8-9 დეკემბერს, 10:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკოფერენციო დარბაზში ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის პროფესორმა რიჩარდ ვერნერმა წაიკითხა ლექცია თემაზე "საკონტრაქტო სამართალი".
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა საქართველოში, მისი ამერიკული სამართლის სკოლის პროგრამის ფარგლებში წინასამაგისტრო პროგრამებს სპეციალურად კავკასიის რეგიონისა(საქართველო, სომხეთი, აზერბაიჟანი) და თურქეთისათვის ახორციელებს. წინასამაგისტრო პროგრამით სამართლის სხვადასხვა სფეროში 11 ინტენსიური კურსის ჩატარება იგეგმება.