გამოფენა "საქართველო და ევროპა"
დამატების თარიღი: 2012-10-21 17:41:00

21 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა, რომელმაც დამთვალიერებელს ქართულ ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივსა და საინტერესო ურთიერთობებზე მოუყვა. გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ბათუმის საქალაქო ბიბლიოთეკის ორგანიზატორობით გაიმართა.

ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა ევროპის დღის აღსანიშნავად მომზადდა და მას პირველად თბილისელები 2012 წლის მაისში გაეცნენ. "გამოფენის წარმატებამ თბილისში გადაგვაწყვეტინა, იგი დანარჩენ საქართველოსთვისაც გვეჩვენებინა. ბათუმის შემდეგ მისი დათვალიერების საშუალება ექნებათ ზუგდიდელებს, ქუთაისელებს, ფოთელებსა და ახალციხელებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები .„ამ გამოფენით სწორედ იმის თქმა და ჩვენება გვსურს, რომ საქარველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტებიც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი და განუყოფელი ნიმუშებია.“ - ყვება გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ემზარ ჯგერენაია. გამოფენის გახსნას თან დაერთო მოხსენებები ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე. მოხსენებებს და დისკუსიებს გაუძღვნენ ექსპერტები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ