუყვება, ხოლო ევროკავშირის კუთხის მეშვეობით მოსახლეობას ეძლევა საშუალება დეტალურად გაეცნოს ევრო–სტრუქტურების და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ევროპის თემაზე გამოცემულ პუბლიკაციებს. 

ევროკუთხის გახსნა პროექტ „საქართველო ევროპაში“ ფარგლებში ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“–ს მეშვეობით ხორციელდება.

გამოფენის ორგანიზატორები კი არიან ეროვნული ბიბლიოთეკა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.

გამოფენისა და ევროკუთხის გახსნის პარალელურად გაკეთდება მოხსენებები და დისკუსიები ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე.  მოხსენებებს და დისკუსიებს გაუძღვებიან ექსპერტები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან და ორგანიზაციიდან „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“. ახალციხეში დაგეგმილ ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი ფილიპ დიმიტროვი დაესწრება.

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ