ლევან მოსიაშვილისა და ალენ პიზენის ერთობლივი გამოფენა ”გაზაფხულის ფერები”
დამატების თარიღი: 2017-04-21 12:26:00

21 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ლევან მოსიაშვილისა და ფრანგ ფოტოხელოვან ალენ პიზენის ერთობლივი გამოფენა "გაზაფხულის ფერები"  გაიმართა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ლევან მოსიაშვილის ახალი ფერწერული ტილოები - 30-მდე ნამუშევარი. ამჯერად მხატვარმა აბსტრაქციები წარმოგვიდგინა, რომელიც ფერებით, სტილით, განსხვავებული ხედვით გამოირჩევა. ალენ პიზენმა ფოტონამუშევრებში, რომელიც ფოტოხელოვანმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის  საფრანგეთიდან ჩამოიტანა, ხელოვანის განსხვავებული ხედვაც წარმოგვიდგინა და მხატვრის განწყობასაც შეეხმიანა. 

გამოფენა 30 აპრილამდე გაგრძელდება. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ