ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-11-16 14:07:00

16 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვრების თათია ირემაშვილის, ია ბახტაძის და თამთა ცაციაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

 

წარმოდგენილი იყო ტექსტილის, კერამიკის, მინანქრის, გრაფიკული და სხვა ნამუშევრები.

 

ია ბახტაძის გრაფიკაში ასახულია სოციალური თემატიკა. მაგალითად, ქალის არსებობის ასპექტები, მასთან დაკავშირებული სოციალური პრობლემატიკა. მათ შორის არის ქალებზე ძალადობის თემაზე შესრულებული ნამუშევრები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ბეჭდვითი გრაფიკის ტექნიკები: ოფორტი, მონოტიპია, ლინოგრავიურა, აპლიკაციები და ა.შ.

 

თამთა ცაციაშვილის მინანქრის ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით. წარმოდგენილი იყო როგორც სამკაული, ასევე დეკორატიული პანოები და ილუსტრაციები ლითონზე.

 

თათია ირემაშვილის თექის ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო სიუჟეტით. წარმოდგენილი იყო ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ასლები თექაში. ასევე გამოფენილი იყო მხატვრის კერამიკული ნამუშევრები და განსაკუთრებული დიზაინით სხვადასხვა მასალების გამოყენებით შექმნილი ჭადრაკი.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ მხატვრებს არაერთ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში მიუღიათ მონაწილეობა. ასევე  დაჯილდოებულნი არიან არაერთი  კონკურსის საპრიზო ადგილებით.  

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ