ხანუქის დღესასწაული ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-12-12 16:45:00

12 დეკემბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ებრაული დღესასწაულის ხანუქისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ძველი ებრაული წიგნები და ხელნაწერები: ესთერის გრაგნილი (ხელნაწერი), თორა და სხვა.

ღონისძიებაზე ასევე გამოიფინა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური მასალები: თორის გვირგვინი, თორა, ვერცხლის ამულეტი – ამოტვიფრული ებრაული წარწერით და სხვა.

დამთვალიერებელს საშუალება მიეცა ეხილა უნიკალური ექსპონატები, რომელიც პირველად, ერთი დღით, გამოფინა ხანუქის დღის საპატივცემულოდ.

ღონისძიებას დაესწრნენ ებრაული ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა საპატიო სტუმრები.

გამოფენას ორგანიზება გაუწიეს  საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, ებრაულმა სააგენტომ "სოხნუთი" და ევროაზიულმა ებრაულმა კონგრესმა .

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ