9 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ტოკიოს მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტის ასოციირებულმა პროფესორმა, იაპონელმა ირანისტმა, ქართველოლოგმა ჰიროტაკე მაედამ წაიკითხა საჯარო ლექცია „ახალი მასალები ქეთევან დედოფლის მოღვაწეობის შესახებ".