ბიზნესი და კანონმდებლობა №2 (თებერვალი 2009)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მესხია იაკობ, ბიწაძე კობა, ძამუკაშვილი დავით, თურმანიძე სერგო, გაბაიძე გიგლა, ლალიაშვილი ზურაბ, ბახია მელიტონ, ბაიდაური დალი, ფუტკარაძე სულიკო, ჯალაღონია დავით, ჭილაძე იზოლდა, გეგეშიძე ეკა, ლალიევა სოფო, აბულაძე კონსტანტინე, კვარაცხელია თამარ, ლაჭყებიანი თენგიზ, დუდაური თამარ, ჯიმშელაძე ეკა, გველესიანი ელისო, შონია ნანა, დევიძე ეკა, აქუბარდია თამაზ, კუკანია ალექსანდრე, მინდიაშვილი აკაკი, შუბითიძე ვაჟა, ცხრუკვეთელი კობა, კ|კვარაცხელია თამარ
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია მთავარიო რედაქტორი იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი რედაქტორები კობა ბიწაძე, ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე სამეცნიერო საბჭო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ლევან გრიგალაშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, მიხეილ ჯიბუტი, თემურ შენგელია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია (ხელმძღვანელი), მზია ნაჭყებია, ეკა სამხარაძე საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 2 2 0 1 0 1 5 0 2 . რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა



1 მთავარი თემა

▲back to top


1.1 დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში

▲back to top


0x01 graphic

იაკობ მესხია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

მოსახლეობის შრომის პირობებისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულებით შეიქმნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. 1946 წლიდან იგი გარდაიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ დაწესებულებად, რომელშიც წარმოდგენილი არიან როგორც წევრი მთავრობები, ასევე პროფკავშირები და მეწარმეთა ორგანიზაციები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს შრომის ბაზრის ანალიზისა და პროგნოზირების მაჩვენებელთა სისტემა, ინდიკატორები და კრიტერიუმები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელი, რომლის ქვეშ იგულისხმება 15 და მეტი წლის ასაკის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულია ან უმუშევარია. დასაქმებულად კი ითვლება 15 და მეტი წლის მოსახლეობა, რომელიც დაკავებულია ეკონომიკური საქმიანობით.

დაქირავებულ მუშაკად ითვლება პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების მიღების მიზნით, აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ დროებით არ მუშაობს შვებულებაში ყოფნის, ავადმყოფობის, სამუშაოდან დროებით დათხოვნის ან მსგავსი მიზეზების გამო.

თვითდასაქმებულად ითვლება პირი (მესაკუთრე), რომლის საქმიანობის მიზანია მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღება, აგრეთვე ოჯახურ საწარმოში უსასყიდლოდ მომუშავე პირი.

შრომის საერთაშორისო მკაცრი კრიტერიუმით უმუშევარია 15 და მეტი წლის პირი, რომელიც გამოსაკვლევი კვირის განმავლობაში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მზად არის დაიწყოს საქმიანობა და ეძებს სამუშაოს. შერბილებული კრიტერიუმით კი უმუშევარია 15 და მეტი წლის პირი, რომელიც გამოსაკვლევი კვირის განმავლობაში არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, არ ეძებს სამუშაოს, რადგან გადაეწურა მისი შოვნის იმედი, მაგრამ სამუშაოს შემოთავაზების შემთხვევაში მზად არის შეუდგეს მუშაობას. რეგისტრირებული უმუშევარი არის დასაქმების სამსახურში რეგისტრირებული პირი.

შრომის სტატისტიკაში გამოიყენება ორი ძირითადი მაჩვენებელი: უმუშევრობის დონე და უმუშევრობის საშუალო ხანგრძლივობა. უმუშევრობის დონის მაჩვენებელი გამოიყენება უმუშევრობის მასშტაბების შესაფასებლად და გაიანგარიშება როგორც ოფიციალურად დარეგისტრირებულ უმუშევართა წილი მთლიანად დასაქმებულთა რიცხოვნობაში. უმუშევრობის საშუალო ხანგრძლივობა ახასიათებს მუშაობაში წყვეტილობის საშუალო დროს.

განასხვავებენ უმუშევრობის შემდეგ სახეებს:

  • ფრიქციული უმუშევრობა დაკავშირებულია სამუშაო ძალის გადაადგილებასთან. უმუშევართა ეს ჯგუფი მოიცავს მათ, ვინც დაუსაქმებელია ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლასთან დაკავშირებით.

  • სტრუქტურული უმუშევრობა დაკავშირებულია სამომხმარებლო მოთხოვნასა და ტექნოლოგიებში მიმდინარე ცვლილებებთან, შედეგად ამისა, ადგილი აქვს ზოგიერთი სახის პროფესიებზე მოთხოვნის ცვლილებას ან სრულ შეწყვეტას.

  • ინსტიტუციონალური უმუშევრობა წარმოიშვება მაშინ, როდესაც შრომის ბაზრის ორგანიზაცია არაეფექტურია. იგი ნიშნავს ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე ინფორმაციის ნაკლებობას ან უმუშევრებზე დიდი მოცულობით დახმარებას და შემოსავლებზე დაბალ გადასახდელებს. ამ დროს უმუშევრობის ხანგრძლივობა მატულობს, რადგან სამუშაოს ენერგიულად ძებნის სტიმული იკარგება.

  • ციკლურ უმუშევრობას იწვევს დეპრესიის, კრიზისის დროს წარმოების ვარდნა, როდესაც საქონელზე და მომსახურებაზე ერთობლივი მოთხოვნა მცირდება, ასევე მცირდება დასაქმება და უმუშევრობა იზრდება.

  • ფარული უმუშევრობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის მაღალი დონის პირობებში საწარმოები ინარჩუნებენ სამუშაო ძალას დაბალი შრომის ანაზღაურებით, სამუშაო დროის შემცირების ან უხელფასო შვებულებაში გაშვებით, ფორმალურად ასეთი მუშაკები არ ითვლებიან უმუშევრებად, თუმცა, ფაქტობრივად ისინი უმუშევრები არიან.

  • ნებაყოფლობითი უმუშევრობა განპირობებულია იმით, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს ადამიანთა ფენა, რომელთაც თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის ან სხვა მიზეზების გამო არ სურთ მუშაობა.

  • ოპტიმალური უმუშევრობა განისაზღვრება როგორც უმუშევრობა, რომლის დონე ტოლია ბუნებრივი, ნორმალური უმუშევრობის. იგი წარმოადგენს ეკონომიკისთვის სამუშაო ძალის საუკეთესო რეზერვს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სწრაფად გადანაწილდეს სამუშაო ძალა დარგთაშორის და რეგიონთაშორის დონეზე.

ამრიგად, უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის დამახასიათებელი ნიშანია. ამიტომ სრული დასაქმება არაა თავსებადი საბაზრო იდეოლოგიასთან. ამავე დროს, ცნება სრული დასაქმება არ ნიშნავს უმუშევრობის მთლიან აღმოფხვრას. ექსპერტები თვლიან, რომ ფრიქციული და სტრუქტურული უმუშევრობა გარდაუვალია, შესაბამისად, უმუშევრობის დონე, სრული დასაქმების დროს, ტოლია ფრიქციული და სტრუქტურული უმუშევრობის დონეთა ჯამისა.

უმუშევრობის გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი:

0x01 graphic

  • საბჭოთა საწარმოებში დასაქმებული იყო ჭარბი პერსონალი, 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების ანალოგიური პროფილის საწარმოებში. ეს იყო საბჭოთა იდეოლოგიის შედეგი, რომლის თანახმად, სოციალიზმი და უმუშევრობა შეუთავსებლად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ადგილი ჰქონდა მასიურ ფარულ უმუშევრობას. სახელმწიფო საწარმოთა დირექტორები მიჩვეული იყვნენ ჭარბი პერსონალის არსებობას, ხოლო, როდესაც მოხდა საკუთრების ფორმის ტრანსფორმაცია, დღის წესრიგში დადგა დასაქმების ოპტიმიზაციის საკითხი და, შესაბამისად, დასაქმებულთა დიდი ნაწილი უმუშევარი გახდა;

  • საწარმოთა საქმიანობის საბაზრო კრიტერიუმებით შეფასებამ გამოავლინა მათი ერთი ნაწილის არამდგრადობა, რადგან ისინი ვერ შეეგუენ საბაზრო მოთხოვნებს და გამოეთიშნენ ტრადიციულ საქმიანობას. უფრო მეტიც, რიგმა პროდუქციამ და მომსახურებამ ვერ გაუძლო კონკურენციულ გარემოს, ვერ იპოვა ბაზარი და, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მათი დახურვის საკითხი. შესაბამისად გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა;

  • სტრუქტურული ძვრები ეკონომიკაში, გამოხატული იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური სიახლეების დანერგვა იწვევს დასაქმებული სამუშაო ძალის შემცირებას;

  • შრომის ანაზღაურების პოლიტიკა, რომლის დროსაც ხელფასის მინიმალური სიდიდის ზრდა იწვევს წარმოების დანახარჯების ზრდას და, შესაბამისად, ამცირებს მოთხოვნას სამუშაო ძალაზე;

  • ეკონომიკის ცალკეულ დარგებში წარმოების დონის სეზონური შემცირება;

  • მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები, კერძოდ, შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა აძლიერებს სამუშაო ადგილებზე მოთხოვნას და, შესაბამისად, მატულობს უმუშევრობის ზრდის ალბათობა;

  • ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მაღალი უარყოფითი სალდო, რის გამოც დიდია მოხმარების სტრუქტურაში იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების ხვედრითი წილი. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს, რომ რაც მეტია იმპორტი ექსპორტთან მიმართებაში, მით მეტია უმუშევრობის დონე ქვეყანაში. საქართველოში დღეისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 60-70 პროცენტი იმპორტირებულია, იმპორტი ექსპორტს 4-ჯერ აღემატება, რაც ბუნებრივია, უმუშევრობის ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია.

დღევანდელ ეტაპზე მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური რეცესიის გაღრმავების კვალდაკვალ იზრდება უმუშევრობის დონე თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. შრომის საერთაშორისი ორგანიზაციამ 2008 წელს უმუშევრობის გლობალური დონე დააფიქსირა 6%25 - ის დონეზე, 2007 წელს იგი შეადგენდა 5,7%25-ს. ამავე ორგანიზაციის ექსპერტთა გაანგარიშებით, 2009 წელს მსოფლიოში უმუშევრობის დონემ შეიძლება მიაღწიოს 7,1%25-, რაც ნიშნავს უმუშევართა რაოდენობის 50 მილიონი კაცით ზრდას. პროგნოზული გაანგარიშებებით 2009 წელს განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებში უმუშევართა რიცხვი მიაღწევს 230 მლნ კაცს.

  • უმუშევრობა საზოგადოებაში ქმნის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ პრობლემებს.

უმუშევრობის ეკონომიკური მხარე ნიშნავს, რომ იგი ზარალს აყენებს ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკა არ ვითარდება შესაძლო ტემპებით, არ გაიცემა ხელფასი და შედეგად ბიუჯეტი საშემოსავლო გადასახადის სახით კარგავს შემოსავალს, საჭირო ხდება დარეგისტრირებულ უმუშევრებზე სასიცოცხლო მინიმუმის გაცემა. ხანგრძლივი უმუშევრობის პირობებში იკარგება მუშაკთა კვალიფიკაცია. უმუშევრობის პირობებში აქტიურდება ეკონომიკური არასტაბილურობის ფაქტორები: მსყიდველობითი მოთხოვნის შემცირება; დანაზოგების შემცირება; ინვესტიციური მოთხოვნის კლება; მიწოდების შემცირება და წარმოების დაცემა. ამრიგად, უმუშევრობის პირობებში შეუძლებელი ხდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება და ეროვნული სიმდიდრის შესაძლო დონემდე ზრდა.

უმუშევრობის სოციალური მხარეები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური. მართალია, სახელმწიფო განვითარებულ ქვეყნებში (და არა საქართველოში) საკუთარ თავზე იღებს უმუშევრებზე სასიცოცხლო მინიმუმის გაცემას, მაგრამ იმავდროულად დღის წესრიგში რჩება უამრავი პრობლემა. არც ერთ ქვეყანაში სასიცოცხლო მინიმუმი ვერ უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრების დონეს ფასების მუდმივი ზრდის პირობებში. უმუშევრობის გამო იზრდება დანაშაულობები, თვითმკვლელობები, განქორწინების რაოდენობა. გამოკვლევებით დადგენილია, რომ 1 პროცენტით უმუშევრობის ზრდა 7-8 პროცენტით ზრდის დანაშაულებებს, ერთი წლით უმუშევრობა ადამიანის სიცოცხლეს ამოკლებს 5 წლით. იზრდება ნერვული და ფიზიკური მდგომარეობის მოშლის რიცხვი, მცირდება ავადმყოფობასთან წინაღობა. დეპრესიის სიმპტომი უვითარდება ყოველ მეორე უმუშევარს. ალკოჰოლი და ნარკოტიკი ხდება უმუშევართა აგრესიულობის მოხსნის საშუალება და .. მთლიანობაში უმუშევრობა აძლიერებს ქვეყანაში სოციალურ დაძაბულობას და აღრმავებს პოლიტიკურ არასტაბილურობას.

ამრიგად, უმუშევრობის პრობლემა დღევანდელ პირობებში ერთ-ერთი პრიორიტეტული და აქტუალურია, რადგან იგი შეეხება არა მხოლოდ საზოგადოების დაუსაქმებელ ნაწილს, არამედ მთლიანად საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს კი დღის წესრიგში აყენებს დასაქმების სფეროში სახელმწიფოს მხრიდან აქტიური პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 1959 წლიდან (4044,3 ათასი კაცი) 1992 წლამდე (5467,4 ათასი კაცი) ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. დაწყებული ამ პერიოდიდან გამოიკვეთა აშკარა კლების ტენდენცია და 2007 წლისათვის მან შეადგინა 4394,7 ათასი კაცი, ანუ ამ პერიოდში შემცირებამ შეადგინა მილიონ კაცზე მეტი. მართალია, ოფიციალურ სტატისტიკას არ მოეპოვება ზუსტი ინფორმაცია მოსახლეობის მიგრაციის შესახებ, მაგრამ ექსპერტთა გაანგარიშებებით დგინდება, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის კლება ძირითადად განპირობებულია მათი გარკვეული ნაწილის სამუშაოს საძებნელად უცხოეთში მიგრაციით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ბოლო აღწერისას ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაში არაა შეტანილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა.

2007 წლის მონაცემებით, შმო- მკაცრი კრიტერიუმით საქართველოს აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1965.3 ათასი კაცი, რაც 83.9 ათასით ნაკლებია 2000 წლის მაჩვენებელზე. ასეთ ვითარებაშიც კი 2007 წელს დასაქმებულთა რიცხოვნობა 132.9 ათასი კაცით ნაკლებია, ვიდრე 2000 წელს. უმუშევართა რიცხოვნობამ, რომლებიც დარეგისტრირებული არიან, 2007 წელს შეადგინა 261.0 ათასი კაცი, ანუ უმუშევრობის დონემ შეადგინა 13,3 პროცენტი, ნაცვლად 10,3 პროცენტისა 2000 წელს. იკვეთება საკმაოდ უცნაური მდგომარეობა: უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში კლებულობს აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა, ასევე მცირდება დასაქმებულთა რიცხოვნობა, იზრდება უმუშევრობის დონე. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რაშია საქმე? ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, მშპ- ზრდის ტემპი 9-11 პროცენტის ფარგლებშია, იხსნება ახალი კომპანიები, მცირე ბიზნესის საწარმოები, საგადასახადო შემოსავლების მოცულობა თითქმის გაოთხმაგდა და ასეთ პირობებში დასაქმების დონე კი არ იზრდება, არამედ მცირდება კიდევაც.

დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას უნდა გამოვიდეთ შემდეგი ფაქტორებიდან: პირველი - უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებიდან და საბიუჯეტო სექტორის სტრუქტურული ტრანსფორმაციიდან გამომდინარე, ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ეს არის საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი, რომლებმაც ვერ მოახერხეს ტრადიციული მენტალიტეტის და პროფესიის შეცვლა და, შესაბამისად, გრძელვადიან უმუშევართა რიგებში გადაინაცვლეს. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმეტესი ნაწილი უმუშევრად არ არის დარეგისტრირებული, რადგან დასაქმების სამსახური მათ სამუშაო ადგილებით ვერ უზრუნველყოფს. მეორე - უმუშევართა რიცხოვნობის ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია იმითაც, რომ ამ ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ინვესტიციებს ნაწილობრივ თან შემოჰყვა ასევე უცხოური სამუშაო ძალა და, შესაბამისად, შემცირდა სამუშაო ადგილები ადგილობრივი სამუშაო ძალისათვის. მესამე - აშკარად იკვეთება მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, რამაც შექმნა პირობები დასაქმებულთა მცირე რაოდენობით მაღალი მწარმოებლურობის მისაღებად. და ბოლოს, მთავარი, მეოთხე ფაქტორი - საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი იქმნება ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოხმარებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოებულია უცხო ქვეყნების სამუშაო ძალის მიერ. ეს მეტად სერიოზული პრობლემაა, რადგან საკითხი ეხება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების, არამედ, სოციალური უსაფრთხოების შესუსტებასაც, რადგან, ექსპორტ-იმპორტის დღევანდელი ნეგატიური თანაფარდობის დიდი ხნით შენარჩუნების შემთხვევაში, უმუშევრობის პრობლემა კვლავაც გადაუჭრელი იქნება.

უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნადაა განსხვავებული რეგიონალურ ჭრილში. იმ რეგიონებში, სადაც ადრე ფართოდ იყო წარმოდგენილი მომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობა, აგრეთვე სოფლის მეურნეობის დარგები (მაგალითად, მეჩაიეობა), დღეისათვის უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია.

საქართველოს მოსახლეობის
ეკონომიკური სტატუსი (ათასი კაცი)1

0x01 graphic

1. შედგენილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მასალების საფუძველზე

უმუშევრობის დონე რეგიონალურ ჭრილში (პროცენტებში) *

0x01 graphic

* გაანგარიშებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მასალების საფუძველზე

რაც შეეხება უმუშევართა სქესობრივ სტრუქტურას, უმუშევარ ქალთა რაოდენობა თითქმის 50 პროცენტით მეტია უმუშევარ კაცებთან შედარებით და ეს თანაფარდობა თითქმის შენარჩუნებულია უკანასკნელი წლების განმავლობაში. აქ საუბარია უმუშევრობაზე ეკონომიკური დასაქმების კუთხით. გლობალური დასაქმების კუთხით, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ დასაქმებასთან ერთად საოჯახო მეურნეობის წარმართვას, ბავშვების აღზრდას, ინვალიდების და მოხუცების მოვლას და ა.შ., უმუშევარ ქალთა რაოდენობა უფრო ნაკლებია.

არაერთგვაროვანია, აგრეთვე უმუშევართა სტრუქტურა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. უმუშევართა მთლიან რაოდენობაში შედარებით დიდი ხვედრითი წილი მოდის ახალგაზრდებზე, ხოლო შედარებით ნაკლები საშუალო და მაღალი ასაკის უმუშევრებზე.

დასაქმების მხრივ ყველაზე მძიმე პირობებში იმყოფებიან 20-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები.

შრომის ბაზრის რეგულირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია შრომის ანაზღაურების (ხელფასის) მოცულობა. რაც მეტია ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მქონე ადამიანების წილი, მით მეტია ბაზარზე მაღალხელფასიან სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა. ხელფასის დაბალი დონის პირობებში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ნაკლებად მიმართავენ შრომის ბირჟას (დასაქმების სამსახურს), რაც ბუნებრივია ხელოვნურად ზრდის უმუშევართა რიცხოვნობას.

უკანასკნელ წლებში საქართველოში აშკარა ზრდის ტენდენცია აქვს დასაქმებულთა საშუალოთვიური ანაზღაურების ზრდას. ნომინალური ხელფასი მთლიანად ეკონომიკაში 2007 წელს 2000 წელთან შედარებით გაიზარდა თითქმის 4-ჯერ. მიუხედავად შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპებისა, მისი საშუალო სიდიდე მნიშვნელოვნად ჩამორჩება არათუ განვითარებულ ქვეყნებში საშუალო ხელფასის, არამედ პოსტსაბჭოური ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. რუსეთის ფედერაციაში იგი 500 აშშ დოლარს აღემატება, აზერბაიჯანში 400-ს, ხოლო სომხეთში 300 აშშ დოლარს. ამავე დროს, აშკარად იკვეთება ინფლაციის ზრდა და, შესაბამისად, მოსახლეობის უმეტეს ნაწილზე ხელფასების ზრდა ცხოვრების ხარისხზე არსებით პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს.

უმუშევრობა გარდამავალი ქვეყნებისთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელი ნიშანია, თუმცა, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ყველაზე უფრო გამოკვეთილი ხასიათი მან საქართველოში მიიღო, რაზეც აშკარად მიუთითებს 2000-2006 წლების მაჩვენებლები. ოფიციალური სტატისტიკით 2007 წელს უმუშევრობის დონემ 13.3%25 შეადგინა, ხოლო 2008 წელს იგი გაიზარდა 14.1%25-მდე და უმუშევართა რაოდენობამ 360 ათას კაცს გადააჭარბა. სამუშაო დაკარგა 35 ათასმა კაცმა და ეს პროცესი გრძელდება. სამუშაო ადგილების შემცირებები ძირითადად შეეხო მშენებლობის დარგს, საბანკო სექტორს, ექსპორტზე მომუშავე საწარმოებს, ტურიზმს და ვაჭრობას. გაეროს, ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის პროგნოზებით უახლოეს მომავალში საქართველოში სამუშაო შეიძლება დაკარგოს 100 ათასმა კაცმა. სწორედ ეს მონაცემები დაედო საფუძვლად 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოსათვის 4,5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების გამოყოფას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა მოხმარდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

უმუშევრობის დონე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (საშუალოდ წელიწადში, პროცენტულად ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან)1

0x01 graphic

1 წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი

უმუშევრობის პრობლემა საქართველოში უფრო რთულად დგას, ვიდრე ეს ჩანს ოფიციალური სტატისტიკიდან და რეალური ცხოვრებიდან. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ დარეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობასთან შედარებით, ფაქტობრივ უმუშევართა რიცხვი მნიშვნელოვნად მეტია. აქ საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ შრომისუნარიან აქტიურ მოსახლეობაზე. მაგრამ, არის კიდევ სამუშაო ძალის საკმაოდ დიდი ნაწილი (ექსპერტული შეფასებით თითქმის მილიონამდე ადამიანი), რომლებიც როგორც საქართველოს მოქალაქეები შრომით საქმიანობას ეწევიან უცხოეთის ქვეყნებში, რადგან მათ სამუშაო ადგილი მშობლიურ ქვეყანაში ვერ იპოვეს. თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ იმიგრირებული სამუშაო ძალა დაბრუნდება საქართველოში, ბუნებრივია, კიდევ უფრო გამწვავდება დასაქმების პრობლემა.

უმუშევრობის პრობლემის დარეგულირების მიზნით ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ ინიციატივებს ჰქონდა ადგილი, რაც გამოიხატა დასაქმების პროგრამის ფორმირებასა და რეალიზაციაში, თუმცა, პრობლემის გადაწყვეტა უფრო აქტიურ, მასშტაბურ და სისტემურ მიდგომას საჭიროებს.

სამწუხაროდ, უმუშევრობის პრობლემას საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო და დროული ყურადღება არ მიაქცია. შრომის კონსტიტუციური უფლება ფაქტობრივად სრულად არ იქნა რეალიზებული. მხოლოდ 2006 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფომ 28 მილიონი ლარით დააფინანსა .. დასაქმების პროგრამა. თუმცა, იგი არც თეორიულად, არც ორგანიზაციულად და მენეჯმენტის თვალსაზრისით არ იყო გამართული და მისი რეალიზაციით შეუძლებელი იყო სათანადო პოზიტიური ეფექტის მიღება. კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღეს უზარმაზარი თანხა, რათა მოეზიდათ უმუშევრები 3 თვის ვადით. ეს არ იყო დასაქმების პროგრამა, არამედ მან მიიღო უმუშევართა დროებითი ფინანსური დახმარების პროგრამის სახე. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა 45 ათასი უმუშევარი, თუმცა არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ ფაქტობრივად რამდენმა ადამიანმა შეინარჩუნა სამუშაო ადგილი. ექსპერტების შეფასებით ეს არ აღემატება 3-5 პროცენტს.

ასეთი ცუდი შედეგები მოსალოდნელი იყო იმის გამო, რომ კომპანიებზე თავს იქნა მოხვეული უმუშევართა მიღება პრაქტიკაზე და მათ არ ჰქონდათ არანაირი ინტერესი დროებით დასაქმებულთა შენარჩუნების. მათ მხოლოდ გასცეს ის თანხა, რაც სახელმწიფომ ამ მიზნით ჩარიცხა კომპანიების ანგარიშებზე, თუმცა, ფიქტიურ გარიგებებსაც კი ჰქონდა ადგილი.

დასაქმების პროგრამის შემუშვება და პრაქტიკული რეალიზაცია ურთულესი და შრომატევადი სამუშაოა. იგი მოითხოვს სისტემურ, კომპლექსურ მიდგომას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებათა ღრმა კაუზალურ ანალიზს, უმუშევრობის გამომწვევი ფაქტორებისა და მიზეზების შესწავლას, განზოგადებას, დასაქმების მსოფლიო გამოცდილების ანალიზს და შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშვებას. ამ პროგრამის შედგენის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური პროფილის სამინისტროებმა და უწყებებმა, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პარლამენტის კომიტეტებმა და ფრაქციებმა, კომპანიებმა, ფირმებმა, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა, პროფესიულმა კავშირებმა და ა.შ. ერთი რომელიმე სამინისტროს მიერ შედგენილი დასაქმების პროგრამა, როგორც ამას ადგილი აქვს დღევანდელ საქართველოში, ვერ მოგვცემს სასურველ შედეგს, რადგან იგი ზედაპირულ, ლოზუნგურ ხასიათს ატარებს და არაა არგუმენტირებული სათანადო ფინანსური, ეკონომიკური და სამართლებრივი საფუძვლებით.

სოციალური დაძაბულობის გამწვავებამ 2007 წლის მეორე ნახევარში ხელისუფლება აიძულა შეემუშავებინა უმუშევრობის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა, რომლის რეალიზაცია ძირითადად უნდა განხორციელებულიყო 2008 წელს, თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციების გამწვავების, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ომის გამო, მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდა.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 4700-მდე ახალი გადამხდელი რეგისტრირდება და, შესაბამისად, იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, თუმცა, უმუშევართა რაოდენობა არსებითად არ მცირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასევე ადგილი აქვს სამუშაო ადგილების გაუქმება-შემცირებას.

საყურადღებოა, რომ საქრთველოში უმუშევართა შორის ყველაზე მეტი ხვედრითი წილითაა (75%25-მდე) წარმოდგენილი 1 წელზე მეტი ხნით დაუსაქმებლები, ხოლო 1-დან 3 თვემდე უმუშევართა რიცხოვნობა შედარებით ნაკლებია. ამავე დროს, სამუშაო ადგილს მეტწილად ვერ პოულობენ საუნივერსიტეტო უმაღლესი განათლების მქონე პირები (20 პროცენტზე მეტი), ვინაიდან მათი პროფესია (ან კვალიფიკაცია) არაა მოთხოვნადი შრომის ბაზარზე. შედარებით ადვილად პოულობენ სამუშაოს დაწყებითი, არასრული საშუალო და სრული საშუალო განათლების მქონე პირები.

პროგრამის თანახმად, სამუშაოს მაძიებლის გადამზადების ხარჯების 80 პროცენტს დააფინანსებს სახელმწიფო, ხოლო 20 პროცენტს - კომპანია. ამასთან, სამუშაოს მაძიებელი იღებს ვალდებულებას კომპანიას დაუფაროს გაწეული ხარჯი დასაქმებიდან ერთი წლის განმავლობაში.

სამთავრობო პროგრამაში საქართველო სიღარიბის გარეშე დასახულია ამოცანები დასაქმების დონის ამაღლების მხრივ, დაგეგმილია 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც უმუშევართა მხოლოდ 20-25 პროცენტს დაასაქმებს.

ჩემის აზრით, ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ ეტაპზე უმუშევრობის პრობლემის დაძლევის მიმართულებით, შეიძლება მოკლედ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

  • ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონის მკვეთრად ამაღლების მიზნით საჭიროა შემუშავდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება უცხოურთან ერთად ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვაზე. ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი პროგნოზების საფუძველზე საჭიროა შემუშავდეს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების კონცეფცია - პროგრამა.

  • საჭიროა დაზუსტდეს უმუშევართა რიცხოვნობა. ამ მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს უმუშევართა რაოდენობისა და დონის განსაზღვრის მეცნიერულად არგუმენტირებული მეთოდიკა (უმუშევართა ასაკის, სქესის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის ჭრილში) და უზრუნველყოს საზოგადოებისა და ხელისუფლების ზუსტი ინფორმირება, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დასაქმების გრძელვადიანი პროგრამის შემუშავებას.

  • მიზანშეწონილია გადაიხედოს და შესაბამისი კორექტივები იქნეს შეტანილი ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში იმ კუთხით, რომ წინა პლანზე წამოიწიოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების პრობლემამ. საუბარია სავაჭრო ბალანსის დღეისათვის ჩამოყალიბებულ არასასურველ უარყოფითი სალდოს ოპტიმიზაციაზე, საექსპორტო საქონლისა და მომსახურების წარმოების სახელმწიფოებრივ სტიმულირებასა და მხარდაჭერაზე, საბაჟო პოლიტიკის ტრანსფორმაციაზე იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება. დასაქმების პრობლემის დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სუბსიდირება, რომლის ხელსაყრელი ბუნებრივი, ადამიანური და სხვა სახის რესურსები გააჩნია საქართველოს, მაგრამ მათი მოხმარების სტრუქტურაში დიდი ხვედრითი წილი უკავია ანალოგიურ იმპორტირებულ პროდუქციას. იმპორტით საქართველო ასაქმებს სხვა ქვეყნის სამუშაო ძალას.

  • რადიკალურად უნდა შეიცვალოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების კადრების მომზადების დაგეგმვის ტექნოლოგია. იგი უნდა დაეფუძნოს შრომის ბაზრის მოთხოვნილებათა პროგნოზულ პარამეტრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ბაზარზე კვლავაც ექნება ადგილი პროფესიულ დისპროპორციას და საჭირო გახდება დამატებითი ხარჯების გაწევა კადრების გადამზადებისა და მეორადი განათლების მიღებისათვის.

0x01 graphic

  • ქვეყნის დამოუკიდებელი ენერგეტიკული კომპლექსის შექმნის სახელმწიფოებრივი ამოცანებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ სფეროში მსხვილი პროექტების (ატომური ელექტროსადგურები, ჰიდრო და თბოელექტროსადგურები, ქარის ენერგია და ..) დაპროგნოზებას. გამომდინარე აქედან, უნდა მომზადდეს შესაბამისი ეროვნული კადრები, რათა არ გახდეს საჭირო ახალ პროფესიებზე უცხოური კადრების მოზიდვა.

  • ქვეყნის საგადასახადო სისტემა მაქსიმალურად უნდა იქნეს ორიენტირებული არა მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, არამედ აგრეთვე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებაზე. ამ მიზნით გამართლებულია მცირე ბიზნესის სტიმულირება იმ მხრივ, რომ ახლად გახსნილი საწარმოები პირველი ორი წლის ვადით გათავისუფლდნენ გადასახადებისაგან. დასაქმების დონის ამაღლების მიზნით მიზანშეწონილია მოგების გადასახადის განაკვეთის შემცირება, რათა მისი ნაწილი წარიმართოს რეინვესტიციებზე და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილი.

  • მნიშვნელოვნად უნდა ამაღლდეს დასაქმების სამსახურის როლი და მნიშვნელობა, რომელიც დღეს უსუსურ მდგომარეობაშია. იგი უნდა გახდეს შრომის ბაზრის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების მსხვილი ცენტრი. მან სისტემატურად და სწრაფად უნდა მოიპოვოს ინფორმაცია სამუშაო ძალის მიწოდება-მოთხოვნაზე, თითოეულ სამუშაო ადგილზე, სამუშაო პირობებზე, შრომის ანაზღაურებაზე და .. და ხელმისაწვდომი გახადოს მთელი საზოგადოებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან ძირეულად უნდა შეიცვალოს დასაქმების სამსახურისადმი დამოკიდებულების ფილოსოფია. მასზე არსებობს საზოგადოებრივი მოთხოვნილება და ასევე უნდა არსებობდეს სახელმწიფოებრივი მოთხოვნილება. აღნიშნულ სამსახურს უნდა გააჩნდეს სოლიდური ფინანსური ფონდი, აგრეთვე მის დაქვემდებარებაში უნდა იყოს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების სასწავლო ცენტრები. უმუშევრობის პრობლემიდან გამომდინარე, შეიძლება განხილულ იქნეს შრომის სამინისტროს შექმნის საკითხი.

  • გარკვეულ სრულყოფასა და ცვლილებების შეტანას საჭიროებენ შესაბამის საკითხებზე მოქმედი კანონები: შრომის კოდექსი, კანონი დასაქმების შესახებ, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და .. მსგავსად განვითარებული ქვეყნებისა, საკანონმდებლო წესით უნდა დარეგულირდეს საპენსიო ასაკს მიახლოებულ დასაქმებულთა (აგრეთვე უმუშევართა) ვადამდელი ნებაყოფლობით პენსიაზე გაშვება შეღავათიანი პირობებით. ასევე, კანონით უნდა დარეგულირდეს საჯარო სამსახურებში ოპტიმიზაციის ლოზუნგით კადრების შეცვლა, რომლის კრიტერიუმი მეტწილ შემთხვევაში არა პროფესიონალიზმია, არამედ პირადი ერთგულება, მეგობრობა, ნაცნობობა და ნათესაური კავშირი. არ უნდა იქნეს დაშვებული მაღალი თანამდებობის პირის მიერ საკუთარი გუნდით მოსვლა ახალ თანამდებობაზე. ამის მაგალითები უკანასკნელ წლებში უამრავია, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპებს.

  • გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით მწვავედ დგას დასაქმების საკითხი რეგიონებში, მიზანშეწონილია მუნიციპალიტეტების ჭრილში დასაქმების ტერიტორიული პროგრამების შემუშავება. ამის ინიციატორებად უნდა გამოვიდნენ ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამასთან, როგორც მაკრო, ასევე რეგიონალურ დონეზე დასაქმების პროგრამების შემუშავება უნდა მოხდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, ჩინოვნიკების, ბიზნესმენების, მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევით.

  • უნდა ამაღლდეს პროფესიული კავშირების როლი და მნიშვნელობა შრომის ბაზრის დარეგულირების საქმეში. მართალია, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ცხოვრების დონე მაღალია და უმუშევრები მატერიალურად დაცულია სახელმწიფოს მიერ, პროფკავშირების როლი თანდათანობით კლებულობს, მაგრამ ჩვენს პირობებში ასეთი მოდელი მიუღებელია. საქართველოს პროფკავშირები უნდა გამოვიდნენ დღეისათვის არსებული კრიზისიდან და აქტიურად უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ ძალისხმევაში როგორც შრომის პირობების გაუმჯობესებისა და მისი უსაფრთხოების დაცვის, ასევე ხელფასების ზრდის, უმუშევართა დასაქმებისა და საერთოდ დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის წარმოქმნილ უთანხმოებათა დარეგულირების საქმეში. პროფკავშირები აქტიურად უნდა ჩაერთონ დასაქმების პროგრამის შემუშავებისა და რეალიზაციის საქმეში.

  • სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს უმუშევართა სოციალური დაცვა. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევართა დახმარების მოცულობა მიბმულია საშუალო ხელფასთან. აშშ-ში იგი შეადგენს საშუალო ხელფასის 50%25-, კანადაში - 60%25-, ავსტრალიაში - 30-60%25-, ბელგიაში - 40-60%25-, რუსეთში 45-70%25-. საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტის პირობებში შესაძლებელია თანხების გამონახვა, რათა მინიმუმ საშუალო ხელფასის 30-პროცენტიანი დახმარება გაეწიოს უმუშევრებს.

  • უნდა დაჩქარდეს დასაქმების დონის ამაღლება, უპირველეს ყოვლისა სოფლის მოსახლეობის, აგრეთვე იმ სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების, რომლებსაც არასაკმარისი კონკურენტუნარიანობა გააჩნიათ შრომის ბაზარზე.

  • უმუშევრობის შემცირების მიზნით საჭიროა ინვესტიციური კლიმატის გაუმჯობესება ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმების გაღრმავებით, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსაქციული ხარჯების შემცირებას და არაფორმალური სექტორის ლეგალიზაციის სტიმულირებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და მისი გადამამუშავებელი მრეწველობის სტიმულირებას, მცირე ბიზნესისათვის შეღავათიანი დაკრედიტების მექანიზმის ამუშავებას, აგრეთვე ქალთა შრომის სტიმულირებას.

  • სამუშაო ძალის ხარისხისა და შრომის ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საჭიროა პროფესიული მომზადების ცენტრების ორიენტაციის შეცვლა ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისად, პერსონალის შიდასაწარმოო სწავლების სისტემის შემოღება და ..

პერსპექტივაში დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ეკონომიკური განვითარების ტემპებზე,

მცირე მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაზე, ინვესტიციური კლიმატის გაუმჯობესებაზე და სამუშაო ძალის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.

АНОТАЦИЯ
ЗАНЯТОСТЬ И БЕЗРАБОТИЦА В ГРУЗИИ
Яков Месхия, Доктор экономических наук,профессор

Исследование показало, что рынок труда в Грузии не сбалансирован, предложение рабочей силы во много раз превышает спрос на нее. В настоящее время уровень безработицы в Грузии гораздо выше по сравнению с другими постсоветскими странами. Основными причинами безработицы являются: структурные сдвиги в экономике, экономический спад и депрессия, превышение импорта над экспортом и др.

Учитывая сложность ситуации на рынке труда в Грузии, большие масштабы безработицы, превышение спроса над предложением рабочих мест, необходимо: разработать четкую политику и программу реструктуризации экономики; определить приоритетные инвестиционные направления ее развития и разработать на этой основе концепцию занятости и подготовки кадров на длительную перспективу; создать максимально благоприятные условия для развития малого бизнеса; приступить к разработке региональных программ занятости населения; совершенствовать правовую базу труда и занятости; увеличить роль и значение государственной службы занятости.

Главной стратегической задачей в сфере обеспечения занятости и регулирования рынка труда является повышение уровня занятости, прежде всего, сельского населения, а также отдельных социально - экономических групп, в первую очередь, имеющих недостаточную конкурентоспособность на рынке труда.

1.2 როგორ დავძლიოთ უმუშევრობა

▲back to top


0x01 graphic

კობა ბიწაძე
ექსპერტი, ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის რედაქტორი

გაეროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დსთ- სივრცეში უმუშევრობის დონით საქართველო პირველ ადგილზეა, რაც 13,3%25- შეადგენს. მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გვევლინება 11%25-ით. ხოლო ყველაზე დაბალი დონე უზბეკეთშია -0,2%25.

შუა აზიელების მიღწევები გასაკვირი არ არის, რადგან ტაჯიკეთის თუ ყირგიზეთის ყველა უმუშევარი რუსეთში გადასახლდა, სადაც შავ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 1 მილიონით იზრდება: დღესდღეობით ტაჯიკი რავშანი და უზბეკი ჯამშუტი საკმაოდ პოპულარულები არიან რუსეთში

ქართველებისთვის კი რუსეთის შრომის ბაზარი დიდი ხნით დაიკეტა. თუმცა, რატომ ვერ შევძელით ქართველი უმუშევრების დასაქმება თვით საქართველოში? ხელისუფლება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სულ გვიმტკიცებს - საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდია დსთ-ს სივრცეში, თურმე, რუსეთსაც კი 2-ჯერ ვუსწრებთ ზრდის ტემპებით!...

უკვე 5 წელია რაც ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. უმუშევრობის დონით კი ისევ ვლიდერობთ იგივე დსთ- სივრცეში...

ცხადია, პრობლემა კიდევ უფრო გაართულა კრიზისმა: სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მონაცემებით, აგვისტოს შემდეგ 40000 ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან. ამ მიღწევაში სახელმწიფოს წვლილიც ურევია - კადრების ოპტიმიზაციის საბაბით ათასობით თანამშრომელი გამოყარეს სამინისტროებიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან.

პრაქტიკაში არსებობს უმუშევრობის შემცირების სხვა მეთოდებიც. ასე მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში სახელმწიფო სტრუქტურების შტატებს სპეციალურად «ბერავენ» იმ მიზნით, რომ შეამცირონ უმუშევრობა და გაზარდონ მოთხოვნის საერთო დონე. საინტერესოა, რომელი ქვეყნის „პროგრესული“ გამოცდილებით ახდენს საქართველოს მთავრობა კადრების ოპტიმიზაციას?

ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საერთოდ არ არსებობს უმუშევართა სოციალური დაცვის არანაირი სისტემა. თვით რუსეთშიც კი, სადაც მთავრობას მისი უდიდებულესობა ხალხი ტრადიციულად „ნაკლებად აინტერესებს“, უმუშევრობის შემწეობა 4930 რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 150 დოლარი ან 250 ლარია.

რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს გაზი და ნავთობი, მაგრამ ბევრი „უგაზო“ ქვეყანა საქართველოს ცხოვრების დონით აშკარად აღემატება.

ლოგიკურად ისმება კითხვა: რატომ ჩამოვრჩებით თუნდაც დიქტატორულ და კორუმპირებულ ტაჯიკეთს ან უზბეკეთს? საქართველოში ხომ არნახული ეკონომიკური „თავისუფლებაა“ და ბიზნესის დაწყება ხომ ყველას ადვილად შეუძლია?

მთავრობა კი გვპირდება, რომ უახლოეს თვეებში 100 000 სამუშაო ადგილს შექმნის 2 მილიარდიანი ინვესტიციებით (როგორც მინისტრები ამტკიცებენ 1 მილიონიანი ინვესტიცია 50 სამუშაო ადგილს ქმნის)... არადა, მხოლოდ გზების მშენებლობაზე ადამიანი შეიძლება დასაქმდეს 2-3 წლით, ასე რომ, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები მხოლოდ მოკლევადიან სამუშაო ადგილებს ქმნის.

გრძელვადიანი სამუშაო ადგილები მხოლოდ წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში იქმნება - ამ სფეროებს კი პირველ რიგში, კერძო კომპანიებმა უნდა მიხედონ, რადგან სახელმწიფო ბიუროკრატიის ბიზნეს-სტრატეგია ერთმნიშვნელოვნად არაეფექტურია. ამას თავის დროზე ყველაზე ორთოდოქსი კომუნისტებიც კი მიხვდნენ ჩინეთში და ამ ქვეყნის ეკონომიკა კაპიტალისტურ რელსებზე გადაიყვანეს. საქართველოს მოსახლეობა კი მხოლოდ მთავრობისაგან მოითხოვს ყველაფერს.

საერთოდ, ეკონომიკა - ეს არის ხალხის სოციალური კულტურის მატერიალიზაცია. რაც უფრო მაღალია სოციალური კულტურა, მით უფრო მდიდარია ხალხიც.

ექსპერტები თვლიან, რომ ყველაზე მდიდარი ამერიკელები არიან. ამერიკაში სულ ახლახანს უმუშევრობამ 7,7%25-ს მიაღწია, რაც ლამისაა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნიონ.

მაინც რა ისეთ სოციო-კულტურულ საიდუმლოს ფლობენ ევროამერიკელები, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია?

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელების და ევროპელების წარმატების მთავარი საიდუმლო მათი თვითორგანიზაციის უნარია. მათი ეკონომიკა სააქციო კაპიტალზე აღმოცენდა, აქციონერის სტატუსი კი ნებისმიერს შეიძლება ჰქონოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები ენდობიან სააქციო საზოგადოების დამფუძნებლებს, უფრო მეტად ენდობიან იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც ამ დამფუძნებლების კეთილსინდისიერებას ამოწმებენ. ასეთ სააქციო დაბანდებაში რისკის მომენტიც არის. საკმარისია ამერიკაში (ან ევროპაში) რამე ახალი და პერსპექტიული იდეა გამოთქვა, რომ მაშინვე ინვესტორები ბუზებივით დაგესევიან, ბანკები გაგიხსნიან საკრედიტო ხაზებს, პოტენციური მომწოდებლები თუ გამსაღებლები აგავსებენ შემოთავაზებებით და ა.შ.

0x01 graphic

მაგალითად, ჯორჯ ბუში საკმაოდ სერიოზულ სკანდალში გაეხვია ერთ-ერთი ტაილანდელი თაყვანისმცემელის გამო, რომელმაც მის საარჩევნო ფონდში სოლიდური თანხა გადარიცხა. როგორც აღმოჩნდა, ეს ტაილანდელი 10 წლის წინ ჩასულა კალიფორნიაში და უთხოვნია ამერიკელებისათვის, რომ 1 მილიონი დოლარი ჩაედოთ სამუშაო ხელთათმანების მწარმოებელ ფაბრიკაში, რადგან თურმე სამხრეთაზიელი შავი მუშები სულ ხელშიშველა მუშაობდნენ და თითებს იქლეთდნენ. ამერიკელები ისე შეძრა ტაილანდელი მუშების თითების ტრაგედიამ, რომ მათ 1-ის ნაცვლად 9 მილიონი შეუკრიბეს ამ ტაილანდელს. უფრო ზუსტად ინვესტორთა ყოველმა ჯგუფმა ისე მისცა თითო მილიონი ამ მეხელთათმანეს, რომ ერთმანეთის შესახებ მათ არ იცოდნენ - ეს ტაილანდელი ინვესტორთა 9 ჯგუფთან ცალ-ცალკე აწარმოებდა მოლაპარაკებას.

ამ ტაილანდელმა 9-ვე მილიონი აიღო და სხვადასხვა საქმეებში დააბანდა. ის ხელთათმანების ქარხანა კი ააშენა დაგეგმილ 1 მილიონად, მაგრამ მოგების ნორმა არც ისე დიდი აღმოჩნდა. ინვესტორთა 9-ვე ჯგუფმა ამ ტაილანდელის დაპატიმრება მოითხოვა თაღლითობის მუხლით. დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ თაღლითობა ვერ დაუმტკიცეს, რადგან მან ის 9 მილიონი კი არ მიითვისა, არამედ არამომგებიანად დააბანდა. ამერიკელებმა კი მაინც თაღლითობაში ჩაუთვალეს ის ფაქტი, რომ 1-ის ნაცვლად 9 მილიონი აიღო... ეს ამბები შავი მუშის ხელთათმანების ბიზნესში ხდება...

და რა ხდება საქართველოში, როდესაც ვინმე ახალ მომგებიან იდეას გამოთქვამს? - ინვესტორები თავს არიდებენ: - „რომ არ გამოვიდეს ეგ საქმე - დახარჯულ ფულს ვინ დამიბრუნებსო?!“ - არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის, რომ ამერიკულად თუ არა ევროპულად მაინც გარისკოს. ბანკებიც ცივ უარზე არიან - „ახალ საქმეებს არ ვაფინანსებთ - ერთი წელი მაინც უნდა გაძლო ბაზარზეო“, კი მაგრამ როგორ უნდა გაძლო როდესაც საქმის დასაწყები კაპიტალიც კი არ გაქვს...

ხალხი კი ისევ „მესიას“ ელოდება, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და ყველა ქართველს ფოჩიან კანფეტებს დაურიგებს. არადა, ჰენრი ფორდის პირველი აქციები ზუსტად რომ ხალხმა შეისყიდა, თორემ თვითონ ფორდი ერთი უბრალო მესაათე იყო და არათუ ქარხნის, არამედ მესაათის «ბუდკის» ასაშენებელი ფულიც კი არ ჰქონდა.

საქართველოში კი აქციონერული კაპიტალი თითქმის არ არსებობს. სრულიად უსამართლო კანონიც მოქმედებს ამ სფეროში: ყველაზე მსხვილ აქციონერს უფლება აქვს, რომ წვრილ აქციონერებს ძალით მიაყიდვინოს მისთვის აქციები. არც ხალხი ენდობა ბიზნესმენებს და მაკონტროლებელ ორგანოებს იმ დონემდე, რომ რომელიმე საწარმოს აქციები შეისყიდოს.

ამიტომაც ელოდება ხალხი ვიღაც „გოდოს“, რომელსაც ყველა ენდობა და რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს უკანონო მთავრობის თუ კანონიერი ბიზნეს-ელიტის ნაცვლად.

საცოდავია ის ხალხი ვისაც ბელადი სჭირდება - ამბობდა არტურ შოპენჰაუერი.

შოპენჰაუერს რომ თანამედროვე საქართველოში ეცხოვრა, ალბათ იტყოდა: იდიოტია ის ხალხი, ვისი ბედიც ბელადზეა დამოკიდებული - გინდ, რომ პრეზიდენტი იყოს ეს ბელადი, გინდ მილიარდერი ოლიგარქი და გინდ კონსტიტუციური მეფე”.

ჩვენ თავგამოდებით ვამტკიცებთ, რომ პირველი ევროპელები ვართ, რომ ყველა ევროპელი დმანისში ნაპოვნი მზიას და ზეზვას შთამომავალია. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ აღმოგვაჩნდა ბიზნესის თვითორგანიზაციის ის უნარი, რომელიც ევროპელებს გააჩნიათ?

თუნდაც აზიატები ვიყოთ, რატომ ვერ ავაწყვეთ იმ დონის ეკონომიკა, როგორიც იაპონიას აქვს? ნავთობი და გაზი არც ამ ქვეყანას გააჩნია.

იაპონელებმაც ევროპული მეთოდებით მიაღწიეს წარმატებას - მათ უარყვეს აზიური კონსერვატიზმი, დრომოჭმული ფეოდალური ტრადიციები და მთავარ იარაღად ინოვაციები აირჩიეს. სწორედ რომ წვრილმანი ნოუ-ჰაუები გახდა იაპონიის ეკონომიკური ძლევამოსილების ფუნდამენტი.

ინოვაციური აზროვნება ყველაზე მეტად ევროამერიკელებს ახასიათებს - საქონელზე წითლად თუ არ დააწერე „NEW“ - მისი გაყიდვა პრობლემატური ხდება.

ეს ნეომანია ხანდახან კურიოზულ ფორმებსაც ღებულობს: სულ ახლახანს ამერიკაში გამოუშვეს მამაკაცის ოდეკოლონი, რომელსაც სენდვიჩის სუნი აქვს - ეს გაკეთდა სარეკლამო მიზნით - ერთ-ერთი ფასტ-ფუდის ქსელის დაკვეთით. თავიდან ამ ოდეკოლონის ფლაკონი სულ რაღაც 3 დოლარი ღირდა, მაგრამ მასზე ისეთი ბუმი დაიწყო, რომ ფასმა 70 დოლარს მიაღწია. მალე მთელი პარტია გაიყიდა. ერთ-ერთმა გააფთრებულმა მამაკაცმა კომპანიის ოფისში დარეკა და ღრიალით აიკლო იქაურობა: რატომ აღარ იყიდება სენდვიჩისსუნიანი ოდეკოლონები! ჩემს ცოლს უნდა, რომ სენდვიჩის სუნი მდიოდეს და რა ვქნა ახლა მე-.

არავის არ მოსვლია აზრად, რომ ამ კაცისთვის ერჩია: აიღე ჩვეულებრივი სენდვიჩი და ტანზე წაისვიო.

ასე რომ, ამერიკის ბაზარზე ქართულ ბიზნესს კიდევ ერთი სექტორი გაეხსნა: თვით ამერიკელი სტუმრები აღიარებენ, რომ ხინკალს სენდვიჩზე უფრო კარგი სუნი აქვს. ასე, რომ სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ხინკლისუნიანი ოდეკოლონების წარმოება ამერიკული ბაზრისათვის

საქართველოში კი სიახლეები ძალიან არ უყვართ, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარგანზრახვით არ უყვართ.

ბიზნესიც ისევ ბრბოს ეფექტის მიხედვით ვითარდება: ყველა უმუშევრად დარჩენილი ინდვაჭრობას იწყებს ინდმეწარმის სტატუსით, იმის ნაცვლად, რომ თვითონ აწარმოოს ის „შპილკები“ თუ ფარდის საკიდები, რომელსაც თავის დახლზე ჰყიდის. სოფელში დაბრუნება და მიწაზე მუშაობა კი სამარცხვინოდ ითვლება - ალბათ ამ მიზეზითაც გახდა საქართველო პომიდვრის, ხახვის და კარტოფილის იმპორტიორი.

ინდივიდუალურ ვაჭრობაში ჩადებული ფული კი ბოლო პერიოდში ფუჭად იკარგება, რადგან უკვე გამყიდველი უფრო მეტია, ვიდრე მყიდველი.

ხომ უმჯობესია, რომ ვაჭრობის დასაწყებად გამიზნული რამდენიმე ათასი დოლარი რამე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში დააბანდო და ისეთი აგრარული პროდუქცია აწარმოო, რომელზედაც ყოველდღიური მოთხოვნაა და რომლის იმპორტმაც საქართველო წალეკა(???).

თუმცა, როგორც ვთქვი, ჩვენს ქვეყანაში კოოპერატივების და სააქციო საზოგადოებების ორგანიზაციის კულტურა მოიკოჭლებს.

საინტერესოა, რა უშლით ხელს შედარებით მდიდარ ბიზნესმენებს, რომ თავიანთი ფული ახალ ტექნოლოგიებში დააბანდონ და ათჯერ მეტი მოიგონ, ვიდრე ტრადიციულ დარგებში იგებენ?

ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე გამოგონებათა რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. მსოფლიოში უმდიდრესი ქვეყნები იმითაც არიან ცნობილნი, რომ თავის მოქალაქეებზე სხვებზე მეტ პატენტებს გასცემენ: ერთ სულ მოსახლეზე პატენტების რაოდენობით გერმანია ლიდერობს. მეორე ადგილზეა იაპონია. მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.

რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, საქართველოში მომგებიანი გამოგონება ბევრია, მაგრამ მათში ინვესტირება ჯიუტად არავის უნდა...

სხვათა შორის, ევროპელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა თუ რა პრინციპით აწყობენ იერარქიას პრიმატები. როგორც წესი, ყველაზე აგრესიული და ძლიერი მაიმუნი აშინებს სხვა მაიმუნებს და იმორჩილებს მათ. „ბელადი“ აიძულებს სხვა მაიმუნებს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი საკვები მოიპოვონ. შემდეგ ბელადი საუკეთესო ნუგბარ ნაჭრებს მიირთმევს, დანარჩენებს კი თავის ნასუფრალს უტოვებს. ფეოდალური საზოგადოებაც ასეთ „მაიმუნურ“ წესებზე იყო აგებული, მაგრამ ევროპელებმა დაამხეს ფეოდალიზმი და ხელისუფლების არჩევითობის პრინციპი შემოიღეს. ევროპელები თავის მმართველად ირჩევენ მას, ვინც მათ ინტერესებს გამოხატავს და განახორციელებს. ხოლო აგრესიულ „ბელადებს“ ერთობლივი დემოკრატიული ძალებით ასწავლიან კარგ მანერებს

პრიმიტიული ხალხები კი ელოდებიან აგრესიულ ბელადს, რომელიც მათ შეაშინებს და აიძულებს რაც შეიძლება მეტი საკვები მოიპოვონ. თუ ბელადი ნასუფრალს დაუთმობს მიზერული პენსიების სახით - მათ სიხარულს ხომ საზღვარი არა აქვს.

ასე რომ, თუ ჩვენ ევროპელები ვართ - ფული ინოვაციებში უნდა დავაბანდოთ და ამით შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, „გორილების ბელადი“ არ მოვა და ამას არ გვაიძულებს, რადგან იგი არაინოვაციური ბანანებითაც კმაყოფილდება.

1.3 შრომის ხელშეკრულების მოშლა

▲back to top


0x01 graphic

(საქართველოს შრომის კოდექსის მაგალითზე)
დავით ძამუკაშვილი

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

ხელშეკრულების მოშლა ნიშნავს მასზე უარის თქმას და იწვევს შრომითი ურთიერთობების საბოლოო შეწყვეტას, ანუ იგი შეუქცევად ხასიათს ატარებს. ზოგადი გაგებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოშლა შეიძლება მოხდეს ორივე მხარის მიერ ურთიერთშეთანხმებული ნების ან ნების ცალმხრივი გამოვლინებით.

ქართველ მეცნიერებს არაერთხელ გაუჟღერებიათ ვალდებულებითი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი აქსიომად ქცეული პრინციპი: ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაა შესაძლებელი. ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე კი მაშინაა შესაძლებელი, თუ დაშვებულია კანონით, ან მხარის ასეთი უფლება ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. პროფესორ ზურაბ ახვლედიანის ნაშრომი­დან მოტანილი ციტატით გაცხადებული სამართლებრივი პრინციპი ესადაგება კერძო სამართლებრივ (და არა მარტო) ნებისმიერ სახელშეკრულებო ურთიერთობას, რადგან შრომის ხელშეკრულებაც კერძო სამართალს ეკუთვნის, უდავო უნდა იყოს ამ პრინციპის ცხოვრებაში გატარების აუცილებლობა. თუმცა, ხშირად განსახილველი ურთიერთობის მომწესრიგებელი საქართველოს შრომის კოდექსის ზოგი ნორმა იმდენად ფართოა, რომ, როგორც მინიმუმ, ორაზროვანია, ხოლო მათი ნამდვილი არსის გაგება საკმარისი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტ-სპეციალისტებსაც კი უჭირთ.

შრომის კოდექსის ზოგიერთი ნორმის ორაზროვნება დამსაქმებელთა უმეტეს ნაწილს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ შეუძლიათ შრომითი ურთიერთობა საკუთარი ნებით მოაწესრიგონ. ამგვარ შემთხვევებში კი დასაქმებულთა ინტერესები შეიძლება იმდენად დაზიანდეს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისინი საარსებო მინიმუმის შესაბამისი ერთადერთი შემოსავლის - ხელფასის გარეშე შეიძლება დარჩნენ. საქართველოს სამოსამართლო პრაქტიკიდან ცნობილია მრავალი საქმე, სადაც საკითხი სამართლიანად არ გადაწყდა, რაც უმეტესწილად იმის ბრალია, რომ დაზიანებულმა მხარემ ვერ მიუთითა ყველა ის ნორმა, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებულს გახდიდა მის სასარჩელო მოთხოვნას.

ჯერ კიდევ საქართველოს ახალი შრომის კოდექსის მიღებამდე ცხადი იყო, რომ: შრომის კანონმდებლობა მოქალაქეთა შრომითი უფლებების იურიდიულ გარანტიებს ადგენს, რისთვისაც, როგორც წესი, შეიცავს ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. შრომის ხელშეკრულება, როგორც ვიცით, ორმხრივია, შესაბამისად მისი მოშლა შეიძლება მოხდეს დამსაქმებლის ან დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის ნების გამომჟღავნებით. იმყოფება რა მბრძანებლის როლში დამსაქმებელი პრაქტიკულად დაცულია დასაქმებულის თავნებობისგან, ხოლო დასაქმებული საპირისპირო მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში, რომლებსაც საქართველო ეკუთვნის. ამიტომ, აუცილებელია შრომის კანონმდებლობამ დაადგინოს დამსაქმებლის მხრიდან შრომის ხელშეკრულების მოშლის ამომწურავი და ნათელი საფუძვლები. სანამ საქართველოს ნორმატიულ საფუძვლებზე შევაჩერებთ ყურადღებას მცირე მიმოხილვით ექსკურს შევთავაზებთ მკითხველს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში შემავალმა ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, დიქტატორული წყობისაკენ მიდრეკილი რეჟიმის მქონე ქვეყნებმა ბელორუსმა, თურქმენეთმა და დღევანდელმა რუსეთის ფედერაციამაც კი ახალი კანონებით შემოფარგლეს დამსაქმებლის შესაძლებლობანი ერთპიროვნულად დაითხოვონ სამსახურიდან დასაქმებულები, რისთვისაც დააწესეს ამომწურავი საფუძვლები. კერძოდ:

სამსახურიდან დათხოვნის (ხელშეკრულების მოშლის) აუცილებელი დასაბუთება; დამსაქმებლის წინასწარი გაფრთხილება; დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან დათხოვნის დაუშვებლობა; ორსულ ქალთა, ახლად ნამშობიარ დედათა და ინვალიდთა სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობის შეზღუდვა; პროფკავშირების თანამშრომელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა სამსახურიდან დათხოვნის განსაკუთრებული რეჟიმის დაწესება გასასვლელი დახმარების გათვალისწინება სამუშაოდან დათხოვნის პროცედურის წესების დადგენა; დასაქმებულთათვის მატერიალური კომპენსაციის მიცემა (თუ დადგინდა, რომ სამსახურიდან დათხოვნა იყო უსაფუძვლო) დასაქმებულის აღდგენა სამუშაოზე და მისთვის განაცდენი დღეების ხელფასის გადახდა, მიუხედავად იძულებითი განაცდენის ხანგრძლივობისა.

0x01 graphic

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩამოთვლილი პრინციპების პატივისცემა სავალდებულოდ ითვლებოდა მხოლოდ განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მაგრამ ბოლო დროს მათი გარკვეული ნაწილის გამოყენებამ ფეხი მოიკიდა მრავალ ქვეყანაში ვადიანი (განსაზღვრული) ვადით დადებული ხელშეკრულებებისთვისაც. გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული პრინციპები კერძო სამართალში საყოველთაოდ აღიარებული კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის დანაწესის ბაზისს წარმოადგენს, მათ იზიარებს პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნის შრომის სამართალი, განურჩევლად იმისა, თუ რომელ სამართლებრივ ოჯახს, რომელ კონტინენტს ეკუთვნის. დარჩნენ მხოლოდ ცალკეული, სამართლებრივად მოუწესრიგებელი ქვეყნები, რომელთა შრომის სამართალი სერიოზულ სრულყოფას მოითხოვს, რათა დაკმაყოფილდეს თანამედროვე მოთხოვნები ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, საქართველოს ახალი შრომის კოდექსიც სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს ამ მიმართებით, რომლის გამოსწორებაც გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. იმისათვის, რომ ასეთ ქვეყანათა რიცხვი შემცირდეს ან საერთოდ ნულამდე დავიდეს საერთაშორისო შრომის სამართლებრივი აქტებითაც დამკვიდრებულია სავალდებულო ნორმები. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს (შემდგომ გამოვიყენებთ შემოკლებას „შსო“) აქვთ, რომელთა ნორმების გასაზიარებლად ამ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პრაქტიკული ზომები და აცნობონ მას გატარებული ღონისძიებების შესახებ. როგორც ვიცით, საქართველო შსო-ს სრულუფლებიანი წევრია. სანამ ეროვნული ნორმების ანალიზზე გადავალთ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ორგანიზაციის ეგიდით შემოღებული საერთაშორისო მოთხოვნები გავაშუქოთ.

სამსახურიდან დათხოვნისადმი მიძღვნილია შსო სპეციალური, 1982 წელს ამოქმედებული კონვენცია №158 დასაქმების შეწყვეტის შესახებ და მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ამავე დასახელების რეკომენდაციები.

დასახელებიდან გამომდინარე, კონვენცია სამსახურიდან დათხოვნას აწესრიგებს, ხოლო მე-3 მუხლი განმარტავს, რომ ნორმები ეხება დასაქმების შეწყვეტას, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით ხდება.

კონვენცია პირველივე მუხლით ავალებს სახელმწიფოებს აამოქმედონ მასში მოცემული მოთხოვნები ეროვნულ დონეზე და მე-2 მუხლით განსაზღვრავს, რომ მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე, შესაბამისად მისი სტანდარტები ძალაშია ყველა დასაქმებულისა და დამსაქმებლისათვის. აქედან გამომდინარე, კონვენცია უნივერსალური ნიშატისაა და ძალას ინარჩუნებს საჯარო თუ კერძო სექტორებში მოქმედ საწარმოთა და დაწესებულებათა მიმართ.

კონვენციის სფეროდან შეიძლება გამოირიცხოს შრომითი ურთიერთობები წარმოქმნილი დროებითი, მოკლევადიანი შრომის ხელშეკრულებით (გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების ჩათვლით), ან რომელთა მოქმედების ვადაც განსაზღვრულია კონკრეტული საქმის შესრულებისათვის საჭირო დროით. ასევე, შეიძლება კონვენციის პრინციპები არ იყოს გამოყენებული ისეთი ხასიათის შრომის ურთიერთობებთან მიმართებაში, რომლებიც გამომდინარეობს სპეციფიკური პირობების მქონე შრომის ხელშეკრულებებიდან, მაგალითად, როდესაც დასაქმებული განსაკუთრებული კატეგორიის მუშაკია, რომლისთვისაც განსხვავებული პირობებია დაწესებული.

მე-4, მე-5, მე-6 მუხლებით მითითებულია სამსახურიდან დათხოვნის დაუშვებელი საფუძვლები, კერძოდ: გაერთიანების (იგულისხმება დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მიზნით შექმნილი, მაგალითად, პროფკავშირი) წევრობა და მშრომელთა ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი საქმიანობა; დამსაქმებლის წინააღმდეგ შედავების ან საჩივრის შეტანა, ან დავის პროცესში მონაწილეობა; დისკრიმინაციული ტიპისა, მაგალითად, რასა, კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებანი და ა.შ.; სამსახურში გამოუცხადებლობა დედობასთან დაკავშირებული შვებულების დროს; სამსახურში დროებითი გამოუცხადებლობა ავადმყოფობის ან ტრავმის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით.

სამსახურიდან დათხოვნისათვის კონვენცია ითვალისწინებს გარკვეული პროცედურული ნორმების დაცვას. კერძოდ, დათხოვნა დაუშვებელია მანამ, სანამ დასაქმებულს არ მიეცემა შესაძლებლობა წარმოადგინოს ახსნა-განმარტებანი დათხოვნის მიზეზთან დაკავშირებით. ამ ნორმიდან გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც არ არის მოსალოდნელი რაიმე დამაჯერებელი ან მისაღები არგუმენტის მოტანა, კერძოდ, თუ დასაქმებულის უხეშად მცდარი ან დაუდევარი მოქმედების გამო საწარმოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. მაგალითად, საწარმოს იურისტი უნდა შეხვედროდა მომავალ საქმიან პარტნიორს ხელშეკრულების დასადებად, რომლის მიხედვითაც საწარმო იქნებოდა უზრუნველყოფილი 3 თვის განმავლობაში შესასრულებელი საქმის პორტფელით, მაგრამ იგი საკუთარი ქარაფშუტული დაუდევრობის გამო შეხვედრაზე არ გამოცხადდა და ხელშეკრულება არ დაიდო.

გარდა აღნიშნულისა, დასაქმებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი უფლებების დასაცავად გამოიყენოს ადმინისტრაციული ან სასამართლო შედავების საშუალებანი. მათი განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი გონივრული პერიოდის განმავლობაში. ეროვნულმა კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს ეს პერიოდი, ან საქმის ვითარებიდან გამომდინარე მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ასეთი დროის პერიოდი დადგენილი არ არის.

დასაქმებულს, რომელსაც რაიმე გადაცდენის გამო დამსაქმებელი სამსახურიდან ანთავისუფლებს, ასევე უნდა მიეცეს თავისი უფლებების დაცვის საშუალება. თუ აღნიშნული წესი არ იქნება დაცული ითვლება, რომ დასაქმებულს ამ კუთხით მინიჭებული უფლებები არ განუხორციელებია.

ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზის მართებულობის მტკიცების ტვირთს კონვენცია აკისრებს დამსაქმებელს. ეს ვითარება ეხება როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციულ პროცედურებს.

კონვენცია ითვალისწინებს მუშაკისათვის წინასწარ შეტყობინებას მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, რომელიც დამსაქმებელმა უნდა აცნობოს მას დროის გონივრულ ვადაში. ჩვეულებრივ, ასეთ ვადას ეროვნული კანონმდებლობა ადგენს, თუ არადა, მაშინ მოსამართლე განსაზღვრავს. ამ ნორმიდან გამომდინარე, დაუშვებელია მუშაკის განთავისუფლება წინასწარი შეტყობინების გარეშე (ზემოთ მოცემული განსაკუთრებული ტიპის მაგალითის მსგავსი შემთხვევების გარდა, როდესაც შეტყობინება მოკლებულია გონივრულ აზრს).

კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, თუ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება არ მოხდა მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით, ან მიჩნეულია უსამართლოდ, მაშინ დამსაქმებელი უნდა დავალდებულდეს აღადგინოს სამსახურში მუშაკი ან, ვითარებიდან გამომდინარე, მას შეიძლება მიეცეს სათანადო ანაზღაურება.

სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში დასაქმებულისათვის დადგენილია გასასვლელი თანხის ან სხვა სახის თანხის გაცემის აუცილებლობა, რომლის კონკრეტული წესი და ოდენობა დგინდება ეროვნული კანონმდებლობით ან პრაქტიკით.

გასასვლელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს სამუშაო სტაჟისა და ხელფასის სიდიდის მიხედვით, რომელსაც იხდის დამსაქმებელი უშუალოდ, ან დამსაქმებელთა შენატანებზე დაფუძნებული ფონდი.

დასაქმებულმა რომ მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკს უნდა მიეცეს უმუშევრობისგან დაზღვევით გათვალისწინებული თანხა, ან სხვა თანხა გათვალისწინებული სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაფერისი სახის მიხედვით (მაგალითად, ხანდაზმულობისათვის ან ინვალიდობისათვის დადგენილი თანხა, ჩვეულებრივი პირობებით).

დასაშვებია აღნიშნული თანხების კომბინირებული გაცემა, ანუ კონვენციიდან გამომდინარე არ უნდა მივიჩნიოთ, რომ თუ დათხოვნილ მუშაკს მიეცა გასასვლელი თანხა, მას სხვა თანხები აღარ უნდა მიეცეს.

კონვენცია ითვალისწინებს სხვა საფუძვლებსაც და დასაქმებულის თანაბრად იცავს დამსაქმებლის მატერიალურ ინტერესებსაც. ეს საკითხები განსახილველ თემას სცილდება და მათ ამჯერად არ შევეხებით.

კონვენციის მოთხოვნებს მეტ კონკრეტიკას სძენს 1982 წლის მისივე დასახელების მქონე №166 რეკომენდაციები.

დაწესებულია ვალდებულება გაეწიოს შეღავათი ვადიანი ხელშეკრულებით დასაქმებულ მუშაკებს იმ მხრივ, რომ არ მოხდეს კონვენციით გათვალისწინებული შეღავათების უგულებელყოფა, თუ შრომითი ურთიერთობების შესრულება შეუძლებელია განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. ასეთი ვადიანი ხელშეკრულება არ უნდა განიმარტოს თითქოს მას ძალა დამდგარი გარემოებების მიხედვით ეწურება.

სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად არ შეიძლება იყოს აღებული მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევა. ასევე, დაუშვებელია სამსახურიდან განთავისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან სხვა სამოქალაქო ვალდებულების შესრულების გამო სამსახურში გამოუცხადებლობისათვის.

სამსახურიდან განთავისუფლება არ შეიძლება სამსახურებრივი გადაცდომის გამო, თუ ეს ფაქტი ერთხელ მოხდა და არა განმეორებით. ამასთან, საჭიროა წინასწარი გაფრთხილება მიეცეს მუშაკს, რომ ის იქნება დათხოვნილი გადაცდომის გამეორების შემთხვევაში, ხოლო სამსახურებრივი დავალების ან მოვალეობის არადამაკმაყოფილებლად შესრულებისას მუშაკს უნდა მიეცეს გონივრული დროის პერიოდი და შესაბამისი ინსტრუქციები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

დაწესებულია დამსაქმებლის ვალდებულება წერილობით აცნობოს მუშაკს განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ამ შეტყობინების მიღების შემთხვევაში მუშაკს აქვს უფლება მოითხოვოს, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია წერილობითვე აცნობოს განთავისუფლების მოტივები. ამასთან, დასაქმებულს უნდა მიეცეს გონივრული დრო სამუშაო საათების განმავლობაში სხვა სამსახურის მოსაძებნად და მას არ უნდა დაუკავდეს ამ დროის შესატყვისი ხელფასი.

დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის თანამედროვე საფუძვლების დაწვრილებით გადმოცემის შემდგომ მკითხველი ადვილად შეადარებს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენის საფუძვლებს, რომლებიც მხოლოდ ორ მუხლშია მოცემული. 37- მუხლის ) ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დასაშვებია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. ვფიქრობთ, სწორედ ეს ნორმა აფიქრებინებს მრავალ დამსაქმებელს, რომ ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში (ობიექტურად მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დარღვევასთან გვაქვს საქმე) მათ შეუძლიათ თავის უფლების დაცვის წინასწარი საშუალებების მიცემისა და ახსნა-განმარტებების საფუძვლიანობის აწონის გარეშე დაითხოვონ დასაქმებულები სამსახურიდან. ასეთ შეხედულებას ამყარებს ისიც, რომ საქართველოს შრომის კოდექსი პრაქტიკულად არ შეიცავს დასაქმებულთა ინტერესების ამ მიმართებით დამცველ სხვა ნორმებს, საიდანაც პირდაპირ გამომჟღავნდებოდა ის უფლებები, რაც მათ ეძლევათ შრომის საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

ამ კუთხით ყურადღების ღირსია ის მომენტი, რომ დასაქმებულს აუცილებლად უნდა მიეცეს თავისი უფლებების დაცვის საშუალება, ანუ მას უნდა შეეძლოს ახსნა-განმარტებების მიცემით აცნობოს ის გარემოებები, რამაც გამოიწვია სამსახურებრივი გადაცდომა. ხოლო, თუ გადაცდომა პირველად ხდება, მაშინ დამსაქმებელს შეუძლია მხოლოდ დისციპლინარული ზემოქმედების ზომას მიმართოს (ამ წესს საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ ითვალისწინებს). ზოგ შემთხვევაში კი მან საშუალება უნდა მისცეს დასაქმებულს გამოასწოროს ვითარება და იზრუნოს კიდევაც მისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თუ გადაცდომა თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასთან დაკავშირებული სიძნელეებით იყო გამოწვეული.

როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტას ერთი მხარე განიზრახავს, ის ვალდებულია მეორე მხარე გააფრთხილოს. ამ წესის არსი გასაგებია - არ უნდა მიადგეს ზიანი პარტნიორის ინტერესებს. ეს რომ არ მოხდეს, საქართველოს ვალდებულებითი სამართალი ითხოვს ერთმანეთის გაფრთხილების აუცილებლობას. როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, არც საერთაშორისო სამართალი უვლის გვერდს ამ წესს და აუცილებელ ნორმად თვლის მეორე მხარის გაფრთხილებას. საქართველოს შრომის კოდექსი ქმნის ილუზიას თითქოს მხოლოდ დასაქმებულია ვალდებული წინასწარ გააფრთხილოს დამსაქმებელი, რისთვისაც 38- მუხლის მე-2 ნაწილით 30 დღიანი ვადაა დათქმული. ილუზია იმიტომ იქმნება, რომ მითითებული მუხლის პირველი ნაწილით გამოცხადებულია ხელშეკრულების მოშლის უფლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ხოლო არც უკვე განხილული ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და არც რომელიმე სხვა ნორმით ანალოგიური ვალდებულება დამსაქმებლისთვის დადგენილი არ არის. საკითხს კიდევ უფრო ამძაფრებს აზრობრივად სწორი, მაგრამ 38-ე მუხლის ნაწილების შეთანწყობით გამოწვეული კონტექსტიდან გამომდინარე მცდარი დასკვნის გამომწვევი მე-4 ნაწილი, რომელიც არანაირი გაფრთხილებისა და დათხოვნის შემთხვევაში არავითარი ანაზღაურების მიცემას არ ავალდებულებს დამსაქმებელს, თუ დათხოვნა მოხდა შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით.

უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით აშკარა შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მცირედად განვმარტავთ მდგომარეობას ქართველი მეცნიერების თვალსაზრისის მიხედვით. აწ გარდაცვლილი თსუ პროფესორი, ლეონიდე ადეიშვილი (საქართველოში შრომის სამართლის სფეროში მოქმედი წამყვანი მეცნიერი) კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართალზე დაყრდნობით უთითებდა კოდექსის პროექტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ სტატიაში შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველია ერთ-ერთი მხარის ნების გამოვლინება, თუმცა დაქირავებულისგან განსხვავებით დამქირავებელი ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტის სათანადო საფუძვლები მიუთითოს. ამასთან, განსხვავებული წესები არსებობს ხელშეკრულების ჩვეულებრივი (შეტყობინების ვადის დაცვით) და განსაკუთრებული წესით (შეტყობინების ვადის დაუცველად). შემდეგ იგი აღნიშნავდა, რომ შეტყობინების ვადის დაცვით ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებლის მიერ უნდა ყოფილიყო დამყარებული: საწარმოო აუცილებლობაზე, დაქირავებულის პიროვნებიდან გამომდინარე მიზეზზე, ან მის საქციელზე (ხელშეკრულების საწინააღმდეგო ქმედებაზე). შემდეგ, გაჟღერებულია აღიარებული პირობები, რომ ხელშეკრულების მოშლა ამ მოტივით დასაშვები მხოლოდ მაშინაა, როდესაც ამ ზომის თავიდან აცილება შეუძლებელი უნდა იყოს სხვა შესაფერისი დაქირავებულისათვის ნაკლებად მძიმე შედეგების გამომწვევი საშუალებით, ხოლო შეტყობინების ვადის დაუცველად ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობას ქართველ მეცნიერთა ჯგუფი ხედავდა მხოლოდ ისეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც მიზანშეუწონელი ან შეუძლებელი ხდება დაქირავებულის შემდგომი დასაქმება. საკუთარი თვალსაზრისი მუშა ჯგუფმა ასახა შრომის კოდექსის პროექტის ნორმებში, რომლებმაც რატომღაც იმდენად იცვალა სახე ან საერთოდ გაქრა პარლამენტში განხილვისა და მიღების შემდეგ, რომ მხოლოდ ბუნდოვანებისა და გაუგებრობების წყარო გახდა.

მაგალითისათვის მოვიტანთ 117-ე მუხლის სრულ ტექსტს:

მუხლი 117: შრომითი ხელშეკრულების მოშლა

1. შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე კალენდარული თვის დამთავრებამდე ოთხკვირიანი ვადის დაცვით. 2. დამქირავებელი მოვალეა წერილობით განცხადებაში მიუთითოს შრომითი ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და იმ შემთხვევაში, თუ დაქირავებული ორგანიზაციაში ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა დაიცვას შემდეგი ვადები: ) 2-დან 5 წლამდე მუშაობის შემთხვევაში - 2 თვე კალენდარული თვის დამთავრებამდე; ) 5-დან 10 წლამდე - 3 თვე კალენდარული თვის დამთავრებამდე; ) 10 წელზე მეტ ხანს მუშაობის შემთხვევაში - 4 თვე კალენდარული თვის დამთავრებამდე; 3. განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების ჩვეულებრივი საფუძვლით მოშლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. 4. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია ორკვირიანი წინასწარი გაფრთხილებით.

5, კოლექტიური ხელშეკრულებით შეიძლება ხელშეკრულების მოშლის განსხვავებული ვადების დადგენა. დაუშვებელია მხარეთა შეთანხმება დაქირავებულისათვის ხელშეკრულების მოშლის უფრო გრძელი ვადის დაწესებაზე, ვიდრე ეს დამქირავებლისათვის განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის ვადა ავტომატურად ვრცელდება დაქირავებულზეც.

0x01 graphic

პროექტის შემდეგი მუხლები - 118-128 განსახილველი საკითხის ირგვლივ შესაძლო ურთიერთობების მოწესრიგებას ეთმობა, ზემოთ განხილული საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით. მაგალითად, 118-ე მუხლი შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს ჩამოთვლის, ხოლო 119-ე მიზანშეწონილობას განმარტავს. 122-ე მუხლი შრომის ხელშეკრულების მოშლას ეხება, რაც შეიძლება მოხდეს შეტყობინების ვადის დაუცველად.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 124-ე და 125-ე მუხლების არსებობა, რომლებითაც იკრძალება შრომის ხელშეკრულების მოშლა საწარმოს ან მისი ნაწილის ახალი მფლობელისთვის გადაცემისას, აგრეთვე მისი სამართლებრივი ფორმის ან საფირმო სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში. 124-ე მუხლით ერთმნიშვნელოვანი აკრძალვაა დაწესებული ახალი მესაკუთრისათვისაც კი ძველი თანამშრომლების თვითნებურ დათხოვნასთან დაკავშირებით.

თუ შევაჯამებთ განხილულს მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დასაქმებულის თვითნებური დათხოვნა სამსახურიდან უსამართლო აქტია თანამედროვე შრომის სამართლის გაგებით. იმდენად, რამდენადაც საქართველოს შრომის კოდექსი 2006 წელსაა მიღებული ნათელია, რომ მასში ნაგულისხმები უნდა იყოს თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი მიდგომები. ეს რომ ასეა, პირველივე მუხლიდან ირკვევა, რომლის პირველი ნაწილით გამოცხადებულია საერთაშორისო ხელშეკრულების პრიმატი, თუ შრომითი ურთიერთობა განსხვავებულად წესრიგდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი უთითებს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების გამოყენების აუცილებლობაზე, თუ კონკრეტული ურთიერთობები პირდაპირ არ არის მოწესრიგებული შრომის კოდექსით. მაშასადამე, რაკი დამქირავებლის ვალდებულება გაფრთხილების თაობაზე შრომის კოდექსის 38-ე მუხლში პირდაპირ არ არის მოცემული, უნდა მივმართოთ სამოქალაქო კოდექსში არსებულ ვალდებულებითი სამართლის ნორმებს, საიდანაც ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა (ან მისი მოშლა) დასაშვებია მხარეთა მიერ ურთიერთგაფრთხილების შემდეგ, საამისოდ გონივრული ვადის დაცვით. აქედან, სრულიად ნათელია, რომ დასაქმებული სულ მცირე იმავე ვადაში უნდა იყოს გაფრთხილებული, რა ვადაც არის დაწესებული დამსაქმებლის გაფრთხილებისათვის. ეს ნორმა რომ სხვაგვარად გავიგოთ, გამოვა, რომ ჩვენი სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ორ კატეგორიად ყოფს: დისკრიმინირებულ და პრივილიგირებულ ადამიანებად. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით მოხელეების გაფრთხილება აუცილებელია ერთი თვით ადრე (97-ე მუხლი), რაც მათ პრივილიგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებდა კერძო სექტორში დასაქმებულებთან შედარებით, თუ მივიდოდით იმ დასკვნამდე, რომ შრომის კოდექსი მათთვის გაფრთხილებას არ ითვალისწინებს.

თუმცა, ზოგიერთი ნორმების შედარებიდან ცხადია, კერძო სამართლის სფეროში დასაქმებულთა დისკრიმინაცია საჯარო სამართლის სექტორში დასაქმებულ მოხელეებთან შედარებით. ჩვენ საუბარი გვაქვს ავადმყოფობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებული ნორმების დანაწესზე. კერძოდ, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ზ) ნაწილით დადგენილია, რომ, თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხანგრძლივი შრომის უუნარობა - თუ ის აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს შრომის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს, ანუ დასაქმებული შეიძლება იყოს სამსახურიდან დათხოვნილი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით კი ანალოგიური შემთხვევისათვის მოხელე ისარგებლებს სულ მცირე 4-ჯერ მეტი ვადით, რადგან მე-100 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის გამო.

0x01 graphic

ბოლო დროს, გერმანიისა და ინგლისის მაგალითზე აღიარებულ პრინციპად იქცა დებულება: სასამართლო გადაწყვეტილებამდე დასაქმებული, რომელთანაც შრომის ხელშეკრულება მოიშალა ფაქტობრივად არ ითვლება სამსახურიდან დათხოვნილად. ამ დებულებით უდანაშაულობის პრეზუმფციის რეალიზება ხდება შრომის სამართლებრივ ურთიერთობებში და ადამიანი გაცილებით უფრო დაცულად გრძნობს თავს. კარგი იქნებოდა ჩვენს შრომის კოდექსში პირდაპირ ასახულიყო იგი, რაც უფრო მეტად დაახლოებდა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებთან. ეს პრინციპი ურყევი საფუძველია იმისათვის, რომ დასაქმებულმა მოითხოვოს სამსახურში აღდგენა. ამასთან, თუ დასაქმებულის ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დღის წესრიგში დგება მისთვის გაცდენილი დღეების შესაბამისი ხელფასის ოდენობის თანხის მიცემის საკითხი, კომპენსაციის სახით.

დიახ, სამსახურიდან მართლსაწინააღმდეგო დათხოვნის შემთხვევაში ჩვეულებრივია სამსახურში აღდგენის, კომპენსაციის გადახდისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. რა ვითარება გვაქვს საქართველოში?

ამჟამად, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ სამსახურში აღდგენის მოთხოვნა საქართველოს შრომის სამართლებრივი ურთიერთობების შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის. ამ აზრზეა მოსამართლეთა უმეტესი რაოდენობა. მოტივი ის არის, რომ საქართველოს შრომის კოდექსი ამ მოთხოვნის შესაძლებლობაზე პირდაპირ მითითებას არ შეიცავს. მინდა გავიხსენო შრომის კოდექსის პირველი მუხლი, რომლის მე-2 ნაწილი უთითებს, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მაშასადამე, ცალსახაა შრომითი ურთიერთობების მიკუთვნება სამოქალაქო სამართლისადმი. შესაბამისად, შრომის ხელშეკრულებაც კერძო სამართლებრივია და მის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოწესრიგდეს ვალდებულებითი სამართლის ნორმებით. აქსიომატურია ამ მიმართებით დებულება, რომ ხელშეკრულების მოშლა უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით. თუკი მას მოშლის ერთი მხარე ის პასუხისმგებელი გახდება სამოქალაქო სამართლებრივი სანქციების მთელი სიმძიმით. სამოქალაქო სამართლებრივი სანქციებიდან პირველი ადგილი დათმობილი აქვს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, სრულიად ცხადია, რომ თუ იქნება დამტკიცებული სამსახურიდან დათხოვნის უმართებულობა, დასაქმებულმა, რომლის უფლებებიც შეილახა, შეუძლია მოითხოვოს ამ სანქციის გამოყენება, ხოლო ეს მის ნებაზეა დამოკიდებული და არა სხვა პირთა შეხედულებაზე. ნათელია ისიც, რომ ამ სანქციასთან ერთად დაზარალებულ მხარეს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც უპირველეს ყოვლისა მიუღებელი ხელფასის ოდენობით გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ ჩემს მიერ მოტანილი ანალიზის შედეგად გაკეთებულ დასკვნას შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით განამტკიცებს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია: სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. როგორც ვხედავთ, საქართველოს შრომითი სამართლის ერთ-ერთ სფეროში სამუშაოზე აღდგენა სავალდებულო სამართლებრივი საშუალებაა, ხოლო მისი მოთხოვნის შესაძლებლობის უარყოფა შრომის სამართლის მეორე სფეროს ურთიერთობებისათვის აბსურდულად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა მნიშვნელოვანი რიცხვი მიიჩნევს, რომ კერძო სამართლებრივ შრომითი ურთიერთობებისათვის სანქცია „სამუშაოზე აღდგენა“ არ შეიძლება იყოს გამოყენებული.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ვთვლით, რომ საჭიროა საქართველოს შრომის კოდექსი გამდიდრდეს უფრო გამოკვეთილი, ჩვეულებრივი ადამიანებისათვის (რომლებსაც იურიდიული ცოდნა არა აქვთ) ადვილად გასაგები ნორმებით, იმ ზომით, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სრულად იყოს გამოკვეთილი. შრომის სამართალი ხომ უპირველესად ჩვეულებრივი ადამიანების უფლებების სადარაჯოზე დგას. საამისოდ აუცილებელია შრომის კოდექსის ძირეული გადახედვა და საერთაშორისო თანამედროვე ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. უნდა გვახსოვდეს, რომ კარგად მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობები ნებისმიერი ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია.

1.4 უმუშევრობის პრობლემები საქართველოში და სამუშაო ძალის მინიმალური ღირებულება

▲back to top


0x01 graphic

სერგო თურმანიძე,
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

0x01 graphic

გიგლა გაბაიძე,
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად აუცილებელი ხდება მთელი რიგი საკითხების ახლებური გააზრება. მათ შორის არსებული ურთიერთკავშირის ყოველმხრივი და სიღრმისეული შესწავლა. ასეთ საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემები, რამდენადაც მათზეა ბევრად დამოკიდებული სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების სწორად შერჩევა და ეფექტიანად ფუნქციონირებადი ეკონომიკის ფორმირება

როგორც წესი, უმუშევრობა დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის, რამდენადაც მისი არსებობა შეუთავსებელი იყო გეგმიანი ეკონომიკის პრინციპებთან. იგი არსებობს სრული დასაქმების პირობებშიც, რამდენადაც უმუშევრობის გარკვეული დონე (ბუნებრივი) თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გარდაუვალ თვისებას წარმოადგენს. უმუშევრობის ბუნებრივი დონე გულისხმობს შრომის ბაზრის ისეთ მდგომარეობას, როცა არსებული ვაკანსიების რაოდენობა მიახლოებით ემთხვევა უმუშევართა რაოდენობას. უმუშევრობის ბუნებრივი დონე ფრიქციული და სტრუქტურული უმუშევრობის ჯამის ტოლია. ფრიქციული უმუშევრობა გამოწვეულია რეგიონალურ, სპეციფიკურ და მაღალანაზღაურებადი უკეთესი სამუშაო ადგილის მოძებნის სურვილით და თავისი ხასიათით ნებაყოფილებითი უმუშევრობაა, ხოლო სტრუქტურული უმუშევრობა დაკავშირებულია პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცვლილებებთან, რის გამოც ბუნებრივია მომუშავეთა გადამზადება და მათი პროფესიების შეცვლა.

უმუშევრობა ახასიათებს იმ ნებაყოფილებით ან იძულებით დაუსაქმებელ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც შრომის ბაზარზე წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად (როცა შრომის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას), მოკლებულნი არიან მუშაობის შესაძლებლობებს. ამერიკის შრომის სამინისტროს შრომის სტატისტიკის ბიუროს (შსბ) გამოკვლევაში ადამიანი რომ მიაკუთვნონ უმუშევრის კატეგორიას აუცილებელია: 1. მიეკუთვნებოდეს არაინსტიტუციონალური მოსახლეობის (16 წლის და უფროსი ასაკის პირები, გარდა საავადმყოფოსა და ციხეში მყოფებისა) კატეგორიას; 2. არ მუშაობდეს ბოლო ერთი კვირის მანძილზე; 3. ცდილობდეს სამუშაოს მოძებნას კვირის განმავლობაში; 4. მზად იყოს სამუშაოს დასაწყებად.

აღნიშნული მოთხოვნები გარკვეული ზომით ასახულია საქართველოს შრომით კანონმდებლობაში, რომლის თანახმად უმუშევრად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელსაც არა აქვს სამუშაო და შესაბამისად, ანაზღაურება. რეგისტრირებულია დასაქმების სამსახურში შესაბამისი სამუშაოს მოსაძებნად, ეძებს სამუშაოს და მზად არის შეუდგეს მის შესრულებას.

კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე, უმუშევრობა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის (ბუნებრივი, ნებაყოფილებითი, იძულებითი) და სახესხვაობის (დროებითი, სეზონური, ციკლური, სტრუქტურული, ფრიქციული და ..), რომელთა გამოყოფის საფუძველი მათი გამომწვევი მიზეზების სხვადასხვაობაა. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ უმუშევრობის მიზეზები კომპლექსური ხასიათისაა და ეკონომიკური პროცესის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე პირობითად წარმოჩნდება უმუშევრობის ესა თუ ის კონკრეტული მიზეზი.

უმუშევრობის წარმოდგენილი სახეები მიეკუთვნებიან უმუშევრობის ღია ფორმას. გარდა ამისა, არსებობს უმუშევრობის ფარული ფორმაც, რომელმაც საკმაოდ მასობრივი ხასიათი მიიღო საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ პერიოდში.

უმუშევრობის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სოციალურ-ეკონომიკური მოვლენის გაგებისათვის, საჭიროა მისი არა მარტო თვისობრივი დახასიათება, არამედ რაოდენობრივი შეფასებაც, რომელიც შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მაჩვენებელთა სისტემით. უმუშევრობის განსაზღვრის ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებელს წარმოადგენს უმუშევრობის დონე, რომელიც გვიჩვენებს ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა ხვედრით წონას შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში (იხ. ცხრილი).

ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში წლების მიხედვით მცირდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვი და 2015.6 ათასი კაცის ნაცვლად (2000წ.) მან შეადგინა 1965.3 ათასი კაცი (2007წ.). ე.ი. ამ პერიოდში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა 86.3 ათასი კაცით, ანუ 9.6%25-ით.

საყურადღებოა, რომ საანალიზო პერიოდში იზრდება უმუშევართა რიცხვი და ამ მაჩვენებელმა 2007 წელს 261 ათას კაცს მიაღწია, ანუ მთელი აქტიური მოსახლეობის 13.3%25-ს. უმუშევართა რიცხვი ყველაზე მაღალი იყო 2005 წელს (279.5 ათასი კაცი).

უმუშევრობის წარმოდგენილი დონეა აღიარებული ოფიციალური სტატისტიკით, რაც ჩვენის აზრით, ძალიან შორს დგას რეალობასთან. ამას ადასტურებს ამერიკის სავაჭრო პალატის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 2007 წლისათვის უმუშევრობის დონე 27%25- მდეა. უმუშევრობის ზრდის დინამიკას თუ დავაკვირდებით და გავითვალისწინებთ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს (რომელმაც საკმაო გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე) და ქვეყანაში მომხდარ საომარ მოქმედებებს, მაშინ ძნელი არ უნდა იყოს იმის განჭვრეტა თუ რა დონეს მიაღწევდა უმუშევრობა საქართველოში 2008 წლის ბოლოსათვის.

2001-2006 წლებში საქართველოში რეგისტრირებული უმუშევრების რიცხვი 108.5 ათასი კაციდან 33.6 ათას კაცამდე შემცირდა, რაც ნამდვილად არ ყოფილა განპირობებული წარმოების გამოცოცხლებითა და ეკონომიკური აქტიურობის ამაღლებით. ამის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ერთ უმუშევარზე თვეში გაწეული შემწეობის საშუალო სიდიდე (16.4 ლარი 2005წ.), რომელიც ვერანაირად ვერ ასტიმულირებს დაუსაქმებელ მოსახლეობას და ის ვაკანსიები, რომლის ერთ ადგილზეც მოდის 336 უმუშევარი (2006წ.).

უმუშევრობის დონე საქართველოში (ათასი კაცი)

წლები

ეკონომიკურად
აქტიური
მოსახლეობა

უმუშევარი
მოსახლეობა

უმუშევრობის
დონა
%25-ობით

1
2
3
4
5

2000
2003
2005
2006
2007

2051,6
2050,4
2023,9
2021,8
1965,3

212.2
235.9
279.3
274.5
261.0

10.3
11.5
13.8
13.6
13.3

ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, რომ უმუშევრობის დონე ქალაქში მნიშვნელოვნად აღემატება სოფლის შესაბამის მაჩვენებელს, რაც განპირობებულია იმით, რომ ქალაქებში თითქმის აღარ ფუნქციონირებენ მსხვილი სამრეწველო საწარმოები. რაც შეეხება სოფლად უმუშევრობის დაბალ დონეს არა გვგონია, რომ იგი რეალურად არსებულ ვითარებაზე სწორ სურათს იძლეოდეს. ასეთი დასკვნის საფუძველს გვაძლევს ის, რომ საქართველოს კანონმდებლობით სოფლად მცხოვრებლები, რომლებიც ფლობენ ერთ ჰექტარ ან მეტ მიწის ფართობს, მიჩნეულნი არიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებად (2006 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო მთელი დასაქმებული მოსახლეობის 55.3%25), რაც ხელოვნურად ზრდის დასაქმებულთა რიცხვს და ამცირებს უმუშევრობის დონეს. ჩვენის აზრით, სოფლად მცხოვრებლები დასაქმებულად უნდა ჩაითვალონ იმ შემთხვევაში თუ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მათი შემოსავალი გაუტოლდება მინიმალურ ხელფასს მაინც, ამასთან მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. აღნიშნული მსჯელობის საილუსტრაციოდ განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: ერთ ჰექტარ ფართობზე შეიძლება წარმოებული იქნას 20 ტონა ციტრუსი, აქედან 20%25 (4 ტონა) არასტანდარტულია და საქონელმწარმოებლები ჯერ-ჯერობით მის გამოყენებას ვერ ახერხებენ. 16 ტონა სტანდარტული პროდუქციის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა იქნება 8000 ლარი (16ტ. X 0.5 ლარი).

ციტრუსის წარმოების ხარჯები (ამორტიზაციის გარეშე) შეადგენს:

1. ორგანული სასუქის ღირებულება - 450 ლარი;

2. მინერალური სასუქების ღირებულება - 350 ლარი;

3. შხამქიმიკატების ღირებულება (5-ჯერ წამლობა) - 1500 ლარი;

4. ბარვა, თოხნა, ბალახის გათიბვა - 766 ლარი;

5. მანდარინის ყუთების შესყიდვა (533 X 3) - 1600 ლარი;

6. მანდარინის კრეფა - 1200 ლარი;

7. მანდარინის დასაწყობება - 420 ლარი;

8. გაუთვალისწინებელი ხარჯები - 314 ლარი;

9. სულ დანახარჯები - 6600 ლარი;

10. მოგება ერთ ჰექტარზე - 8000-6600=1400 ლარი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი წლის განმავლობაში 8208 ლარია, მაშინ მანდარინის რეალიზაციიდან მიღებული მოგება (1400ლ) საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული მოთხოვნილების დაკმაყოფილების მხოლოდ 17%25-ია.

0x01 graphic

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უმუშევრობის დონის შემცირებისა და აქტიური დასაქმებისათვის აუცილებელია ანაზღაურების იმ მოცულობით მიღება, რომელიც უზრუნველყოფს მომუშავისა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნილებების მინიმალურ დაკმაყოფილებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ როლს ასრულებს მინიმალური ხელფასის სიდიდის და სამუშაო ძალის მინიმალური ღირებულების განსაზღვრა.

უმუშევრობა ადამიანისათვის ნიშნავს რეგულარული შემოსავლის წყაროს არარსებობას და შესაბამისად საარსებო საშუალებების მინიმალური დონის დაუკმაყოფილებლობას. მომუშავის რეგულარული შემოსავლის ძირითადი წყარო ხელფასია, ხოლო მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს მოსახლეობის მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის ღირებულების საფუძველზე. სამომხმარებლო ბიუჯეტი არის ძირითადი ფიზიოლოგიური და სოციალურ-კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი კვების პროდუქტების, არასასურსათო საქონლისა და მომსახურების მოხმარების ხარჯების ღირებულებათა ჯამი წელიწადში ან თვეში, გაანგარიშებული ერთ სულზე.

რეალური სამომხმარებლო ბიუჯეტის გაანგარიშებას საფუძვლად დაედო ცენტრალური სუპერმარკეტების ხარჯები და კვების პროდუქტების ფიზიოლოგიური ნორმები, ხოლო არასასურსათო საქონლისა და მომსახურების ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფაქტიური ხარჯების მონაცემები (2006წ.) ერთ სულზე თვეში.

როგორც გაანგარიშებამ გვიჩვენა, ერთ სულზე სასურსათო პროდუქტებზე გაწეულმა ხარჯებმა თვეში შეადგინა 150.3 ლარი. არასასურსათო საქონლის მოხმარების ხარჯებმა - 8.6 ლარი, ხოლო მომსახურების მოხმარების ხარჯებმა - 31.3 ლარი. მაშასადამე, შრომისუნარიანი მამაკაცის რეალური მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტი თვეში 190.3 ლარია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების ღირებულების ცვალებადობის შესაბამისად ყოველწლიურად.

ცნობილია, რომ მუშა ფლობს საკუთარ სამუშაო ძალას (შრომის უნარს), რომელიც მას შეუძლია ბაზარზე გაიტანოს და გაყიდოს როგორც საქონელი. მუშაკის შრომის უნარის საფასურად ფულში გამოხატული მუშის შრომის ანაზღაურებას ხელფასი ეწოდება. შრომის საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით ხელფასი, როგორც სამუშაო ძალის ღირებულება, არის შრომის გამოყენების პროცესში მეწარმის მიერ გაწეული დანახარჯები, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას, პრემიას და სხვა ჯილდოებს, კვების ღირებულებას, მუშების საცხოვრებელი პირობების ღირებულებას, ტრანსპორტის, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო მომსახურების, სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს და სხვა.

რაც შეეხება სამუშაო ძალის მინიმალურ ღირებულებას, იგი შეიძლება გაანგარიშებული იქნას შემდეგი ფორმულით:

W=(П +HT+Y+H)

სადაც: W - სამუშაო ძალის მინიმალური ღირებულებაა;

П - მინიმალური აუცილებელი პროდუქტების საარსებო ნაკრები ღირებულება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცზე გაანგარიშებით;

HT - არასასურსათო საქონლის ნაკრები ღირებულება თვეში;

Y - მომსახურების მოხმარების ხარჯები თვეში;

H - ხელფასზე დანარიცხები (საშემოსავლო გადასახადი), რომელიც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით 20%25-ია.

ამრიგად, შრომისუნარიანი მამაკაცის სამუშაო ძალის მინიმალური ღირებულება თვეში 237,5 ლარია (150,3 + 8,6 + 31,3 + 47,5). წარმოდგენილი მონაცემები მხოლოდ ერთ მომუშავეზეა გათვალისწინებული, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ოჯახის შენახვის შესაძლებლობა. ამიტომ, მიღებული თანხა აუცილებელია კორექტირებულ იქნას კოეფიციენტით ოჯახის სულადობის მიხედვით. სულადობის ზრდასთან ერთად ადგილი აქვს ამ ხარჯების შემცირებას. ასე მაგალითად, ერთად მცხოვრები ორი ადამიანისთვის ორჯერ მცირდება ბინის გადასახადი, ხარჯები ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე და სხვა. საშუალო სულადობრივი სამომხმარებლო ხარჯები ოთხსულიანი ოჯახისათვის, როგორც წესი, 10%25-ით უფრო ნაკლებია ერთსულიან ოჯახთან შედარებით. ასევე ოჯახში მცხოვრები პენსიონერებისთვის სამომხმარებლო მინიმუმი 10-15%25-ით ნაკლებია მარტოხელა პენსიონერთან შედარებით.

0x01 graphic

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოტანილი ფორმულა და გაანგარიშება ასახავს სამუშაო ძალის არაკვალიფიციურ მომუშავეთა მინიმალურ ღირებულებას (დამლაგებლების, დარაჯის და სხვა). სწორედ მინიმალური ხელფასი წარმოადგენს შრომის ანაზღაურების სისტემის აგების ათვლის წერტილს ნებისმიერ საწარმოსა, თუ ორგანიზაციაში.

სამუშაო ძალის სრული ღირებულების განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას მუშაკის კვალიფიკაცია, შრომის პირობები და სხვა ფაქტორები, რაც გვიკარნახებს ხელფასის დიფერენციაცია მოვახდინოთ სამუშაოს სირთულის, სიმძიმის და მუშაკის კვალიფიკაციის მიხედვით სათანადო კოეფიციენტების საფუძველზე. სამუშაო ძალის მინიმალური ღირებულების დონის ქვეშ იგულისხმება საქონლისა და მომსახურების ის რაოდენობა, რომლის შემცირებაც მომხმარებელს უკვე სიღარიბის და სიღატაკის ზღვარზე დააყენებს.

სიღარიბე შეიძლება იყოს აბსოლუტური, როცა საარსებო მინიმუმის დონე საკმარისია ადამიანის ძირითადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო სიღარიბის შეფარდებით ზღვარად მიჩნეულია საზოგადოების ყველაზე დაბალ შემოსავლიანი ფენების შემოსავლების თანაფარდობა დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლებთან. ასეთი მიდგომით ღარიბებად შეიძლება ჩაითვალონ ისინი, ვისი შემოსავლებიც არ აღემატება ქვეყანაში საშუალო შემოსავლების 50%25-ს. სიღარიბის ზღვარი შემოსავლის ის დონეა, რომლის ქვემოთაც შეუძლებელია ადამიანის კვების მინიმალური დონისა და სხვა ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ამგვარად, უმუშევრობის უარყოფითი სოციალური შედეგები მეტად მნიშვნელოვანია და მან შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნების წარმატებით მიმდინარეობას, საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის სფეროში უმუშევრობის წინააღმდეგ გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები: არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და მოდერნიზაცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მეწარმეობის განვითარება, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება, თვით დასაქმების გაფართოება, სამუშაო დროის ხანგრძლივობის ცვლილება, ინვესტიციების მოზიდვა, ექსპორტის გადიდება და ბიზნესის განვითარება. ვფიქრობთ, ხელფასის რეგულირების საკითხებში სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მინიმალური ხელფასის პირდაპირი რეგულირება, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ამასთან, მთავრობის ფუნქციებში უნდა დარჩეს ხელფასის სარაიონო კოეფიციენტების და მუშაობის სტაჟისათვის დანამატის შემოღებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

АНОТАЦИЯ
ПРОБЛЕМЫ БЕЗРАБОТИЦЫ В ГРУЗИИ И МИНИМАЛЬНАЯ СТОИМОСТЬ РАБОЧЕЙ СИЛЫ
Турманидзе С.,Габаидзе Г.

Безработица как одна из важнейших социально - экономических явлений представляет собой неотъемлемую часть рыночной экономики и является важнейшим показателем макроэкономической нестабильности страны. Означенная проблема характерна и актуальна для нашей страны, где уровень безработицы довольно высок (по официальным дан­ным 12-14 %25 что нереально)

Поэтому правительство должно взять ориентир на снижение темпов роста безработицы и его сохра­нения на допустимом уровне.

Считаем,что для снижения безработицы и эффективного трудоустройства необходимо утвердить такой объем оплаты труда, который обеспечит минимальное удовлетворение работника и членов его семьи.В этом важную роль играет определение размера минимальной зарплаты и минимальной стоимости рабочей силы, так как минимальная зарплата является точкой отсчета всей системы оплаты труда в любом производстве и организации.

По нашим расчетам,минимальная стоимость друдоспособного мужчины на основе статистических данных и существующих на сегодня цен, должна составлять 237,5 лари.Конечно означенной суммой нельзя обеспечить семью,поэтому необходима корректировка с использованием соответствующего коэффициента,исходя из количества членов семьи.

1.5 როგორ არეგულირებს ევროპა შრომით მიგრაციას

▲back to top


0x01 graphic

ზურაბ ლალიაშვილი
პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტის მიკრო-მაკრო ეკონომიკის კათედრის დოქტორანტი

თანამედროვე მსოფლიოში, სამეურნეო საქმიანობისა და სოციალურ-კულტურული ცხოვრების ინტერნაციონალიზაციისა და დემოკრატიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოსახლეობისა და შრომითი რესურსების მსხვილმასშტაბიანი გადაადგილება, როგორც ცალკეული ქვეყნებს შიგნით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებს შორის.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია მსოფლიო თანამეგობრობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომითი რესურსების მიგრაციას. მასში იგულისხმება შრომისუნარიანი მოსახლეობის გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ხანგრძლივი პერიოდით (როგორც წესი, ერთ წელზე მეტი ხნით). შრომითი მიგრაცია წარმოდგენილია შრომისუნარიანი ასაკის ადამიანებით, რომლებიც ტოვებენ სამშობლოს და გარკვეული ვადით უფრო მაღალი ანაზღაურების საძებრად მიემართებიან სხვა ქვეყნებში. ამასთან, ისინი უმეტეს შემთხვევაში არ წყვეტენ კავშირს ახლობლებთან, ნათესავებთან, ანუ სამშობლოში დარჩენილ ნათესავებს ფულადი გზავნილებით ეხმარებიან, რაც მათი მატერიალური უზრუნველყოფის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაციაში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი კატეგორიები: საერთაშორისო შრომითი მიგრანტები, შრომითი რესურსების იმპორტიორი და შრომითი რესურსების ექსპორტიორი ქვეყნები. საერთაშორისო შრომითი მიგრანტი - ესაა, პირი, რომელიც ქვეყნიდან გადის უცხოეთში ძირითადად უფრო მეტი ანაზღაურების მიღების, ან სხვა მიზნით, იქნება ეს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი, თუ რელიგიური შეხედულებების გამო;

შრომითი რესურსების იმპორტიორი ქვეყანა - ესაა ის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ღებულობს შრომით მიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან; შრომითი რესურსების ექსპორტიორი ქვეყანა კი ქვეყანა, საიდანაც შრომითი ასაკის პირები სისტემატურად გადიან უცხო ქვეყნებში, ძირითადად მაღალანაზღაურებადი სამუშაოს საძებნელად.

შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაციას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, შრომითი რესურსების იმპორტიორი ქვეყნები ყოველგვარი მატერიალური, შრომითი თუ სხვა სახის დანახარჯების გაწევის გარეშე ღებულობენ მაღალკვალიფიციურ, უმეტეს შემთხვევაში იაფ სამუშაო ძალას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ კოლოსალური ეკონომია გასწიონ შრომითი რესურსების მომზადებაზე. ასეთ სარგებელს ძირითადად ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ღებულობენ, რადგანაც იმიგრანტების შრომის გამოყენებით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება იმ ფინანსური დახმარების სიდიდეს, რომელსაც ისინი განვითარებად ქვეყნებს უწევენ. აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ერთის მხრივ, იმიგრანტები დასავლეთის ქვეყნებში აბალანსებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, წარმოადგენენ რა იაფ სამუშაო ძალას, ამავდროულად ამ ქვეყნებს უქმნიან მრავალ სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და პოლიტიკურ პრობლემას.

შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბების ზრდაზე, უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიოში წარმოების ინტერნაციონალიზაციის, გლობალიზაციის და ქვეყანათა შორის ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესები. ეს წარმოშობს შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაციის პროცესის სისტემატიზაციისა და რეგულირების აუცილებლობას. სწორედ ამ მიზნით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ იქნა შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაციის სახეების კლასიფიკაცია, რომელიც ხუთ ძირითად ტიპს მოიცავს, ესენია:

1) კონტრაქტით მომუშავენი, სადაც ნათლად არის მითითებული თუ რა ვადით აქვს მუშას მიმღებ ქვეყანაში დარჩენის უფლება. ძირითადად ესენი არიან სეზონური მუშები, რომლებიც დასაქმებული არიან მოსავლის აღებაში, ასევე არაკვალიფიციური და დაბალკვალიფიციური მომუშავეები, რომლებიც ძირითადად დამხმარე სამუშაოებსა და ტურიზმის სფეროში არიან დასაქმებულნი;

2) პროფესიონალები, რომლებიც გამოირჩევიან მომზადების მაღალი დონით, შესაბამისი განათლებითა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები;

3) არალეგალური მიგრანტები, რომელთა რიგებში შედიან ის უცხოელები, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან ტურისტული ვიზებით, მაგრამ ეწევიან შრომით საქმიანობას. ამ ჯგუფის მილიონობით წარმომადგენელი მუდმივად იმყოფებიან აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში, იაპონიაში, სამხრეთ ამერიკაში და თვით აფრიკაშიც კი, რომელიც ტრადიციულად შრომითი რესურსების ექსპორტიორ კონტინენტს წარმოადგენდა;

4) მიგრანტები, რომლებიც იცვლიან მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მიგრანტთა ეს ჯგუფი უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია მრეწველურად განვითარებული ქვეყნებისკენ;

5) ლტოლვილები - პირები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები იმის გამო, რომ მათ სიცოცხლეს, ან საქმიანობას საშიშროება ემუქრებოდა.

0x01 graphic

შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაციის თავისებურებები იმაში მდგომარეობს, რომ მოცემული პროცესის რეგულირება ხორციელდება ორი, ან მეტი სუბიექტის საშუალებით, რომლებიც ზემოქმედებენ მოსახლეობის გადაადგილების სხვადასხვა სტადიებზე და როგორც წესი, მათი ინტერესებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. თუ შრომითი რესურსების იმპორტიორი უპირატესად ინტერესდება მიგრანტთა შემოსავალზე და მათ გამოყენებაზე, ქვეყანა ექსპორტიორის ფუნქციები ძირითადად შემოიფარგლება ქვეყნიდან გამავალი მიგრაციული ნაკადების რეგულირებით და უცხოეთში საკუთარი მოქალაქეების დაცვით.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, შრომითი რესურსების იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნების ინტერესები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული. იმ ქვეყნების ურთიერთდაინტერესების სამართლებრივი გამოხატულება, საიდანაც გადიან ან შემოდიან მიგრანტები, ხორციელდება ორმხრივი, ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. ასე მაგალითად, 1976 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დასაქმების შესახებ მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შრომითი რესურსების მიგრაციული გადაადგილების ორგანიზაცია უნდა ემყარებოდეს ორ, ან მრავალმხრივ შეთანხმებებს, რომელიც შემუშავებული იქნება შრომითი რესურსების როგორც იმპორტიორი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით.

თანამედროვე პერიოდში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რიგი დაწესებულებები, ასევე რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციები ამუშავებენ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობისა და შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაციას ეხება.

საერთაშორისო შეთანხმებების მიღწევისას იზრდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის როლი და ავტორიტეტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საერთაშორისო მიგრაციული ნაკადების მოწესრიგება, მისი ორგანიზაცია, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.

მომუშავე მიგრანტების უფლებების დაცვა მიიღწევა:

- მიგრანტებისთვის უფასო დახმარების გაწევის სამსახურების მიერ, რომლებიც აწვდიან მათ სათანადო ინფორმაციას;

- მოქალაქეების ემიგრაციასა და იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან უტყუარი, საიმედო ინფორმაციის მიწოდება;

- მომუშავე მიგრანტების მიერ თავიანთ სამშობლოში იმ თანხების თავისუფლად გაგზავნა, რომლებიც მათ გამომუშავებული, ან დაგროვილი აქვთ.

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას მიგრაციულ პოლიტიკაში პროტექციონისტული ღონისძიებები შემოაქვს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. 1993 წელს, საფრანგეთმა შეზღუდა ახალი იმიგრანტების მიღება, ხოლო გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება არ მისცეს საცხოვრებელი ვიზები შემოსვლის პრეტენდენტებს და არ აღიაროს იმიგრანტი მომუშავეების შვილების მოქალაქეობრივი უფლებები, რომლებიც კონტრაქტით მუშაობენ. საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებენ სამუშაო ძალის მიგრაციის პროცესს ქვეყნებს შორის ინტეგრაციულ დაჯგუფებებს შიგნით, როგორც წესი, ლიბერალური ხასიათი გააჩნია. საერთო ბაზრის ფორმირების შესახებ 1957 წლის რომის შეთანხმების (ძალაში შევიდა 1968წ.) საფუძველზე ევროკავშირის ქვეყნების წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს იმუშაონ მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე. 1993 წლის შენგენის შეთანხმების საფუძველზე მიღებულია ერთიანი სავიზო რეჟიმი, ხოლო 1990 წლის დუბლინის კონვენციამ დაადგინა თავშესაფრის მინიჭების წესები. 1989 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა ქარტია ევროკავშირის მუშების ძირითადი სოციალური უფლებების შესახებ, რომლის თანახმად, ყოველ მომუშავეს ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებში უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მთელს ტერიტორიაზე. ამასთან, იგი ემორჩილება მხოლოდ იმ წესებსა და შეზღუდვებს, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად. ქარტიის თანახმად, გადაადგილების თავისუფლება უფლებას აძლევს მიგრანტებს თავისუფლად აირჩიონ დასაქმების სახე, ან პროფესია ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ფარგლებში.

შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაცია იწვევს წარმოებული პროდუქციის მოცულობის ზრდას, მაგრამ მიგრაციისგან მიღებული სარგებლის გადანაწილება მეტად არათანაბრად მიმდინარეობს. იმ ნეგატიური შედეგებიდან, რომელიც შრომითი რესურსების მიგრაციას ახასიათებს, შეიძლება გამოვყოთ ის ფინანსური ტვირთი, რომელიც განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტს აწვება. ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება, როცა განვითარებული ქვეყნები გეოგრაფიულად ახლოს არიან შრომითი რესურსების ექსპორტიორ ქვეყნებთან. ამის ტიპიური მაგალითია, მაგალითად, გერმანია და თურქეთი. მსგავსი სიახლოვე განაპირობებს არა მარტო ლეგალური, არამედ, არალეგალური მიგრაციის მასშტაბების ზრდას.

შრომითი რესურსების საერთაშორისო მიგრაციის თანამდევი პრობლემების სიმწვავემ განაპირობა მისი სახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი რეგულირების მექანიზმების წარმოშობა. მე-18 საუკუნეში, ინგლისში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, სამრეწველო წარმოების მუშებს ეკრძალებოდათ უცხოეთში ემიგრირება, ხოლო მე-19 საუკუნეში ევროპის მრავალმა სახელმწიფომ მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავდა ქვეყანაში არასასურველი პირების შემოსვლას. ამავე პერიოდში დაიწყო მიგრაციის მარეგულირებელი ორმხრივი კონვენციების მიღება, რომელთა ნაწილიც დღემდე მოქმედებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებით, რომელიც მიმართულია უცხოური შრომითი რესურსების შემოსვლის შესაზღუდავად, ან მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების (რეემიგრაციის) სტიმულირებისაკენ. შრომითი რესურსების იმპორტიორი ქვეყნები თავიანთ იმიგრაციულ პოლიტიკას აგებენ ქვეყანაში შემომავალი, შრომითი მიგრანტების რაოდენობისა და ხარისხობრივი შემადგენლობის რეგულირებაზე. მიმღები ქვეყნების უმრავლესობა, იმიგრაციის რეგულირებისას ფართოდ გამოიყენებს სელექციურ მიდგომას. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო არ აფერხებს იმ კატეგორიის მომუშავეების შემოსვლას, რომელსაც ქვეყანა საჭიროებს. სასურველი იმიგრანტების ჩამონათვალი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდნენ, ესენია:

- მომუშავეები, რომლებიც მზად არიან მინიმალურ ანაზღაურებაზე შეასრულონ მძიმე, მავნე და დაბალკვალიფიციური სამუშაო;

- მშენებლები, დამხმარე მუშები, სეზონური, მუნიციპალური მუშები და სხვა;

- სპეციალისტები ახალი პერსპექტიული დარგებისათვის: პროგრამისტები, ვიწრო სპეციალობის ინჟინრები;

- იშვიათი პროფესიის წარმომადგენლები: სურათების რესტავრატორები, ექიმები, ალმასების დამმუშავებლები და სხვა;

- მსოფლიო სახელის მქონე სპეციალისტები: მუსიკოსები, არტისტები, მეცნიერები, სპორტსმენები, მწერლები;

- მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას აგრძელებენ მიმღებ ქვეყნებში, ახორციელებენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას.

მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლებისთვის უცხოელი შრომითი რესურსების გამოყენება უმეტესად სარფიანი და მომგებიანია, სულ უფრო იზრდება დაწოლები პროფკავშირული ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც სწორედ იმიგრაციის მასშტაბების გადიდებაში ხედავენ უმუშევრობის გადიდების მთავარ მიზეზს. სწორედ პროფკავშირული ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან რიგმა ქვეყნებმა დაიწყეს იმიგრანტების უკან თავიანთ სამშობლოში დაბრუნების აქტიური მხარდაჭერა. რეემიგრაციის ტრადიციულ სახელმწიფო ღონისძიებებს მიეკუთვნებათ:

- რეემიგრაციის სტიმულირების პროგრამები. ისინი მოიცავენ ღონისძიებათა ფართო წრეს, დაწყებული იძულებითი რეპატრიაციიდან, დამთავრებული იმ იმიგრანტებისთვის ფინანსური დახმარებით, რომლებმაც სამშობლოში გადაწყვიტეს დაბრუნება, დასავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები მიღებულ იქნა რეემიგრაციის მასტიმულირებელი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებდა დამატებითი შემწეობის გაცემას იმ იმიგრანტებისათვის, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტდნენ. რიგ შემთხვევაში შემწეობა მაშინაც კი გაიცემოდა, როცა იმიგრანტი უბრალოდ შინ დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა. ამასთან, შემწეობის მიღების შემდეგ იმიგრანტს არ ჰქონდა უფლება დაბრუნებულიყო მიმღებ ქვეყანაში. შემწეობის გაცემა ხდებოდა იმ სახსრებიდან, რომლებიც აკუმულირებულნი იყვნენ სოციალური დაზღვევის, ან საპენსიო ფონდებში, იმ საწარმოებიდან მიღებული ანარიცხების საფუძველზე, რომლებიც ფართოდ იყენებდნენ იმიგრანტთა შრომას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბიუჯეტიდან გაცემული სახსრები იმიგრანტთა დაბრუნებაზე საკმაოდ დიდი იყო, ხოლო რეემიგრაციის სტიმულირების პროგრამების ეფექტიანობა საკმაოდ დაბალი რჩებოდა.

- იმიგრანტების პროფესიული მზადების პროგრამები. ზოგიერთ ქვეყანაში (საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია) მიაჩნდათ, რომ სამშობლოში იმიგრანტთა დაბრუნების სტიმულირება შესაძლებელი იყო მათი პროფესიული მომზადების დონის ამაღლების შემდეგ. ამ პროგრამების ლოგიკით, უცხო ქვეყანაში მაღალპროფესიული მომზადების მიღების შემდეგ იმიგრანტების შანსები სამშობლოში მაღალანაზღაურებად სამუშაოზე მიღებისას უფრო მაღალი იქნებოდა, რასაც ხელი უნდა შეეწყო და დაეჩქარებინა სამშობლოში მათი დაბრუნება. მიუხედავად ამისა, იმიგრანტების ინტერესი ასეთ პროგრამებში მონაწილეობაზე საკმაოდ დაბალი იყო. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ უცხოეთში კვალიფიკაციის შეძენა სულაც არ ნიშნავდა სამშობლოში შესაფერისი სამუშაოს პოვნას. ამიტომაც, იმიგრანტების დიდი ნაწილი არჩევდა დარჩენილიყო უცხოეთში, ანუ განვითარებულ ქვეყანაში დასაქმებულიყო შედარებით დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, ვიდრე, რეემიგრირებულიყო სამშობლოში უკეთესი სამუშაოს პოვნის იმედით.

- მასიური ემიგრაციის ქვეყნებისათვის ეკონომიკური დახმარების პროგრამები. განვითარებული ქვეყნები ხელშეკრულებას აფორმებენ შრომითი რესურსების ექსპორტიორი ქვეყნების მთავრობებთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში ხელშეწყობასთან დაკავშირებით და მომუშავეთა ნაწილის სამშობლოში დასაბრუნებლად. მსგავსმა საწარმოებმა შეიძინეს კოოპერატივების, ერთობლივი კომპანიების, სააქციო საზოგადოების ფორმა. შედარებით ფართო განვითარება ჰპოვა თანამშრომლობის ასეთმა ფორმამ გერმანიასა და თურქეთს შორის. რიგ შემთხვევაში, ახალი თურქული კომპანიები, რომლებიც გერმანული კაპიტალის საფუძველზე იქმნებოდა, არა მარტო რეემიგრირებული მიგრანტების მოზიდვის პუნქტები გახდნენ, არამედ, მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს თურქეთიდან გერმანიაში ემიგრაციის მასშტაბები.

შრომითი რესურსების იმპორტიორი ქვეყნების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რეემიგრაციის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას დიდი ეფექტი არ მოჰყოლია. მართალია, თავდაპირველად პროგრამების განხორციელების პირველ ეტაპზე რეემიგრირებულ მომუშავეთა რიცხვი იზრდებოდა, მაგრამ შემდგომ ეტაპებზე პროგრამების დაფინანსების შემცირების კვალობაზე მცირდებოდა ასევე რეემიგრირებულთა რიცხვიც.

ANNOTATION
THE SEPARATE ASPECTS OF REGULATION OF THE LABOR RECOURSES INTERNATIONAL MIGRATION PROCESSES IN EU
ROPEAN COUNTRIES
zurab laliashvili

In the modern society development of the social-cultural and productive activities also population and labor recourses removal process especially in huge quantities as within one country as well as among different countries represent one of the expressions of democratization and internalization processes. The greatest influence on increase of amount of labor recourses international migration has the process of internalization of productivity in the world, also globalization and the processes of economical integration among the countries. It causes the systematization of international emigrational and labor recourses processes among countries and the necessity of its regulation that is mainly achieved by the way of realization of different kinds of programs, though they don't usually have desirable results

1.6 ეკოლოგიური უსაფრთხოების განვითარების პერსპექტივები

▲back to top


სოციალურ-ეკოლოგიურ განვითარებას თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვანწილად ეკოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. თუმცა, ეკოლოგიის გადაქცევა XXI საუკუნის ცენტრალურ პრობლემად მარტო ამით არ არის გამოწვეული. ბუნებრივი გარემოს გაუარესება ისეთ კატასტროფულ მასშტაბებს იძენს, რომ კაცობრიობის არსებობასაც ემუქრება.

განსაკუთრებით საშიშ მასშტაბებს მიაღწია CO2-ის ემისიამ. მისი კონცენტრაცია მსოფლიოში ყოველწლიურად 0,4%25-ით იზრდება. CO2-ის ემისიამ მოსახლეობის ერთ სულზე მსოფლიოში 1992-2001 წლებში 4,0 კგ შეადგინა, მათ შორის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში - 4,0 კგ, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში - 7,8 კგ. მთლიანი შიდა პროდუქტის კარბონტევადობა, ანუ მის ერთ დოლარზე CO2-ის რაოდენობამ ამ პერიოდში საშუალოდ მსოფლიოში 0,474 კგ შეადგინა, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში - 0,467 კგ, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში - 1322 კგ. ნახშირბადიანი ნედლეული დღეს მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის ოთხ მეხუთედს უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციაც: თუ ნახშირბადის წილი ენერგიის მოხმარებაში 100%25-ს უახლოვდება, მაგრამ ერთდროულად აღინიშნება მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე 16-20 ათასი დოლარი მყიდველობითი უნარიანობის მიხედვით, მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტის კარბონტევადობა სტაბილიზირდება ან მცირდება უფრო მცირე კარბონტევადი ენერგიის, ჰიდროენერგიის, მზის ენერგიის, ატომური ენერგიის მოხმარების გადიდების შედეგად. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე ნახშირბადის მოხმარების შემცირებისა და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას განაპირობებს.

სასმელი წყლის დეფიციტის გაძლიერება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად სწრაფად იზრდება სასმელი წყლის მოხმარებაც., სპეციალისტთა აღიარებით, დეფიციტის ზრდა XXI საუკუნის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა ქმედითი ღონისძიებები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამისი ინსტიტუციური, ფინანსური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფით, მაშინ უახლოეს 30 წელიწადში მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარი და უფრო მეტი სასმელი წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტის პირობებში აღმოჩნდება.

ასევე უმწვავეს პრობლემად გადაიქცა ნიადაგის დეგრადაცია და ტყის საფარის განადგურება. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში დეგრადაცია განიცადა 2 მლნ ჰექტარმა მიწამ, რაც მთელი მსოფლიოს სახნავი, სათიბი, ტყის, ჭაობის ფართობის თითქმის მეხუთედს შეადგენს, მრავალ რეგიონში აღინიშნება მიწის პროდუქტიულობის მკვეთრი შემცირება. ასევე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დედამიწაზე ტყის ფართობების შემცირებაც. თუ ტყის საფარის შემცირების წლიური ტემპი მომავალშიც 1%25-ის დონეზე შენარჩუნდება, მაშინ 70 წლის შემდეგ, სპეციალისტთა პროგნოზით, დედამიწაზე დღეს არსებული ტყის მხოლოდ ნახევარი დარჩება, ანუ ერთი მესამედი ტყის ფართობისა, რომელიც პლანეტაზე ცივილიზაციის დაწყებამდე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 50100 წლის შემდეგ კაცობრიობის არსებობისა და მეურნეობრიობის საფუძველი ფაქტობრივად მოიშლება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბიოლოგიური მრავალფეროვნების გაქრობის ტენდენცია. ინდუსტრიული სტადიის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო საუკუნის განმავლობაში მცენარეულობისა და ცხოველების მრავალი სახეობიდან საერთოდ გაქრა, ან მცირე რაოდენობითაა შენარჩუნებული მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოიტექნოლოგიის, გენური ინჟინერიის მოლეკულარული ბიოლოგიის მიღწევების საფუძველზე ახალი ცოცხალი ორგანიზმების დაუფიქსირებლად, უკონტროლოდ შემუშავებამ და გავრცელებამ დედამიწის ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე შეიძლება ძალიან უარყოფითად იმოქმედოს. მსოფლიო კორალური რიფების 58%25 და თევზის სახეობათა 34%25-ს გაქრობა ემუქრება ადამიანის საქმიანობის შედეგად. აქედან ცხადია, რომ ბიოლოგიური მაღალფეროვნების შენარჩუნება რთული და კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის პერსპექტივა არა მარტო ადეკვატურ ინვესტიციებს, არამედ აგრეთვე რესურსდამზოგი ტექნოლოგიებისა და მოხმარების ახალი ტიპის გავრცელებას მოითხოვს.

ფრიად დიდი საფრთხის შემცველია კლიმატის გლობალური დათბობა, რომელიც ბუნებრივთან ერთად ანტროპოგენური მიზეზებითაც აიხსნება. ადამიანის საქმიანობა იწვევს ე.წ. სათბურ ეფექტს. მისი 70%25 განპირობებულია წყლის ორთქლით ატმოსფეროში. სხვა მიზეზებია CO2-ის, მეთანის, აზოტის ზეჟანგის, ფრეონის, ოზონის და სხვა გაზების კონცენტრაცია ანტროპოგენური წარმოშობით, რომლებიც მათ ბუნებრივ მისიას ემატებიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებად ქვეყნებში მომავალში ინდუსტრიული და ენერგეტიკული წარმოება მნიშვნელოვნად გაფართოვდება, მაშინ ცხადი იქნება, თუ რაოდენ რეალურია კლიმატის დათბობის საფრთხე უახლოეს ათწლეულებში. საკმარისია აღინიშნოს, რომ არსებული პროგნოზებით მარტო ჩინეთი უკვე 2015 წელს გადაუსწრებს აშშ-ს CO2-ის ემისიის მოცულობით. ამიტომ აუცილებელია გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა სერიოზული დათბობის თავიდან აცილების მიზნით.

ეკოლოგიური პრობლემების გამწვავება ადრინდელი სტრატეგიის დაბალი შედეგიანობით აიხსნება. არსებული სოციალური და ეკოლოგიური მუქარების პირობებში კეთილდღეობის ამაღლების ამოცანა მდგრადი განვითარების სტრატეგიის საფუძველზე უნდა გადაიჭრას, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მიზნების დაბალანსებულ, ერთობლივად, ინტეგრირებულად რეალიზაციას გულისხმობს. ამისათვის თანამედროვე მსოფლიოში რეალურად ხორციელდება გლობალური ეკოლოგიური რეგულირება, რომელიც საბაზრო რეგულირებასთან ერთად სახელმწიფო და ზესახელმწიფოებრივ რეგულირებასაც მოიცავს. კიოტოს კონფერენციამ 1997 წელს მიიღო ოქმი, რომელმაც საკმაოდ მკაცრი ეკოლოგიური პარამეტრები და შეზღუდვები დააწესა მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 2000 წლის 8 სექტემბრის გაეროს მე-8 პლენარულ სხდომაზე 147 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა მიიღეს „გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია“, სადაც ჩამოყალიბებულია მსოფლიოს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხები, მათ შორის გარემოს დაცვის კონკრეტული ამოცანები, ხოლო მონიტორინგის მიზნით შერჩეულია შესაბამისი ინდიკატორები. საქართველომ, როგორც ათასწლეულის დეკლარაციის ხელმომწერმა მხარემ, აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ათასწლეულის განვითარების მიზნების ასახვა ეროვნული განვითარების სტრატეგიებში და აწარმოოს პერიოდული ანგარიშგება მიზნების განხორციელების სტატუსის შესახებ (იხ ცხრილი 1).

1

უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის ლიკვიდაცია

  • დღეში ერთ დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე
    მოსახლეობის რიცხვის განახევრება 1990 და 2015 წლებს
    შორის
    მოშიმშილეთა რიცხვის განახევრება1990 და 2015 წლებს

    შორის

2

მსოფლიოს მასშტაბით დაწყებითი განათლების უზრუნელყოფა

  • 2015 წლისათვის მოზარდთა, თანასწორად ყმაწვილებისა
    და გოგონებისათვის, დაწყებითი განეთლების მიღების
    უზრუნველყოფა

3

სქესთა თანასწორობისა და ძალთა შესაძლებლობების გაფართოება

4

ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება

5

დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება

6

შიდსის, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა

7

ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა

  • ქვეყნის სტრატეგიაში მდგრადი განვითარების
    პრინციპების გათვალისწინება და ბუნებრივი რესურსების
    შემცირების შეწყვეტა

  • სასმელი წყლის მომარაგების მოკლებული მოსახლეობის
    განახევრება 2015 წლისათვის

  • აცხოვრებლად უვარგისი პირობებში მცხოვრებთა
    პირობების გაუმჯობესება მინიმუმ 100 მლნ.
    ადამიანისათვის

8

გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბება განვითარების
მიზნით

თუ გავითვალისწინებთ, რომ ათასწლეულის მიზნები მსოფლიო მასშტაბისაა, იგი საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება. მსოფლიო ბანკის სპეციალისტთა გაანგარიშებით, ათასწლეულის მიზნების განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად 65-75 მლრდ დოლარს შეადგენს, აქედან ეკოლოგიური მიზნების განხორციელება ყოველწლიურად 25 მლრდ დოლარს მოითხოვს.

ახალი საუკუნის პირველმა წლებმა გვიჩვენა, რომ ათასწლეულის მიზნების განხორციელება ფრიად ნელა მიმდინარეობს. ამიტომ აქტუალიზდება, ჯერ-ერთი, კიოტოს ოქმით გათვალისწინებული პარამეტრების გამკაცრების პრობლემა ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის კარბონტევადობის შემცირებისათვის უფრო ქმედითი ღონისძიებების მოთხოვნა, და მეორე, ათასწლეულის მიზნების გაფართოების პრობლემა, რაც გულისხმობს მიზნების განხორციელების პერიოდის გახანგრძლივებას 2050 წლამდე (სიღარიბის სრულ ლიკვიდაციას ამ პერიოდში, გლობალური ეკონომიკის გადასვლას მდგრადი განვითარების ტრაექტორიაზე XXI საუკუნის შუახანებისათვის).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური თანხმობა მდგრადი განვითარების სტრატეგიის განხორციელების თაობაზე. მისი პერსპექტივები, უწინარეს ყოვლისა, შემდეგ ფაქტორზეა დამოკიდებული.

პირველი: სიღარიბის დაძლევის ტემპზე და მასშტაბებზე.

მეორე: ეფექტიანი პოლიტიკისა და ინსტიტუტების არსებობაზე. პოლიტიკის ხასიათი განსაზღვრავს ინსტიტუტების ხარისხს, მათი განვითარებისათვის საჭირო დროს, რეფორმების შედეგიანობას.

მესამე: ინვესტიციების მოცულობაზე მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაფართოებისათვის.

მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეფასება გვიჩვენებს, რომ პირველი ორი ათწლეული საჭირო იქნება აქტიური რეფორმების განხორციელების საფუძველზე პოსტინდუსტრიული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად მსოფლიო მეურნეობის ინსტიტუციური მოწყობის პრობლემის ძირითადად გადაწყვეტისათვის, რაც 2050 წლამდე პერიოდში მის მდგრად განვითარებაზე გადასვლას უზრუნველყოფს.

ჩვენი საუკუნის ოციანი წლების შუახანებამდე კვლავ გაბატონებული იქნება მეხუთე ტექნოლოგიური წყობა, მაგრამ მას თანდათან ჩაენაცვლება მეექვსე ტექნოლოგიური წყობა, რომელიც 2025-2075 წლებში უკვე გაბატონებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და რომლის ფუნდამენტური საფუძვლები ახლაც თანდათან ვითარდება ნანოტექნოლოგიების, ბიოკომპიუტერიზაციის, ხელოვნური ინტელექტის, გენური ინჟინერიის, ინტერნეტის არატრადიციული ენერგეტიკის სახით.

პოსტინდუსტრიულ ტექნოლოგიურ წესზე გადასვლა თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. მაგრამ ამ ამოცანის რეალიზაცია, უწინარეს ყოვლისა, ეფექტიანი სტრატეგიის შერჩევასა და განხორციელებას გულისხმობს. ასეთი სტრატეგია კომპლექსური ხასიათისაა. მისი მიზანია პოსტინდუსტრიულ ტექნოლოგიურ წყობაზე გადასვლისათვის გლობალური ხელშეწყობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილი ქვეყნებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაობა განვითარების დონის მიხედვით განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის მკვეთრად გაიზრდება, რაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება ნათელი მსოფლიოსათვის.

ტექნოლოგიური სტრატეგიის ოპტიმისტური სცენარის განხორციელება რეალურია, თუ განვითარებული ქვეყნების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას განვითარებადი ქვეყნებისადმი სამხედრო ხარჯების შემცირებით გამონთავისუფლებული სახსრები დაემატება და საერთაშორისო თანამეგობრობა ტერორიზმის შემოტევას დაამარცხებს. თუმცა, ოპტიმისტური სცენარის განხორციელება ფრიად დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. იგი დამოკიდებულია მეხუთე ტექნოლოგიური წყობის გავრცელების ტემპზე 2025 წლამდე პერიოდში, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგრადობაზე მსოფლიოში.

მელიტონ ბახია,

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

დალი ბაიდაური,
უფროსი მასწავლებელი

2 ექსპერტის კომენტარი

▲back to top


2.1 დღგ-სთან დაკავშირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

▲back to top


0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აჭარის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე, ექსპერტი

ჟურნალის წინა (№1, იანვარი, 2009 წელი) ნომერში მკითხველს უკვე შევთავაზეთ ჩვენი კომენტარი იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა საგადასახადო კოდექსში საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის (№871 II) კანონით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით. ამჯერად მკითხველს მივაწვდი ინფორმაციას იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც ამავე კანონის შესაბამისად მოხდა დღგ-სთან მიმართებაში

დღგ-ით დაბეგვრის საკითხები, რომ მოქმედ საგადასახადო კოდექსში არ იყო ნათლად ჩამოყალიბებული და საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლები მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს იძლეოდა (რაც მაკონტროლებელთა მხრიდან მოქნილად გამოიყენებოდა გადამხდელთა წინააღმდეგ), ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“. მათში განხილული გვქონდა ის კონკრეტული მაგალითები და ფაქტები, რომლების დაცვაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა. ყოველივე ამის წყალობით გადამხდელი საგადასახადო კოდექსის ცალკეული მოთხოვნების უნებლიე დამრღვევის როლში გამოდიოდა და ამისთვის მკაცრად ისჯებოდა კოდექსით გათვალისწინებული სანქციებით (მუხლები 138, 140).

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ამ უკანასკნელმა ცვლილებებმა ეს ხარვეზები გარკვეულად გამოასწორა (თუმცა ,ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი). მკითხველისათვის ყოველივე რომ უფრო გასაგები გავხადო ,კოდექსში შეტანილი ცვლილებები განვიხილოთ მუხლობრივად:

სსკ-ის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილში შევიდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2008 წლის 14 მარტის №5913 კანონით შეტანილი ცვლილებებიდან, რომლის შესაბამისადაც გაუქმებულია ცნება „საწესდებო კაპიტალი“ შესაბამისად ამ ნაწილის მოქმედი რედაქციიდან სსკ-ს 222-ე მუხლის მე-2 ნაწილი ახალი რედაქციით შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

2. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტარდება რეგისტრაციაში, გადასახადის გადამხდელად ითვლება მის მიერ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში დაფიქსირებული თარიღიდან, მაგრამ არა უადრეს ნებაყოფლობით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღისა და არა უგვიანეს ამ კოდექსის 221- მუხლით განსაზღვრული ვადებისა..

საგადასახადო კოდექსის ამ მუხლში შეტანილი ცვლილება აზუსტებს, რომ პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტარდება რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად ითვლება მისი რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში დაფიქსირებული თარიღიდან, მაგრამ არაუადრეს ნებაყოფილობით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით საგადასახადო ორგანოში მიმართვის დღისა.

არადა ,ყოფილი რედაქციით, რომელიც საგადასახადო კოდექსში 2007 წლის 11 ივლისის №5280რს კანონით (ძალაში შევიდა 2007 წლის 14 აგვისტოდან), პირი , რომელიც ვალდებული არ იყო დამდგარიყო აღრიცხვაზე დღგ-ს გადამხდელად, მაგრამ საკუთარი სურვილით მიმართავდა საგადასახადო ორგანოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისათვის, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირდებოდა იმ თარიღიდან, რა თარიღითაც იგი მიუთითებდა რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადებაში (მაგალითად: პირს შეეძლო საგადასახადო ორგანოსათვის მიემართა განცხადებით დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე პირობითად 25 მაისს და აქვე (განცხადებაში) მიეთითებინა, რომ გთხოვთ მომანიჭოთ დღგ-ს გადამხდელის რეგისტრაცია 15 მაისიდან, რაც არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა და საგადასახადო ორგანო მას მომდევნო დღეს 26 მაისს გამოუწერდა დღგ-ს გადამხდელის სერთიფიკატს, ხოლო სტრიქონზე - რეგისტრაცია ძალაშია - მიუთითებდა 15 მაისს, ამ მუხლის ახალი რედაქციით კი ეს უკვე გამორიცხულია და საგადასახადო ორგანო რეგისტრაციაში ძალაში შესვლის თარიღს მიუთითებს არა უადრეს საგადასახადო ორგანოში განცხადებით შესვლის თარიღს ,ე.ი. ზემოთ მოყვანილ მაგალითზე 25 მაისს, თუ განცხადებაში გადამხდელი მიუთითებს, რომ იგი ითხოვს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციას 30 მაისიდან, საგადასახადო ორგანო დღგ-ს გადამხდელის სერთიფიკატში სტრიქონზე - რეგისტრაცია ძალაშია - მიუთითებს თარიღს- 30 მაისს.

ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი) მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში და იგი ასეთნაირად ჩამოყალიბდა:

) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში;.

ამ ნაწილის ახალ რედაქციას თუ შევადარებთ ძველთან :

„ბ“ აქტივების მიწოდება შენატანის სახით სხვა საწარმოს საწესდებო და საემისიო კაპიტალში - ახალში უკვე აღარ ფიგურირებს სიტყვები სხვა საწარმოს საწესდებო და საემისიო, რაც უკავშირდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში 2008 წლის 14 მარტს №5913 კანონით შეტანილ ცვლილებებს, რომლისგან გამომდინარე ამოღებულია ცნება „საწესდებო“.

226-ე მუხლის პირველ ნაწილში შეტანილია განმარტება, თუ რა ითვლება ამ მუხლის მიზნებისათვის დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად და იგი ახალი რედაქციით შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

1. დღგ-ის გადამხდელის მიერ საწარმოს ყველა აქტივის ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამ მუხლის მიზნებისათვის, დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც ამა თუ იმ სახის პროდუქციის დამოუკიდებლად გამოშვების ან მომსახურების გაწევის საშუალებას იძლევა და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე..

0x01 graphic

2006 წლის 26 მაისის №3138 ცვლილებებით (ძალაში შევიდა 2006 წლის 15 ივნისიდან) სსკ-ს 228-ე მუხლის (დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებით გადამხდელის დღგ-ს კორექტირების შესაძლებლობა ეძლეოდა, თუ:

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდებოდა დღგ-ს გადამხდელს; ლიზინგის საგანი უბრუნდებოდა ლიზინგის გამცემს თუ გათვალისწინებული იყო მისი გამოსყიდვა.

სწორედ ლიზინგის საგნის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. კერძოდ ის, რომ ლიზინგის საგანი მესაკუთრეს შეიძლება დაუბრუნდეს ვადაში, ან ვადამდე (ცხადია, იგულისხმება ლიზინგით გათვალისწინებული გამოსყიდვის ვადა)-ორივე შემთხვევაში უნდა მომხდარიყო თუ არა დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება? რამდენია დღგ-თი დასაბეგრი თანხა და რა რაოდენობით კორექტირდება?ამავე 2006 წლის 25 მაისის ცვლილებებით 238-ე მუხლით - დასაბეგრი ოპერაციის დრო არის იგივე, რაც საოპერაციო იჯარის (მათ შორის ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო (მ.შ. სალიზინგო) მომსახურების ღირებულების გადახდის ვადები, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა). აქედან გამომდინარე, გაურკვეველი რჩება ის გარემოება, თუ როდის და რა თანხაზე უნდა გამოიწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ლიზინგით საქონლის გაცემისას. კერძოდ ,გადასახდელების დისკონტირების გზით გაანგარიშებულ ღირებულებაზე თუ ყოველთვიურ საიჯარო გადასახდელებზე, შესაბამისად ღიად რჩებოდა ზემოთ აღნიშნული კითხვები: თუ რომელი დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება უნდა მომხდარიყო და რა რაოდენობით. ახალი რედაქციით კი 228-ე მუხლის 1 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.;

აქ უკვე აღარ ფიგურირებს წინადადება, რომელიც ლიზინგთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად აწი თუ დაირღვევა სალიზინგო ხელშეკრულება და ლიზინგის საგანი დაუბრუნდება ლიზინგის გამცემს, დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება აღარ მოხდება. მაგრამ, ის კითხვები კი რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ (დღგ-თი დასაბეგრ ობიექტთან დაკავშირებით - საიჯარო ქირის, თუ დისკონტირებული ღირებულების მიხედვით) კვლავ ღიად რჩება და საგადასახადო კოდექსი ამ ნაწილში კვლავ დასახვეწია.

228-ე მუხლის მე-7 ნაწილში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ენერგეტიკულ საწარმოებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოები) უფლება ეძლევათ დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება მოახდინონ არაუგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ნაცვლად ყოფილი რედაქციით გათვალისწინებული მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში კორექტირების განხორციელებისა. ანუ აღარ აქვთ განსაზღვრული კორექტირების განხორციელების კონკრეტული ვადა (დეკემბერი), რაც პრაქტიკულად გარკვეულ სიძნელეებს ქმნიდა.

რამდენიმე ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლში (რაც წმინდა ტექნიკური ხასიათისაა), ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილება, სადაც სიტყვების საწესდებო კაპიტალის ნაცვლად, შეტანილია სიტყვები საწარმოს კაპიტალი, აღნიშნული კი განაპირობა მეწარმეთა შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებამ (2008 წ. 14 მარტი, №5913), რომელმაც გააუქმა ცნება საწესდებო კაპიტალი.

საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის 1 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ახალი რედაქციით შემდეგნაირად ჩამოყალიბდა :

) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის გადაცემული საქონლის ან/და გრანტების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ; მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთაც ზემოაღნიშნული მიზნებისათვის აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომელთა ერთ-ერთი მონაწილე მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო;;

ახალ რედაქციაში ამ პუნქტის ბოლოს აღარ ფიგურირებს წინადადება - ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ხელშეკრულებით მომსახურების გაწევის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ცვლილების ავტორთა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) აზრით ,პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთი წესის არ არსებობისას გადამხდელებსა და საგადასახადო ორგანოებს შექმნოდათ რაიმე სიძნელეები აღნიშნული მუხლით დადგენილი ნორმების გამოყენებასა და მის ადმინისტრირებაში, პირიქით გაურკვევლობები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო სწორედ ამ მუხლის არსებული რედაქციით, რისი გათვალისწინებითაც იგი სრულიად საფუძვლიანად ამოღებულ იქნა ახალი რედაქციიდან.

ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილება უშუალოდ გამომდინარეობს იმ ცვლილებიდან, რაც დაკავშირებულია საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლში საქმიანობის სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობად დაყოფად გაუქმებასთან.

აქვე , , და ქვეპუნქტებში შეტანილი ცვლილებები განაპირობა საქართველოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზირებული სისტემის შესახებ ბრიუსელის 1989 წლის 14 ივნისის საერთაშორისო კონვენციის 2007 წლის ვერსიით ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურაში განხორციელებულ ცვლილებებთან.

ცვლილება განიცადა საგადასახადოკოდექსის 230- მუხლის 1 ნაწილის ქვეპუნქტმაც და იგი ახალი რედაქციით ასეთნაირად ჩამოყალიბდა:

) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შეთანხმებული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად;;

როგორც ვხედავთ, ახალი რედაქციის შესაბამისად ,ბავშვთა კვების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მარკირება მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებებით, რომელიც თავის მხრივ შეთანხმებული იქნება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კომიტეტთან, სხვა შემთხვევაში კი, თუ ასეთი პროდუქცია ამ ჩამონათვალში არ მოხვდება (მიუხედავად მათი დანიშნულებისა) დღგ-სგან არ განთავისუფლდება. ვფიქრობთ ეს გარკვეული ბარიერია მაგრამ აუცილებელი, რამდენადაც ისეთი პროდუქცია, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობასთან, მეტ კონტროლს და მეთვალყურეობას საჭიროებს.

კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა 4 და 5 ქვეპუნქტები:

4 პუნქტი დღგ-სგან ანთავისუფლებს იმ ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლების რეალიზაციას, რომლებიც სარგებლობენ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის . ქვეპუნქტით, კერძოდ კი იმათ, ვინც ახდენს 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის რეალიზაციას, სხვა შემთხვევაში კი, თუ ეს რეალიზაცია მოხდება სსკ-ის 221-ე (დღგ-ს გადამხდელთა სავალდებულო რეგისტრაცია) მუხლით გათვალისწინებულ პირობებში, ე.ი. თუ ერთჯერადი მიწოდება 100000 ლარს აღემატება, ან კიდევ ნებისმიერ უწყვეტ 12 თვეში რეალიზაციის თანხა 100000 ლარს გადააჭარბებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიქმნება და შესაბამისად ასეთი მიწოდებაც დღგ-ით დაიბეგრება, ეს მეტად არასახარბიელო სიახლეა იმ ფიზიკურ პირთათვის, ვინც ბინების შეძენა-გაყიდვით არიან დაკავებულნი.

5 პუნქტმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოიყვანა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლი, რომლითაც დგინდება ,რომ დაბრუნებულ საქონელზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).

საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლში (საქონლის ექსპორტის დაბეგვრა) შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ადრინდელი რედაქციისაგან განსხვავებით საქონლის ექსპორტისას ნულოვანი განაკვეთის გამოყენებისთვის გადამხდელს აღარ ევალება საგადასახადო ორგანოში საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვების შესახებ საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, რადგან საბაჟო რეჟიმში მოქცევის არსებული პროცედურების შესაბამისად, საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებისას საბაჟო დეკლარაციის ერთი ეგზემპლარი რჩება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში). ამდენად ,მისი ისევ საგადასახადო ორგანოსთვის ხელახალი წარდგენის საჭიროება აღარ წარმოიშობა. (ალბათ , ეს ადრეც ასე უნდა ყოფილიყო და ზედმეტი ქაღალდების მოძრაობასთან აღარ გვექნებოდა საქმე).

საგადასახადო კოდექსის 232- მუხლის ახალმა რედაქციამ დააკონკრეტა, რომ დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ამასთან დადგინდა, რომ, თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ გამოიყენება სხვა განსხვავებული (არანულოვანი განაკვეთი) დაბეგვრის რეჟიმი, მაშინ საქართველოს მთავრობას უფლება ეძლევა ასეთი ქვეყნის მიმართ დაადგინოს ანალოგიური რეჟიმი და შესაბამისად საქართველოში ამ ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის მოწოდებულ საქონელსა და მომსახურებაზე გამოყენებული იქნება დაბეგვრის ის რეჟიმი, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის ამჟამინდელი რედაქცია ასეთნაირად იკითხება:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.;

ბ) მე-3-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე. დღგ-ის ოდენობა განისაზღვრება ამ კარით დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

4. თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს დღგ-ის შესახებ იმ თვის დეკლარაციის წარდგენის დროს, როდესაც გაწეული იქნა მომსახურება. ამასთანავე, დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად და დღგ-ის გადამხდელს უფლებას აძლევს, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის საანგარიშო თვის მიხედვით.

5. თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“.

აქ ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 1-ე, 3-ე, 4-ე და 5-ე ნაწილები, რითაც ფაქტობრივად უკუდაბეგვრის ობიექტი და რეჟიმი არ შეუცვლია. არადა კანონპროექტის ავტორებს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ჰქონდათ, რომ უკუდაბეგვრის რეჟიმი გავრცელებულიყო ზოგადად გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე (შესრულებულ სამუშაოზე) რაც კანონში არ აისახა.

ამ მუხლის მე-4 ნაწილი უფრო დაკონკრეტდა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკუდაბეგვრის დროს საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება) ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად და უფლებას აძლევს დღგ-ს გადამხდელს განახორციელოს დღგ-ს ჩათვლა საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის საანგარიშო თვის მიხედვით (ეს პრაქტიკულად ასეც ხდებოდა უბრალოდ მოხდა მისი კონკრეტიზება).

აქვე მე-5 ნაწილში კი უკუდაბეგრვით დარიცხული დღგ-ის გადახდის ვადა არსებული ჩანაწერის - „15 რიცხვამდე“ შეიცვალა ჩანაწერით - „არაუგვიანეს 15 რიცხვისა“, რითაც შესაბამისობაში მოყვანილი იქნა დღგ-ს გადასახადის გადახდის დადგენილ ვადასთან.

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სსკ-ის 2411-ე მუხლის პირველი ნაწილი:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება დღგ-ის იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა - საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილი იქნეს ერთდროულად“.

აქ ცვლილება ძირითადში ტექნიკური ხასიათისაა. იგი შესაბამისობაშია მოყვანილი გადასახადის გადახდისა და ანგარიშების წარდგენისათვის დადგენილ ვადებთან, რისთვისაც ყოფილი ჩანაწერი „15 რიცხვამდე“ იცვლება სიტყვებით „არაუგვიანეს 15 რიცხვისა“, ამასთან ,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ს გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა-საქონლის დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. ამასთან ახალი რედაქცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში უფლება ეძლევა მთელი გადასახდელი თანხა გადაიხადოს ერთდროულად, რათა მას არ მოუწიოს სიარული საბანკო დაწესებულებაში სისტემატურად.

ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ 2008 წლის №11 გამოქვეყნებულ წერილში „დღგ-ის გადამხდელთა დასჯის ახალი ტექნოლოგიები“ გავაკრიტიკეთ მაკონტროლებელთა მხრიდან დღგ-ის გადამხდელთა მიმართ ისეთი ფინანსური სანქციების გამოყენების პრაქტიკა, როგორიც იყო საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დღგ-ს ჩათვლის მიღებაზე სსკ-ს 248-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით გამოწერილი (საქონლის/ მომსახურების მიწოდებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა) დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ს ჩათვლების გაუქმების და შესაბამისი ფინანსური სანქციების გამოყენება. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნოთ ,რომ ხელისუფლების მიერ ამჯერადაც მოხდა აღნიშნული შენიშვნების გაზიარება და კოდექსის 247-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნა 248-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობა, რომელიც თავიდან ბოლომდე უსამართლო იყო და არ ემსახურებოდა გადამხდელთა ინტერესებს.

შესაბამისი ცვლილება შევიდა 248-ე მუხლის პირველ ნაწილში და იგი ასეთნაირად ჩამოყალიბდა:

„1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, გარდა ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული მიწოდებისა, მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიმღებს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა“..

ყოფილი რედაქციისგან განსხვავებით, დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის 2 დღიანი ვადის ათვლა იწყება არა საქონლის/მომსახურების მიწოდების დღიდან, არამედ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნის დღიდან, ე. ი. მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა მიმწოდებლის მიერ უნდა გამოიწეროს დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (თუმცა აქვე გადამხდელებს ისიც მინდა შევახსენო, რომ მისი გამოწერა უნდა მოხდეს საანგარიშო თვის შიგნით გარდა 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციებისა (თბო და ელ.ენერგიის, გაზისა და წყლის უწყვეტი მიწოდებისა).

აქვე გვინდა პატარა გადახვევა გავაკეთო და მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია ისეთ საინტერესო პრაქტიკაზე, რასაც ადგილი ჰქონდა სულ ახლახან საგადასახადო შემოსავლების სამსახურში გადამხდელის საგადასახადო დავის განხილვისას, რომელიც სწორედ 248-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 2 დღიანი ვადის დარღვევით გამოწერილი დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლების გაუქმებასთან იყო დაკავშირებული.

კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო დავის დროს-მიმდინარე წლის იანვარში, მაშინ როცა სსკ-ში შეტანილი ახალი ნორმები უკვე ძალაში იყო შესული, გადამხდელის მიერ ჯერ კიდევ აუღიარებელ საგადასახადო მოთხოვნაზე (საგადასახადო დავა დაწყებული იყო ვადების დაცვით) საგადასახადო კოდექსში შეტანილი ზემოთ აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე გადამხდელმა მოითხოვა, რომ მის მიმართ გამოეყენებინათ სსკ-ის 247-ე მუხლის მეორე ნაწილის ახალი რედაქციის შესაბამისად, შემოტანილი შემამსუბუქებელი გარემოება და სსკ-ის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის (ახალი რედაქცია) შესაბამისად, რამდენადაც კანონით უკვე გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევისათვის მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ე. ი. გადამხდელის მიმართ გამოყენებული ფინანსური სანქციები (დღგ-ს ჩათვლის გაუქმება და შესაბამისი ჯარიმები), რომელიც გადამხდელის მიერ ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული და მიმდინარეობდა საგადასახადო დავა უნდა გაუქმებულიყო მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნული შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ არ გაიზიარა და გადამხდელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა. ვფიქრობ, შემოსავლების სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება სსკ-ს 125-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრულ წესს ეწინააღმდეგება და მისგან გამომდინარე არასამართლიანია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის უფლებების დასაცავად საგადასახადო დავას გავაგრძელებთ შემდგომ ინსტანციებში.

კოდექსის 247-ე მუხლის (დღგ-ს ჩასათვლელი თანხა) ახალი რედაქციიდან ამოღებულია მე-3 ნაწილი, რომლითაც რეგულირდებოდა ნაწილობრივი, პროპორციული ჩათვლა (იმისდა მიხედვით, საქონლის რა ნაწილი გამოიყენებოდა ეკონომიკურ და რა ნაწილი არაეკონომიკურ საქმიანობაში) ამ საკითხს უკვე არეგულირებს ამავე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილში ახლად ჩამოყალიბებული დებულებები.

კორექტირება განიცადა 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტმაც. იგი გარკვეულად შერბილდა და მის შესაბამისად დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს უკვე მხოლოდ იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ არის წარმოდგენილი მყიდველის (ჩათვლის მიმღების მიერ დღგ-ის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა) ნაცვლად ყოფილი რედაქციით-45 კალენდარული დღისა.

არადა, მიმაჩნია ,რომ ეს ნორმა თავიდანვე სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ იქნა შემოღებული და იგი წინააღმდეგობაში მოდის დღგ-ს, როგორც არაპირდაპირი გადასახადის არსთან. კერძოდ, დღგ- გადამხდელია საბოლოო მომხმარებელი, იგი ეტაპობრივად გადადის საქონლის/მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე მომდევნო მყიდველთან/მომხმარებელთან და მისი მთლიანობაში გადახდა უწევს საბოლოოდ მომხმარებელს. დამკვიდრებული პრაქტიკით კი, როცა ჩათვლის მიმღები 45(ახლა უკვე 90) დღის დაგვიანებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჩათვლას ვეღარ ღებულობს, ფაქტობრივად დღგ-ს გადახდა მეორეჯერ ხდება. ამდენად ,როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნორმა სრულიად უკანონოა და იგი საერთოდ ამოღებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსიდან (მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ ეს ნორმა არ მოქმედებდა პირველ - 1997წლის საგადასახადო კოდექსით).

დადებით მომენტად უნდა ჩაითვალოს სსკ-ს 251-ე მუხლის (ბიუჯეტთან ანგარიშსწორება საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დარიცხული დღგ-ის თანხაზე გადამეტების შემთხვევაში) პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ახალი რედაქცია, რომლის შესაბამისადაც ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნება გადამხდელზე უნდა მოხდეს სამი თვის ვადაში, ნაცვლად ყოფილი რედაქციით გათვალისწინებული 6 თვისა (ამასთან, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღვნიშნოთ, რომ 1997წლის საგადასახადო კოდექსით ეს ვადა 20 დღეს ითვალისწინებდა-მუხლი240).

0x01 graphic

P.S. ჟურნალის წინა ნომერში (№1, იანვარი,2009წ.) გამოქვეყნებულ წერილში ფინანსური სანქციები მკითხველს მივაწოდეთ ინფორმაცია 2008 წლის 26 დეკემბრის №871 ცვლილებებით და დამატებებით საგადასახადო კოდექსში ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე, სსკ-ში აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №980 ბრძანებით ცვლილებები შევიდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილებების თანახმად, ინსტრუქციის მესამე მუხლს დაემატა 81 პუნქტი, რომლის შესაბამისად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში გამყიდველის და მყიდველის მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე მისამართის (ქუჩა, №, ქალაქი, მუნიციპალიტეტი), ტელეფონის ნომრის მითითება სავალდებულო აღარ არის, სავალდებულო არ არის ასევე მომსახურე ბანკის დასახელებისა და ანგარიშის ნომრის მითითება.

ამავე ინსტრუქციის მესამე მუხლის 21-ე პუნქტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად პირს უფლება აქვს არ შეავსოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №2, რომელიც სავალდებულო იყო იმ დროს, როცა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სტრიქონები არასაკმარისი იყო მათ ჩასაწერად. ახალი წესით ასეთ შემთხვევაში პირს უფლება აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად შესაბამის ოპერაციებზე წარდგენილ იქნას სასაქონლო ზედნადებები.

არადა ,დამერწმუნებით, ასეთი წვრილმანი დარღვევებისათვის, რომლითაც გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია, გადასახადის არც შემცირებასა და არც გადავადებას არ ჰქონია ადგილი, საჯარიმო სანქციებით (სსკ-ს 140-ე მუხლის მე-4 ნაწილით) არა ერთი გადამხდელი დაიჩაგრა და სრულიად უსამართლოდ მათზე დარიცხულ იქნა უამრავი ფინანსური სანქცია. საბედნიეროდ ზემოთ აღნიშნული ცვლილებებით მაკონტროლებლებს ამის უფლება ამიერიდან აღარ ექნებათ!

2.2 აქტივების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა, შემოსავლების აღიარება და დეკლარირება

▲back to top


0x01 graphic

შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობისმთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი -ნი იური პაპასქუა

კითხვა:

- 2008 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირმა გაყიდა უძრავი ქონება X და მიიღო შემოსავალი. იმავე წელს გაყიდა უძრავი ქონება Y, საიდანაც მიიღო ზარალი, .. ფიზიკურმა პირმა 2008 წელს შეასრულა ორი ოპერაცია, რომელთაგან ერთში მიღებულია შემოსავალი, მეორეში კი ზარალი.

) უნდა მოხდეს თუ არა 2008 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აღნიშნული ორი ოპერაციის გაერთიანება, თუ თითოეული ოპერაციის მიხედვით უნდა წარადგინოს ცალ-ცალკე დეკლარაციები;

) დაიბეგრება თუ არა რეალიზაცია დღგ-ით, თუ მიწოდებული აქტივების ღირებულება ჯამურად იქნება 100000 ლარი;

) უნდა მოხდეს თუ არა 2008 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის აღიარება იმ შემთხვევაშიც, თუ საკუთრების უფლების გადაცემა მოხდა 2008 წლის დეკემბერში და ქონების საფასურის მიღება მოხდა 2009 წლის თებერვალში (მხედველობაში გვაქვს აღრიცხვის წარმოება საკასო მეთოდით)?

პასუხი:

- დასაწყისიდანვე შევთანხმდეთ, რომ საგადასახადო მიზნებისთვის, სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად,

1. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

) ინდივიდუალური საწარმო - ფიზიკური პირი, თუ ისმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;

) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებსმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი.

ანუ, ამით იმის ხაზგასმა გვინდა (და ვიგულისხმებთ), რომ საკითხი ეხება მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რაღაც დონით მაინც აქვს მოწესრიგებული შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ყველა შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, რომ დაბეგვრის მიზნებისთვის ფიზიკურ პირზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და ვალდებულებები.

უთუოდ უკეთესი იქნებოდა დაგეზუსტებინათ, თუ რა სახის უძრავი ქონება გაყიდა ამ ფიზიკურმა პირმა. ამას, როგორც ქვევით დავინახავთ, აქვს არსებითი მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწა და შენობა-ნაგებობები. თუმცა, მათ მიმართ სხვადასხვა მიდგომა არსებობს. მიწას ამორტიზაცია არ ერიცხება, ხოლო შენობა-ნაგებობებს ამორტიზაცია ერიცხება ცალ-ცალკე და თითოეული შენობა-ნაგებობა განიხილება, როგორც ცალკე ჯგუფი.

ასეთი შესავლის შემდეგ, კვანძის გახსნისთვის ძალიან წაგვადგება სსკ-ის 191 მუხლი, რომლის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ქონების რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება ასეთი ქონების რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით. თუ ზარალის კომპენსაცია შეუძლებელია იმავე წელს, მაშინ იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და მისი კომპენსაცია მოხდება ასეთი ქონების რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით.

სსკ-ის 210-ე მუხლის მიხედვით კი:

1. აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება არის დადებითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 211- მუხლის შესაბამისად (211- მუხლით განსაზღვრულია, რომ აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟის და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, ხოლო აქტივის უსასყიდლოდ მიღებისას - ამ აქტივის საბაზრო ფასი).

2. აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება იმ აქტივების მიმართ, რომლებიც ექვემდებარება ჯგუფური მეთოდით ამორტიზაციას.

4. აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას მიმწოდებელი პირის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 211- მუხლის მიხედვით განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის.

როცა უძრავი ქონების გაყიდვის შედეგს (შემოსავალსა და ზარალს) უსვამთ ხაზს, ვფიქრობ, იმ შედეგზე მიუთითებთ, რომელიც ზემოაღნიშნული ნორმიდან მომდინარეობს. თუ ეს ასეა (სხვა შედეგი არცა მაქვს მხედველობაში), ერთ ოპერაციას შეასრულებს თუ ათს, დეკლარირებას ექვემდებარება ფიზიკური პირის ერთობლივი (ხელფასის, ეკონომიკური საქმიანობით და სხვა სახით მიღებული) შემოსავალი.

განსახილველ შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებთან გვაქვს საქმე და უნდა ვიხელმძღვანელოთ სსკ-ის 175-ე მუხლის პუნქტით, რომლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება: ძირითადი საშუალებების რეალიზაციით მიღებული თანხები, რომლებიც შემოსავალში შეიტანება 183- ნაწილის მე-7 ნაწილის მიხედვით.

მოდით, ვნახოთ რას ითვალისწინებს ეს ნორმა. მასში ვკითხულობთ: თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსათვის, მაშინ ნამეტი თანხა ჩაითვლება ერთობლივ შემოსავალში და ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება“. ე.ი. თუ ძირითადი საშუალებების რეალიზაციით მიღებული თანხა აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსათვის, მაშინ ნამეტი თანხა ჩაითვლება ერთობლივ შემოსავალში. აი, ამას მიაქციეთ ყურადღება. ჯგუფის ღირებულებით ბალანსს კი შეადგენს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი მცირდება საანგარიშოს წინა საგადასახადო წელს დარიცხული ამორტიზაციის თანხით და ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად წარმოებული გამოქვითვებით, რომლებსაც ემატება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფისათვის დამატებულ ძირითად საშუალებათა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საშუალებებისა) ღირებულება ამ კოდექსის 211- მუხლის თანახმად, აგრეთვე საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯები ზღვრული დონის ზემოთ ამ კოდექსის 184- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და აკლდება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა და ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებათა დისკონტირების გზით გამოყოფილი თანხა“.

მაშ ასე, ახლა უკვე შეიძლება კითხვის ნაწილთან დაკავშირებით შემდეგნაირად ჩამოვყალიბდეთ: ორივე ოპერაციის მიხედვით, ნახეთ რას მოგცემთ წლის ბოლოსთვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი. თუ ნამეტთან გაქვთ საქმე, მოგიწევთ მისი შემოსავლად აღიარება. დეკლარაცია კი ყველა შემთხვევაში ერთი წარედგინება და არა ცალ-ცალკე ოპერაციების მიხედვით. ერთ დეკლარაციაში აისახება მთლიანი შედეგი შემოსავალიც და ზარალიც. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 2008 წლის მიწურულს (26 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, რომელთა შესაბამისადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ¹973 ბრძანებით დამტკიცდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ახალი ფორმა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია.

დეკლარაციის წარდგენისას (შევსებისას), მის შესაბამის უჯრებში შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ შემოსავლების (გამოქვითვების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნას გამოტოვებული ან გამეორებით ჩართული. გარდა ამისა, განსახილველი შემთხვევისთვის გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი რედაქციით საგადასახადო კოდექსის 168- მუხლის 1-ლი ნაწილის.პუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან განთავისუფლებულია: „ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლორეალიზაციით მიღებული ნამეტიიანგარიშება, როგორც სხვაობა საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა (სახელმწიფო პრივატიზებისას, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში), როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის და აგრეთვე, სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის 4 პუნქტიც, რომლის თანახმადაც, დღგ-ისგან განთავისუფლებულია: ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 168- მუხლის პირველი ნაწილის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მიღების შემთხვევაში ასეთი საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაცია;

) სსკ-ის 225-ე მუხლის თანახმად „1. დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: ) დასაბეგრი ოპერაცია“, თუ ასეთს ადგილი აქვს და ამისთვის სულაც არაა საჭირო 100000-იანი ბრუნვის ზღვარს გადასცილდე. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია 100000 ბრუნვის ზღვარს მიღწევამდეც იბეგრება და დღგ- იხდი, ოღონდაც გადახდილი დღგ-ის ჩათვლას ვერ ღებულობ. უბრალოდ, სსკ-ის 221 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, პირი ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში, თუ: ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს; მან ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის. როგორც ვხედავთ, აქ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა (და არა ყველა ოპერაციისგან მიღებული შემოსავალი) თუკი გადააჭარბებს 100000-იან ზღვარს, დგება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მომენტი.

) კითხვის ამ ნაწილისთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ სსკ-ის მე-200 მუხლით, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელმა, რომელიც იყენებს აღრიცხვის საკასო მეთოდს, შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტის და ხარჯების დაქვითვა მოახდინოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 183- მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს)“.

აქვე უნდა დავიმოწმოთ 2001-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც. მასში აღნიშნულია, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ნაღდი ფულის მიღების მომენტი, ხოლო უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას - ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს“.

უნდა შევნიშნოთ, რომ ამ მუხლებში არის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი დებულებები (რომელთა განხილვა შორს წაგვიყვანს და სხვა თემაა). მაგრამ თუ ძალას დავატანთ თავს, ციტირებული მუხლებიდან იმის ამოკითხვა არ უნდა გაგვიჭირდეს, რომ საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლის მიღების მომენტად ითვლება ფულის მიღების დრო (სალაროში ან საბანკო ანგარიშზე). შესაბამისად, შემოსავლის დეკლარირებაც ფულის მიღების წელს უნდა მოახდინოთ. თუმცა, გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი რას ნიშნავს (ან ვინ შეიძლება გამოიყენოს) მხოლოდ დარიცხვის ან მხოლოდ საკასო მეთოდი. აღრიცხვაში ცალკეული ოპერაციების წარმოებისას ერთდროულად გამოიყენება დარიცხვისა და საკასო მეთოდების ელემენტები. მაგალითად, ფულადი სახსრების აღრიცხვისას საკასო მეთოდს გვერდს ვერ აუქცევ, ხოლო ცვეთის და ამორტიზაციის დარიცხვისას, მხოლოდ დარიცხვის მეთოდით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

დავბეგროთ თუ არ საწარმოს დამფუძნებლის მიერ შემოტანილი სესხი?

კითხვა:

- შპს- ერთადერთმა დამფუძნებელმა საწარმოს დროებით ასესხა თანხა, რომლითაც არ იზრდება საწესდებო კაპიტალი.

ჩაეთვლება თუ არა ეს თანხა შპს- სარგებლად სსკ-ის 176- მუხლის მიხედვით იმ შემთხვევაშიც, თუ ეს თანხა გაფორმდება როგორც პროცენტიანი სესხი და მოხდება მასზე პროცენტის დარიცხვა საშუალო წლიური საბაზრო განაკვეთის მიხედვით?

პასუხი:

- პრაქტიკაში ხშირია მსგავსი შემთხვევები: ერთადერთი დამფუძნებელი (ან თუნდაც, ერთ-ერთი) თავისსავე საწარმოს ასესხებს ფულს, ან იჯარით გადასცემს ძირითად საშუალებებს სამეწარმეო მიზნებისთვის და ა.შ. შესაბამისად, ხშირად შემოდის რედაქციაში ანალოგიური შეკითხვები. ამდენად, ვფიქრობ, სხვა გადამხდელებისთვისაც საინტერესო იქნება თუ საკითხს ვრცლად შევეხებით.

პირველ რიგში, საჭიროა აღინიშნოს, რომ შპს - სამეწარმეო სუბიექტი, იურიდიული პირია, რომელსაც გააჩნია საკუთარი ქონება და ის გამოცალკავებულია დამფუძნებლის (პარტნიორის ან პარტნიორების) ქონებისგან. შპს-ს არ წარმოექმნება ვალდებულება დამფუძნებლის (პარტნიორის ან პარტნიორების) პირადი ვალდებულებების გამო და დამფუძნებელიც (პარტნიორი ან პარტნიორებიც) კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ საზოგადოებაში თავიანთი წილი ქონების ფარგლებში. ეს პრინციპი განასხვავებს შპს-ს სხვა სამეწარმეო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისაგან.

ამდენად, კერძო სამართლებრივ ურთიერობებში დამფუძნებელი (პარტნიორი ან პარტნიორები) და შპს, განიხილებიან როგორც კერძო სუბიექტები. კანონით არ არის აკრძალული და აქედან გამომდინარე, დამფუძნებელსა (პარტნიორსა ან პარტნიორებსა) და შპს-ს შორის, გარდა წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) განსაზღვრულისა, შეიძლება (დასაშვებია) წარმოიშვას სხვა სახის გარიგებებიც ფულის სესხება-გასესხების, ქონების იჯარით გაცემა-მიღების შესახებ და ა.შ. სხვა საკითხია, ეს რამდენად ლოგიკურია, გამართლებულია, შესაბამისობაშია სამეწარმეო სუბიექტის შექმნის და მასში დამფუძნებლის (პარტნიორის, პარტნიორების) მონაწილეობის მიზნებთან, რა განზრახვა იმალება ასეთი გარიგების მიღმა (ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ამაზეც მოგვიანებით შევჩერდეთ). შპს-ში სესხის აღებას თავის პროცედურა გააჩნია: მისმა მენეჯმენტმა (აღმასრულებელმა ორგანომ) უნდა განსაზღვროს რა მოცულობის სესხის აღებაა საჭირო, რა ვადით, რამდენად აუცილებელია, რა მოგებას მოიტანს ის. ეს ყველაფერი დაასაბუთოს და გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებები უნდა წარუდგინოს განმკარგულებელ ორგანოს (ასეთი ფორმალობა მაშინაც აუცილებელია, როცა აღმასრულებელი და განმკარგულებელი ერთი და იგივე პირია).

თუ ასეთი წინაპირობა არსებობს, ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევებს არ კრძალავს საგადასახადო კანონმდებლობაც. მთავარია, დაბეგვრის მიზნებისთვის დაცული იყოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პირობები და შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო ორგანოს კონტროლის ობიექტი უფროა გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულება. ასეთი შემთხვევებისთვის კი საგადასახადო კოდექსი ადგენს: თუ გადამხდელმა მიიღო კომპენსაცია, შემოსავალი, საზღაური ან სარგებელი, მაშინ ის უნდა დაიბეგროს სსკ-ით განსაზღვრული წესითა და მოცულობით (რა თქმა უნდა, თუ გადამხდელი არაა განთავისუფლებული ასეთი სახის შემოსავლიდან დაბეგვრისგან).

სსკ-ის მე-12 მუხლის 39-ე პუნქტის მიხედვით, კომპენსაცია - ეს არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, გაწეული მომსახურების, ან მისივე ხარჯების, დანაკარგის, ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური“.

სარგებლად ითვლება საქონლის/მომსახურების მიწოდება საბაზროსთან შედარებით დაბალ ფასად. სწორედ მომსახურებას (ფინანსურ მომსახურებას) განეკუთვნება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა და ასეთი მომსახურება დაბეგვრის ობიექტია. გარკვეულ სირთულეს სწორედ ამ საბაზრო ფასის დადგენა წარმოადგენს (მიუხედავად იმისა, რომ მისი განსაზღვრის ძირითადი პრინციპები მოცემულია სსკ-ის 22-ე მუხლში, ყოველთვის მოიძებნება განსხვავებული აზრი).

რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში დამფუძნებელი პირის მიერ საწარმოსთვის დროებით სარგებლობაში (და არა კაპიტალის გასაზრდელად) გაცემული ფული გაფორმებულია როგორც პროცენტიანი სესხი, ამასთან, მასზე ხდება პროცენტის დარიცხვა საშუალოწლიური საბაზრო განაკვეთის მიხედვით“, ამ შემთხვევაში საწარმო სარგებელს, შესაბამისად, დასაბეგრ შემოსავალს არ ღებულობს. სარგებელი (დასაბეგრი შემოსავალი) იქნებოდა სახეზე, თუ ის დამფუძნებლისგან სესხად აიღებდა ფულს უპროცენტოდ ან საბაზროზე დაბალი განაკვეთით. მაგრამ საწარმოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც ეკისრება გარკვეული ვალდებულება. კერძოდ, სსკ-ის 218- მუხლის 1-ლი ნაწილისპუნქტის თანახმად, პირს, რომელიც პირს უხდის პროცენტს, ევალება გადახდის წყაროსთან პროცენტის მიმღებ პირს დაარიცხოს, დაუკავოს და საბიუჯეტო შემოსავლების ერთიან ანგარიშზე გადარიცხოს საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესითა და განაკვეთის ოდენობით.

ახლა კი მოდით, მივუბრუნდეთ საკითხს და ვიმსჯელოთ, ასეთი ოპერაციები რამდენად ლოგიკურია, გამართლებულია, შესაბამისობაშია სამეწარმეო სუბიექტის შექმნისა და მასში დამფუძნებლის (პარტნიორის, პარტნიორების) მონაწილეობის მიზნებთან, რა განზრახვა იმალება ასეთი გარიგების მიღმა.

ცხადია, არსებობს სხვა მოსაზრებები და არგუმენტებიც, რომლებიც ასეთ ოპერაციებს ამართლებს. გარკვეული ლოგიკა და გამართლება მართლაც არსებობს: ჩვენთან ბიზნესი სათანადოდ დაცული არაა, მეწარმე პირები (ბიზნესმენები) გაურბიან საკუთარი სახსრების სამეწარმეო მიზნებისთვის გამოყენებას, რადგანაც შიშობენ: ვაი, თუ წაართვან ან უნდათ, რომ დროულად განარიდონ თავისუფალი სახსრები არსებულ რისკებს, ვიდრე დაკარგავს (რა, მაგალითები არ არის?), ფიქრობენ, ასე უფრო მეტი შანსი აქვთ დაიბრუნონ დროებით აქტივიზირებული ფული. არ გამოვრიცხავ და არის ასეთი, მართლაც, დროებითი ფინანსური სირთულეების დაძლევის მიზნით საწარმოსთვის ფულის გასესხების პრეცედენტები (პირადად ვიცი არაერთი შემთხვევა, როცა დამფუძნებელმა დარიცხული გადასახადის დასაფარად შეიტანა საკუთარი დანაზოგი), თუმცა ჩემის აზრით, ასეთი ოპერაციები წინააღმდეგობაშია ამავე პირის სამეწარმეო მიზნებთან.

ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტი იქმნება მოგების მიღების, დამფუძნებლის (პარტნიორის, პარტნიორების) პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად. საწარმოს ფინანსური შედეგი, ცხადია, ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ, მთლიანად ეკუთვნის საწარმოს დამფუძნებელს, მით უმეტეს, თუ მას მოწილე არა ჰყავს. ვერ ვხედავ ვერანაირ გამართლებას იმაში, რომ ფული ასესხოს პირმა თავის თავს და ამაში პროცენტი გადაიხადოს, ამასთან, ეს პროცენტი დაბეგროს კიდეც, გართულებული და თანაც დანაკარგებით დაიბრუნოს (მიიღოს) ის, რაც ისედაც მისია. უმეტეს წილად, ასეთ ოპერაციებში იმალება (თვლემს) „შავი ფულის გათეთრების“ მექანიზმი. დამფუძნებელი სინამდვილეში კი არ გასცემს სესხს თავისსავე საწარმოზე, არამედ იღებს იქიდან დასაბუთების გარეშე აღრიცხვაში უნებლიედ ასახული ბრუნვის ნამატს, ან ამცირებს ამით დასაბეგრ ბრუნვას, მოკლედ, მიზეზს და მიზანს ამართლებს. ასეთი ოპერაციები, თუ ყველა შემთხვევაში არა, უმეტესად მაინც აშკარავდება და საბოლოოდ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ამ გზით მიღებული შემოსავალი.

აუდიტის ჩატარება საწარმოს ინტერესებშია

კითხვა:

- სავალდებულოა თუ არა აუდიტის ჩატარება სამეწარმეო სუბიექტში, რომლის ფუნქციონირების დაწყებიდან გასულია სულ რაღაც ორი წელი?

პასუხი:

- უკეთესი იყო დაგეზუსტებინათ, ორი სამეურნეო წელია გასული თუ კალენდარული, თუმცა ამის გარეშეც შეიძლება ზოგადად განვმარტოთ, რომ იმ სამეურნეო სუბიექტისათვის, რომელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს მესაკუთრეთა შეზღუდულ ქონებრივ პასუხისმგებლობას, აუდიტის ჩატარება უკვე სავალდებულო არ არის.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი აზუსტებს, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებულ საწარმოში, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ საწარმოში, ან საწარმოში, რომლის პარტნიორთა რაოდენობა აღემატება 100-ს, აუდიტის ჩატარება სავალდებულოა. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად იწვევს აუდიტორს, რომელიც საზოგადოებისაგან, მისი დირექტორებისა და პარტნიორებისაგან სამართლებრივად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს“.

აუდიტის ჩატარება, უპირველეს ყოვლისა, პარტნიორების ინტერესებშია. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ საწარმოს სააღრიცხვო საქმიანობა და ფინანსური ანგარიშგება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, არ შეიცავს არსებით უზუსტობებს. ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა აუდიტის ჩატარება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევების გარდა, როცა ის გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

3 ბუღალტრული აღრიცხვა

▲back to top


3.1 აღრიცხვის კონცეპტუალური საფუძვლები საერთაშორისო სტანდარტებით

▲back to top


0x01 graphic

დავით ჯალაღონია
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი

სამეწარმეო საქმიანობაში წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობა სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღებაა. გადაწყვეტილების მისაღებად წარმოების მენეჯერი უნდა ფლობდეს რეალურ ფაქტებზე და მონაცემებზე დაყრდნობილ ინფორმაციას.

ბიზნეს საქმიანობის თანამედროვე ეტაპზე ასეთი ინფორმაცია თავს იყრის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესაბამის დოკუმენტებში. აღნიშნულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია მისი უშუალო მომხმარებლისთვის (თანამედროვე პირობებში ასეთი ინფორმაციის მომხმარებლებად გვევლინებიან ბიზნეს ურთიერთობებში მონაწილე მხარეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აღქმადი და სასარგებლო თუ იგი მომზადებულია და წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული კონცეფციით, რომელიც მოიცავს: ფინანსური ანგარიშგების შედგენის მიზანს; საბაზისო ვარაუდს იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს დარიცხვის მეთოდით და ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპის გათვალისწინებით; ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის ხარისხობრივ მახასიათებლებს; ფინანსური ანგარიშგების ელემენტებს; ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარების კრიტერიუმებს; ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების მეთოდებს.

თანამედროვე გაგებით ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს ბიზნესის ენა-ს. შესაბამისად, მისი უპირველესი დანიშნულებაა ბიზნეს ურთიერთობებში მონაწილე მხარეთა უზრუნველყოფა ნებისმიერი ისეთი ინფორმაციით, რომელიც განაპირობებს ეფექტური სამმართველო გადაწყვეტილების მიღებას.

ინფორმაცია, რომელიც ახასიათებს საწარმოში მიმდინარე სამეურნეო ოპერაციებს და აუცილებელია სამმართველო გადაწყვეტილებების მისაღებად, საბოლოო ჯამში თავს იყრის საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში.

საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგება მაჩვენებელთა ისეთი სისტემაა, რომელიც ახასიათებს საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებს და მოვლენებს დროის კონკრეტული თარიღისათვის. ფინანსური ანგარიშგება შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ბალანსი; მოგება-ზარალის უწყისი; ფულადი საშუალებების მოძრაობის უწყისი; საკუთარ კაპიტალში მომხდარი ცვლილებების უწყისი; ახსნა-განმარტებითი შენიშვნები. რაც შეეხება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს, ესაა აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც მუშავდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (ბასსკ) მიერ და რომელშიც ფინანსური ანგარიშგების ცალკეული ელემენტების მიხედვით მოცემულია ის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, რომლებიც გასაგებს ხდის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის არსს.

როგორც აღვნიშნეთ, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, რომელთა მოთხოვნებიც საფუძვლად უდევს ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას, თავის მხრივ ეფუძნება გარკვეულ კონცეფციას, ანუ შეხედულებათა სისტემას, რომელიც საფუძველია ნებისმიერი სხვა მოვლენისა თუ პროცესის შესასწავლად.

აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კონცეპტუალური საფუძვლების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების მიზანია ინფორმაციის მომხმარებლებზე საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასეთი შინაარსით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება იძლევა საშუალებას შეფასდეს საწარმოს ცალკეული რგოლის მენეჯერის საქმიანობა მასზე მინდობილი რესურსების მართვის შედეგების და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა საფუძველზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგება ეფუძნება ორ ძირითად საბაზისო ვარაუდს, ანუ დაშვებას: დარიცხვის მეთოდს და ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპს.

0x01 graphic

დარიცხვის მეთოდის თანახმად, საწარმოში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ან სხვა მოვლენების აღიარება ხდება არა ფულადი საშუალებების მიღების ან გადახდის დროს, არამედ მათი მოხდენისთანავე. მაშასადამე, დარიცხვის მეთოდის მიხედვით შემოსავლების და ხარჯების აღიარება ხდება მათი წარმოქმნის მომენტში. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ასეთი დაშვების აუცილებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საწარმოს სამეურნეო საქმიანობა წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, მაშინ, როდესაც ფინანსური ანგარიშგება დგება განსაზღვრულ დროში და ხელოვნურად ხდება ამ უწყვეტი სამეურნეო პროცესის შეწყვეტა. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების შედგენის მომენტისათვის უკვე არსებობს გაწეული, მაგრამ ჯერ კიდევ აუნაზღაურებული ხარჯები, ვალდებულებების სახით და გამომუშავებული, მაგრამ ჯერ კიდევ მიუღებელი შემოსავალი, აქტივების სახით. სწორედ, დარიცხვის მეთოდის საფუძველზე გაწეული ხარჯების და მიღებული შემოსავლების, შესაბამისად ვალდებულებებისა და აქტივების აღიარება ხდება, არა ხარჯების ანაზღაურების ან შემოსავლების მიღების მომენტში, არამედ მათი მოხდენისთანავე, რაც იძლევა საშუალებას შეფასდეს არა მარტო წარსული სამეურნეო ოპერაციები, არამედ განისაზღვროს მომავალში გასანაღდებელი ვალდებულებების და მისაღები მოთხოვნების ღირებულება.

ფუნქციონირებადი საწარმოს დაშვების მიხედვით იგულისხმება, რომ საწარმო ფუნქციონირებს დროის ამ მომენტისათვის და თავის საქმიანობას გააგრძელებს უახლოეს საპროგნოზო მომავალშიც. ე.ი. იგულისხმება, რომ საწარმო არ აპირებს და არ მოუწევს შეწყვიტოს თავისი საქმიანობა ან საგრძნობლად შეამციროს წარმოების მასშტაბები უახლოეს საპროგნოზო მომავალში. საერთაშორისო სტანდარტებით საპროგნოზო მომავალი დროის ის პერიოდია, რომელიც საკმარისია თუნდაც იმისათვის, რომ საწარმომ შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.

საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული და შედგენილი ფინანსური ანგარიშგება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სასარგებლო მომხმარებლისათვის თუ ის აგებულია ისეთი ხარისხობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა: აღქმადობა, შესაბამისობა, საიმედობა და შესადარისობა.

ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი იმ მომხმარებლებისათვის, რომელთაც აქვთ ბიზნესის, ეკონომიკური საქმიანობისა და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი ცოდნა. თუმცა, დაუშვებელია ინფორმაციის გამოტოვება მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ძნელად აღსაქმელია ზოგიერთი სხვა მომხმარებლისათვის.

ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სასარგებლოდ, თუ იგი შეესაბამება მომხმარებელთა მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მოთხოვნებს. ამასთან, ინფორმაციას მხოლოდ მაშინ გააჩნია შესაბამისობის თვისება, თუ იგი გავლენას ახდენს მომხმარებლის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე იმით, რომ ეხმარება მას შეაფასოს წარმოს წარსული, მიმდინარე და მომავალი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ინფორმაციის შესაბამისობა მოიცავს წინათ განხორციელებული საქმიანობის დადასტურებას, მის კორექტირებას და პროგნოზირებას.

შესაბამისობის შემადგენელი კომპონენტებია: პროგნოზირებისა და შედეგების შეფასების ხარისხი და არსებითობა.

პროგნოზირებისათვის აუცილებელია ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის შეფასების ხარისხის შესაბამისობა მასში ასახული წარსული ინფორმაციის რეალურ სიტუაციასთან. სწორედ, შესაბამისობის ამ კომპონენტით ხორციელდება საწარმოში წარსულში განხორციელებული საქმიანობის დადასტურება და კორექტირება. ეს კი იძლევა საშუალებას გაანალიზდეს, თუ რამდენად სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება წარსულში განხორციელებულ სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო პროგნოზის საფუძველზე განისაზღვრება საწარმოს მომავალი საქმიანობა.

ინფორმაციის შესაბამისობაზე გავლენას ახდენს ინფორმაციის არსებითობა. ინფორმაცია არსებითია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოტოვება ან დამახინჯება გავლენას ახდენს მომხმარებლის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.

ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ კი ის საიმედოა. საიმედოა მხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს არსებით შეცდომას, არ არის ტენდენციური და სრულიად მიუკერძოებლად ასახავს საქმის რეალურ ვითარებას.

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით, ინფორმაციის საიმედობა ნიშნავს, ინფორმაციის: უტყუარ, სამართლიან და თავისდროულ წარდგენას, ნეიტრალობას, წინდახედულობას, სისრულეს.

ინფორმაციის სამართალიანი წარდგენა გულისხმობს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის არა უბრალო კონსტატაციას და მის სამართლებრივ ასახვას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური არსის გადმოცემას. ამ უკანასკნელში კი იგულისხმება თითოეული ციფრის მართებულად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე დროული ასახვა. დაგვიანებულ ინფორმაციას, მიუხედავად მისი საიმედოობისა, მომხმარებლისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია.

ნეიტრალობა ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის საიმედოების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია არ ჩაითვლება ნეიტრალურად, თუ მასში ასახულია წინასწარ შერჩეული ისეთი ინფორმაცია, რომელიც გავლენას მოახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე. ფაქტიურად, ფინანსური ანგარიშგების ნეიტრალობა ნიშნავს ბუღალტრული ინფორმაციის ობიექტურობას.

წინდახედულების პრინციპის გათვალისწინებით ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის ასახვა მიუთითებს სააღრიცხვო განყოფილების მენეჯერის მაღალ კომპეტენტურობაზე და გულისხმობს პროფესიონალურ მიდგომას ყველა იმ მოვლენის შეფასებისადმი, რომელსაც რეალურად ჰქონდა ადგილი საწარმოს სამეურნეო საქმიანობაში. ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული ინფორმაციის ასახვამდე მისმა შემდგენელმა უნდა გაითვალისწინოს განუსაზღვრელი გარემოებები, რომლებიც თან სდევს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ სამეურნეო ოპერაციებს და მოვლენებს. მაგალითად, მოთხოვნების (დებიტორული დავალიანებების) მიღების საიმედობა, მანქანა-დანადგარების სასარგებლო მომსახურების ვადის განსაზღვრა და .. განუსაზღვრელი გარემოებების არაკომპეტენტური შეფასებით ან მათი იგნორირებით, იქმნება დიდი ალბათობა იმისა, რომ საწარმოში მოხდეს აქტივების და მოგების გადაჭარბებული შეფასება, ან ხარჯების და ვალდებულებების გაუმართლებელი შემცირება. როგორც წესი, საწარმოს აქტივებისა და მოგების გადაჭარბებულად შეფასებისას ან ვალდებულებებისა და ხარჯების იგნორირებისას დიდია ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულ საწარმოს მომავალში გაუჩნდეს ეკონომიკური პრობლემები.

ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულმა ინფორმაციამ საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგების ტენდენციების განსაზღვრის მიზნით უნდა უზრუნველყოს საწარმოს ეკონომიკური მაჩვენებლების შედარება და შეფასება წლების მიხედვით. ამასთან, ასეთი შედარება უნდა განხორციელდეს, როგორც დროის მიხედვით, ასევე მსგავსი საწარმოების შესაბამისი საფინანსო მაჩვენებლების მიმართაც. ეს კი იძლევა საშუალებას გაანალიზდეს მათი საქმიანობის შედეგები და ფინანსური მდგომარეობის ცვლილებები დროში. მსგავსი შედარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი სამეურნეო სუბიექტების სააღრიცხვო საქმიანობა დაფუძნებულია აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ერთიან კონცეფციაზე. სხვა შემთხვევაში, ანუ როდესაც საწარმოები იყენებენ და ეყრდნობიან აღრიცხვისა და შეფასების განსხვავებულ პრინციპებსა და მეთოდებს, მათ ამის შესახებ აუცილებლად უნდა მიუთითონ თავიანთ ახსნა-განმარტებით შენიშვნებში და ამით ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია გასაგები და აღქმადი უნდა გახადონ მისი უშუალო მომხმარებლისათვის.

საერთაშორისო სტანდარტების კონცეპტუალური საფუძვლების მიხედვით, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად, როგორც წესი, გამოიყენება აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი, სამეურნეო საქმიანობის შედეგების დასახასიათებლად კი შემოსავლები და ხარჯები.

ჩამოთვლილი ხუთი ელემენტიდან - აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი - წარმოადგენს ბუღალტრული ბალანსის, ხოლო შემოსავლები და ხარჯები - მოგებისა და ზარალის ანგარიშგების მახასიათებელ ელემენტებს.

აქტივი - ესაა წარსულში განხორციელებული სამეურნეო მოვლენის შედეგად საწარმოს საკუთრებაში არსებული მატერიალური და არამატერიალური რესურსების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი მომავალში მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას. მიეკუთვნება: ფულადი საშუალებები; სასაქონლო-მატერიალური მარაგი; ძირითადი საშუალებები; არამატერიალური აქტივები და ა.შ.

ვალდებულება -ესაა წარსულში განხორციელებული სამეურნეო პროცესის შედეგად წარმოშობილი მიმდინარე პერიოდის მოვალეობა, რომლის შესრულებაც მომავალში გულისხმობს საწარმოს ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსის გასვლას საწარმოდან.

ვალდებულებები საწარმოს შეიძლება წარმოექმნას:

  • დამფუძნებლებთან, მათ მიერ საწარმოს კაპიტალის ფორმირებისათვის შეტანილი აქტივების ნაწილში;

  • აქციონერებთან, მათ მიერ შესყიდული აქციების სანაცვლოდ ჩადებული რესურსების ნაწილში;

  • ინვესტორებთან, მათ მიერ ინვესტირებული კაპიტალის ნაწილში;

  • კრედიტორებთან, მათ მიერ საწარმოსათვის სესხად მიცემული საშუალებების ნაწილში;

  • მუშა-მოსამსახურეებთან, მათზე დარიცხული და ჯერ კიდევ გაუცემელი ხელფასის ნაწილში;

  • სახელმწიფო-საგადასახადო ორგანოებთან, ბიუჯეტისთვის გადასახდელი გადასახადების ნაწილში და ა.შ.

როგორც ჩანს, ვალდებულებების ერთი ნაწილი უკავშირდება დამფუძნებლებს და განაპირობებს საწარმოს საკუთარი კაპიტალის ფორმირებას, მეორე კი, მოზიდულ საშუალებებს და წარმოშობს ვალდებულებებს მესამე პირებთან.

საკუთარი კაპიტალი საწარმოს აქტივების ის ნაწილია, რომელიც რჩება მას ყველა ვალდებულებების დაფარვის შემდეგ.

საერთაშორისო სტანდარტებით საკუთარი კაპიტალი შეიძლება დაიყოს შემდეგ საკლასიფიკაციო ჯგუფებად:

- სააქციო საზოგადოების აქციონერთა შენატანები;

- გაუნაწილებელი მოგება;

- გაუნაწილებელი მოგებიდან შექმნილი რეზერვები.

რეზერვების შექმნის საფუძველია საწარმოს წესდება ან ქვეყნის კანონმდებლობა. მისი შექმნის მიზანი კი მესაკუთრეების ან კრედიტორების ზარალისაგან დაცვაა.

კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის გავლის შემდეგ საწარმოები იწყებენ სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო საქმიანობად, „მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით, მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

ფინანსური შედეგის (მოგება ან ზარალი) გასაანგარიშებლად აუცილებელია განისაზღვროს სხვაობა საანგარიშგებო პერიოდში საწარმოში მიღებულ შემოსავალსა და ამ შემოსავლების მისაღებად გაწეულ დანახარჯებს შორის.

შემოსავალი - ესაა საანგარიშგებო პერიოდში აქტივების ზრდის ან ვალდებულებების შემცირების გზით საწარმოს ეკონომიკური სარგებლის ზრდა, რაც გამოიხატება საწარმოს საკუთარი კაპიტალის გადიდებით და რომელიც არაა დაკავშირებული მესაკუთრეთა მხრიდან დამატებით შენატანების ხარჯზე საკუთარი კაპიტალის მატებასთან.

ხარჯი - ესაა საანგარიშგებო პერიოდში აქტივების საწარმოდან გასვლით ან ვალდებულებების ზრდით საწარმოს ეკონომიკური სარგებლის შემცირება, რაც გამოიხატება საწარმოს საკუთარი კაპიტალის შემცირებით და რომელიც არაა დაკავშირებული მესაკუთრეთათვის კაპიტალის განაწილებასთან.

ბუღალტრული აღრიცხვის თვალსაზრისით, აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარება-ასახვა. ამისათვის კი აუცილებელია, რომ:

  • ამ ელემენტის გამოყენებით საწარმოში შემოვიდეს ან საწარმოდან გავიდეს ეკონომიკური სარგებელი.

  • მოხდეს მოცემული ელემენტის საიმედოდ შეფასება.

აქტივი აღიარებული და ასახული იქნება საწარმოს ბალანსში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამ აქტივის მონაწილეობით შესაძლებელია მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღება და მისი საიმედოდ შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივის ასახვა მოხდება არა საწარმოს ბალანსში, არამედ მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ხარჯების სახით.

ვალდებულება აღიარებული და ასახული იქნება საწარმოს ბალანსში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დაფარვა მომავალში გამოიწვევს ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლას საწარმოდან და შესაძლებელია მისი საიმედო რაოდენობრივი შეფასება.

შემოსავლები აღიარებული და ასახული იქნება საწარმოს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალი ეკონომიკური სარგებლის ზრდა, რომელიც დაკავშირებულია აქტივების ზრდასთან და ვალდებულებების შემცირებასთან, საიმედოდ იქნება შეფასებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შემოსავლების აღიარება-ასახვა ხდება მაშინვე, როგორც კი აღიარებული იქნება ვალდებულებების შემცირება. მაგალითად, აქტივების ზრდა პროდუქციის (სამუშაო, მომსახურება) რეალიზაციისას, ან ვალდებულებების შემცირება კრედიტორის მიერ ვალზე უარის თქმის შემთხვევაში.

ხარჯები აღიარებული და ასახული იქნება საწარმოს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალი ეკონომიკური სარგებლის შემცირება, რომელიც დაკავშირებულია აქტივების შემცირებასთან ან ვალდებულებების ზრდასთან, საიმედოდ იქნება შეფასებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხარჯების აღიარება-ასახვა ხდება მაშინვე, როგორც კი აღიარებული იქნება აქტივების შემცირება ან ვალდებულებების ზრდა. მაგალითად, ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვა, ხელფასის დარიცხვა და ა.შ. რაც შეეხება ფინანსური ანგარიშგების მახასიათებელი ელემენტების შეფასებას, ესაა პროცესი, რომელიც ახასიათებს ამ ელემენტების ღირებულებას ფულად გამოსახულებაში.

საერთაშორისო სტანდარტების კონცეპტუალური საფუძვლებიდან გამომდინარე, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ელემენტები შეიძლება შეფასდეს შემდეგი მეთოდებით:

  • პირვანდელი ღირებულებით, რომლის დროსაც აქტივების შეფასება ხდება მათი შეძენის დროს გადახდილი ფულადი სახსრების ან მათი ექვივალენტების ან იმ რეალური ღირებულების ოდენობით, რომელიც უნდა გადახდილიყო მათი შეძენის მომენტში. ვალდებულებები კი იმ აქტივის თანხის სიდიდით, რომელიც მიღებულია მოცემული ვალდებულებების სანაცვლოდ. ცალკეულ შემთხვევაში (მაგალითად, საგადასახადო ვალდებულებები) კი თანხით, რომლის გასვლაც მოსალოდნელია მოცემული ვალდებულების დასაფარავად საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში.

  • მიმდინარე ღირებულებით, რომლის დროსაც აქტივების შეფასება ხდება ფულადი სახსრების ან მათი ექვივალენტების იმ თანხის მოცულობით, რომელიც საწარმოს მიერ უნდა გადახდილიყო მისი ან ანალოგიური აქტივის შეძენისას. ვალდებულებები კი იმ არადისკონტირებული ფულადი თანხით, რომელიც საჭიროა ამ ვალდებულებების დასაფარავად მიმდინარე პერიოდში.

  • სარეალიზაციო ღირებულებით, რომლის დროსაც აქტივების შეფასება ხდება ფულადი სახსრების ან მათი ექვივალენტების იმ თანხის მოცულობით, რომლის მიღებაც მიმდინარე პერიოდში შესაძლებელია ამ აქტივის გაყიდვით. ვალდებულებები კი იმ არადისკონტირებული ფულადი თანხით, რომელიც საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში გადახდილი უნდა იქნას ამ ვალდებულებების დასაფარავად.

  • დისკონტირებული ღირებულებით, რომლის დროსაც აქტივების შეფასება ხდება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში მომავალში შემოსასვლელი წმინდა ფულადი სახსრების დისკონტირებული ღირებულებით. ვალდებულებები კი საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში მომავალში დასაფარავი ვალდებულების დღევანდელი დისკონტირებული ღირებულებით.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული პრინციპების დანერგვა საწარმოს მენეჯმენტში და მისი გათვალისწინება ბუღალტრული აღრიცხვის ეროვნულ კონცეფციაში საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას დროული და სწორი ინფორმაცია. ასეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული სამმართველო გადაწყვეტილება კი აუცილებლად განაპირობებს საუკეთესო ფინანსური შედეგის მიღებას.

ANNOTATION
BASIS OF CONSEPTUAL REGISTRATION BY INTERNATIONAL
STANDARDS
David Jalagonia, Professor of Sokhumi State University

In the modern positions of developing marketing economy the main importance is given to get timely and right decision. To get the decision the manager of manufaqture must know the information of real facts and data. In business in modern level such information assambles in registration of accoutant and in comfortable documents of accounts.

In marked documents the information can be useful and perceived for the consumer if it`s ready to recognized conception in international standards of accounts, which consists the purpouse making the financial accoumts, marketing supposition which must be prepared with the setting down method and principle of industry function, in financial accounts marked levelling the information, criterionrs of accounts elements, valuing methods of finansial account elements.

So, the task of registration of accounts is to create the necessary information for making the right decision and methods of untied reflection and create the harmonic preconditions for international standarts of account registrations.

3.2 ძირითადი საშუალებების შეფასება

▲back to top


0x01 graphic

იზოლდა ჭილაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ძირითადი საშუალებები ისეთი გრძელვადიანი აქტივია (ანუ ქონება), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება ბიზნესს და მათი გამოყენების მეშვეობით მიიღება მზა პროდუქცია, ან გაიწევა მომსახურება.

ძირითადი საშუალებების აღრიცხვის მეთოდიკას არეგულირებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ბასს 16 -ძირითადი საშუალებები და ბასს 36 -აქტივების გაუფასურება.

დასახელებული სტანდარტების განსაზღვრებით, ძირითადი საშუალებები საწარმომ უნდა აღიაროს აქტივად, თუ მოსალოდნელია, რომ ამ აქტივის გამოყენებით მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს და საწარმოსათვის შესაძლებელია ამ აქტივის საიმედოდ შეფასება (ბასს 16, მუხლი 7).

ძირითადი საშუალებები იყოფა ერთგვაროვან ჯგუფებად, როგორიცაა: მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, გემები, თვითმფრინავები, სატრანსპორტო საშუალებები, ავეჯი და მოწყობილობა, საოფისე აღჭურვილობა (ბასს 16, მუხლი 36).

ძირითადი საშუალებების აღიარების, აღრიცხვისა და მართვის მიზნით ხდება მათი ფულად-ღირებულებით ფორმაში შეფასება. იმის გამო, რომ ძირითადი საშუალებები მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან ექსპლოატაციაში, მათი ღირებულება რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ რიგში, ძირითად საშუალებებში ავანსირებული ღირებულება რამდენიმე წელიწადში ერთხელ შემობრუნდება. ამიტომ, მათ არამობილურ, ანუ, არასაბრუნავ აქტივსაც უწოდებენ. მაგალითად, 5 000 ლარის ღირებულების მასალა წარმოების პროცესში ერთხელ შევა, დამზადებულ პროდუქტში განივთდება და თავისი ღირებულებაც იმავე პროდუქტის თვითღირებულებაში მთლიანად შეაქვს. ხოლო ძირითადი საშუალებები, მაგალითად, 10 000 ლარად შეძენილი დანადგარი, რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობს წარმოების პროცესში და ფიზიკურად დამოუკიდებელი რჩება მათ მიერ დამზადებული პროდუქტისგან. ამიტომ, მათი ღირებულება იმ პერიოდში გამოშვებულ პროდუქციაზე გადანაწილდება, რამდენ წელსაც ეს დანადგარი იმუშავებს. ამდენად, მასალაში გადახდილი, ანუ, ავანსირებული 5 000 ლარი მეწარმეს წელიწადში რამდენჯერმე დაუბრუნდება უკან (მზა პროდუქციის რეალიზაციის სიჩქარის შესაბამისად), დანადგარში ავანსირებული ღირებულება 10 000 ლარი კი ნაწილ-ნაწილ დაუბრუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ დანადგარი ხუთი წელი იმუშავებს, მაშინ, ყოველწლიური პროდუქციის თვითღირებულებაში შეტანილი იქნება დანადგარის ღირებულების მეხუთედი.

მოტანილი მაგალითი წარმოადგენს დანადგარის ღირებულების მოძრაობის ყველაზე მარტივ სურათს. მაგრამ, სანამ დანადგარი ექსპლოატაციიდან გავა, მისი თავდაპირველი ღირებულება 10 000 ლარი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით შეიცვალოს, როგორიცაა: ანალოგიური დანადგარების მიმდინარე საბაზრო ფასების ცვლილება, მაღალი წარმადობის დანადგარების ბაზარზე გამოსვლა, ფულის დროითი ღირებულების ცვლილება (ინფლაცია და სასესხო განაკვეთის ცვლილება). მსგავსი ფაქტორების ზემოქმედების გამო ძირითადი საშუალებების შეფასების საკითხები მეტად პრობლემური ხდება.

ბასს 16 - ძირითადი საშუალებები და 36 - აქტივების გაუფასურება - განიხილავს ძირითადი საშუალებების შეფასების შემდეგ სახეებს (გარდა მიწისა, რადგან მიწას ცვეთა არ დაერიცხება):

პირვანდელი ღირებულება - (ანუ თვითღირებულება) არის ძირითადი საშუალებების შეძენის, ან შექმნის დროს გადახდილი ფულის, ან ფულის ეკვივალენტების, ან სხვა სახის საზღაურის რეალური ღირებულების თანხა.

რეალური ღირებულება არის ის თანხა, რომლითაც შეიძლება აქტივი გაიცვალოს საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით (ეს პრინციპი მოითხოვს, რომ გარიგების დროს არ უნდა არსებობდეს არანაირი გარემოება, რაც ხელსშეუშლიდა ყიდვა-გაყიდვას რეალური საბაზრო ფასებით).

საბალანსო ღირებულება - ის თანხაა, რომლითაც ძირითადი საშუალებები აღიარებულია დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გამოკლების შემდეგ.

დაგროვილი ცვეთა არის ძირითადი საშუალებების მიერ (გარდა მიწისა) მზა პროდუქციის თვითღირებულებაში გადატანილი ღირებულება, მათი ექსპლოატაციაში გადასვლის დღიდან დღემდე.

ცვეთა არის ძირითადი საშუალებების ღირებულების მოხმარებული ნაწილის სისტემატური განაწილება, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში.

ცვეთადი, ანუ, ამორტიზებადი ღირებულება - არის ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ნარჩენი ღირებულების გამოკლებით.

ნარჩენი ღირებულება არის შეფასებითი თანხა, რომელსაც საწარმო ამჟამად მიიღებდა ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან, გაყიდვისათვის საჭირო შეფასებული დანახარჯების გამოკლებით, თუ აქტივს უკვე აღარ აქვს მისი სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლოს მოსალოდნელი ასაკი და მდგომარეობა.

ადრე ნარჩენი ღირებულება განისაზღვრებოდა ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულებიდან დაგროვილი ცვეთის გამოკლებით. მაგრამ, აღრიცხვის სტანდარტებში 2004 წელს მომხდარი ცვლილებების შემდეგ, ნარჩენი ღირებულება გაიგივებულია სალიკვიდაციო ღირებულებასთან, რასაც არ ვეთანხმებით. ჩემის აზრით, ნარჩენი ღირებულება ყოველწლიურად შეიძლება და აუცილებელიცაა განისაზღვროს. სალიკვიდაციო ღირებულება კი არის დაძველებული ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის დროს არსებული არა ნარჩენი ღირებულება, როგორც ასეთი, არამედ, ლიკვიდაციიდან მისაღები ჯართის წმინდა გასაყიდი ფასი (რეალიზაციის ხარჯების გამოკლებით). თუმცა, წინამდებარე შრომაში სტანდარტის მიხედვით მოცემულ განსაზღვრებას ვიყენებთ.

გაუფასურების ზარალი არის თანხა, რომლითაც ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება აღემატება მის ანაზღაურებად, ანუ, აღდგენით ღირებულებას.

აღდგენითი (ანუ ანაზღაურებადი) ღირებულება არის უდიდესი ძირითადი საშუალებების წმინდა გასაყიდ ფასსა და გამოყენების ღირებულებას შორის.

გამოყენების ღირებულება არის ძირითადი საშუალებების გამოყენებიდან მომავალში მისაღები ფულადი თანხების მიმდინარე, ანუ, დისკონტირებული ღირებულება.

აღრიცხვის სტანდარტებით, საწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბალანსში ძირითადი საშუალებები არ აისახოს აღდგენით ღირებულებაზე მეტი თანხით. ძირითადი საშუალებები ასახულია აღდგენით ღირებულებაზე მეტი თანხით, თუ მისი საბალანსო ღირებულება მეტია მისი გამოყენების, ან გაყიდვის შედეგად მისაღებ წმინდა თანხაზე. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მათ გაუფასურებასთან და საწარმოს მოეთხოვება აღიაროს გაუფასურების ზარალი. ამასთან, შეიძლება გაუფასურების ზარალი აღიარებული არ იყოს, მაგრამ საჭირო გახდეს ნარჩენი ღირებულების, სასარგებლო მომსახურების ვადის, ან ცვეთის მეთოდის გადასინჯვა და კორექტირება.

აღდგენითი ღირებულება, როგორც უკვე გადმოვეცით, განისაზღვრება უდიდესი თანხით წმინდა გასაყიდ ფასსა და გამოყენების ღირებულებას შორის, რაც იგივეა, რომ აღდგენითი ღირებულება დაემთხვევა ან წმინდა გასაყიდ ფასს ან გამოყენების ღირებულებას.

წმინდა გასაყიდი ფასი არის სხვაობა ძირითადი საშუალებების რეალურ ღირებულებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს შორის. ასეთ ხარჯებს მიეკუთვნება იურიდიული დანახარჯები, მოსაკრებლები დოკუმენტებზე, დემონტაჟისა და ადგილის გაწმენდის დანახარჯები. რეალური ღირებულების სახით საწარმომ შეიძლება გამოიყენოს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი. თუ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს, მაშინ შეიძლება გამოყენებულ იქნას მყიდველის მიერ შეთავაზებული ფასი, თუ ესეც არ არსებობს, მაშინ, ბოლო გარიგებაში დაფიქსირებული ფასი და თუ ესეც არ არსებობს, მაშინ იმავე დარგში ანალოგიური გარიგებების შედეგები.

ამასთან, ყოველთვის არაა აუცილებელი ორივე სიდიდის - წმინდა გასაყიდი ფასისა და გამოყენების ღირებულების გამოთვლა. მაგალითად, თუ ერთ-ერთი მათგანი მეტია მოცემული აქტივის საბალანსო ღირებულებაზე, მაშინ ძირითადი საშუალებები გაუფასურებული არ არის და მაშასადამე, არ არსებობს მეორე სიდიდის გამოთვლის აუცილებლობა.

აღდგენითი ღირებულება განისაზღვრება ძირითადი საშუალებების ცალკეული სახეების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათი გამოყენების შედეგად არ მიიღება ფულადი სახსრები, ან ფულადი სახსრების მიღების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. ამიტომ, ბასს 36 - განსაზღვრავს, რომ ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეული არის ძირითადი საშუალებების უმცირესი იდენტიფიცირებადი ჯგუფი, რომლის უწყვეტად გამოყენების შედეგად ხდება ფულადი სახსრების მიღება, რაც უმეტესწილად, დამოკიდებული არაა სხვა აქტივებიდან, ან აქტივთა ჯგუფიდან ფულადი სახსრების მიღებაზე. მაგალითად, თუ დანადგარის მიხედვით შეუძლებელია მისაღები ფულადი სახსრების განსაზღვრა, მაშინ, უმცირესი იდენტიფიცირებადი ჯგუფი იქნება საწარმოო ხაზი, ან მთლიანად საწარმო.

წარმოვადგენთ მარტივ მაგალითს. დავუშვათ: მოწყობილობების, რომლის მოქმედების ვადა ხუთი წელია

პირვანდელი ღირებულებაა 20 000 ლ
დაგროვილი ცვეთა წრფივი

მეთოდით ორი წლის ბოლოს 8 000 ლ
--------------------------------------------------
საბალანსო ღირებულება 12 000 ლ
აღდგენითი ღირებულება

ტესტირების შედეგად აღმოჩნდა 11 000 ლ
ამდენად, გაუფასურების ზარალი

= (12 000 ლ - 11 000 ლ) = 1 000 ლ

თუ დანადგარის საბალანსო ღირებულება ემთხვევა მის აღდგენით ღირებულებას, მაშინ გაუფასურების ზარალი არ არსებობს. აგრეთვე, თუ საბალანსო ღირებულება ნაკლებია აღდგენით ღირებულებაზე, გაუფასურების ზარალი არ აღიარდება.

ძირითადი საშუალებების ზემოთ მოტანილი შეფასებების თანხების გამოთვლა, უდაოდ დიდ პირობითობებსა და დაშვებებს შეიცავს. განსაკუთრებით დიდ სირთულეებსა და მაღალი ხარისხის პირობითობებს შეიცავს ძირითადი საშუალებების გადაფასებისა და გაუფასურების ზარალის განსაზღვრის საკითხები.

ბასს - 16 მოითხოვს, რომ მეწარმემ პერიოდულად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოახდინოს ძირითადი საშუალებების გადაფასება ანუ, შეაფსოს ისინი რეალური ღირებულებით, რადგან ადრე შექმნილი აქტივის ღირებულება აღარ შეესაბამება მიმდინარე საბაზრო ღირებულებას. ამასთან, ბასს 36 - აქტივების გაუფასურება, მოითხოვს, რომ ყოველი წლის ბოლოს, ბუღალტრული ბალანსის შედგენის თარიღისათვის საწარმომ უნდა განსაზღვროს არსებობს თუ არა რაიმე მინიშნება ძირითადი საშუალებების გაუფასურების შესახებ. თუ ასეთი არსებობს, საწარმო ვალდებულია მოახდინოს აღდგენითი ღირებულების ოფიციალური შეფასება. ხოლო, გადაფასებული ძირითადი საშუალებები გაუფასურებული იქნება, თუ მისი გამოყენების ღირებულება ნაკლებია გადაფასებულ (რეალურ) ღირებულებაზე. ამიტომ, გადაფასების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, საწარმო განსაზღვრავს, გაუფასურებულია თუ არა მოცემული აქტივი.

ძირითადი საშუალებების გაუფასურების მაჩვენებლების არსებობის დადგენისას, საწარმომ უნდა გაითვალისწინოს სათანადო გარე და შიდა ფაქტორები. კერძოდ, გარე ფაქტორებია: მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა თუ არა ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება; ადგილი ჰქონდა, ან მომავალში ექნება თუ არა ადგილი ისეთ მოვლენებს, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის საწარმოს იმ ტექნოლოგიურ, საბაზრო, ეკონომიკურ, ან სამართლებრივ გარემოს, რომელშიც საწარმო ფუნქციონირებს; საბაზრო საპროცენტო განაკვეთებისა და ინვესტიციების უკუგების განაკვეთების მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც გავლენას ახდენს დისკონტის განაკვეთზე. შიდა ფაქტორებს მიეკუთვნება: ძირითადი საშუალებების მორალურად მოძველების ან მისი ფიზიკურად დაზიანების მტკიცებულება; უკვე მომხდარი ან მოსალოდნელი ცვლილებები ძირითადი საშუალებების ექსპლოატაციის ვადებში; მომხდარი, ან მოსალოდნელი ცვლილებები ძირითადი საშუალებების მწარმოებლურობაში.

თუ ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებენ, რომ ძირითადი საშუალებების აღდგენითი ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, მაშინ საწარმოს არ სჭირდება მოცემული აქტივის აღდგენითი ღირებულების ხელახლა შეფასება.

ვინაიდან, ძირითადი საშუალებების აღდგენითი ღირებულება არის უდიდესი მათ წმინდა გასაყიდ ფასსა და გამოყენების ღირებულებას შორის, ამიტომ, აღდგენითი ღირებულება ან პირველს დაემთხვევა, ან მეორეს.

ძირითადი საშუალებების გამოყენების ღირებულების შეფასებისას, მომავალი ფულადი ნაკადების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ და დასაბუთებულ დაშვებებს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს დარჩენილი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლიანობის საუკეთესო შეფასებას. აქცენტი უნდა გაკეთდეს გარედან მიღებულ ინფორმაციაზე. ამასთან, მისაღები ფულადი სახსრების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული ბოლო პერიოდის ფინანსურ გეგმებს. მაგრამ, გამორიცხული უნდა იყოს სამომავალო რესტრუქტურიზაციიდან და ძირითადი საშუალებების გამოყენების ეფექტიანობის გაუმჯობესებიდან ან ამაღლებიდან წარმოქმნილი მომავალი ფულადი ნაკადები, თუ ფაქტიურად დანახარჯები უკვე გაწეული არაა. პროგნოზირება უნდა მოიცავდეს მაქსიმუმ ხუთ წელს. უფრო ხანგრძლივი პერიოდის აღება მიზანშეწონილად არ ითვლება, რადგან თეორიულად არ არსებობს უფრო გრძელვადიანი პროგნოზირების საიმედოდ შეფასების შესაძლებლობა. ფულადი ნაკადების პროგნოზირება შეიძლება მოხდეს აღმავალი, ან დაღმავალი ტემპების გამოყენებით, რომელიც მოცემულ დარგში არსებული ტემპებისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს (ბასს - 36, მუხლები 33 ). მოცემულ შემთხვევაში უდიდეს მნიშვნელობას იძენს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მაჩვენებლების ობიექტურობის ხარისხი.

განვიხილოთ მაგალითი ძირითადი საშუალებების გამოყენების ღირებულებისა და გაუფასურების ზარალის გაანგარიშებების შესახებ.

დავუშვათ, 2008 წლის ბოლოსათვის საწარმო ატარებს 2005 წელს შეძენილი დანადგარის ტესტირებას გაუფასურებაზე. დანადგარი წარმოადგენს ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულს. გამოყენების ვადა 10 წელია. პირვანდელი ღირებულებაა 12 400 ლარი, წლიური ცვეთა წრფივი მეთოდით 1 100 ლარს შეადგენს (სალიკვიდაციო ღირებულების გამოკლებით). მომავალი ფულადი ნაკადები შეფასებულია და დისკონტის განაკვეთია 15%25.

2006 წლის ბოლოს დანადგარის გამოყენების ღირებულება და გაუფასურების ზარალი შემდეგნაირად გამოითვლება:

დაზგის გამოყენების ღირებულების გაანგარიშება 2006 წლის ბოლოს

0x01 graphic

ვინაიდან, დაზგის გამოყენების (ანუ აღდგენითი)ღირებულება (8819ლ) მის საბალანსო ღირებულებაზე (10 200ლ) ნაკლებია, საწარმოო აღიარებს დაზგის გაუფასურების ზარალს:

დაზგის აუფასურების ზარალის გაანგარიშება 2006 წლის ბოლოს

ლარი

პირვანდელი ღირებულება 12 400
დაგროვილი ცვეთა (2 200)

-------------------------------------------

საბალანსო ღირებულება 10 200

გამოყენების ღირებულება (8 819)
გაუფასურების ზარალი 1 381

საბალანსო ღირებულება
გაუფასურების შემდეგ 8 819

2007 - 2009 წლების განმავლობაში თუ ადგილი არ ჰქონია ისეთ მოვლენებს, რის გამოც საჭირო გახდებოდა დაზგის აღდგენითი ღირებულების ხელახლა შეფასება, არ მოითხოვება აღდგენითი ღირებულების გაანგარიშება.

დავუშვათ, საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტებში (გეგმებში) შეფასებული იყო დანახარჯები დანადგარის საწარმოო სიმძლავრის ამაღლების მიზნით 2010 წლისათვის, რომელიც გაწეულ იქნა 1 200 ლარის ოდენობით და შეფასდა მომავალი ფულადი ნაკადები. რადგან დაზგის ეფექტიანობის ამაღლება გამოიწვევს მისაღები სავარაუდო ფულადი სახსრების ზრდას, 36-ე სტანდარტის მოთხოვნით 2010 წლის ბოლოს ხელახლა უნდა მოხდეს დაზგის აღდგენითი ღირებულების გაანგარიშება

დაზგის გამოყენების ღირებულების გაანგარიშება 2010 წლის ბოლოს

0x01 graphic

აღდგენითი ღირებულების (გამოყენების ღირებულების) განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს დაზგის საბალანსო ღირებულების გამოთვლა.

0x01 graphic

ვინაიდან აღდგენითი ღირებულება აღემატება საბალანსო ღირებულებას, ამიტომ გამოითვლება გაუფასურების ზარალის კომპენსაცია, რომელიც ტოლია:

7 000 - (5 291 + 1 200) = 509

კომპენსირების თანხა უნდა იყოს იმდენი, რომ არ გამოიწვიოს საბალანსო ღირებულების გაზრდა ცვეთაგამოკლებულ პირვანდელ ღირებულებაზე მეტად.

გაუფასურების ზარალის კომპენსირების ანუ უკუგატარების თანხის გაანგარიშება 2010 წლის ბოლოს

საბალანსო ღირებულება 2006 წლის ბოლოს 8819

დაგროვილი კორექტირებული ცვეთა 2007-2010 წწ (3528)

დამატებითი ხარჯები ეფექტიანობის ამაღლებაზე 1200

--------------------------------------------------------

საბალანსო ღირებულება ზარალის აღდგენამდე 6491

აღდგენითი, ანი გამოყენებითი ღირებულება 8335

გაუფასურების ზარალის კომპენსაცია (აღდგენა) 509

საბალანსო ღირებულება კომპენსაციის შემდეგ 7000

2010 წლის შემდეგ ხელმძღვანელობა თუ არ ითვალისწინებს ძირითადი საშუალებების რესტრუქტურიზაციას ან მათი გამოყენების მწარმოებლურობის ამაღლების ღონისძიებებს, მაშინ არ იარსებებს აღდგენითი ღირებულების ხელახალი გაანგარიშების საჭიროება.

გაუფასურების ზარალის აღიარება უნდა მოხდეს ხარჯის სახით მოგება/ზარალის ანგარიშგებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საწარმო გადაფასებული თანხით აღრიცხავს ძირითად საშუალებებს. გადაფასებული ძირითადი საშუალებების გაუფასურების ზარალი უნდა აღირიცხოს როგორც გადაფასების შემცირება. ოღონდ, თუ გაუფასურების ზარალი აღემატება ამ ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვის თანხას, მაშინ გაუფასურების ზარალის მეტობა მოგება/ზარალში ჩამოიწერება (ბასს 36, მუხლი 61).

გამოყენების ღირებულების გამოთვლისათვის, მისაღები ფულადი სახსრების იდენტიფიკაცია ძირითადი საშუალებების ცალკეული დასახელებისათვის ხშირად შეუძლებელია. ამიტომ, აღრიცხვის სტანდარტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთ შემთხვევაში გამოყენების ღირებულება გამოთვლილ იქნას ფულადი სახსრების წარმომქმნელი იმ ერთეულისათვის, რომელსაც მოცემული სახის ძირითადი საშუალება ეკუთვნის და შემდეგ გადანაწილდეს იგი ამ ჯგუფში შემავალ ყველა სახის ძირითად საშუალებებზე, ან შეფასდეს იგი წმინდა რეალური ღირებულებით (ბასს 36, მუხლი 106-107).

მაგალითად, იმ დანადგარის გამოყენების ღირებულება, რომლის მიხედვითაც ფულადი სახსრების წარმოქმნის იდენტიფიკაცია შეუძლებელია, შეიძლება შეფასდეს გაყიდვის ხარჯებით შემცირებულ რეალურ ღირებულებასთან მიახლოებით. ამდენად, შეიძლება განისაზღვროს დანადგარის აღდგენითი ღირებულება და მხედველობაში არ იქნეს მიღებული ფულადი სახსრების წარმომქმნელი ის ერთეული ( როგორიცაა საწარმოო ხაზი), რომელსაც დანადგარი მიეკუთვნება. თუ დანადგარის წმინდა რეალური ღირებულება მის საბალანსო ღირებულებაზე ნაკლებია, დანადგარის გაუფასურების ზარალი აღიარდება.

ჩემის აზრით, ძირითადი საშუალებების გაუფასურების ზარალის გამოთვლისათვის უფრო მიზანშეწონილი იქნება, გამოყენებული იქნას ძირითადი საშუალებების წმინდა რეალური ფასი, რადგან ჯერ ერთი, ეს მეთოდი ცდომილებათა უფრო ნაკლებ ალბათობას შეიცავს, ვიდრე, მომავალი ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულების მეთოდი; მეორე, ნაკლებად შრომატევადია. მესამე: სტაბილური მიკროეკონომიკური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს; მეოთხე; გაუმართლებლად მიგვაჩნია გამოშვებული პროდუქციის ტემპების ცვლილება აისახოს ძირითადი საშუალებების ღირებულებაში, რადგან მათ ღირებულებებს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

0x01 graphic

ANNOTATION
VALUATION PROBLEMS OF P
ROPERTY PLANT AND EQUIPMENT
Izolda Chiladze

Property plant and Equipment Value can be varied during it use life several time, because in the business they are many years.

International Accounting Standards requires that company should reevaluate property plant and equipment in real value in a several years, and at the same time company should determine that if there are some signals about devaluation of property plant and equipment of company at the year end. If that situation exists Company should calculate revaluation loss by the minimum of net realizable value and Future money flues Discount value.

By my point of view, for the purposes Property plant and Equipment revaluating loss calculation, Discount value method of Future money flows is unjust because it have big probability of errors degree; an at the same time it is labor-consuming and there is big subjective approach probability, and it may create nonstabile syndrome in microeconomic environment, also it is unfair future cash flow speed reflect on value of property plant and equipment, because there is not straight connections between them.

4 აღრიცხვა-ანგარიშგება

▲back to top


4.1 მმართველობითი აღრიცხვა

▲back to top


0x01 graphic

ეკა გეგეშიძე

ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი,
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

საქართველოში დღესდღეობით ძალიან ცოტა ორგანიზაცია აწარმოებს სრულყოფილ მმართველობით აღრიცხვას. ფაქტიურად მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარეობს ასეთი სახის აღრიცხვის წარმოება. არადა, საწარმოებისა და ორგანიზაციების ეფექტიანობის ამაღლების გზა მხოლოდ მმართველობითი აღრიცხვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე გადის.

ძალიან ცოტა ბიზნესმენმა, ან მეწარმემ თუ იცის, რომ ბუღალტრული აღრიცხვა შედგება მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვისაგან და ისინი მხოლოდ ფინანსურ აღრიცხვას იყენებენ ორგანიზაციის მართვისას.

მმართველობითი აღრიცხვის სისტემა თანამშრომლებს აწვდის როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ ინფორმაციას ორგანიზაციის შიგნით. აღნიშნული ინფორმაცია მორგებულია ცალკეული გადაწყვეტილების მიმღები პირის სპეციალურ მოთხოვნებზე და იშვიათად ვრცელდება ორგანიზაციის გარეთ. ინფორმაციის მართვა ეხმარება მენეჯმენტს სტრატეგიულ (დაგეგმვა), ოპერატიულ (საქმიანობა) და კონტროლის (განვითარების შეფასება) საქმიანობებზე გადაწყვეტილების მიღებისას. მოკლედ, მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაცია, მიზნობრივი და ყოვლისმომცველია. საპირისპიროდ, ფინანსური აღრიცხვის ანგარიშები, სტანდარტული ფორმატის მქონე ეკონომიკური ინფორმაცია გადის კომპანიის გარეთ და განკუთვნილია ისეთი პირებისა და ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა: აქციონერები, კრედიტორები, (ბანკირები, ობლიგაციის მფლობელები და მიმწოდებლები), მარეგულირებელი ორგანოები და სამთავრობო საგადასახადო უწყებები.

მმართველობითი აღრიცხვის ინსტიტუტის განმარტებით, მმართველობითი აღრიცხვა არის: ღირებულების ზრდის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის დაგეგმვა, შემუშავება, გაზომვა და ოპერირება და განხორციელება ორივე ფინანსურ და არაფინანსურ სისტემებში, რომელიც საფუძვლად უდევს მენეჯმენტის მოქმედებას, ახდენს ქცევის მოტივირებას და ხელს უწყობს კულტურული ღირებულებების შექმნას, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერატიული მიზნების მისაღწევად.

გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ორგანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დიდი ადგილი და ყურადღება უნდა დაუთმონ მმართველობით აღრიცხვას, ამის ილუსტრირებისთვის უნდა განვსაზღვროთ მმართველობითი აღრიცხვის მასშტაბი. როგორც ვიცით, მენეჯემენტის ძირითადი ფუნქციებია: დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და კონტროლი, მათგან სამის, დაგეგმვის, ორგანიზების და კონტროლის განხორციელებას ეხმარება მმართველობითი აღრიცხვა, რა ინფორმაცია სჭირდება მენეჯერს ამ ფუნქციების განსახორციელებლად წარმოდგენილია სურათზე №1.

სურათი 1

მენეჯმენტის ფუნქციები და მოთხოვნა ინფორმაციაზე

დაგეგმვა

ძირითადი კითხვა: რას გავაკეთებ?

მოთხოვნა ინფორმაციაზე: მომავალი პერიოდის ხარჯები და შემოსავალი, მომხმარებლების, კონკურენტების და ორგანიზაციის შესაძლებლობების შესახებ.

ორგანიზება

ძირითადი კითხვა: როგორ განვახორციელო ჩემი გეგმა?

მოთხოვნა ინფორმაციაზე: საქმიანობის შესახებ სხვადასხვა მიდგომების შესაბამისი მომავალი მონაცემები (ხარჯები, ეფექტიანობა და ხარისხი) გეგმის განხორციელების მიზნით.

კონტროლი

ძირითადი კითხვა: როგორ ვაკეთებ და რამდენად შეესაბამება ჩემი გეგმა ჩემს მიერ შესრულებულ სამუშაოს?

მოთხოვნა ინფორმაციაზე: პროდუქციისა და წარმოების ხარჯები, წარმოების სხვადასხვა სისტემების პრაქტიკაში მიღებული ხარისხი და მომსახურების დონე, აგრეთვე შესრულებული სამუშაოს დონე კონკურენტებთან შედარებით

დაგეგმვა მოიცავს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: პროდუქტის დაგეგმვა (რაც მოითხოვს ინფორმაციას სამომავლო შემოსავლისა და ხარჯების შესახებ), წარმოების დაგეგმვა (მოითხოვს ინფორმაციას რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ და მის გამოყენებას კომპანიის მიერ წარმოებულ სხვადასხვა პროდუქტებში) და სტრატეგიის განვითარება (მოითხოვს ინფორმაციას ორგანიზაციის გარე გარემოს შესახებ და განსაკუთრებით ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებს). დაგეგმვისას შესაძლებელია ბევრი ინფორმაციის წინასწარ განსაზღვრა განსხვავებით ფინანსური აღრიცხვის ინფორმაციისგან, რომელიც წარმოადგენს გასული პერიოდის ინფორმაციას.

ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობების დროს ყურადღება გამახვილებულია ორგანიზაციის სისტემების შემუშავებაზე, რომელიც ახდენს პროდუქტის წარმოებასა და მიწოდებას (პროდუქცია, ან მომსახურება) და ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხელს უწყობს წარმოების საწყისი სისტემის განვითარებას. აუცილებელი ინფორმაცია მოიცავს ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად პოტენციური ალტერნატიული სისტემების შეფასებას, როგორიცაა: მომხმარებლისთვის განკუთვნილი პროდუქციის სამომავლო ხარისხი და მომსახურების დონეები. საორგანიზაციო საქმიანობების შესახებ ინფორმაცია ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: წარმოების სხვადასხვა სისტემების მოქმედების პოტენციალი (მაგალითად, სხვადასხვა დანადგარების ეფექტიანობა და მწარმოებლურობა, რომელიც შეიძლება ერთობლივად იქნეს გამოყენებული).

კონტროლი მოიცავს არსებული საორგანიზაციო სისტემებისა და ერთეულების საქმიანობის შეფასებას და განსაზღვრავს, რა წვლილი შეაქვს თითოეულ მათგანს ორგანიზაციის მიზნების მიღწევის პროცესში. ასეთი ინფორმაცია მოიცავს სისტემების დახასიათებას, პროდუქტის წარმოების, ან პროცესის მართვის ხარჯს - მაგალითად, ბოთლებში ჩამოსხმის ხაზი, მიღწეული პროდუქციის ხარისხის დონეებს, ორგანიზაციის ერთეულის წვლილს ორგანიზაციის შემოსავლის მოტანაში და გაყიდვების მენეჯმენტის სისტემის მიერ მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დახარჯულ დროს.

თანამედროვე მმართველობითი აღრიცხვის სისტემები ყურადღებას ამახვილებს ორგანიზაციის ყველა დონეზე მომუშავე გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, ამიტომ, ეს სისტემები უნდა იყოს მოქნილი და პრაგმატული. ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის მქონე გადაწყვეტილების მიმღები პირები ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ საქმიანობის შედეგების ისეთ ფინანსურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა: მოგება და ხარჯები, რადგან აღმასრულებელ პირებს, რომლებიც იყენებენ ფინანსურ ინფორმაციას, ურთიერთობა აქვთ ხალხთან ორგანიზაციის გარეთ. თუ ჩვენ განვიხილავთ ზემოდან ქვემოთ ორგანიზაციის იერარქიას, აღმოვაჩენთ, რომ ინფორმაცია, რომელიც სჭირდებათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უფრო მეტად არაფინანსური ინფორმაციაა, ვიდრე ფინანსური, რადგან ადამიანებს ორგანიზაციის აღნიშნულ დონეებზე (საფეხურებზე) ესაჭიროებათ იმ სისტემის ტექნიკური მონაცემების ცოდნა, რასაც ისინი აღრიცხავენ და მართავენ. სხვადასხვა დონეზე მყოფი მენეჯერების მიერ ინფორმაციის განსხვავებული მოთხოვნების გამო მმართველობითი აღრიცხვის სისტემებმა, რომელიც წარსულში ფოკუსირებული იყო მხოლოდ ფინანსურ ინფორმაციაზე, დაიწყო არაფინანსური ინფორმაციის ანგარიში და შეფასება, მათ შორის პროდუქტის ხარისხის, მომხმარებლების დაკმაყოფილებისა და მომსახურების დონის მაჩვენებლები.

მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაციის მაგალითს წარმოადგენს საწარმოო განყოფილების მიერ აღრიცხული გასავალი ისეთ კომპანიებში როგორიცაა: საავტომობილო ქარხანა ან ელექტრონული კომპანია, ასევე პროდუქციის წარმოების ხარჯი, მომსახურების მიწოდების ხარჯი, ბიზნესის მართვის ან საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი (როგორიცაა მომხმარებლის ინვოისის შედგენა ან მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა).

მნიშვნელოვანია კარგად ვიცოდეთ რა განსხვავებაა მმართველობით და ფინანსურ აღრიცხვას შორის. საერთაშორისო აღრიცხვის სტანდარტების, საბჭო და სხვადასხვა ქვეყნების აღრიცხვის სტანდარტების საბჭო ქმნის და ნერგავს აუცილებელ ფინანსური აღრიცხვის პრაქტიკას. ფინანსური აღრიცხვა საჭიროა იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ სხვადასხვა გარე ინფორმაციის მომხმარებელთა მოთხოვნილებები, რომლებსაც ინფორმაციის მიმართ გააჩნიათ არასპეციფიკური მოთხოვნები, იგი არის განსაზღვრული წესების სისტემა და მოიცავს აღრიცხვას - ჩანაწერების წარმოებას, პროცედურებს, სტანდარტებს და სხვადასხვა ნორმატივებს ფინანსური ანგარიშის წარმოების მიზნით. მოკლედ რომ ვთქვათ, ფინანსური აღრიცხვის ინფორმაცია დაფუძნებულია გასული, ისტორიული პერიოდის ინფორმაციაზე და ქმნის სპეციალურ ფორმას, სადაც ეს ინფორმაცია სისტემაშია მოყვანილი, გამოთვლილია და ექვემდებარება გავრცელებას.

საპირისპიროდ, კომპანიებს გააჩნიათ მოქმედების თავისუფლება მმართველობითი აღრიცხვის სისტემის შექმნის დროს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებას კომპანიის შიგნით. მმართველობითი აღრიცხვის ზოგიერთი სტრუქტურა (როგორიცაა: ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია, საერთაშორისო მმართველობითი აღრიცხვის პრაქტიკული ანგარიშები) გვთავაზობს მმართველობითი აღრიცხვის ძალიან ფართო სპექტრის ნორმატივების მომცველ სტანდარტებს და შედეგად, ორგანიზაციას შეუძლია დამოუკიდებლად შეიმუშავოს მმართველობითი აღრიცხვის სისტემა, რომლებიც ყველაზე მეტად მოერგება მის მოთხოვნილებებს. გამონაკლისს წარმოადგენს სხვადასხვა მთავრობის მიერ შემუშავებული მმართველობითი აღრიცხვის სტანდარტები, ისეთი, როგორიცაა დანახარჯთა აღრიცხვის სტანდარტების საბჭო შეერთებულ შტატებში, რომელიც არეგულირებს მისი კონტრაქტორების დანახარჯთა აღრიცხვის სისტემას კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღების მიზნით.

უფრო ზუსტად რომ წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უზრუნველყოფს მმართველობითი აღრიცხვის მონაცემები მოგების გაზრდას, ხარჯების შემცირებას, პროცესის მართვის გაუმჯობესებას, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც სჭირდებათ თანამშრომლებსა და მენეჯერებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა იმაზე, რომელიც მისაღებია გარე პირებისა და ორგანიზაციებისთვის. №2 სურათი გვაწვდის ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვას და გვიჩვენებს მათ შორის განსხვავებას.

სურათი №2

ფინანსური აღრიცხვა

მმართველობითი
აღრიცხვა

აუდიენცია

გარე: აქციონერები,
კრედიტორები,
საგადასახადო

შიდა: მენეჯერები, მუშები
აღმასრულებელი პირები

მიზანი

გასული საქმიანობის
შესახებ ანგარიში გარე
მომხმარებლისთვის,
საკონტრაქტო ბაზის
მიწოდება
მფლობელებისა და
კრედიტორებისთვის

მენეჯერებისა და
თანამშრომლების მიერ
გადაწყვეტილების შესახებ
ინფორმაციის
უზრუნველყოფა,
კონტროლი და
უკუკავშირი
საქმიანობის შესრულებაზე

დროულობა

დაყოვნებული ადგენილი

მიმდინარე, მომავალზე
ორიენტირებული

შეზღუდვები

დარეგულირებული,
საზოგადოდ მიღებული
აღრიცხვის პრინციპების
მიხედვით
შემუშავებული წესები და
სამთავრობო
სტრუქტურები

რეგულირების გარეშე,
ინფორმაცია და სისტემები
განისაზღვრება
მენეჯმენტის მიერ, არის
სტრატეგიული და
საქმიანობის
მოთხოვნებიდან
გამომდინარე

ინფორმაციის ტიპი

მხოლოდ ფინანსური
მაჩვენებლები

ფინანსური და პლიუს
პროცესთან,
ტექნოლოგიასთან
მიმწოდებელთან,
მომხმარებელთან და
კონკურენტებთან
დაკავშირებული სამუშაო
და ფიზიკური
მაჩვენებლები

ინფორმაციის შინაარსი

ობიექტური, აუდიტის
შედეგად მიღებული,
საიმედო

უფრო სუბიექტური
და განსჯის შედეგად
ზუსტი, ფაქტზე
დაყრდნობილი, არსებითი

საზღვრები

გაერთიანებული,
ანგარიში მთლიანად
ორგანიზაციის შესახებ

გაერთიანების გარეშე,
ადგილობრივი
გადაწყვეტილებებისა და
ქმედებების ინფორმირება

მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაცია სხვადასხვა სახისაა, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს გადაწყვეტილების მიღებას ორგანიზაციებში.

ფინანსური ინფორმაცია ვრცელდება და ავსებს ჩვენს ეკონომიკას. ის არის მოგების მაძიებელი ორგანიზაციებისთვის მფლობელებთან კავშირის დამყარების ძირითადი საშუალება. შიდა მოთხოვნების გარე მოთხოვნებთან დასაკავშირებლად, ორგანიზაციები იყენებენ ფინანსურ მაჩვენებლებს ორგანიზაციის შიგნით, როგორც საქმიანობის შესრულების მთავარ ინდიკატორს. ფინანსური ინფორმაცია ასევე მნიშვნელოვანია არაკომერციული და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის. იგი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ორგანიზაციის პროდუქტიულობა, მაგალითად, ერთეულის მომსახურების გაწევისთვის საჭირო ხარჯი. ხარჯი სამთავრობო სტრუქტურებში ასახულია ბიუჯეტში და მთავრობის ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხარჯვით ნაწილში არ იყოს დარღვევა.

№3 სურათზე ასახულია მთავარი საქმიანობები, რომელიც საფუძვლად უდევს ფინანსურ შედეგებს. ფინანსური ინფორმაცია აჯამებს საქმიანობების ფინანსურ შედეგს, მაგრამ ფინანსური შედეგების ასახსნელად, მენეჯერებმა საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩაატარონ და ყურადღება გაამახვილონ არაფინანსურ, ან მიმდინარე ინფორმაციაზე, რომელიც განმარტავს იმ საქმიანობების შესრულებას, რაც იძლევა ამ ფინანსურ შედეგებს. გახსოვდეთ, მენეჯერები ვერ მართავენ ფინანსურ შედეგებს. მათ მხოლოდ იმ საქმიანობების მართვა შეუძლიათ, რომელიც იწვევს ამ შედეგებს;Mმენეჯმენტი აკვირდება ინფორმაციას, ძირითადი საქმიანობის შესახებ, რათა გაერკვეს წარმოების ფუნქციონირებაში (ან პროცესში), რომელიც გარდაქმნის ამ საქმიანობებს ფინანსურ შედეგებად. ამგვარად, მენეჯერები განმარტავენ და აუმჯობესებენ ფინანსურ შედეგებს ძირითადი საქმიანობების მიმართულების შეცვლით.

მმართველობითი აღრიცხვის და კონტროლის ინფორმაციისადმი მოთხოვნა გამოიწვია იმ ძირითადმა ცვლილებებმა, რომელიც შეეხო მწარმოებელ კომპანიებს ბოლო წლებში, ასევე აუცილებელი გახდა ყველა ტიპის მომსახურების სფეროში

სურათი №3

მთავარი საქმიანობები, რომელიც საფუძვლად უდევს
ფინანსურ შედეგებს

ფინანსური შედეგები

  • ხარჯები

  • შემოსავალი

  • მოგება

  • გაყიდვები

საქმიანობები, რომლებიც იწვევენ ფინანსურ შედეგებს

  • პროდუქტის შემუშავება

  • პროდუქტის შექმნა

  • პროდუქტის გაყიდვა

  • პროდუქტის მიწოდება

მომხმარებლის მომსახურება

სურათი №4

მომსახურების ინდუსტრიები და კომპანიები

მომსახურების ინდუსტრიები

მომსახურების კომპანიები

ფინანსური ინსტიტუტები

კომერციულ;ი ბანკები,
საინვესტიციო ბანკები, გირაოს
კომპანიები, სადაზღვევო
კომპანიები, ბროკერული
ორგანიზაციები

ტრანსპორტირება

რკინიგზა, ავიოკომპანია,
სატვირთო კომპანია, შეფუთვა-
მიწოდება, ღამით მომსახურება,
საფოსტო მომსახურება

ტელეკომუნიკაციები

ადგილობრივი სატელეფონო
სერვისი, გრძელ დისტანციაზე
ხმისა და მონაცემების მიწოდება,
საკაბელო სერვისი

შესყიდვები

სუპერმარკეტები, უნივერმაღი,
ჩამოფასებული საქონლის
მაღაზია, საწყობი, საბითუმო
მაღაზია

პროფესიონალური მომსახურება

კონსულტაცია, დამოუკიდებელი
საბუღალტრო აღრიცხვა,
საინჟინრო და პროგრამული
უზრუნველყოფა

ჯანდაცვა

ექიმების ჯგუფი,
საავადმყოფოები,
ამბულატორიული კლინიკა

საცალო ვაჭრობა

ხილ-ბოსტნეული, უნივერმაღი
ბენზინგასამართი სადგური,
ჩამოფასებული საქონლის
მაღაზია

მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც, მომსახურების კომპანიები მრავალი წელია არსებობს, მათი მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკაში არსებითად გაიზარდა მეოცე საუკუნეში. სურათზე №4 წარმოდგენილია მომსახურების ინდუსტრიისა და კომპანიების მაგალითები.

საინტერესოა, რა მოთხოვნა აქვთ მომსახურების კომპანიებს მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაციაზე. ისინი განსხვავდებიან მწარმოებელი კომპანიებისგან, ისინი არ ქმნიან მატერიალურ პროდუქტს და არ ინახავენ სასაქონლო-საწარმოო მარაგებს. შედარებით ნაკლებად ხილული განსხვავებაა ის, რომ ხშირად თანამშრომლებს მომსახურების კომპანიებში პირდაპირი კონტაქტი აქვს მომხმარებელთან. აქედან გამომდინარე, მომსახურების კომპანიები უნდა იყვნენ განსაკუთრებით მგრძნობიარენი დროში და მომსახურების ხარისხის მიმართ. მომხმარებლები მაშინვე ატყობინებენ დეფექტების და მომსახურების დაყოვნების შესახებ აღნიშნულ კომპანიებს. მსგავსი დეფექტების შედეგები შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს, რადგან დაუკმაყოფილებელი მომხმარებლები უსიამოვნო გამოცდილების შემდეგ ირჩევენ ალტერნატიულ მიმწოდებელს.

მომსახურების გამწევი კომპანიის მენეჯერები უფრო ნაკლები ინტენსივობით იყენებენ მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაციას, ვიდრე მწარმოებელი კომპანიის მენეჯერები. ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობა ოპერაციულ ხარჯებზე შეიძლება გამოწვეული იყოს იმ მიზეზით, რომ მომსახურების ორგანიზაციები მოქმედებენ მსუბუქ, არაკონკურენტულ ბაზრებზე, რომელიც მაღალ დონეზეა რეგულირებული, ან იმყოფება მთავრობის მფლობელობაში (როგორიცაა: ეროვნული რკინიგზა, ავიაკომპანიები, საფოსტო მომსახურება და ტელეკომუნიკაციის კომპანიები). ადგილობრივი საცალო სავაჭრო კომპანიები კი ხვდებიან ადგილობრივ და არა ეროვნულ ან გლობალურ კონკურენციაში. მსგავს არაკონკურენტულ გარემოში, მომსახურების კომპანიების მენეჯერები არ იმყოფებიან დიდი წნეხის ქვეშ ფასების დაწევის, ხარისხის გაუმჯობესების, წარმოების ეფექტიანობის, ახალი მომგებიანი პროდუქტის გამოტანის ან კიდევ წამგებიანი პროდუქტის გაჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. რადგან მენეჯერები ვერ იღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, მათ არა აქვთ მოთხოვნა ინფორმაციაზე, რომელიც დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, მმართველობითი აღრიცხვის სისტემა მომსახურების ორგანიზაციათა უმრავლესობაში მარტივი იყო. ის საშუალებას აძლევდა მენეჯერებს განესაზღვრათ ხარჯები საწარმოო დეპარტამენტის საშუალებით და ემართათ მიმდინარე დანახარჯი ფუნქციონალური დეპარტამენტის ბიუჯეტით.

კონკურენტული გარემო როგორც მწარმოებელი, ასევე, მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის ახლა უფრო გამომწვევი და მომთხოვნი ხდება, ვიდრე, 10 წლის წინ იყო. დღევანდელ კომპანიებს სჭირდებათ უკეთესი მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაცია.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული მწარმოებელი კომპანიები, მთელ მსოფლიოში ძლიერ კონკურენციას აწყდებოდნენ აზიური კომპანიების მხრიდან, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობდნენ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტს დაბალ ფასად. გლობალურ ქსელთან ერთად, კაპიტალის მოძიების და განთავსების, ნედლეულის შეძენის და ტრანსპორტირების, მზა პროდუქციის გავრცელების მიზნით საუკეთესო მწარმოებლებმა შეძლეს შეეღწიათ მსოფლიოს ადგილობრივ ბაზრებზე. კომპანიისთვის მარტო საკმარისი არ იყო შიდა კონკურენტებთან ღირებულებისა და ხარისხის მხრივ თანასწორობა. კომპანიას შეეძლო გადარჩენა და აყვავება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი პროდუქციის ფასი, ხარისხი და შესაძლებლობები იყო ისეთივე კარგი, როგორც მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების პროდუქციას გააჩნია. მსგავსად ამისა, არადარეგულირებულმა მოძრაობამ ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში 1970-იანი წლებიდან და ცენტრალურად კონტროლირებადი სოციალისტური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადართვამ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში სრულიად შეცვალა ძირითადი ნორმები, რომლის მიხედვითაც ბევრი მომსახურების კომპანიები ფუნქციონირებენ. როგორც მწარმოებელი, ასევე მომსახურების კომპანიების მენეჯერები ახლა ითხოვენ ზუსტ, დროულ ინფორმაციას, რათა გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობის ხარისხი, დროსთან შესაბამისობა და ეფექტიანობა, რომ მიიღონ დროული გადაწყვეტილება საკუთარ ინდივიდუალურ პროდუქტთან, მომსახურებასთან და მომხმარებელთან დაკავშირებით.

სამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები, ისევე როგორც მომგებიანი კომპანიები, გრძნობენ ზეწოლას სამუშაოს შესრულების გაუმჯობესების აუცილებლობის თვალსაზრისით. მოქალაქეები ითხოვენ უფრო ზუსტ, ხარისხიან და ეფექტიან ქმედებებს ადგილობრივი, რეგიონალური და ცენტრალური ხელისუფლებისგან. 1990 წელს ამერიკის კონგრესმა გამოსცა კანონი ფინანსურ დირექტორებზე (Chief Financial Officers Act), რომლის თანახმადაც თითოეულ ძირითად ფედერალურ სამსახურს უნდა ჰყავდეს ფინანსური დირექტორი, პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხარჯის შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა და ანგარიშგებაზედასამუშაოს შესრულების შეფასების სისტემაზე“.

1993 წელს ვიცე-პრეზიდენტმა გორმა მთავრობის საქმიანობის მიმოხილვისას, რომელიც გულისხმობდა „მთავრობის განახლებას“, შესთავაზა Federal Accounting Standard Advisory Board-ს შეემუშავებინა და გამოეშვა ხარჯთაღრიცხვის სტანდარტები ყველა სახის ფედერალური საქმიანობისთვის. აღნიშნული დირექტივების შესასრულებლად სამთავრობო უწყებათა ხელმძღვანელებს დასჭირდებათ ინფორმაცია გაუმჯობესებული მმართველობითი აღრიცხვის შესახებ. აღნიშნული კანონების პასუხად FFASAB-მა გამოსცა დოკუმენტი, რომელიც აცხადებდა: ფედერალური სამთავრობო პროგრამების მართვისას ხარჯის შესახებ ინფორმაცია აუცილებელია შემდეგი ხუთი მიმართულებით:

  1. ბიუჯეტირება და დანახარჯთა კონტროლი;

  1. საქმიანობის შესრულების შეფასება;

  1. ანაზღაურების განსაზღვრა და ფასებისა და გადასახადების დადგენა;

  1. პროგრამების შეფასება;

  1. ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება“.

საქართველოში სამთავრობო უწყებები ძირითადად ფოკუსირებული არიან ფინანსური აღრიცხვის მაჩვენებლებზე, იმედია მალე მიიღებენ მსგავს კანონებს საქართველოშიც, რათა გაუმჯობესდეს მთავრობის მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხი და ჩვენ, მოქალაქეებმა თვალნათლივ დავინახოთ მათი დანახარჯსარგებლიანობა.

არაკომერციული ორგანიზაციები ზეწოლას განიცდიან, აგრეთვე დანახარჯებსა და საქმიანობის შესრულების ხარისხის ადეკვატურობის თვალსაზრისით. დაფიქსირდა სწრაფი ტემპით ზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების ეკონომიკური განვითარების, გარემოს, სიღარიბის დაძლევის, შიმშილისა და მწირი კვების, კერძო და სახელმწიფო ჯანდაცვის მიმართულებით, გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაციები აქცენტს აკეთებენ სოციალურ მომსახურებასა და ხელოვნებაზე.

ეს ორგანიზაციები იბრძვიან ფინანსური საშუალებების მოსაპოვებლად, რომელსაც იღებენ მთავრობიდან, ფონდებიდან და კერძო პირებიდან. რასაკვირველია, კერძო და სახელმწიფო დონორები ითხოვენ თავიანთი სახსრებით დაფინანსებული ორგანიზაციის მხრიდან ანგარიშვალდებულებას, მათ შორის ეფექტიანობის შეფასების თვალსაზრისითაც. ისინი ეკითხებიან ორგანიზაციებს, თუ რა გზით აღწევენ დასახულ მიზნებს და იყენებენ თუ არა ამისთვის რესურსებს მიზანმიმართულად. ყველა ტიპის არაკომერციული ორგანიზაციების მენეჯერები ადაპტაციას აკეთებენ კერძო სექტორში შემუშავებული მმართველობითი აღრიცხვის პროცე დურებზე, იმ მოთხოვნებზე, რომელიც უკავშირდება ანაგარიშვალდებულებას, ხარჯებს და საქმიანობის შეფასებას.

ასევე მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციაზე მოთხოვნა სამთავრობო სტრუქტურებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებში. თუ, მომგებიანი კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომგება, სამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის მიზანია მოქალაქეებისთვის ან კლიენტებისთვის - მათი მომხმარებლისთვის - მომსახურების გაწევა (მაგალითად, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საკვების მიწოდება იმ ხალხისთვის, რომელიც ამას საჭიროებს). ამგვარად, მომხმარებლების მიზნები უნდა ემთხვეოდეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნებს. ინოვაციურ მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მენეჯერები იყენებენ საქმიანობის შესრულების არაფინანსურ და ფინანსურ მაჩვენებლებს, რათა შეაფასონ რამდენად ზუსტად და ეფექტიანად არის დახარჯული მათი ფონდები მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას. სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა კარგად უნდა შეაფასონ პროცესი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს მიეწოდება მომსახურება, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული პროცესი აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს შესაძლო ყველაზე დაბალი ფასის პირობებში. მათ უნდა გამოიკვლიონ, მაგალითად, რომელია საუკეთესო ტრენინგის მეთოდი, რომელიც დაეხმარება ქრონიკულად უმუშევარ პირს და დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს ყველაზე დაბალ ფასად.

მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაცია არსებითია გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრისას, მაგრამ თავის მხრივ ინფორმაცია არასოდეს არის ნეიტრალური, რადგან შეფასებისა და შედეგების ინფორმირების პროცესში ჩართულნი არიან სხვადასხვა პირები.

სხვადასხვა გამოკვლევები ცხადყოფს, რომ პირები და ჯგუფები ცვლიან ქცევას, როცა ინფორმირებულნი არიან მათ მიერ შესრულებული საქმიანობის შემდგომი შეფასების შესახებ. ხალხი რეაგირებს იმაზე, რომ მათ აფასებენ და შეფასების პროცესზე. შესაბამისად, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ საქციელზე, რომლის შესწავლა ხდება და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმას, რისი გამოკვლევაც არ ხდება. ზოგიერთმა თანამშრომელმა გააცნობიერა აღნიშნული ფენომენი შემდეგი ფრაზით რაც ფასდება, მისი მართვაც ხდება. მენეჯერებმა კარგად უნდა გაათვითცნობიერონ რომ როცა ისინი არ ან ვერ აფასებენ, შესაბამისად ვერც მართავენ“.

მმართველობითი აღრიცხვა გახდა დისციპლინა, რომელიც აღწერს მიმდინარე მოვლენებს, მისი ამოცანაა ასახოს ცვალებადი ახალი გარემო, რომელშიც ხვდება ორგანიზაცია. ზუსტი, დროული და სათანადო ინფორმაცია ეკონომიკისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ გადამწყვეტი ფაქტორია ორგანიზაციის წარმატებისთვის. ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა განავითაროს და გამოიყენოს ფინანსური და არაფინანსური ინფორმაცია სხვადასხვა ამოცანების გადასაჭრელად.

ეფექტიანი მმართველობითი აღრიცხვის სისტემების შემუშავება და გამოყენება ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესების გაძლიერების მყარი გარანტიაა.

ANNOTATION
FOR THE WORK WHAT IS MANAGERIAL ACCOUNTING
Eka Gegeshidze, Professor of Ilia Chavchavadze State University

In the work is discussed about Importance of management accounting in the organization for achieving aims and tasks effectively.

Work is defines and explains definition of management accounting provided by the institute of Management Accountants: It is A value-adding continuous improvement process of planning, designing, measuring and operating both nonfinancial information systems and financial information systems that guides management action, motivates behavior, and supports and creates the cultural values necessary to achieve an organization's strategic, tactical and operating objectives.

According of that the work shows main direction of Management accounting, which makes available both financial information and nonfinancial information, and The function of management information which supports strategic (planning), operational (operating) and control (performance evaluation) management decision making. Management accounting information is pervasive and purposeful. Management accounting information is a main source of information for decision making, development, and control in organizations.

In the work also shown how Effective management accounting systems can create considerable value to today's organizations by providing timely and correct information about the activities necessary for their success.

Work emphasis that Management accounting has become an exciting discipline that is undergoing major changes to reflect the challenging new environment that organizations worldwide now face necessitates of Accurate, timely, and relevant information about the economics and performance of organizations is central to organizational success

5 აუდიტი

▲back to top


5.1 როგორ დავნერგოთ გარე აუდიტი?

▲back to top


0x01 graphic

სოფო ლალიევა
საერთაშორისო საფინანსო
კორპორაციის სპეციალისტი

ბოლო წლებში საქართველოში მოღვაწე ბევრი კომპანია მიმართავს გარე აუდიტის მომსახურებას. ფინანსური ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტი აქტუალური ხდება ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში, უცხოური ინვესტიციების, საბანკო დაკრედიტების და დაფინანსების სხვა საშუალებების მოზიდვის აუცილებლობის ფონზე. თუმცა, ქართული ბიზნეს-საზოგადოება კვლავ ნაკლებად ინფორმირებულია გარე აუდიტის არსზე, დანიშნულებაზე, ჩატარების პროცესსა და შედეგებზე. შევეცდები ლაკონურად მოვიცვა ყველა ეს თემა და გარე აუდიტის მომსახურების ძირითადი ასპექტებიც დავახასიათო.

აუდიტის მთავარი დანიშნულებაა გაზარდოს ფინანსური ანგარიშგების სანდოობის დონე ანგარიშგების მომხმარებლებისათვის. აუდიტორის მიზანია ჩატარებული აუდიტის საფუძველზე გამოთქვას მოსაზრება იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა ყველა არსებით ასპექტში ფინანსური ანგარიშგება შესაბამისი ანგარიშგების სტანდარტებს. მოცემული მოსაზრება აუდიტის დასკვნის სახით გაიცემა, რომლის ძირითადი მომხმარებლებია აქციონერები, მენეჯმენტი, კრედიტორები, საინვესტიციო ბანკირები, რეიტინგული კომპანიები და სხვა.

გარე აუდიტი ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული მართვისთვის, ვინაიდან უფრო გამჭვირვალეს ხდის კომპანიის საქმიანობას, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ მოსაზრებას, ხელს უწყობს (თუმცა, უპირატესად ამ მიზანს არ ემსახურება) შიდა კონტროლის სისტემის დიაგნოსტიკას და გაუმჯობესებისკენ უბიძგებს კომპანიებს. გარე აუდიტი მჭიდროდ თანამშრომლობს ეფექტური კორპორაციული მართვის ძირითად მოთამაშეებთან - შიდა აუდიტის განყოფილებასა და აუდიტის და/ან სარევიზიო კომიტეტთან, რომელთა მეშვეობითაც აუდიტორის აღმოჩენები სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს მიეწოდება.

მსოფლიოში ათასობით აუდიტორული კომპანიაა, თუმცა ყველაზე მსხვილი, ცნობილი, პრესტიჟული და სანდო აუდიტის ე.წ. „დიდ ოთხეულში“ შემავალი კომპანიებია: პრაისვოტერჰაუს კუპერსი („Pricewaterhouse Coopers“), დელოიტ ტუშ ტომაცუ („Deloitte Touche Tohmatsu“), ერნსტ ენდ იანგი („Ernst and Young“) და ქეი-პი-ემ-ჯი („KPMG“). ყველა ამ კომპანიაში 120,000 თანამშრომელზე მეტია დასაქმებული მთელ მსოფლიოში და წლიური შემოსავალი რამდენიმე ათეულ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 1989 წლამდე აუდიტის დიდი რვიანი მოღვაწეობდა. შემდეგ კი თანდათანობით, გაერთიანებებისა და შესყიდვების შედეგად დიდი რვიანი ჯერ დიდ ექვსეულად, შემდეგ დიდ ხუთეულად (1998 წ.), დაბოლოს 2002 წელს დიდ ოთხეულად ჩამოყალიბდა, რასაც ენრონის („ENRON“) გაკოტრებისა და არტურ ანდერსენის არსებობის შეწყვეტის ცნობილი მოვლენები უძღვოდა წინ. საქართველოში დიდი ოთხეულის ყველა აუდიტორული კომპანიაა წარმოდგენილი, ისევე, როგორც საკმაოდ ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რითაც ადგილობრივ ბიზნესს საშუალება ეძლევა მიიღოს ყველა ის სარგებელი, რაც მომსახურე კომპანიების ერთმანეთს შორის კონკურენციას მოაქვს.

აწყდება რა ბიზნესი აუდიტის პირველად მოწვევის აუცილებლობას, ებადება უამრავი შეკითხვა: რით დავიწყოთ? როგორ შევარჩიოთ აუდიტორი? რა არის ჩემი, როგორც ბიზნესის ერთეულის პასუხისმგებლობა და რაზეა პასუხისმგებელი აუდიტორი? როგორ წარიმართება პრაქტიკაში აუდიტორთან მუშაობა? რას უნდა ველოდოთ აუდიტის შედეგად, ანუ რა არის აუდიტის მუშაობის შედეგი, საბოლოო პროდუქტი? თანმიმდევრულად მივყვეთ დასმულ შეკითხვებს.

რით დავიწყოთ და როგორ შევარჩიოთ აუდიტორი?

აუდიტორის შერჩევის პირველი ეტაპია აუდიტის მომსა ხურების მოთხოვნის და პირობების გამოქვეყნება და პოტენციური აუდიტორებისთვის პირდაპირ მიწოდება, ან გამოქვეყნება საინფორმაციო საშუალებებში.

TOR, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს:

  • თქვენი კომპანიის მოკლე აღწერას;

  • ინფორმაციას სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც მომზადებულია ფინანსური ანგარიშგება, რომელიც აუდიტს დაექვემდებარება, მაგალითად, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები („IFRS“), აშშ-ში საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული პრინციპები (US GAAP) ან სხვა;

  • ფინანსური ანგარიშგების თარიღს, მაგალითად, 2008 წლის 31 დეკემბრით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება;

  • აუდიტის ჩატარების თქვენთვის სასურველ ვადებს;

  • აუდიტის დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის მოწოდების ვადებს;

  • დეტალებს, რომელთა ნახვაც გსურთ აუდიტორის მიერ მოწოდებულ წინადადებაში, მაგალითად, აუდიტორების გამოცდილება, ჩატარებული მსგავსი პროექტები და ..;

  • საკონტაქტო ინფორმაციას შემდგომი შეკითხვებისთვის.

აუდიტორს წინადადების მოსამზადებლად დასჭირდება დამატებითი ინფორმაცია და შესაძლოა შეხვედრაც;

მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია შესაძლოა იყოს, თუმცა, არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • ბოლო ფინანსური ანგარიშგება (აუდირებული, თუ არის);

  • ინფორმაცია წინა აუდიტორზე;

  • დანერგილი ბუღალტრული სტანდარტები და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისადმი მიდგომა;

  • საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფის მოკლე აღწერა;

  • მიდგომა შიდა კონტროლებისადმი;

  • ორგანიზაციული სტრუქტურა;

  • ინფორმაცია ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებზე, წილებისა და ბიზნესის აღწერის მითითებით;

  • აქციონერების სრული სია, ძირითადი ბენეფიციარი აქციონერის გამოყოფით;

  • ბიუჯეტი, ბიზნეს-გეგმა და ..

რა არის ჩემი, როგორც ბიზნესის ერთეულის პასუხისმგებლობა და რაზეა პასუხისმგებელი აუდიტორი?

0x01 graphic

ძირითადი პრინციპი ისაა, რომ კომპანია პასუხს აგებს ფინანსური ანგარიშგების (საბალანსო უწყისი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი, კაპიტალის მოძრაობის უწყისი, ბუღალტრული პოლიტიკა და ახსნა-განმარტებითი შენიშვნები) მომზადებაზე, ხოლო, აუდიტორი კი პასუხისმგებელია ამ ფინანსურ ანგარიშგებაზე დამოუკიდებელი მოსაზრების გამოთქმაზე.

როგორ წარიმართება პრაქტიკაში აუდიტორთან მუშაობა?

აუდიტორის მუშაობის ტიპური გრაფიკით, აუდირებული წლის შემოდგომაზე ტარდება ეგრეთწოდებული წინასწარი აუდიტი, ხოლო, აუდირებული წლის ფინანსური ანგარიშგების დახურვის შემდეგ, ანუ მომდევნო წლის დასაწყისში ტარდება საბოლოო აუდიტი. წინასწარი აუდიტისას უმეტეს წილად ხდება ბიზნესისა და ბიზნეს-პროცესების კომპანიის რისკის მართვისა და თაღლითობის საწინააღმდეგო პროცედურების შესწავლა, თითოეული ბიზნეს-პროცესის და ანგარიშის დონეზე შიდა კონტროლების დადგენა და ტესტირება, ანალიტიკური შესწავლა, კონტროლის გარემოსა და კონტროლების ეფექტურობაზე დასკვნების გამოტანა და შესაძლოა ნაწილობრივ ანგარიშების დეტალური ტესტირებაც. საბოლოო აუდიტისას ხდება ზემოთ ჩამოთვლილზე ინფორმაციის განახლება და უკვე დეტალურად ანგარიშგების ტესტირება. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ეფექტურად მუშაობს კონტროლი, მით ნაკლები მოცულობითაა საჭირო ანგარიშების დეტალური ტესტირება.

რას უნდა ველოდოთ აუდიტის შედეგად, ანუ რა არის აუდიტის მუშაობის შედეგი, საბოლოო პროდუქტი?

აუდიტის მუშაობის საბოლოო პროდუქტი აუდიტის დასკვნაა. ასევე, აუდიტორები მენეჯმენტისთვის სარეკომენდაციო წერილს ამზადებენ, რომელშიც აუდიტის შედეგად შემჩნეულ სისუსტეებს და შესაბამის რეკომენდაციებს უყრიან თავს.

აუდიტის დასკვნის ტიპებს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები განსაზღვრავს. აუდიტის დასკვნების ძირითადი ტიპებია:

  • უპირობო, ეგრეთწოდებულისუფთადასკვნა -ეს დასკვნის საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც აუდიტორის აზრით, კომპანიის ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად და უტყუარად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და შედეგებს;

  • დასკვნა კვალიფიკაციით, ანუ პირობითი დასკვნა - ასეთი დასკვნა გაიცემა, როდესაც აუდიტორი მიიჩნევს, რომ უპირობო დასკვნის გაცემა, არ შეიძლება ხელმძღვანელობასთან უთანხმოების, ან აუდიტის მასშტაბის შეზღუდვის გამო, თუმცა ეს მოვლენები ისეთი არსებითი და მნიშვნელოვანი არ არის, რომ საჭირო იყოს უარყოფითი დასკვნის გაცემა, ან უარის თქმა დასკვნის გაცემაზე. ასეთ შემთხვევებში, აუდიტის დასკვნა მოიცავს კვალიფიკაციის კონკრეტული მიზეზების ამხსნელ პარაგრაფს ან პარაგრაფებს, ასევე, პირობითი დასკვნის ბოლო აბზაცში გამოიყენება სიტყვა „გარდა“ და შემდეგ ჩამოთვლილია ის გარემოებები, რომლებმაც განაპირობა პირობითი დასკვნის გაცემა.

  • უარყოფითი დასკვნა -ასეთი დასკვნა გაიცემა, როდესაც აუდიტორმა, მოიპოვა რა საკმარისი აუდიტორული მტკიცებულება, დაასკვნა, რომ ცდომილებები არსებითი და ყოვლისმომცველია, ფინანსური ანგარიშგებისთვის და პირობითი დასკვნის შედგენით ადეკვატურად ვერ აიხსნება მცდარად, ან არასრულყოფილად წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ხასიათი.

  • უარის თქმა დასკვნის გაცემაზე - აუდიტორი უარს აცხადებს მოსაზრების გამოთქმაზე იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის მასშტაბის შეზღუდვის გავლენა ფინანსურ ანგარიშგებაზე იმდენად არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორს არ შესწევს უნარი მოიპოვოს საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება და ამის გამო, არ შეუძლია ფინანსურ ანგარიშგებაზე რაიმე აზრის გამოთქმა.

არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ დასკვნაზე უარის თქმა კომპანიისთვის ფიზიკურად დასკვნის მიუღებლობას ნიშნავს. რეალურად, დასკვნა იწერება და მასში აღინიშნება მოსაზრების გამოთქმაზე უარი და მისი მიზეზები.

პირობით, უარყოფით და მოსაზრების გამოხატვაზე უარის თქმის დასკვნებს ერთობლივად მოდიფიცირებული დასკვნები ეწოდება და ისინი შეიძლება შემდეგი ცხრილის მეშვეობით შეჯამდეს (იხ. ცხრილი).

0x01 graphic

  • დამატებითი, მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცი აუდიტის დასკვნებში - მნიშვნელოვანი მოვლენის აღმნიშვნელი პარაგრაფი იწერება დასკვნის შემდეგ აბზაცში იმ შემთხვევაში, როდესაც აუდიტორი მიიჩნევს, რომ დასკვნის მომხმარებლებს ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი უნდა ეცნობოთ. მაგალითად, მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცის დამატება მართებულია, როდესაც საკითხი ფუნქციონირებადი საწარმოს დაშვების პრობლემას1 ეხება.

ამით დავასრულეთ გარე აუდიტის შესახებ ძირითადი ასპექტების მიმოხილვა, თუმცა, თემა დიდი და ამოუწურავია. სავარაუდოდ დამატებით შეკითხვებს გაგიჩენთ. მოხარული ვიქნები, თუკი შეკითხვებით მოგვმართავთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ამომწურავი პასუხებითა და რეკომენდაციებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ თქვენი საქმიანობის წარმატებაში.

___________________

1 ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპი გულისხმობს, რომ საწარმოს მენეჯმენტი თვლის, რომ საწარმო უწყვეტად შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას.

იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორს მტკიცებულება აქვს, რომ ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპი დარღვეულია, აუდიტის დასკვნა, არსებითობიდან გამომდინარე, იქნება:

  • დასკვნა კვალიფიკაციით;

  • უარყოფითი დასკვნა; ან

  • დასკვნა მნიშვნელოვან გარემოებათა აბზაცის დამატებით.

6 კრიზისის ანატომია

▲back to top


6.1 როდის და როგორ დასრულდება კრიზისი?

▲back to top


0x01 graphic

კონსტანტინე აბულაძე
სტუ- სრული პროფესორი, ჟურნალ
ბიზნესი და კანონმდებლობისსამეცნიერო საბჭოს წევრი

ამჟამად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების კვალობაზე, საზოგადოება ეძებს პასუხს კითხვებზე - რამ გამოიწვია იგი, რა არის მისი მიზეზი და როგორი იქნება შედეგი?

ელექტრონული მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მსოფლიოს ასეულ ათასობით ადამიანი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორია კრიზისის ბუნება და, რაც მთავარია, როდის და როგორ დასრულდება იგი?

ამ პრობლემისადმი გაძლიერებულ ინტერესს იჩენენ სტუდენტები და არა მარტო ეკონომიკური სპეციალობების შემსწავლელი ახალგაზრდები.

მსოფლიო საზოგადოება შეშფოთებულია - გაკოტრებულ მილიარდერებს, ბიზნესმენებსა და უმუშევრად, უსახსროდ დარჩენილ მშრომელებს შორის იზრდება თვითმკვლელობათა რიცხვი. სწრაფად კლებულობს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების მრავალმილიარდიანი ქონება. მცირდება ბიუჯეტები და ხელფასები, სამუშაო ადგილები. დასრულდა კრედიტებით გამდიდრების ილუზია. მსოფლიო საზოგადოება, რომელიც სამომხმარებლო სამოთხისკენ მიისწრაფვოდა, დასჯილია. კრიზისი კი მძვინვარებს, მას ბოლო ჯერ არ უჩანს.

კრიზისის მიზეზების ახსნას ცდილობენ პოლიტიკოსები, ეკონომისტები, რელიგიური და საზოგადო მოღვაწეები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

ჟურნალის წინა ნომრებში კრიზისის ციკლებსა და ფაზებზე, მათთან დაკავშირებულ ეკონომიკურ პარამეტრებზე ვისაუბრეთ. ბუნებრივია, ორ ნომერში გამოქვეყნებული მასალის მოცულობით ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა ვერ ამოიწურება და ჟურნალი კვლავ გააგრძელებს რუბრიკას „კრიზისის ანატომია“, რომელმაც მკითხველთა პოპულარობა უკვე მოიპოვა.

ამჯერად საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ცნობილი პოლიტიკოსების, ეკონომისტების, რელიგიური და საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისა და ამ სტატიის ავტორის ზოგიერთ შეხედულებასა და მოსაზრებას გავეცნობით კრიზისის მიზეზებისა და პოსტკრიზისული პერიოდის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას თითქმის საკრამენტულ კითხვაზე - ვინ არის დამნაშავე და რა ვაკეთოთ?

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ბატონმა ჟან-კლოდ ტრიშემევრონიუსის კორესპონდენტთან საუბრისას ამ კითხვაზე უპასუხა, რომ განტევების ვაცის ძიება უაზრობაა. უნდა განახლდეს მთელი ფინანსური სისტემა, მისი ყველა შემადგენელი ნაწილი. არც ერთ ფინანსურ ინსტიტუტს ან ინსტრუმენტს არ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ამის შემდგომ უნდა უზრუნველვყოთ მათი და ფინანსური ბაზრების სრული გამჭვირვალობა.

მსოფლიო ეკონომიკაში აშშ-ს ეკონომიკის კუთრი წონისა და დოლარის, როგორც გლობალური ვალუტის როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ბატონ ჟან-კლოდ ტრიშესა და სხვა ეკონომისტებს სავსებით სამართლიანად მიაჩნიათ, რომ აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობით საჭიროა დოლარის გლობალური მასშტაბით ლიკვიდურობის უპირობო მხარდაჭერა.

მსოფლიო ეკონომიკური სისტემა - ერთიანი, მთლიანი, მრავლისაგან შემდგარი, ურთიერთდაკავშირებული ურთულესი მექანიზმია და ნებისმიერი რამდენადმე მნიშვნელოვანი ცვლილება მის ერთ-ერთ შემადგენელში უთუოდ აისახება მთელ სისტემაზე.

გავიხსენოთ, რომ აშშ-ში განვითარებული იპოთეკური კრიზისით გამოწვეულ ციებ-ცხელებას გასული წლის ზაფხულში ლოკალურ მოვლენად, მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის გარდამავალ სიძნელედ მიიჩნევდნენ, მაგრამ უკვე იმავე წლის შემოდგომაზე მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდნენ. ახლა კი წამყვანი ქვეყნების ლიდერები მსოფლიოს პოსტკრიზისული მოწყობის გზებზე მსჯელობენ. ამით ისინი ფაქტობრივად არსებული ეკონომიკური სისტემის სრული ნგრევის შესაძლებლობას აღიარებენ. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ექსპერტი პოლიტიკური სისტემის შეცვლასაც კი არ გამორიცხავს.

ამჟამად არსებული ფინანსურ-ეკონომიკური სისტემის კრიზისისშემდგომი დაუყოვნებელი რღვევის მოლოდინი ამაოდ მიმაჩნია. უპირველესად რეალური ალტერნატივის უქონლობის გამო და შემდეგ კი იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს არ აწყობს დაინტერესებულ პირებს - მსოფლიო მოთამაშეებს“.

მიუხედავად გლობალური მასშტაბისა, მიმდინარე კრიზისი ისეთივე ციკლური პროცესია, როგორც ყველა წინა და ამრიგად, გამოსავალი ამჯერადაც რეცესიის დაძლევასთანაა დაკავშირებული.

ცნობილია, რომ საბაზრო ეკონომიკაში ძირითადად მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას. იდეალურ პირობებში რეალური ეკონომიკა შემდეგი სქემით ვითარდება „ფული - საქონელი - ფული“. ეს პროცესი კვლავ და კვლავ მეორდება, რაც ეკონომიკის განუხრელ ზრდას განაპირობებს, მაგრამ ამას უწყვეტი სამომხმარებლო ბუმი ესაჭიროება. ასეთ პირობებში ბანკები სულ უფრო ადვილად გასცემენ კრედიტებს და ბუნებრივია მათ კლიენტებს შორის გადახდისუუნარო დებიტორებიც მრავლად აღმოჩნდება.

ეკონომიკაში არსებული რეალური საფრთხეებიდან ერთ-ერთი ე.წ. „გადახურებაა“ - ეკონომიკური ზრდის გადაჭარბებული დაფინანსება, დაკრედიტება, რომლის შედეგად მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესი რეცესიაში გადაიზრდება.

სწორედ აშშ- იპოთეკური დაკრედიტების ასეთიგადახურებულიბაზარი აღმოჩნდა ყველაზე სუსტი რგოლი, საიდანაც კრიზისი საფონდო ბაზარსა და შემდგომ მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ რეალური ეკონომიკის სექტორზე გავრცელდა.

მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი ვითარების კიდევ ერთი მიზეზია ეკონომიკის განვითარების ზემოაღნიშნული ტრადიციული სქემის „ფული - საქონელი - ფული“ შეცვლა ე.წ. ფიქტიურით „ფული - ფასიანი ქაღალდები - ფული“.

ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ფრანგი ეკონომისტის დანიელ კოენის მოსაზრება, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ყოველკვირეულ ფრანგულ გამოცემაში მონდ-2“. კოენი აღნიშნავს, რომ 1987-2006 წლებში, როდესაც აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას მისი ყოფილი თავმჯდომარე ალან გრინსპენი ხელმძღვანელობდა შეიქმნა ტრადიციული ფინანსური სისტემის პარალელური, შემოვლითი სისტემა.

ძირითადად ე.წ. ხეჯ-ფონდების (კერძო საინვესტიციო ფონდების) სახით არსებული ეს ჩრდილოვანი სისტემა შექმნილია იმ მათემატიკოსების მიერ, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ლას-ვეგასის სათამაშო ბიზნესს ემსახურებოდნენ და ამჟამად იგი 10 ტრილიონ დოლარს „იწონის“, თითქმის იმდენს, რამდენსაც კლასიკური საბანკო სისტემა.

ცნობილია, რომ გლობალური კრიზისი 2007 წლის შუაპერიოდში დაიწყო იპოთეკური კრიზისით ამერიკულ ბაზარზე. ამის მიზეზად ბანკების მიერ გაცემული მაღალრისკიანი კრედიტების დიდი რაოდენობაა მიჩნეული, რამაც გამოიწვია მრავალმილიარდიანი აქტივების ჩამოწერა.

კრედიტების მასობრივი გადაუხდელობა იპოთეკასთან, კორპორაციულ ფასიან ქაღალდებთან, დერივატებთან (ხელშეკრულება, რომელიც ეფუძნება ვალუტის, ფასიანი ქაღალდების კურსებს), ზოგჯერ თაღლითობასა და კორუფციასთან, სხვა დანაშაულთანაა დაკავშირებული.

დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურების შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს - უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II 2009 წლის საშობაო ეპისტოლეში გამოხატული ეს აზრი მსოფლიო საზოგადოების არა მარტო საერო, არამედ სასულიერო ლიდერების დამოკიდებულებასა და პოზიციას ასახავს.

ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში ბუნებრივი და სოციალური სიკეთის უთანასწორო განაწილება დაასახელა.

ვატიკანში, კათოლიკური შობის დღესასწაულზე, მორწმუნეებისადმი მიმართვაში, რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ კრიზისი განსაზღვრა, როგორც საყოველთაო ეგოიზმის შედეგი.

ბუდისტების სულიერმა ლიდერმა დალაი-ლამამ ახალი წლის წინადღეს მიცემულ ინტერვიუში კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად კი ზოგიერთი ბიზნესმენისა და ბანკირის სიცრუე დაასახელა.

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აღნიშნა, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი ნაწილობრივ სიხარბითა და კორუფციითაა გამოწვეული.

ეკონომიკაში ამჟამად შექმნილი ურთულესი მდგომარეობის კიდევ ერთი მიზეზი უნდობლობის ფაქტორია, რაც იმაში გამოიხატა, რომ აშშ-ს იმ ბანკებმაც კი, რომლებსაც იპოთეკური კრიზისი არ შეეხო შეაჩერეს არა მარტო ევროპის ეკონომიკის, არამედ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებაც.

ამ მხრივ საყურადღებოა ევროკომისრის ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში, ჰოაკინ ალმუნიას პასუხი ევრონიუსის კორესპონდენტის კითხვაზე თუ რატომ არ რეაგირებენ ბაზრები სახელმწიფოთა მიერ გატარებულ ან დაგეგმილ ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე. გამჭვირვალობის არარსებობის გამო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ღრმა უნდობლობაა. თითოეულ მათგანს მიაჩნია, რომ სხვა ბანკები, რომ ლებსაც სურთ სესხის აღება, უარეს პირობებშია, ვიდრე გამსესხებლები“.

გაზეთ მონდისათვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომიკურმა ექსპერტმა - ოლივიე ბლანშარმა განაცხადა, რომ ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით წარმოუდგენელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომლის მთავარი შემადგენელი მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა. ყველა სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან ავიცილოთ ეკონომიკური დაცემის დიდ დეპრესიაში გადაზრდა. ბლანშარის აზრით, ეკონომიკისა და კერძოდ, მოთხოვნის გამოცოცხლებას სახელმწიფო ხარჯების ზრდის შედეგად უნდა მივაღწიოთ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ხარჯებისა და გადასახადების შემცირება მას არასწორად მიაჩნია, ვინაიდან ეს არ შეუწყობს ხელს მოხმარების ზრდას.

იგი თვლის, რომ ეკონომიკურ ზრდას გამორიცხავს, აგრეთვე ბანკების მიერ კრედიტების გაცემის შემცირება.

სრულიად საწინააღმდეგო პოზიციაზეა ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი კანადელი ეკონომისტი რობერტ მანდელა. მისი აზრით, მსოფლიო ეკონომიკამ უკვე განვლო ფინანსური კრიზისის ყველაზე საშიში ფაზა. ეკონომიკა არც თუ ისე ცუდ ფორმაშია, როგორ ამას ახალი ამბების სააგენტოები იტყობინება. რეალური ეკონომიკა არ დანგრეულა, - განაცხადა მან სამხრეთ კორეის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ლიდერთა მსოფლიო ფორუმზე.

ასეა თუ ისე, საზოგადოების ცხოვრება განვითარების ციკლებისგან შედგება, რის გამოც აღმასვლას დაცემა მოჰყვება. კრიზისი შედეგების ერთგვარი შეჯამება, განვითარების დრომოჭმული ეტაპიდან ახალზე გადასვლაა. ეს უკანასკნელი კი ყოველთვის სასიმოვნო როდია. იგი რადიკალურად განსხვავებული, უჩვეულო, ზოგჯერ გაუგებარიცაა, მაგრამ მხოლოდ ასეთ მომავალს ძალუძს საზოგადოების ჩიხიდან გამოყვანა.

სადაც საფრთხეა, იქ გადამრჩენიცაა. როგორი გრძელი და სუსხიანი არ უნდა იყოს ზამთარი, გაზაფხული გვიან, მაგრამ მაინც მოვა. ასეთია ცხოვრებისა და განვითარების შინაგანი ლოგიკა.

АНОТАЦИЯ
ИСТОКИ МИРОВОГО ЭКОНОМИЧЕСКОГО КРИЗИСА
Kонстантин Абуладзе, Профессор

По мере углубления мирового экономического кризиса все более возрастает интерес общественности к причинам его возникновения и, особенно, к возможным последствиям. С учетом этого, в данной статье автор знакомит читателей с позицией видных политических и религиозных, общественных деятелей, известных экономистов, излагает собственное мнение по этим вопросам.

В частности, одной из причин кризиса автор считает замену традиционной схемы развития экономики „деньги-товар-деньги“, которая призвана обеспечивать неуклонный экономический рост, фиктивной схемой - „деньги-ценные бумаги- деньги“.

В качестве следующей причины называется „перегрев“ экономики - избыточное финансирование экономического роста, выдача легкодоступных кредитов, в результате чего среди дебиторов оказалось немало неплатежеспособных лиц.

Массовые неплатежи по кредитам непосредственно связаны с ипотекой, корпоративными ценными бумагами, дериватами, а порой с мошенничеством, коррупцией и другими преступлениями.

Именно „перегретый“ рынок ипотечного кредитования США и явился тем детонатором, который положил начало финансовому кризису, перекинулся на реальный сектор экономики, а затем стал расползаться по всему миру. Таким образом, устойчивое в недавнем прошлом экономическое развитие целого ряда стран сменилось рецессией, масштабным, невиданным за последние несколько десятилетий экономическим спадом.

Развитию и последующей трансформации финансового кризиса в США в кризис реальной экономики во-многом способствовало создание в обход действующей классической финансовой системы, теневой параллельной системы, основным элементом которой многие считают частные инвестиционные фонды - т.н. „хедж-фонды“.

Следующей причиной является фактор недоверия, в результате чего даже те из американских банков, которые почти не пострадали от ипотечного кризиса, приостановили кредитование экономики считая, что банки, желающие брать кредиты находятся в худшем положении, нежели кредиторы

В заключение автор обращает внимание читателей на цикличный характер жизни общества, любого кризиса, в том числе и экономического, подчеркивает логическую связь спадов и неизбежно следующего за этим роста экономики.

Допуская в целом возможность посткризисного изменения сложившейся экономической системы автор, тем не менее, считает это вопросом будущего, однако ему представляется неизбежной безотлагательная оптимизация всей финансовой, разумеется в том числе и банковской системы

7 აგრარული სექტორი

▲back to top


7.1 აგრარული რეფორმა რეალურად უნდა განხორციელდეს

▲back to top


0x01 graphic

თენგიზ ლაჭყებიანი,
სსსუ ასოც. როფესორი

0x01 graphic

თამარ კვარაცხელია,
სსსუ ასისტ. როფესორი

საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 28%25- შეადგენს. ამ სფეროში დასაქმებულია 1,3 მილიონი კაცი, ანუ მოსახლეობის 55%25. ქვეყნის სოფლის მეურნეობაში საბაზრო ურთიერთობების სტრუქტურის ჩამოყალიბებამ, ახალი ტიპის მეურნე-სუბიექტების შექმნამ, სასოფლო-სამეურნეო წარმოების კერძო სექტორში გადანაცვლებამ, თავისუფალი ვაჭრობის პირობებში სამომხმარებლო ბაზრის ახლებურად წარმოჩენამ, დარგი აუცილებელი რეფორმების წინაშე დააყენა

აგრარული რეფორმების პირველ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საკუთრებითმა სტრუქტურამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. თუ რეფორმამდე მოსახლეობის პირად საკუთრებაში იყო 211 ათასი ჰა სავარგული, ანუ სულ 7%25 მათი მთელი ფართობიდან, მიწის რეფორმის შემდეგ იგი პირად, კერძო საკუთრებაში გადაეცა ერთ მილიონზე მეტ გლეხურ ოჯახს, რომელთაგან შეიქმნა 1 400 000 ათასი წვრილი, ოჯახური (გლეხური) მეურნეობა. ამ ეტაპზე განხორციელდა ასევე რიგ სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაცია. ყოფილი კოლმეურნეობები, სახელმწიფო მეურნეობები და სხვა ტიპის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო საწარმოები კერძო, კოოპერატიული და სხვა სახის საკუთრებაზე დაფუძნებული მეურნეობების ახალ სამართლებლივ-ორგანიზაციულ ფორმებად ჩამოყალიბდა.

კოლმეურნეობების, სახელმწიფო მეურნეობებისა და სხვა საზოგადოებრივი მეურნეობების ნაცვლად უკვე 1998 წლისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ეწეოდა სახაზინო საწარმოთა სტატუსის მქონე 110 სასოფლო-სამეურნეო საწარმო. ამ სტატუსით სოფლად მოქმედებს საკუთრების სხვადასხვა ფორმის 1700- მდე საწარმო. მათ შორის, 685 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, 100 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, 105 სახელმწიფო საწარმო, 250 ინდივიდუალური საწარმო, 16 კოოპერატივი, 59 კოლმეურნეობა, 16 სამომხმარებლო კოოპერატივი, 15 საოჯახო საწარმო და 185 სხვა სახის მეურნეობები, ხოლო უკვე 2001 წლისათვის დარგში რეგისტრირებულ საწარმოთა და ორგანიზაციათა სუბიექტთა საერთო რაოდენობამ 2924-ს მიაღწია. მიწის პრივატიზაციამ და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა მეწარმე სუბიექტი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტრუქტურა, განლაგება და სპეციალიზაცია. დღეისათვის საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითადი მწარმოებლები კერძო ოჯახური მეურნეობებია, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციის წილმა სოფლის მეურნეობის მთლიან პროდუქციაში 2008 წლისათვის 80%25 შეადგინა.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდგომ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში მომხდარ ცვლილებებზე 1990-2008 წლების პერიოდში სურათს იძლევა ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილების მონაცემები, რომლებიც ეხებიან სასოფლო-სამეურნეო კულტუ რების, მრავალწლიანი ნარგავების ფართობებში, მოსავლიანობისა და მოსავლის დონეებში, აგრეთვე პირუტყვის სულადობაში, პროდუქტიულობის დონესა და წარმოებული პროდუქციის მოცულობებში მომხდარ ცვლილებებს. აგრეთვე, კერძო, ოჯახური მეურნეობების ხვედრით წონას მათ მთელ მოცულობაში.

გაცილებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს მრავალწლიან ნარგავებში. საანგარიშო პერიოდში მათი ფართობები ბევრადაა შემცირებული, ხოლო მოსავალი კატასტროფულად. რადგან მოსავლიანობის დონე ძალზეა დაცემული: ასე მაგალითად, ხეხილის ბაღების ფართობები საანგარიშო პერიოდში შემცირდა 55.3 %25-ით, ვენახებისა 62.2 %25-ით, ციტრუსების პლანტაციებისა 63.9 %25-ით, ჩაის პლანტაციებისა 38.5 %25-ით.

ერთი შეხედვით ფართობების შემცირება თითქოს საგანგაშო არაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დარჩენილი ფართობები ბალანსზე კი ირიცხებიან, მაგრამ მოუვლელობის გამო ნარგავები ძალზე გამეჩხერებულია და დიდი ხანია ამოძირკვას ექვემდებარება. რიგთაშორისების დამუშავება და მათში სასუქების შეტანა, გასხვლა და ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები მათში დიდი ხანია აღარ სრულდება. ერთი სიტყვით, ეს დარგები მიტოვებულია, რადგან, აღარ არის ჩაის, ხილის, ყურძნისა და ციტრუსების წარმოების მოტივაცია, დაკარგულია მოწეული პროდუქტის გასაღების ბაზრები. მათი ფუნქციონირება ხომ პირდაპირ კავშირში იყო კოლოსალურ კაპიტალდაბანდებებთან, რომლის წყაროს ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენდა.

ყოველივე ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ 2008 წლისათვის ქვეყანაში ხილი იწარმოებოდა მხოლოდ 50.1 %25 1990 წლის დონესთან შედარებით, ყურძენი 28.9%25, ციტრუსი 20.8%25 და ჩაის მწვანე ფოთოლი კი 5.1 %25.

ამ დარგების კატასტროფულ დაცემაზე დიდი გავლენა იქონია, აგრარულ რეფორმაში (და განსაკუთრებით მიწის პრივატიზაციაში) დაშვებულმა შეცდომებმა. ჩვენის აზრით, დაუშვებელი იყო მეხილეობის, მევენახეობის, მეციტრუსეობისა და მეჩაიეობის აგროსამრეწველო ტიპის მსხვილ საწარმოთა ხელაღებით, დაუსაბუთებლად გაუქმება ან სხვა ტიპის საწარმოთა რეორგანიზაცია. საკმარისი იყო მათთვისაც მიგვეცა პროდუქციის წარმოებასა და გასაღებაში, მთლიანად საწარმოთა მართვაში სრული თავისუფლება, როგორც მიეცათ წვრილ, ოჯახურ, გლეხურ (ფერმერულ) მეურნეობებს და ისინიც გადაიქცეოდნენ კერძო საბაზრო საქონელმწარმოებელთა სუბიექტებად თუ მსხვილ ფერმერებად (რას დავარქმევდით მათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს).

ანალოგიურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ტრადიციული დარგი მეაბრეშუმეობა. მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო 100-120 ათასი კომლი, ხოლო აბრეშუმის მრეწველობაში 5-6 ათას კაცზე მეტი. ბოლო წლებში აბრეშუმის წარმოება მთლიანად შეწყდა, რაც უკიდურესად მძიმედ აისახა სოფლის (მეაბრეშუმეს) ოჯახურ ბიუჯეტზე. დღევანდელ მსოფლიოში ერთი ტონა ხამი აბრეშუმის საშუალო ფასი 30-45 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დარგის განვითარების მიზანშეწონილობაზე მრავალი ფაქტორი მიუთითებს, მათ შორის ისიც, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია და საექსპორტო მნიშვნელობა გააჩნია. ქართული აბრეშუმი ელეგანტურობის, პლასტიკურობის, ფერადოვნებისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით აკმაყოფილებს მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებს. ძალზე მნიშვნელოვანია სხვა მხარეც, სახელდობრ, ფულადი შემოსავლების მიღების პერიოდი. ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობაში საშუალებათა ბრუნვა და ფულადი შემოსავალი ფაქტიურად წლის II ნახევარში მიიღება, ხოლო მოთხოვნილება ფულად სახსრებზე წლის I ნახევარში სჭარბობს. მეაბრეშუმეობაში ამ თვალსაზრისითაც განსხვავებული სურათი გვაქვს, რაც ანგარიშგასაწევი ფაქტორია. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია დარგებისა და კულტურების ოპტიმალური შეთანაწყობა, რაც სხვა დადებით მოვლენებთან ერთად ფულადი შემოსავლის გამოთანაბრებული მიღების პრობლემასაც მოხსნის.

წარმოების განლაგებისა და სპეციალიზაციის ჩვენს მიერ შედგენილ ეკონომიკურ-მათემატიკურ მოდელში გათვალისწინებულია ამ დარგების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა 1990 წლის დონემდე, რადგან, სწორედ ისინი აწარმოებენ საექსპორტო პროდუქციას, რომელთაგან მიღებული შემოსავლებით უნდა მოხდეს სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაგრამ არარენტაბელური პროდუქციის წარმოებაც, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება.

უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, თუმცა, 1990 წლის დონემდე მაინც ვერ გავედით და 95.7 %25-ს შეადგენს. იმავე პერიოდთან შედარებით ღორების სულადობა შემცირებულია 53.8 %25-ით, ცხვრისა და თხისა 44.6%25-მდე, ეს უკანასკნელი ძირითადად განპირობებულია ზამთრის ბუნებრივი საკვები სავარგულების დაკარგვით, რომლებიც ქვეყნის საზღვრის გარეთ დარჩნენ.

1990-2000 წ.წ. ძალზე შემცირდა ფრინველის სულადობაც (62.6 %25-ით), რომელიც სამრეწველო მეფრინველეობის ფაბრიკების ფუნქციონირების შეწყვეტამ გამოიწვია (ისინი მუშაობდნენ მხოლოდ გარედან შემოზიდული საკვების ბაზაზე). 2000-2004 წლებში კი ინტენსიურად წავიდა მათი პრივატიზაციის პროცესი, გამოჩნდნენ ინვენსტორებიც და დარგი დღეისათვის მნიშვნელოვნად არის აღდგენილი.

საერთო ჯამში მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაც 1990-2008 წ.წ. მაინც შემცირებულია. ასე მაგალითად, ხორცის წარმოების მოცულობა დღეისათვის შეადგენს 1990 წლის დონის 63.4 %25-ს, კვერცხისა 59.5 %25-ს და მატყლისა 32.2 %25.

აქედან გამომდინარე, პირვანდელი, ანუ საბაზისო წლის (1990), დონისათვის ჯერ არ მიგვიღწევია.

მიუხედავად ამისა, აგრარული რეფორმა ქვეყანაში ნაწილობრივ შეიძლება შემდგარად ჩაითვალოს. აქ შეიძლება ითქვას, წარმოება თითქმის მთლიანად (თუ არ ჩავთვლით მეჩაიეობას) გადავიდა კერძო სექტორში. მართალია ისინი ჯერჯერობით კარჩაკეტილ ნატურალურ მეურნეობას ეწევიან, რადგან წარმოება ამ სექტორში ძირითადად დაფუძნებულია მხოლოდ ხელით შრომაზე, მაგ რამ, პროდუქციის გარკვეული ნაწილის რეალიზაციას მაინც ახდენენ აგრარულ ბაზრებზე, რომლებიც თითქოს გაჯერებულნი არიან იმის გამო, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დონეც იმავე პერიოდში კატასტროფულადაა შემცირებული. მათი მოთხოვნილება სურსათზე ჯერ კიდევ არ კმაყოფილდება ფიზიოლოგიურ ნორმებთან შედარებით. მოსახლეობის 25%25-ზე მეტი მყარად იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

ასე რომ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ძალზე აქტუალურია რიგი, ადრე ჩამოყალიბებული სტრუქტურების პრაქტიკული მიზანშეწონილობის კრიტიკული შეფასება, რათა ის მივუსადაგოთ ახალ რეალობას.

0x01 graphic

საბაზრო ურთიერთობათა მოდელები, რომლებიც დღეისათვის ჩამოყალიბებულია განვითარებულ ქვეყნებში, ერთმანეთისგან ძირითადად განსხვავდებიან სოციალური ორიენტაციითა და სახელმწიფოს როლითა და ადგილით კვლავწარმოების პროცესის რეგულირებაში. ამ მოდელების ანალიზისას გამოვლინდა, რომ პრაქტიკაში ფაქტიურად აღარსად არ არსებობს ე. წ. თავისუფალი ბაზარი, ამიტომ, ჩვენი მოდელის დამუშავებისას ეს გარემოება მხედველობაში უნდა მივიღოთ და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განლაგებისა და სპეციალიზაციის ოპტიმიზაციის საკითხის გადაჭრისას მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომაც. დღეს ჩვენს ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს შერეული ეკონომიკური ურთიერთობების სისტემა (მოდელი), სადაც ინდივიდუალური, კერძო საკუთრება ეთანაწყობა სახელმწიფო, კოოპერაციულ და აქციონერულ საკუთრებასთან. დამყარებულია საკუთრების ურთიერთგამომრიცხავი ფორმების კომპრომისი.

რეალურად კი დღეისათვის ჩამოყალიბებულია ეკონომიკურ ურთიერთობათა გამარტივებული სქემა როგორც ელემენტარული სისტემა, რომელიც თითქოს დამყარებულია საქონლის მხოლოდ თავისუფალ ყიდვა-გაყიდვაზე და გამორიცხავს რაიმე სახით სახელმწიფო რეგულირებას, რამაც მიგვიყვანა აგროსამრეწველო კომპლექსის დარგთაშორის ურთიერთობის მოშლამდე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გავრცელება ჰპოვა დარგის სტრუქტურისადმი და მისი სუბიექტების ფორმირებისადმი მოძველებულმა მიდგომამ, თითქოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეფექტიანად ფუნქციონირება შეუძლიათ მხოლოდ მიწის კერძო მესაკუთრეებს, რამაც ამ პატარა ქვეყანაში წარმოქმნა მილიონზე მეტი კერძო მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, ძალზე გაართულა წარმოების ოპტიმალური განლაგებისა და სპეციალიზაციის პრობლემის გადაჭრა, რადგან მნიშვნელოვან წილად მათი ქცევის პროგნოზირება ძალზე გაძნელებულია. არადა, საზოგადოებრივი (კოლექტიური) სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საბაზრო საქონელმწარმოებლებად გადაქცევა მათთვის მიწების მფლობელობასა და მათზე მოწეული პროდუქციის მესაკუთრეობის უფლების მიცემითაც შეიძლებოდა და წარმოების განლაგებისა და სპეციალიზაციის ოპტიმიზაციასაც მოვახდენდით საერთო სახელმწიფო და არა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.

საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც წარმოების ეფექტიანობას განსაზღვრავს მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების დონე და საწარმოო პოტენციალი. ამის დავიწყებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ პრაქტიკულად შეწყდა დარგში ინვესტიციური საქმიანობა, რისი საშუალებითაც უნდა მოხდეს საწარმოო სიმძლავრეთა აღდგენა-განახლება. წარმოების ოპტიმალური განლაგება და სპეციალიზაცია კი მოითხოვს შესაბამის საწარმოო და რესურსული პოტენციალის დონეს.

საქართველოს აგრარული სექტორის საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადაყვანის თორმეტწლიანმა პრაქტიკამ გვიჩვენა თვით საბაზრო ეკონომიკის ფორმირების მთელი რიგი დებულებებისა და მეთოდების არასრულყოფილება და მიუღებლობა. ყოველივე აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

  • მივაღწიოთ წარმოების განლაგებისა და სპეციალიზაციის თვითრეგულირებისა და სახელმწიფო დარეგულირების შეთანაწყობას;

  • შევქმნათ პირობები ბაზარზე საკუთრების ყველა ფორმისა და ორგანიზაციის სუბიექტების თანასწორუფლებიანი მონაწილეობისა იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ რეალიზებული პროდუქციისა და მისგან მიღებული შემოსავლების რეალურ მესაკუთრეებს;

  • ეკონომიკური გარდაქმნები უნდა მოხდეს ეტაპობრი ვად, თანდათანობით, რადგან ეს სურსათმწარმოებელთა საბაზრო ურთიერთობებისადმი ადაპტაციის ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს;

  • მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენენ აგრარულ ბაზარზე - უნდა განისაზღვროს სოფლის მეურნეობის წარმოების გაადგილების ოპტიმიზაციით დამატებითი პროდუქციის შექმნის გათვალისწინებით.

შესაშური საექსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანაში ინსტიტუნაციონალური და სტრუქტურული რეფორმებისა და საინვენსტიციო პოლიტიკის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო სოფლის მეურნეობის დარგში, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში არსებული კრიზისის დასაძლევად.

ეს განპირობებულია შემდეგი გარემოებით. მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო წარმოების მკვეთრი დაცემისა, ქვეყნის ბაზრებზე სურსათის დეფიციტი თითქოს უკვე აღარ აღინიშნება. ვინაიდან სურსათის დეფიციტის შევსება ხორციელდება იმპორტული საკვები პროდუქტების ხარჯზე, რომელიც მთელი სასურსათო ბაზრის 50 %25-ს აჭარბებს. სამამულო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დაკმაყოფილების დონე დღეისათვის ტოლია 39 %25-ის. ეს იმ დროს, როცა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო იმპორტული პროდუქციის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს 25-30 %25-. იმპორტისაგან ასეთი ძლიერი დამოკიდებულება ეკონომიკური პარადოქსია ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც ფლობს კვების პროდუქტების წარმოებისათვის ძალზე ხელსაყრელ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებსა და საწარმოო რესურსებს.

ასეთი მდგომარეობის გამოსწორებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ დამუშავებული წარმოების განლაგებისა და სპეციალიზაციის ოპტიმიზაციის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფას ძირითადად საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით.

საკამათო აღარ არის ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, ხოლო დამოუკიდებლობის მთავარი პირობაა, რომ ქვეყანამ თავისი თავი თვითონვე გამოკვებოს.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც მრავალი სხვა დარგი, იმპერიული ჯაჭვის ერთ პატარა რგოლს წარმოადგენდა და მიუხედავად დარგში 1990 წლამდე მიღწეული წარმატებებისა, საქართველოს დამოუკიდებლად არ შეეძლო თავის გამოკვება (ეს არც შედიოდა იმპერიის ინტერესებში). საქართველოში მოხმარებული მარცვლის, რძისა და რძის პროდუქტების სამ მეოთხედს, ხორცის მესამედს ერთიანი საკავშირო ფონდიდან ვღებულობდით, ხოლო, რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, საწვავ-საცხებ მასალებს, 95-100%25-ით საბჭოთა კავშირის რეგიონები გვაწვდიდნენ ფონდირებული გეგმის შესაბამისად. საბჭოთა კავშირი შეგნებულად ისე იყო მოწყობილი, რომ ნებისმიერ რესპუბლიკას მარტო, დამოუკიდებლად არ შეძლებოდა რომელიმე დარგი განევითარებინა. ისინი ერთმანეთზე და ერთიან მბრძანებლურ სისტემაზე იყვნენ დამოკიდებულები. ამას თან დაერთო შინააშლილობა, სამოქალაქო ომი, ბრძოლა ტერიტორიალური მთლიანობის აღსადგენად. სწორედ ამ ფაქტებმა გამოიწვია ის კატაკლიზმები და ღრმა კრიზისები, რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განვითარდა მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც.

უკვე 1995 წლისათვის სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის ღირებულება 1986-1990 წლების საშუალოსთან შედარებით შემცირდა 75 %25-ით. მოიშალა საწარმოო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაზარალდა სამელიორაციო სისტემები, მრავალწლიანი ნარგავები, მეცხოველეობის კომპლექსები. პრაქტიკულად შეწყდა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების, მცენარეთა დაცვის, ვეტერინარიის, სასელექციო და სანაშენე სამუშაოები. დაირღვა აგროტექნიკა.

კატასტროფულად დაეცა წარმოება კვების მრეწველობაშიც. ღვინის წარმოება შემცირდა 4-ჯერ, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებისა - 27-ჯერ, ჩაის მზა პროდუქციის 90-ჯერ, ხორცისა და ხორცის პროდუქტების 45-ჯერ, რძისა და რძის პროდუქტების 29-ჯერ. თითქმის აღარ ხდება შამპანური ღვინოების, საკონიაკე სპირტებისა და სხვა მარაგების ფორმირება და ..

ამიტომ დღეს საქართველოს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის ერთადერთი სწორი გზაა სოფლის მეურნეობის განვითარება საბაზრო ეკონომიკის პირობებში და ამ მიმართებით მსოფლიოში დაგროვილი დიდი გამოცდილების გათვალისწინება ეროვნული თავისებურებების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ადათ-ჩვევების მისადაგებით. მითუმეტეს, რომ ქართველი კაცის შინაგან ბუნებას, მისწრაფებასა და სულისკვეთებას უფრო მეტად შეესაბამება ინდივიდუალურ, კერძო, მემკვიდრეობით საკუთრებაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ფორმები, რომელთა განვითარების ისტორია სულ ცოტა 15 საუკუნეს მაინც მოიცავს.

ყურადსაღებია შემდეგი გარემოებაც. სოფლის მეურნეობა ყველაზე ურთულესი დარგია საწარმოო, ტექნოლოგიური, ორგანიზაციული თუ მართვის თვალსაზრისით. იგი ვერ იტანს უშუალოდ საქონლის გაცვლის პროცესში ჩარევას, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასაშვებია გაცვლამდე მიწოდება-მოხმარების დარეგულირება სახელმწიფოს ეკონომიკური ხასიათის ბერკე ტების გამოყენებით. როგორიცაა: საკუთრებისა და მეწარმეობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი კანონებით უზრუნველყოფა; პროდუქციის შესასყიდი და საცალო ან საექსპორტო ფასების სხვაობის დაფარვა სპეციალური პროგრამებით; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე შესყიდვის ფასების ქვედა და ზედა ზღვრების დადგენა ქვეყნის შიგნით; სასურსათო პროდუქციაზე მოთხოვნის ფორმირების დარეგულირების პროგრამის დამუშავება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის სტიმულირება; გლეხური (ფერმერული) მეურნეობების ასოციაციებსა და კოოპერატივებში გაერთიანების ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება; სოფლის ადგილების საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების უზრუნველყოფა და სხვა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, შემუშავდა ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ესენია: საადგილმამულო ურთიერთობანი, რაც ნიშნავს, რომ მიწის ბაზრის ფორმირება წარიმართება თანამიმდევრულად და ეტაპობრივად საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უცილობელი დაცვით. 1996 წელს მიღებულია მიწის რეფორმის ფუნდამენტური მნიშვნელობის კანონები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ, მიწის რეგისტრაციის შესახებ.

დაიხვეწება სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების მართვის პროცედურები. სოფლის მეურნეობის საქონლიანობის ამაღლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კოოპერირების ფართოდ განვითარება, სახელმწიფო მეურნეობების გარდაქმნა სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებად მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად.

მიუხედავად ზემოთქმულისა, სოფლის მეურნეობის განვითარებას აფერხებს მრავალი გარემოება. ესენია: არსებული საბანკო სისტემის დაბალი ეფექტიანობა, ის რომ საბაჟო სისტემა ვერ არეგულირებს შიგა ბაზარს და რიგ შემთხვევებში აფერხებს პროდუქციის გარე ბაზარზე გატანას. აგრეთვე, ისიც რომ ფაქტიური უმუშევრობის პროცენტი საკმაოდ მაღალია. ეკონომიკურად სუსტი ოჯახური მეურნეობები არ იძლევა ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვას, სასუქების შეტანისა და რწყვის საშუალებას და .. საირიგაციო სისტემის მოშლილობა და დაუსრულებელი რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო კრედიტის მიღების დაბალი შანსი, მასზე კანონიერი თუ უკანონო მაღალი გადასახადების გამო და სხვა მრავალი ფაქტორი.

აუცილებელია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ დღეისათვის აგრარულ სექტორში ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით მაღალ ეკონომიკურ ტექნოლოგიებს. მკვეთრად გაუარესდა კვების მრეწველობის საწარმოთა ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ვერ შეაფერხა დარგში ჩატარებულმა პრივატიზაციამ. როგორც აღვნიშნეთ, მრავალი საწარმო ხელში ჩაუვარდათ ადამიანებს, რომელთა ინტერესები ხშირად შეზღუდულია დღევანდელი მაქსიმალური მოგებით და არ ითვალისწინებენ ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველო წარმატებით გადაწყვეტს სასურსათო პრობლემას. მით უმეტეს, თუ ექსპერტთა აზრს გავიზიარებთ, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. იგი განეკუთვნება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელმაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების სტრატეგია და ტაქტიკა უპირატესად აგროკომპლექსის საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე უნდა ააგოს.

დღეს საქართველო თავისი არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვან ეტაპზეა. ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი და შესაძლებლობა თავად განსაზღვროს და განახორციელოს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა, მოიზიდოს ინვესტიციები და რეალურად განახორციელოს აგრარული რეფორმა.


აგრარული რეფორმა რეალურად უნდა განხორციელდეს
თამარ კვარაცხელია, თენგიზ ლაჭყებიანი

საქართველოში სოფლის მეურნეობის გაადგილებისა და სპეციალიზაციის , დარგთა შეთანაწყობისა და მათი განვითარების ეკონომიკური და ტექნოლოგიური პრობლემების ირგვლივ დიდი და ნაყოფიერი მეცნიერული და გამოყენებითი ხასიათის სამუშაოები შესრულდა. თანამედროვე პირობებში ამ საკითხებისადმი მიდგომა ახლებურ ხედვასა და გადაწყვეტას საჭიროებს, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას ორი ძირითადი კრიტერიუმი - პირველ ყოვლისა , ადგილობრივი ბუნებრივ - ეკონომიკური პირობები და მეორეს მხრივ საბაზრო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი და ეტაპობრივად ცვალებადი ,ქვეყნის შიდა და გარე მარკეტინგული მოტივაციები ,მოთხოვნები ,შეზღუდვები ,სტრატეგია.

ზემოთაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა უნდა ეყრდნობოდეს პროგრესულ მეთოდოლოგიურ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რამაც უნდა შექმნას საყრდენი ბაზა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სტრატეგიული პროგრამის დამუშავებისათვის

7.2 კოოპერატივი - სოფლის მეურნეობის განვითარების უმთავრესი პირობა

▲back to top


0x01 graphic

თამარ დუდაური,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

(სტრატეგიული მიმართულებები XXI საუკუნეში)

როგორც შრი სარკერი ამბობს: ხალხისთვის ყოველთვის უკეთესია იმუშაონ ერთად, თუ ეს ასე არ იქნება საზოგადოებრივი ერთსულოვნება ყოველთვის დაირღვევა. კოოპერატივები ეფუძნება ერთობლივ კოოპერაციას. ნათელია, რომ ხალხი უპირატესობას ანიჭებს ერთობლივ კოოპერაციებს, როგორც გზას, იმუშაონ სხვებთან ერთად. მხოლოდ კოოპერატივთა სისტემას შეუძლია უზრუნველყოს კაცობრიობისთვის ჯანსაღი, ინტეგრირებული პროცესი, შექმნას სრული და ხანგრძლივი ერთიანობა ადამიანთა რასებს შორის.

განვითარებული ქვეყნების მრავალი წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ XXI საუკუნეში კოოპერატივებმა წარმატების მისაღწევად, ყურადღება ორ სტრატეგიულ მიმართულებას უნდა მიაქციონ. პირველ რიგში, აუცილებელია დიდი ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც წარმოებაში დაბანდების გარდა, მიმართული იქნება კოოპერატივის წევრების, მენეჯერებისა და დირექტორების განათლების ასამაღლებლად, რაც მათ საშუალებას მისცემს დაძლიონ წარმოქმნილი პრობლემები. მეორეც აქცენტი უნდა გაკეთდეს პრაგმატიზმზე და შემოსავლიანობაზე. კოოპერატივთა საქმიანობა მიმართული უნდა იქნეს მის წინაშე წარმოქმნილი პრობლემების გადასაწყვეტად და წევრების მომსახურების დონის ასამაღლებლად - სხვა შემთხვევაში, წევრები აღარ დააფინანსებენ მას და კოოპერატივი შეწყვეტს ფუნქციონირებას.

კოოპერატივების განვითარების უმთავრესი სტრატეგია მოითხოვს კაპიტალის გაზრდას, ამიტომ ასეთი სტრატეგიები უნდა ეყრდნობოდნენ არა მხოლოდ საექსპლუატაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას და მისი წევრის პატრონაჟის გაზრდას, არამედ დიდი ოდენობის კაპიტალის მოზიდვას, როგორც ძველი, ასევე ახალი წევრების მოზიდვის მეშვეობით.

თანამედროვე ეტაპზე, გლობალური ეკონომიკური ცვლილებების პირობებში, მნიშვნელოვნად შეიცვალა კოოპერატივების ფორმირებაზე მოქმედი გარემო პირობები და ფაქტორები. უკვე შეუძლებელია იმის თქმა, რომ კოოპერატივები იგივე და იმავე სახის მწარმოებლებს ემსახურებიან, რომელსაც მომსახურებას უწევდნენ წარსულში ან გაუწევენ მომავალში.

საინფორმაციო ტექნოლოგიებში სიახლეების დანერგვის სწრაფი ტემპი ცვლის ბიზნესის წარმოების მეთოდებს. კოოპერატივები, რომლებიც შეძლებენ გადაწყვიტონ და სწრაფად მოახდინონ შეგუება ახალ შექმნილ გარემო პირობებთან გადარჩებიან და უფრო მაღალი ტემპით გააგრძელებენ განვითარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ან შეერწყმებიან სხვა კოოპერატივებს, ან გაკოტრდებიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმატებული საქმიანობა დამოკიდებულია მათ უნარზე სწრაფად გადაეწყონ და შეცვალონ თავიანთი სტრატეგიები გლობალური ეკონომიკური გარემო პირობების ცვლილებების შესაბამისად. ეს ცვლილებებია:

კოოპერატივების განვითარებისთვის ფულადი ნაკადების შემცირება; ვაჭრობის გლობალიზაცია და შიდა ბაზრებზე სახელმწიფო კონტროლის გაუქმება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ინდუსტრიალიზაცია და ვერტიკალური ინტეგრაცია; ტექნოლოგიური სიახლეები; ბიოლოგიური სიახლეები; ეკოლოგიური შეზღუდვები.

2004 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტებმა სასურსათო და სოფლის მეურნეობის საკითხებში, გამოაქვეყნეს ნაშრომი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში კაპიტალის მობილიზების სტრატეგია, რომელშიც კარგად არის ნაჩვენები კოოპერატივების განვითარებისათვის მთავრობის დახმარების აუცილებლობა. ასევე ნათქვამია, რომ მომავალში მწარმოებლებმა, კოოპერატივებმა და მთავრობამ უნდა იმუშაონ შეწყობილად, რათა გააუმჯობესონ სასოფლო-სამეურნეო და გადამამუშავებელი საწარმოების მართვის მეთოდები, სამთავრობო სუბსიდიები უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მწარმოებლებმა და კოოპერატივებმა დაძლიონ გარემო პირობების ცვლილებებით გამოწვეული სიძნელეები, დასახონ სტრატეგიები და მიიღონ სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებები.

კოოპერატივები აწყდებიან მმართველობით სირთულეებს, როდესაც ისინი ერთვებიან კონკურენციულ ბრძოლაში. ამავდროულად კოოპერატივები თავის წევრებსუწევენ უფრო მრავალფეროვან მომსახურებას, ვინაიდან თავისუფალი და ეფექტიანი ბაზრები ზრდიან მათ შესაძლებლობებს. ეს ცვლილებები უპირისპირდებიან მართვის ტრადიციულ მექანიზმებს და მოითხოვენ ახალი ფინანსური სტრატეგიების მიღებას, რომელიც წაახალისებს კოოპერატივის წევრებს მფარველობა გაუწიონ კოოპერატივს და საქმიანი ოპერაციების დროს მონაწილეობდნენ მათ მიერ დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

თანამედროვე პირობებში ინფორმაცია სულ უფრო ხელმისაწვდომია და იაფი, ტრანსპორტი სწრაფი, ხოლო კონკურენცია ინტენსიური. ჩამოყალიბებული ეკონომიკური სიტუაცია განაპირობებს თანამედროვე გარემოში კონფლიქტების წარმოშობას, რომლებიც წარმოადგენენ ერთობლივი პრინციპების შედეგს. ეკონომიკის ასეთი აღქმა უზრუნველყოფს სტრატეგიული ინსტრუმენტების შემუშავებას ერთობლივი საწარმოებისთვის და მისი მართვისათვის.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა 2007 წელს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც მიეძღვნა XXI საუკუნეში კოოპერატივების განვითარების პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს, სადაც ნათქვამია, რომ კოოპერატივისა და მისი წევრების ინტერესთა შეთანხმება - არის ეფექტიანი კაპიტალიზაციის გასაღები. კოოპერატივებში კაპიტალის ფორმირების ძირითადი პრობლემა - ეს არის კონფლიქტი წევრების ინტერესებს შორის ერთის მხრივ, როგორც მომხმარებლის, ან მიმწოდებლის და როგორც ინვესტორის მეორეს მხრივ. ეს კონფლიქტი წარმოშობს მინიმუმ სამ პრობლემას. კერძოდ, ჰორიზონტის, პორტფელის და შიდა თავისუფალი მხედრის პრობლემას.

ჰორიზონტის პრობლემა მდგომარეობს წევრების ზეწოლაში გაზარდონ მიმდინარე გადასახადები დამფუძნებელი წევრის მიერ მომსახურების გამოყენებაზე და არა კოოპერატივში ჩადებული ინვესტიციების გაზრდაზე, რომლისგანაც მომავალში მიიღებდა მეტ სარგებელს - ასეთ შემთხვევაში კოოპერატივს ტოვებენ არაკონკურენტუნარიანი წევრები.

პორტფელის პრობლემა წარმოიშვება, როდესაც კოოპერატივის წევრებს არა აქვთ მისი ინვესტირების უნარი იმ მეთოდებით, რომლებისაც მათ სჯერათ და მათთვის პირადად მისაღებია. ეს ამცირებს წევრების სტიმულს ჩადონ კაპიტალი კოოპერატივში.

კოოპერატივის ყველა წევრს გააჩნია სხვადასხვა სახის აქტივები სხვადასხვა ფორმით (პორტფელი). როგორებიცაა: მიწა, რქოსანი პირუტყვი, სამუშაო იარაღი, დანაზოგი, ინვესტიციები კოოპერატივში. ისინი ფიქრობენ, როგორ მართონ და გაზარდონ თავიანთი აქტივები. გართულებები შესაძლოა წარმოიშვას ინფლაციის მიზეზით წილზე მიღებული დივიდენდის შემცირების გამო, რადგან სავარაუდოდ შემცირდება მათი წილის ფაქტიური ღირებულება.

შიდა თავისუფალი მხედრის პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როცა ახალი წევრი, რომელსაც კოოპერატივში ჩადებული აქვს მცირე კაპიტალი, იღებს იგივე სარგებელს, რასაც კოოპერატივის ძველი წევრები, რომლებმაც განახორციელეს დიდი ინვესტიციები კოოპერატივის ძირითად საშუალებებში, ან როცა, ახალი წევრების პატრონაჟი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კოოპერატივი გახდეს უფრო ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ შემთხვევაში ახალი წევრები იღებენ შიდა თავისუფალი მხედრის სტატუსს, სარგებლობენ იმ ინვესტიციებით და ძალისხმევით, რომლებიც ჩადეს კოოპერატივში ძველმა წევრებმა. ამ სიტუაციაში, ახალ წევრებს არ გააჩნიათ სტიმული ჩადონ დამატებითი კაპიტალი, ხოლო ძველ წევრებს კი არ სურთ გააგრძელონ კოოპერატივის დამატებითი ინვესტირება, რადგანაც არაპროპორციულად ხდება სარგებლის განაწილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კოოპერატივებმა უნდა შეიმუშაონ ისეთი სტრატეგია, რომელიც დაეხმარება მათ აამაღლონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა. კოოპერატივები უნდა შეეგუონ სწრაფად ცვლად გარემო პირობებს, მოიძიონ ფინანსები და იყვნენ კონკურენტუნარიანნი, ამასთან, შეინარჩუნონ თავიანთი წევრების ერთობლივი იდენტურობა. ვინაიდან კაპიტალის გაზრდის მექანიზმები დაახლოებით იგივეა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში. ისინი შესაძლოა სულ უფრო საკამათო გახდეს მისი წევრების მხრიდან.

თანამედროვე კოოპერატივების უმრავლესობას, რომლებმაც მიაღწიეს საკმაო წარმატებებს კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში, შემოაქვთ სიახლეები, იმისათვის, რომ ტრადიციული ერთობლივი პრინციპებიდან გადავიდნენ უფრო თანამედროვე ერთობლივ იდენტურობაზე. ეს იდენტურობა დაფუძნებულია წევრების, როგორც მომხმარებლის და ინვესტორის თანაბარ მნიშვნელობაზე, ამასთან აქცენტი გაკეთებულია დამოუკიდებლობასა და ავტონომიაზე. ამ შემთხვევაში მრავალი ცვლილებაა მოსალოდნელი კოოპერატივების ერთობლივ დაფინანსებაში, სადაც კვლავ მნიშვნელოვანია კოოპერატივების მართვის დემოკრატიული კონტროლი და ღია წევრობა, რომელიც შენარჩუნებულია ბევრ ახალ ფორმაში.

დიდია ალბათობა იმისა, რომ თუ კოოპერატივის წევრები იქნებიან მომხმარებლები, ხოლო, მათი მუშაობა იქნება ეფექტიანი, მაშინ, ისინი მისცემენ სტიმულს ინვესტორებს ჩადონ კაპიტალი კოოპერატივში. წევრების ამ ორ ფუნქციას შორის ბალანსი ამცირებს, ან სრულად ანეიტრალებს ჰორიზონტის, პორტფელისა და თავისუფალი მხედრის პრობლემებს, რომლებიც ხშირად წარმოიშობიან, როდესაც ტრადიციული კოოპერატივები აღმოჩნდებიან კაპიტალის უკმარისობის წინაშე.

სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მიზეზი, რომელსაც მიაღწიეს განვითარებულმა ქვეყნებმა - არის კოოპერატივების ძალისხმევა შექმნან ბაზრები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს მეტი ადამიანი. კოოპერატივებმა შექმნეს უფრო ფართო მასშტაბიანი ეფექტიანი ბაზრები, უწევენ რა კონკურენციას საწარმოთა სხვა ფორმებს. მრავალი ქვეყნის კვების მრეწველობაში მომსახურების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს უკავიათ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი.

აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, კოოპერატივების ფინანსირებაში დღის წესრიგში დგება წილის ახალი გადანაწილების პრობლემა. .. ადრე არსებული პრინციპი ერთი წევრი ერთი ხმა იცვლება. კერძოდ, შესაძლოა კოოპერატივებმა მოიზიდონ დამატებითი წევრები, რომლებიც არსებული პირობების დროს არ მოისურვებდნენ კაპიტალის ჩადებას კოოპერატივში. ვინაიდან, მათთვის მიუღებული იყო კოოპერატივის ის ფუნდამენტალური პრინციპი, რომლის მიხედვითაც წევრის მიერ კოოპერატივში ინვესტირებული კაპიტალის მიუხედავად, ყველა წევრს ჰქონდა ერთი ხმა.

ამრიგად, XXI საუკუნეში კოოპერატივების განვითარება დამოკიდებულია მათი ხელმძღვანელობის უნარზე მოახდინონ ადაპტაცია სწრაფად ცვლად გარემო პირობებზე, დასახონ განვითარების სტრატეგიები და მიიღონ სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებები. ე.ი. მომავლის კოოპერატივების ფუნქციონირებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ჰყავდეთ კომპეტენტური დირექტორები, რომელთაც ესმით, თუ როგორ განახორციელონ კონტროლი მათ კოოპერატივზე და დაიცვან მათი წევრების ინტერესები.

საქართველოში ჯერ კიდევ მცირეა კოოპერატივების რიცხვი, რაზეც ნათლად მეტყველებს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემები. კერძოდ, 2006 წლისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმების მიხედვით სულ შეადგენდა 160855-. მათ შორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2359 (1,5%25), კომანდიტური საზოგადოება 167 (0,1%25), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 46280 (28,8%25), სააქციო საზოგადოება 1860 (1,2%25), კოოპერატივი 1063 (0,7%25), ინდივიდუალური საწარმო 109126 (67,8%25). მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ კოოპერატივების წილი ყველა სახის საკუთრების ფორმებს შორის ძალიან მცირეა და შეადგენს 0,7%25-ს. ასევე უმნიშვნელოა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წილი სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ცნობილია, რომ ქვეყანაში გაბატონებულია წვრილი ოჯახური მეურნეობები, სადაც ორგანიზებულად არ მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია, მათთვის მიუწვდომელია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა და ფართოდ გამოყენება, არ ხორციელდება ადგილზე მიღებული პროდუქციის გადამუშავება, ადგილი აქვს წარმოებული პროდუქციის დიდ დანაკარგებს და სხვა. სოფლის მეურნეობას სულ უფრო მცირე სტიმული ამოძრავებს აწარმოოს პროდუქცია, რადგანაც არსებული საბაჟო სისტემის პირობებში მის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ უწევს კონკურენციას შემოტანილს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, საქართველოში ეკონომიკური აღმავლობისათვის აუცილებელია ყურადღება მიექცეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რათა მათი მეშვეობით მოხდეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი ცხოვრების დონის ამაღლება. ამ მიზნით სასურველია შემუშავდეს სამთავრობო მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას კოოპერატივების ჩამოყალიბებასა და მათ ფეხზე დადგომაში. ასევე აუცილებელია მომზადდეს სათანადო საკანონმდებლო ბაზა. ამრიგად, საქართველოში სათანადო კანონმდებლობის შემუშავებითა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება და განვითარება, რაც საქართველოს როგორც აგრარული ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის საწინდარი იქნება.

ANNOTATION
STRATEGIC DIRECTIONS DEVELOPMENT AGRICULTURAL
CO-OPERATIVE SOCIETIES IN ХХ1 CENTURY
Tamar Dudauri ,
Academic doctor of Economics, Associate Profesor at GASU

Capital accumulation in Co-operative is often inconvenient. It is limited to a unique set of principles which define joint identity. Despite it, co-operative societies have found in many developed countries inovetion ways to mobilise the capital of their members, keeping important elements their joint identity. Unfortunately, efforts to mobilise the capital of members were less successful in developed countries where conditions are less favorable.

The new investor and the governmental priorities the changed global conditions have resulted plus, To reduced, governmental budgets and on the free markets. Grants for agricultural co-operatives quickly deseparing. To survive and develop in more and more competitive business climate, co-operative societies should save up the big capital for счот their members, and also is possible from commercial sources. The capital is necessary to pay wages, for others expenses, on purchase of the equipment and for manufacture expansion. As generalisation, the capital is obliged to provide the best services to members and to develop in modern market economy. Capital search forces co-operative societies to investigate various sources, to support and strengthen their position in the market.

8 PR

▲back to top


8.1 „ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“, ეკონომიკური განათლების ინიციატორი საქართველოში

▲back to top


0x01 graphic

მოვამზადოთ საქართველოს მოსახლეობა გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად! მომავლის ხედვა. რასაც ჩვენ მოვინდომებთ, მოხდება! -ეს ორგანიზაციაჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“- სლოგანები გახლავთ. მსოფლიოში ეკონომიკური განათლების ერთ-ერთი უძველესი, უმსხვილესი და სწრაფად მზარდი არამომგებიანი ორგანიზაციისჯუნიორ ეჩივმენტ - მსოფლიოსპროგრამებს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ განათლებაზე შეყვარებული პროფესიონალების სწორედ ეს გუნდი ახორციელებს.

„ჯუნიორ ეჩივმენტ - მსოფლიო1919 წელს ამერიკაში დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება იყო, კვლევების საფუძველზე კი დადგინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე კარგად მაშინ ვითარდება, როდესაც მას ეკონომიკას შეასწავლი. მართალია, ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველოგაცილებით ახალგაზრდა ორგანიზაციაა, თუმცა, 2002 წლიდან დღემდე საკმაოდ სოლიდური სამუშაოს შესრულება მოახერხა ქართველ ახალგაზრდებში ეკონომიკური განათლების გავრცელების თვალსაზრისით.

ეკა გეგეშიძე, „ჯუნიორ ეჩივმენტი - საქართველოსაღმასრულებელი დირექტორი: ყველა ჩვენი პროგრამის მთავარი მიმართულებაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზით. გვსურს, მოსახლეობას განვუმარტოთ და შევასწავლოთ, რა არის თავისუფლება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში. საუბარია არჩევანის თავისუფლებაზე. რაც სჭირთ იმათ, ვინც არასწორად იგებს ამ თავისუფლებას, სწორედ თავიანთი თავისუფალი არჩევანის გამო ემართებათ. როდესაც ეკონომიკა არჩევანის თავისუფლებას განიხილავს, თავთავის ადგილზე ალაგებს ყველაფერს. როდესაც ადამიანს შეასწავლი, რა არის მისი და რა არის სხვისი, რა ევალება სახელმწიფოს და რა ევალება მას, როდესაც ფულადი ღირებულებები და ურთიერთვალდებულებები გადანაწილებულია ერთმანეთში, ეს კარგად მუშაობს.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გარდა, ორგანიზაცია ახალგაზრდებისა და მეწარმეების უფლებების დაცვას, ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას და ცხოვრების სტანდარტების გაზრდას, მეწარმეობის სტიმულირებას, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნით შეიარაღებას ცდილობს, მთავარ ღირებულებებად კი ქართველი ხალხის უსაზღვრო პოტენციალის რწმენა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი თავდადება, საქმის პატიოსნად, სანდოდ, კეთილსინდისიერად და საუკეთესოდ კეთების ჟინი მიაჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ საუბარია საერთაშორისო პროგრამებზე, ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველომაინც ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციად რჩება. სხვა საერთაშორისო პროგრამებისგან განსხვავებით, მათ მიერ მოპოვებული გრანტი თუ ტექნიკა საქართველოს საკუთრებაა. პირდაპირ თარგმნილი პროექტების და სახელმძღვანელოების გარდა, ორგანიზაცია ამ პროგრამების ადაპტირებასა და ქართულ სინამდვილეზე მორგებაზე მუშაობს. საგულისხმოა, რომ ბიზნეს-ეთიკის პროგრამაში მაქსიმებით, ანუ აფორიზმებით სწავლების მეთოდიკაში ქართული აფორიზმებით სწავლება დაინერგა. ქართულ ენაზე გამოცემული ეკონომიკის სახელმძღვანელოებიც მრავლადაა, მაგრამ არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს ქართული ეკონომიკის პირველი ნამდვილი სახელმძღვანელოა. აქ ნახავთ ქართული სტატისტიკისა თუ ქართული შრომის ბაზრის, საქართველოს მშპ-ს ანალიზს, ჩვენი ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის მიმოხილვას. სახელმძღვანელოს ადაპტირება ეკა გეგეშიძემ, თენგიზ და ნინო ჭიაბრიშვილებმა ერთობლივად ითავეს.

ახლა ორგანიზაციის პროგრამებს გადავავლოთ თვალი.

სამოქალაქო ეკონომიკის პროგრამა ეკონომიკის პედაგოგების გადამზადებას ითვალისწინებს. თავად საგნის მიზანი კი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ეკონომიკის ძირითადი ცნებებისა და მიდგომების მეცნიერულ დონეზე პოპულარულად მიწოდება, ეკონომიკური აზროვნებისა და ყოველდღიური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ეკონომიკური უნარ-ჩვევების განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით პროგრამის ფარგლებში 300-მდე პედაგოგი გადამზადდა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი საინტერესო წამოწყებაა საპროექტო ,,მოსწავლეთა კომპანია“, რომლის წყალობით ახალგაზრდები ეცნობიან ბიზნესსა და ეკონომიკას, ხედავენ თავისუფალი მეწარმეობის ღირსებებს, უჩნდებათ პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი...

2004 წლიდან ხორციელდება გლობალური ბიზნეს-ეთიკის პროგრამა, რომელიც თანამედროვე აქტიური საქმიანი მეთოდების ეთიკის შესწავლას, მაქსიმებისა და აფორიზმების განხილვასეთმობა. წარმატებული სტუდენტები კურსის გავლის შემდეგ მიიღებენ სერთიფიკატს, რომელიც მსოფლიოს 112 ქვეყანაშია აღიარებული. ეს პროგრამა დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს: მხოლოდ გასულ სემესტრში გლობალური ბიზნეს-ეთიკის კურსი 6 540 -მა მოსწავლემ გაიარა, საერთო კურსდამთავრებულთა რიცხვმა კი 45 ათასს გადააჭარბა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის რომელთანაც ,,ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველოს“ - ს პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს, სწავლება და ყველა სათანადო მასალა უფასოა. აქვე მინდა დავძინო, რომ 2006 წლიდან ორგანიზაციას ოფიციალური საქველმოქმედო სტატუსი მიენიჭა, ასე, რომ უმაღლესი დონის ტრენინგებისა თუ ორგანიზაციის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების ფასი, შეიძლება იღქვას, სიმბოლურია.

უმცროსკლასელებისათვის განსაკთრებული პროგრამები ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურენოვანია და მხოლოდ ერთ სასწავლებელში - თბილისში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა პანსიონშია დანერგილი. „ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“ აქტიურად მუშაობს ამ პროგრამის ქართულ ადაპტირებულ ვარიანტზე.

0x01 graphic

ეკა გეგეშიძე, „ჯუნიორ ეჩივნმენტი-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

თუმცა, მხოლოდ სახელმძღვანელოს გამოცემა საქმეს ვერ უშველის. ეს კარგად იციან ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველოში“ და პედაგოგების მომზადებაზეც განსაკუთრებით ზრუნავენ . ამ საქმეში მათ ევრაზიის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტი დაეხმარა. ორგანიზაციას თავდაპირველად „გაერთიანებული ქართული ბანკი“ და კოკა-კოლა“ ამოუდგნენ მხარში, რის შედეგადაც 7 000 - მდე ეკონომიკური სახელმძღვანელო სკოლებს უფასოდ გადაეცა. პარალელურად მომზადდა 200 - მდე სკოლის პედაგოგი და 120 ბიზნეს - კონსულტანტი.

ეკა გეგეშიძე : სკოლა არასოდეს არ უხდის ეკონომიკის მასწავლებელს, რადგან, რატომღაც, მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ ეს საგანი. თავად მასწავლებელი კი გაჭირვებულია და ვერ გადაიხდის გადამზადების საფასურს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: მოქალაქე ქართული ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნის გარეშე იცხოვრებს (სწორედ გამიგეთ: ამ საგნის მაღალ დონეზე სწავლის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ!), მაგრამ თუ მან არ იცის ელემენტარული სამოქალაქო ეკონომიკის საფუძვლები: რა არის ფული, რაში გამოიყენება, როგორ შეიძლება მისი დაზოგვა - ვერ გადარჩება ... ასეთი ელემენტარული რაღაცეები უნარ - ჩვევების დონეზე, თუ ადრეული ასაკიდან არა, მე - 11 - 12 კლასებში მაინც უნდა ვასწავლოთ. გლეხმა უნდა იცოდეს, ბაზარში, რომ მიდის, დილით რა ფასი ექნება პროდუქტს, შუადღისთვის ის როგორ შეიძლება შეიცვალოს, საახალწლოდ ფასებმა რატომ შეიძლება აიწიოს... თუნდაც, მიწის პოლიტიკის საკითხები და ათასგვარი რეფორმა საქართველოში წარმატებულად ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ მთავარმა მოქმედმა პრმა - გლეხმა არ იცის მოთხოვნა - მიწოდების ელემენტარული კანონები.

ორგანიზაციის მიერ კონკურსის გამოცხადებისთანავე სკოლამ პედაგოგი უნდა წარმოადგინოს, რომელსაც ხელფასსაც „ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“ უხდის და წიგნებითა და სერტიფიკატითაც თავად უზრუნველყოფს. სკოლას მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ პერიოდში აუდიტორიის გამოყოფა ევალება.

„ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“ -თაოსნობით აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულ გორის რაიონში ეს პროგრამა 720 - მა მონაწილემ გაიარა. ორგანიზაციის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ პროგრამაში, როგორც წესი, გაცილებით მეტი თბილისური სკოლა მონაწილეობს, მაგრამ საუკეთესო შედეგებით რაიონები უფრო გამოირჩევიან. ეს სულ ადვილად აიხსნება: თბილისშიმეტი ინფორმაციაა, მეტი შესაძლებლობები ... რეგიონებში კი გასართობიც ნაკლებია ... „ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“ -პროგრამები კი ახალგაზრდებისთვის ნამდვილად თავშესაქცევი რამ არის ...

ლენსელოტ ფლეტჩერი: „ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“ - ს დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე: მიუხედავად იმისა, რომ „ჯუნიორ ეჩივმენტი“ - ეკონომიკის განმავითარებელი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, ჩვენ ნაკლებად გვიცნობენ, რადგან საქმის კეთებით უფრო ვართ დაკავებული, ვიდრე პიარით. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში საქართველოში დიდი რაოდენობით წმინდა უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, შესაბამის შედეგებს ვერ ვხედავთ, რადგან ინვესტიციებს აქ ბევრი ადგილობრივი პრობლემა დახვდა ... სწორედ ეს გახლავთ ის სფერო, რომელშიც „ჯუნიორ ეჩივმენტს“ ყველაზე დიდი საქმე გაკეთებული, ყველაზე დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული: ეკონომიკური აზროვნება და სამეწარმეო და ლიდერული განათლების განვითარება . ჩვენი პროგრამა „მოსწავლეთა კომპანია“ არის ძალიან ძლევამოსილი, უძველესი პროგრამა, რომელმაც არაერთი მილიონერი გაზარდა, ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს ევროპაში, 2006 - 2007 წლებში კი საუკეთესო სამეწარმეო უნარებისა და ლიდერობის განმავითარებელი პროგრამის სტატუსი მოიპოვა.

0x01 graphic

ლანსელოტ ფლეტჩერი „ჯუნიორ ეჩივნმენტი-საქართველოს“ დამფუძნებელი

მთავარი, რაც მე საქართველოში მომწონს და მაოცებს: შეიძლება აქ არ არის ბევრი მეწარმე, მაგრამ ძალიან ბევრი შემოქმედებითი და არტისტული ადამიანია! როდესაც მოსწავლეთა კომპანიებს ბიზნესსა და მეწარმეობას ვასწავლით, უნდა ნახოთ, როგორ სწრაფად იხსნებიან და რა შემოქმედებით მიდგომებს ამჟღავნებენ! თქვენს რეგიონებში კი უამრავი ტალანტია გაბნეული...

სკოლის გარდაქმნა დირექტორების გარეშე სუძლებელია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა პროგრამა „ სკოლის მენეჯმენტი და ეკონომიკა“ ამჟამად ორგანიზაცია სკოლის პედაგოგთა პროფესიული ტრენინგებისათვის აკრედიტაციასაც გადის. სკოლებს „ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“ ისედაც უკვე სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამებს: სკოლის დამრიგებელთა გადამზადებას, ფსიქოლოგების მომზადებას, სკოლის პიარისა და მარკეტინგის კურსებს ...

„ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“ - მ „Britich Council“ - თან ერთად თებერვალში კიდევ ერთისაინტერესო ღონისძიება გამართა. „Skills and Work“ - ასე ერქვა აერთდღიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 15-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები ერთმანეთს ბიზნეს - გეგმის დაწერაში და პრეზენტაციის ხელოვნებაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებული გუნდები თავიანთ ძალებს მარტში ბულგარეთში, ევროპის მასშტაბით დაგეგმილ შხვედრაზე მოსინჯავენ.

„ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველო“ - კიდევ ბევრი საინტერესო სამომავლო გეგმა გააჩნია. მათი საქმიანობის შსახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან ორგანიზაციის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრეთ ვებ - გვერდს www.jag.ge.

0x01 graphic

ეკა ჯიმშელაძე

8.2 „სხივი“, „რაკრაკა“ და „ელკანას“ ჯანსაღი პროდუქტები

▲back to top


0x01 graphic

არაერთხელ დავრწმუნდით: რაც უფრო ვივიწყებთ მამაპაპისეულ ტრადიციებს, რაც უფრო ვშორდებით იმ ფასეულობებს, რაც ჩვენს წინაპარს რუდუნებით შეუნარჩუნებია და ჩვენამდე თუ არა, ჩვენს წინა თაობამდე მაინც მიუტანია, მით უფრო მეტი პრობლემა გვექმნება ჩვენს ტექნოკრატიულ საუკუნეში. ხშირად გვესმის: წინა თაობები ჯანსაღ საკვებზე იზრდებოდნენ და მათი ჯანმრთელობაც

ამიტომ სჯობდა ჩვენსასო მართალია, ჯანმრთელობა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ უდავოა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის უმთავრესი განმსაზღვრელი სწორედ ეს გახლავთ. მაგრამ შემოგვრჩა კი მცენარეები, რომლებმაც ღვთისგან ბოძებული ხორცის სიმრთელე ჩვენს წინაპრებსაც შეუნარჩუნეს და ჩვენც დაგვეხმარებოდნენ ამ საქმეში?

მცენარეთა ბიომრავალფეროვნება კატასტროფულად მცირდება, ნადგურდება ბუნებრივი ეკოსისტემები, იკარგება ველური თუ კულტურული მცენარეების არაერთი სახეობა, რაც ბიოსფეროს დესტაბილიზაციას იწვევს და ჩვენს საცხოვრებელ გარემო პირობებს კიდევ უფრო აუარესებს...

საქართველოში ბუნებრივ-კლიმატური პირობებით განპირობებული მცენარეული სამყაროს განსაკუთრებული მრავალფეროვნების მიუხედავად, ჩვენში არაერთი კულტურული მცენარე და მისი ჯიშია მივიწყებული. ასეთი კულტურების აღდგენისა და ფერმერულ მეურნეობებში გამოყენების კეთილშობილურ საქმეს ემსახურება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, თუმცა, აგრარული მრავალფეროვნების დაცვის პროგრამა ამ ასოციაციის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა... ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში, თემის მობილიზება, სოფლის ტურიზმი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, საკანონმდებლო მუშაობა, ფერმერთა უფლებების დაცვა... ასეთი მრავალმხრივია 1994 წელს დაფუძნებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანას“ საქმიანობა, რომელიც 1996 წლიდან ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) წევრიც გახლავთ.

0x01 graphic

მარიამ ჯორჯაძე,
„ელკანას“ აღმასრულებელი დირექტორი

0x01 graphic

თამაზ დუნდუა,
„ელკანას“ პროგრამის
მენეჯერი

მარიამ ჯორჯაძე, „ელკანას“ აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენი უმთავრესი მიზანი სოფლად შემოსავლების გაზრდაა, რათა მოსახლეობამ უკეთ იცხოვროს, სოფლად ცხოვრება გამოცოცხლდეს! გვსურს, ხელი შევუწყოთ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარემოს დაცვას, რის მიღწევის საშუალებადაც სწორედ სიცოცხლისუნარიანი ბიომეურნეობების განვითარება და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდა გვესახება. თემთან მუშაობისას ვქმნით აქტიური ადამიანების ბირთვს, რომლებიც ჩვენს შემდეგ თავად აგრძელებენ მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში პროექტების დასაფინანსებლად რაიონის ბიუჯეტიდანაც ხდება თანხების მოზიდვა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობთ, განვითარებული ბიომეურნეობების, როგორც სასოფლო - სამეურნეო პრაქტიკის საუკეთესო ფორმის დამკვიდრება სახელმწიფოში არა მხოლოდ საღი საკვებისა და გარემოს საწინდარია, არამედ, მას მზარდი ეკონომიკური პოტენციალიც მოეპოვება, რომლის რეალიზაციასაც ხელს შეუწყობს სოფლად ძლიერი თემის ჩამოყალიბება.

„ელკანაში“ დღეისათვის 500-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, მეცნიერი, თუ საქართველოში ბიომეურნეობის მდგრადი განვითარებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებული პირია გაერთიანებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ელკანას“ საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც ორგანიზაციის წევრებისთვის უფასოა. გარდა ამისა, „ელკანა“ თავის წევრებს მარკეტინგში, პროდუქციის გასაღებაში, ბიზნეს-გეგმების შედგენაში ეხმარება და საინფორმაციო ბუკლეტებითა და შესაბამისი ლიტერატურითაც უზრუნველყოფს. მეღვინეობის, მევენახეობის, მეფუტკრეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობისა თუ მებოსტნეობის სპეციალისტები ფერმერის ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემენ, დაინტერესებულ პირებს კი ეკოლოგიური მეურნეობის სრულად აწყობაში ეხმარებიან.

0x01 graphic

0x01 graphic

აგრარული მრავალფეროვნების დაცვის პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი კულტურებისა და ჯიშების გამოყენების ხელშეწყობას ფერმერულ მეურნეობებში მათი დანერგვის, კონსერვაციისა და გავრცელების გზით. 2004 წლიდან პროგრამის ფარგლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისის ხელშეწყობით სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება პროექტი „საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა, კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება“. ეს რეგიონი შემთხვევით არ შერჩეულა: სამცხე-ჯავახეთი კულტურულ მცენარეთა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია. ახალციხის რაიონში, სოფელ წნისში უკვე შექმნილია საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების, ხეხილისა და ვაზის ადგილობრივი ჯიშები ითესება და მრავლდება. „ელკანამ“ ადგილობრივი ჯიშების ბაზარზე განთავსების პოტენციალი გამოიკვლია და თითქმის მივიწყებული კულტურები დღეს თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტში უკვე იყიდება.

თამაზ დუნდუა, „ელკანას“ პროგრამის მენეჯერი: რეგიონების მოსახლეობა ინტერესით ხვდება ჩვენს წამოწყებებს. ძველ თაობას ახსოვს კიდეც ეს კულტურები. საინტერესოა, რომ რაჭაში ტრადიციულად ლობიანი კი არა, ცულისპირეული ცხვებოდა, რომელიც ცულისპირასგან მზადდებოდა. ლობიო ხომ ჩვენში მხოლოდ XIX საუკუნეში შემოვიდა... აბა, რას მიირთმევდა მანამდე ქართველი კაცი? საქართველოში ძველად არც მზესუმზირა, კიტრი, პომიდორი და კარტოფილი მოჰყავდათ. ჩვენი წინაპარი ცულისპირათი, ოსპით, ცერცვით, მუხუდოთი, ძაძათი, ქართული ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პურით იკვებებოდა. ეს იყო ხორბალი დიკა და ახალციხის წითელი დოლი. ეს სწორედ ის პური გახლავთ, სოფლის ერთ თავში რომ ცხვებოდა, სუნი კი სოფლის ბოლოში იგრძნობოდა. ჩვენ აღვადგინეთ ხორბლის ეს ჯიშები და შეიძლება ითქვას, რომ ბიომრავალფეროვნების პროექტის განხორციელებით სამცხე-ჯავახეთში შევინარჩუნეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობა ამ კუთხით. ქართულ ხორბალთან დაკავშირებით, რატომღაც, დამკვიდრდა მოსაზრებები, თითქოს ჩვენი ხორბალი არ ვარგა, არა აქვს პურის ცხობისთვის საჭირო თვისებები... ეს სიმართლეს არ შეესაბამება: ზემოხსენებული ჯიშები საუკეთესო ხარისხის ხორბლის ჯიშებია საუკეთესო გემოვნური თვისებებით.

ქართველი კაცი ძველად ზეთს სელისგან ამზადებდა. განსაკუთრებით ინტენსიური იყო ეს დარგი სამცხე-ჯავახეთში. XX საუკუნის შუა წლებიდან კი საზეთე სელის წარმოება მზესუმზირის ფართო გავრცელებამ შეავიწროვა: მისი მოყვანა-გადამუშავების ტექნოლოგიურმა სიიაფემ დაჩაგრა სელის წარმოება და რთული, მაგრამ ხარისხიანი პროდუქცია ბაზრიდან განდევნა. არადა, სელის თესლი და, შესაბამისად, ზეთი კიბოს, გულსისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის, ყელის, კანის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ეფექტიანი საშუალებაა. უზმოზე ერთი კოვზი სელის ზეთის მიღება ადამიანს ათასგვარ პრობლემას ააცილებს. დაუშვებელია სელის ზეთის გაცხელება, ან მზეზე გაჩერება, რადგან ამ დროს მასში დაშლის პროცესი მიმდინარეობს.

ამჟამად სელი ითესება მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, „ელკანას“ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე და რეგიონის სხვა სოფლებში მცხოვრებ „ელკანასა“ და ასოციაცია „ფარეზის“ წევრ ფერმერებთან, რომლებსაც სათესლე მასალა „ელკანამ“ მიაწოდა.

მალე აღორძინდება ღომის კულტურაც. „ელკანას“ ძალისხმევით გურიაში ღომის მოყვანის მსურველთა ჯგუფებიც კი შედგა... დღეს ამ ყველასთვის საყვარელ კერძს სიმინდისგან აკეთებენ. არადა, უწინ იგი მცენარე ღომისგან მზადდებოდა. საბჭოთა პერიოდში ძირითადი მარცვლეული კულტურები რუსეთიდან და ბელორუსიიდან შემოდიოდა. ადგილობრივმა კულტურებმა სამეცნიერო დაწესებულებებში გადაინაცვლა და მხოლოდ სელექციისა და სამეცნიერო სამუშაოებისთვის განაგრძო არსებობა. მივიწყებული კულტურების სათესლე მასალა „ელკანამ“ გენბანკებიდან მოიპოვა, ზოგიერთ მათგანს კი სვანეთში ექსპედიციისას გადააწყდა.

საგულისხმოა, რომ „ელკანას“ ძალისხმევით აღდგენილი კულტურები, ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებების გარდა, გარე ფაქტორებისადმი მდგრადობითაც გამოირჩევა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

თამაზ დუნდუა: რაციონიდან ბოსტნეულისა და მწვანილეულის ამოღებას არავის არ ვურჩევთ, მაგრამ, ცულისპირა, მუხუდო, ცერცვი, ოსპი, თუ ძაძა მშვენიერი პარკოსანი კულტურებია, რომლებიც შესანიშნავად ანაცვლებენ ხორცს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარხვის პერიოდში. რაც შეეხება გარემო პირობებისადმი მდგრადობას, გვალვის პირობებში მუხუდოსა და ლობიოს თუ ერთად დავთესავთ, ლობიო გახმება და არანაირ მოსავალს არ მოგვცემს. მუხუდოს მოსავალმა კი, შესაძლოა, მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით იკლოს. ჩვენი წინაპარი ამას ბუნებრივად არჩევდა: მხოლოდ იმ კულტურას იტოვებდა, რომელიც ვარგისიანი იყო და გარემოსაც შეეფერებოდა. ეს ბუნებრივი სელექცია გახლდათ. ჯავახეთის პლატოზე, რომელსაც ვერანაირად ვერ მორწყავ, ან, თუნდაც ახალციხის მიდამოებში, ურწყავში რომ დათესავ ისეთ კულტურას, რომელიც აუცილებლად უნდა მოირწყას, ბუნებრივია, ის მოსავალს არ მოგცემს. მუხუდო, ცულისპირა, ოსპი ამ მხრივ პრობლემებს არ უქმნიდა ქართველ კაცს და უამინდობის გამო ჩვენი წინაპარი მშიერი არ რჩებოდა... კომუნისტების პერიოდში ყველაფერი მონოკულტურებზე გადაერთო, ახლა კი აღმოჩნდა, რომ აღარც ის ციტრუსი უნდა ვინმეს, აღარც ჩაი... ევროპა კი ჩვენში მივიწყებულ კულტურებს აქტიურად იყენებს: ოსპის სუპი იქ დელიკატესადაც კი ითვლება...

0x01 graphic

„ელკანა“ მხოლოდ პარკოსანი და მარცვლეული კულტურების გადარჩენით როდი შემოიფარგლა. ექსპედიციების შედეგად სპეციალისტებმა მოიძიეს ადგილობრივი ხეხილისა და ძველი ვაზის ჯიშები. მხოლოდ ვაშლის ჯიშების რაოდენობამ 23-ს მიაღწია. ყველა გადარჩენილი კულტურა თავდაპირველად ერთ ნაკვეთზე თავსდება, შემდეგ კი მათი გამრავლება და თემებში გავრცელება იწყება. მარკეტინგული ჯაჭვი პროდუქციის მომხმარებლამდე მისვლას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია: რაოდენობები პროდუქციის ფართოდ გავრცელების საშუალებას არ იძლევა. მაგრამ, თანდათანობით ეს პრობლემაც მოგვარდება. რაც მთავარია, მომხმარებელი კმაყოფილია, რაც დეგუსტაციების მოწყობისასაც თვალნათლივ ჩანს.

გასული წლის ბოლოს „ელკანასა“ და კომერციული ორგანიზაცია „ბეღელის“ ერთობლივი პროექტი - ინტერნეტ-მაღაზიაც ამოქმედდა. „ელკანას“ წევრი ფერმერების მიერ მოწეული ეკოლოგიური პროდუქციის შეძენა ვებ-გვერდის - www.begeli.ge საშუალებით შეიძლება. რაც მთავარია, ნამდვილად ეკოლოგიური პროდუქციისა...

მარიამ ჯორჯაძე: მართალია, გვაქვს კანონი ბიომეურნეობების შესახებ... მასში არის ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა და რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება მოატყუო მომხმარებელი და ჩვეულებრივ პროდუქციაზე დააწერო „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო-პროდუქტი“ ან სხვა მსგავსი სიტყვათა წყობა, რომელიც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ ეს პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა. მიუხედავად ამისა, ასეთ წარწერას თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ნებისმიერ მაღაზიაში შეხვდებით... როცა ეს მუხლი ამოქმედდება, უნდა შემუშავდეს დამსჯელობითი სანქციებიც: მწარმოებელი ხომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს!.. ეს საკითხი 2012 წლამდეა გადადებული.

ჩვენ ხელი შევუწყვეთ სერტიფიკაციის ორგანოს ჩამოყალიბებას: „კავკასსერტს“ საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს, საერთაშორისო ნომერი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ სერტიფიცირებული პროდუქციის ექსპორტი შეიძლება. „ელკანა“ კი ასწავლის ფერმერებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ თავიანთი პროდუქცია გაყიდონ, როგორც სერტიფიცირებული, გამორჩეული იყვნენ ბაზარზე...

„ელკანას“ მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლის ტურიზმი გახლავთ. მეგაპოლისების თავბრუდამხვევი რიტმი ხომ ადამიანს მშვიდ, წყნარ გარემოში, სუფთა ჰაერზე დასვენების ბუნებრივ სურვილს უღვიძებს... „ელკანას“ რჩევით ფერმერები სოფლად დასვენებას უცხოელ სტუმრებსაც სთავაზობენ და საქართველოს ქალაქების მაცხოვრებლებსაც. მოქმედებს ვებ-გვერდი www.ruraltourism.ge სადაც შესულია სახლები კახეთიდან, გურიიდან, სამცხე-ჯავახეთიდან. სულ მალე სოფლად დასვენების მსურველთ რაჭაც უმასპინძლებს.

იმ ფერმერებს, რომლებიც ზაფხულის ბოლოს უცხოელ სტუმრებს ელოდებოდნენ, აგვისტოს მოვლენების გამო ეს პერიოდი ჩაუვარდათ. ამ ფაქტმა მომავალში ადგილობრივ მომხმარებელზე ორიენტაციის აღების აუცილებლობის საკითხი დასვა დღის წესრიგში. ქართველებიც ხომ სიამოვნებით დაისვენებენ სოფლად, გაეცნონ საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს, მის ღირსშესანიშნაობებს, წეს-ჩვეულებებს, კომფორტულ პირობებში შეიგრძნობენ პასტორალის სიკეთეებს...

თებერვლის ბოლოს „ელკანა“ გერმანიაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ეკოლოგიური პროდუქციის მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში, რომელსაც „ბიოფახი“ ჰქვია. ევროპელი მომხმარებელი დააგემოვნებს პირველ ქართულ სერტიფიცირებულ ბიო-ღვინოს, დაინტერესების შემთხვევაში კი, შესაძლოა, „კავკასსერტის“ მიერ სერტიფიცირებული ბიო-ღვინო ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდეს.

„ელკანა“ მომავალში მუშაობას სხვა პროდუქტების მიმართულებითაც აპირებს.

თამაზ დუნდუა: ევროპის ბაზარი გაჯერებულია, ასე რომ, საქართველოსთვის თუ სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის ჩვეულებრივი, სტანდარტული პროდუქციით ამ ბაზარზე შესვლა შეუძლებელია. თუმცა, ეკოლოგიური პროდუქციის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი ნიშა. ეს გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ეკოლოგიური პროდუქციის მიწოდებას ჯერჯერობით მოხმარება აჭარბებს. საქართველოს აქვს შესანიშნავი შანსი, შევიდეს და თუნდაც მცირე რაოდენობით დამკვიდრდეს, რათა ქართული ბიო-პროდუქციის გარკვეული რაოდენობა მაინც გამოჩნდეს ევროპის ბაზარზე. თუმცა, ნუ ვიფიქრებთ, რომ ევროპაში ფართომასშტაბიანი ექსპანსია შეიძლება განხორციელდეს... ჯერჯერობით ეს შეიძლება იყოს ღვინო, ჩაი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელები, თაფლი... ეს ჩამონათვალი თანდათანობით შეიძლება გაფართოვდეს. რაც შეეხება რძისა და ხორცის პროდუქტებს, ისინი პოტენციის მქონედ არ მოიაზრება, რადგან ევროპელებს ამ სახის ეკოლოგიური პროდუქცია ჭარბად აქვთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სურსათის უვნებლობის კანონი საქართველოში ჯერ არ არის ძალაში შესული, ყველისა და ხორცის ექსპორტზე ჯერჯერობით ნურც ვიოცნებებთ.

საქართველო ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი ქვეყანაა. თუკი სათანადო რაოდენობების უზრუნველყოფა მოხერხდა, შეიძლება ვაშლის, ქლიავის, მსხლის, ნიორისა თუ ხახვის ექსპორტი რეალობად იქცეს. მაგრამ რეალურად, შიდა ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის წილიც კი ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტების ექსპორტზე ფიქრი კი არა, ჯერ შიდა ბაზრის განვითარებაზე ზრუნვაა საჭირო...

აქვე მინდა სინანულით აღვნიშნო, რომ ვეღარ ხერხდება არქივის შენობის წინ „ელკანას“ ტრადიციული გარე ბაზრობების ჩატარება. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენი წევრი ფერმერების უმეტესი ნაწილი ამით დამატებით შემოსავალს ღებულობდა, თბილისელები კი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას შეღავათიან ფასად, თავად ფერმერისგან იძენდნენ. მოგეხსენებათ, აიკრძალა გარე ბაზრობები და ჩვენც ამას შევეწირეთ. თბილისის მერიასთან ჯერჯერობით ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. შესანიშნავად მესმის, რატომაც აიკრძალა გარე ვაჭრობა: არეული სიტუაცია იყო. იმედი მაქვს, მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება... ყველა განვითარებულ ქვეყანაში ტარდება ასეთი გამოფენა-ბაზრობები, თანაც, წელიწადში სამჯერ კი არა, ყოველ შაბათ-კვირას. ეს თავისებურ ხიბლსა და კოლორიტსაც კი მატებს მეგაპოლისებს. მაგალითად, ბონში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში ყოველდღე იმართება ბოსტნეულისა და ხილის ბაზრობა. მყიდველიც კმაყოფილია და გამყიდველიც...

„ელკანაში“ მადლიერებით ახსენებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სწორედ ამ უწყებამ დააფინანსა საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ მოწყობილი გამოფენა, რომელზეც „ელკანას“ წევრებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

მომხმარებელი სიამოვნებით შეიძენს ყველაფერს ჯანსაღს. მით უმეტეს, თუ ეს ჯანსაღი პროდუქცია ქართული იქნება. თანაც, დღემდე მივიწყებული - ადგილობრივი კულტურების ჯიშებსაც კი ნამდვილი ქართული სახელები ჰქვია!

თავად განსაჯეთ: ვაშლის ჯიშები - „თურაშაული“, „აბილაური“, „მეფის ვაშლი“, „მზის სხივი“, „მსუქანა“, „რაკრაკა“... ვაზის ჯიშები - „ცხენის ძუა“, „ბოშორის თეთრი“, „ცხენის ძუძუ“... და საუცხოო გემოვნური თვისებებით გამორჩეული კიდევ ბევრი სხვა, რომელსაც ჩვენი წინაპარი მოიწევდა, მიირთმევდა და ჯანმრთელობასაც თანამედროვე ადამიანივით არ უჩიოდა... მათი მოძიება რთულად, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სამცხე-ჯავახეთში. „ეს ხომ საოცარი რეგიონია! - დასძენს ბატონი თამაზი, - ბევრ ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს, რამდენი კულტურული ძეგლია ამ კუთხეში... სამცხე-ჯავახეთი ხომ მხოლოდ ვარძია და ვანის ქვაბები არ არის! აქ არის სარო, ვარდისციხე, აგარის სამონასტრო კომპლექსი. საროში არსებობს ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნის ძეგლი - უდიდესი ქვის კვადრებით მშრალი წყობით ნაგები შენობა, რომლის კედლის სიგანე სამი მეტრია. საოცრებების სანახავად სამხრეთ ამერიკაში დადის ხალხი, აქ კი სამი საათის სავალში გახვალ და გაოცდები კაცი... ამ ადგილს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყურადღება ნაკლებად ექცევა, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს...“

P.S. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ გულწრფელად მიესალმება „ელკანას“ მართლაც-და საშურ წამოწყებებს და იმედს იტოვებს, რომ მათ მიერ გადარჩენილი და გავრცელებული არაერთი ტრადიციული კულტურა დაიმკვიდრებს სათანადო ადგილს საქართველოს მკვიდრთა რაციონში, „მზის სხივი“ თუ „რაკრაკა“ ისეთივე ახლობელი გახდება ქართველი მომხმარებლისთვის, როგორც ახლა „გოლდენი“ თუ „ანტონოვკაა“, ოფისებში გამოხუთულ ქალაქელებს კი ენერგიას ქართული სოფლის ხიბლი დაუბრუნებს...

9 მეცნიერება

▲back to top


9.1 დაზღვევა ფინანსური ბაზრის სისტემაში

▲back to top


ეკა ჯიმშელაძე

დაზღვევა სოციალურ-ეკონომიკური სისტემის განსაკუთრებული სტრუქტურაა, რომლის ეკონომიკური ურთიერთობის სფერო მკაფიოდაა განსაზღვრული და სადაც ყიდვა-გაყიდვის ობიექტად სადაზღვევო დაცვა გამოდის, ამის შედეგად ფორმირდება ფინანსური რეზერვები. აღნიშნული ფინანსური რეზერვები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ფინანსური ბაზრის ფუნქციონირებაზე და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბაზრო წინაპირობაა.

საზოგადოების სადაზღვევო დაცვის უზრუნველსაყოფად ხდება სადაზღვევო ფონდის ფორმირება და გადანაწილება, ეს უკანასკნელი გამოდის ფულადი ურთიერთობების განსაკუთრებულ ორგანიზაციულ ფორმად. სადაზღვევო ბაზარი განიხილება, როგორც სადაზღვევო სუბიქტების ერთიანობა, რომლებიც საბაზრო თამაშის წესებით მონაწილეობას ღებულობენ სადაზღვევო მომსახურების უზრუნველყოფაში.

ფინანსური ბაზრის ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის განსაკუთრებული როლი განეკუთვნება თვით სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის საკითხებს.

სადაზღვევო ბაზრის ფორმირებისა და განვითარების აუცილებელი პირობაა სადაზღვევო მომსახურებაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილებების არსებობა და მზღვეველთა მხრიდან ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნებაყოფლობითი და სავალდებულო სახის დაზღვევის სახეების ჩამოყალიბებას.

საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მოთხოვნისა და მიწოდების თავისუფლება სტიმულს აძლევს ისეთი სადაზღვევო მომსახურების გაწევას, რომელიც აუცილებელია პოტენციური მზღვეველისათვის, ფასწარმოქმნის თავისუფლება, რომელიც ფორმირდება დაზღვევის სატარიფო განაკვეთებით გარკვეული სახის მომსახურებაზე, უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანიებს შორის თავისუფალი კონკურენციის პირობებს. ამასთანავე, სადაზღვევო კომპანიებისა და თვით ბაზრის ფორმირებაზე დადებითად მოქმედებს ისეთი შიდა პოტენციალი, როგორიცაა: კლიენტების ძიება, სადაზღვევო საქმიანობის ფორმირების სრულყოფა და დაგეგმვის უახლესი მეთოდების და ფორმების გამოყენება.

გარდამავალი ეტაპის საბაზრო სოციალურ-ეკონომიკური პროცესები ქმნის რეალურ საფუძვლებს სადაზღვევო ბაზრის ფორმირებისა და, შესაბამისად, ფინანსური მდგრადობის მიღწევისათვის. საქართველოში ბაზრის დემონოპოლიზაციამ, ახალი სადაზღვევო ორგანიზაციებისა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებამ, დადებითად იმოქმედა სადაზღვევო დაცვის ახალი სახეების ჩამოყალიბებაზე. ამან კი, თავის მხრივ, უზრუნველყო სადაზღვევო რეზერვების ზრდის ტენდენცია ყოველივე ამის შედეგად გაიზარდა აღნიშნული სფეროდან საბიუჯეტო შემოსავლები, მოხდა გარკვეული ფულადი სახსრების კონცენტრაცია და შეიქმნა ხელსაყრელი დადებითი გარემო პირობები მათი ეფექტური განთავსება - მოხმარების მიმართულებით. მკაფიოდ გამოიკვეთა დაზღვევის პოზიტიური როლი ქვეყნის საფინანსო ბაზარზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ უკანასკნელის შემდგომ გაფართოება- განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია დაზღვევის სახელმწიფო რეგულირების სამსახური, რომელმაც ამ მოკლე დროში უაღრესად დიდი ორგანიზაციული და მეთოდური სამუშაო შეასრულა და მოახდინა დაზღვევის საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადაყვანა, ჯერ კიდევ არსებობს რიგი გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის დაზღვევის შემდგომ განვითარებას და ქვეყნის მდგრადი სადაზღვევო-ფინანსური ბაზრის ჩამოყალიბებას.

შეიძლება გამოიკვეთოს ასეთ პრობლემათა შემდეგი ჯგუფები:

  • აუცილებელია სამეურნეო სუბიექტების ფუნქციონირებისა და სიცოცხლის უნარიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის სრულყოფა. კერძოდ, სადაზღვევო ბაზრის უფრო ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ძლიერი და კვალიფიციური მზღვეველის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია საგადასახადო კოდექსში, დაზღვევის შესახებ კანონმდებლობებში და მთელ რიგ ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

  • ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ სადაზღვევო რეზერვების ფორმირებას. როგორც ანალიზი ცხადყოფს, ასეთი რეზერვების რიცხობრივი მაჩვენებლები საქართველოში ძალზე დაბალია და ვერ უზრუნველყოფს მასობრივი შემთხვევებისას სადაზღვევო დაცვას და მაღალი რისკების დაზღვევას. ყოველივე ამის შედეგად ფართოდ გამოიყენება ქართული სადაზღვევო რისკების უცხოეთში გადაზღვევის პრაქტიკა, რაც დამოუკიდებლობას უკარგავს ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიებს და ხელს უწყობს ფინანსური რესურსების გადინებას საზღვარგარეთ;

  • სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობის მნიშვნელოვანი საკითხია სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დაზღვევის შესახებ არსებული კანონისა და მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულება. ზოგიერთ შემთხვევაში არაპირდაპირი გზით გარკვეული სახელმწიფო დარგობრივი სტრუქტურების ზემოქმედებით ასეთ დაზღვევებს ადგილი აქვს, რაც საბოლოო ჯამში თავისუფალი კონკურენციის შემაფერხებელი ფაქტორია და ხელს უშლის ცივილიზებულ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას;

  • საბაზრო ურთიერთობებში დაზღვევა გამოდის, ერთის მხრივ, როგორც ბიზნესისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის მიმართული საქმიანობა და, მეორეს მხრივ როგორც კომერციული საქმიანობა, რომლის ძირითადი მიზანია მოგების მიღება. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპანიების თავისუფალი ფულადი სახსრების ინვესტირების საკითხს. პრობლემა იმაშია, რომ სწორად განისაზღვროს სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების წესები და ფულადი სახსრების განთავსების დივერსიფიკაციის პრინციპი;

  • სადაზღვევო კომპანიის ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია დესტაბილიზაციის (პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ.) პირობებში მზღვეველთა მხრიდან ადეკვატური რეაგირება. მზღვეველი დაზღვეულთა წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულებისას ფუნქციონირებს გარკვეულ ეკონომიკურ სივრცეში, სადაც მოსალოდნელია ინფლაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს;

  • ინფლაციური პროცესი პირველ რიგში ზემოქმედებას ახდენს მზღვეველის სადაზღვევო რეზერვების ვალდებულებების ურთიერთშესაბამისობაზე. ინფლაციის პირობებში სადაზღვევო პორტფელის შედგენილობა და რისკის განაწილების ტიპი განაპირობებს გარემოების პროპორციულობის მუდმივობას და სადაზღვევო კომპანიების რეზერვებს. მეორე მხრივ, ინფლაცია წარმოადგენს საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ერთ-ერთ მახასიათებელს, გავლენას ახდენს ზარალის მოცულობასა და სტრუქტურაზე;

  • საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა მზღვეველთა საკუთარი სახსრების არასაკმარისობა. სადაზღვევო საქმიანობას სწრაფი შემოსავალი არ მოაქვს. იმისათვის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა მიიღონ სტაბილური მოგება, მზღვეველს ესაჭიროება რამდენიმე წლის განმავლობაში საქმიანობის წარმართვა.

სადაზღვევო ორგანიზაციის მოგება ძნელად პროგნოზირებადია, განსაკუთრებით მზღვეველის ჩამოყალიბებისა და საერთო ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში. ამ სიტუაციაში შედარებით მართებულია გათვალისწინებული იქნეს სადაზღვევო რეზერვების საკუთარი სახსრების ჩართვა;

  • სადაზღვევო ბაზრის რეგულირების მნიშვნელოვანი საკითხია სადაზღვევო კომპანიების გაკოტრების შემთხვევაში დაზღვეულთა დანაკარგების გამოთვლის მეთოდების შერჩევა და მათი გადაფარვის წყაროების გამოძებნა. ამგვარი ზარალის გადაფარვის ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს სპეციალიზებული ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას სადაზღვევო კომპანიების ხარჯზე. ასეთი პრეცენდენტი არსებობს ისეთ მაღალგანვითარებულ სადაზღვევო კულტურის ქვეყანაში, როგორიცაა ინგლისი;

  • სადაზღვევო ბაზრის ინფრასტრუქტურის ზოგიერთი ელემენტის არარსებობა, ან საერთოდ განუვითარებლობა გარკვეულ გავლენას ახდენს საფინანსო ბაზრის განვითარებაზე. საქართველოში არასაკმარისადაა განვითარებული შიდა გადაზღვევის ბაზარი, საკონსულტაციო ცენტრები, სადაზღვევო ტარიფების მეთოდოლოგიური გამოთვლების პრაქტიკა.

სადაზღვევო საქმიანობაში არ ფუნქციონირებენ ანდერრაიტერები, სერვეიერები, რეგრესიული აგენტები, სადაზღვევო ბროკერები და შუამავლები. გარკვეული დარღვევები შეინიშნება კომპანიების დაფუძნების დროს საწესდებო კაპიტალის შეფასებაში.

საქართველოში როგორც მოსახლეობაში, ასევე მეწარმეებში დაბალია სადაზღვევო კულტურა, რაც წარმოშობს გარკვეულ პრობლემებს სადაზღვევო ბაზრის ფორმირებაში, საკმარისი არ არის მაღალკვალიფიციური კადრები სადაზღვევო სამართლის, აქტუალური გამოთვლების და სადაზღვევო აუდიტის სპეციალობებში;

  • ქართულ სამეცნიერო ლიტერატურასა და შესაბამისად, პრაქტიკულ ეკონომიკაში არ არსებობს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის შეფასების ერთიანი მიდგომა, რითაც განისაზღვრებოდა ფინანსური მდგრადობისა და გადახდისუნარიანობის რიგი განუსაზღვრელი მაჩვენებლები. მთლიანად გადასახალისებელია და სადაზღვევო საქმიანობასთან შესაბამისობაში მოსაყვანია ბუღალტრული აღრიცხვა;

  • ერთ-ერთ ძირითად პრობლემას, რომელიც ხელს უშლის სადაზღვევო ბაზრისა და თვით ქვეყნის საფინანსო ბაზრის ჩამოყალიბებას, წარმოადგენს სადაზღვევო მარკეტინგისა და დაგეგმვის სისტემის არასრულყოფილება, ან სრული არარსებობა.

რამდენადაც გეგმიანი ეკონომიკის პრინციპები არ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, ხოლო, დაგეგმვის სისტემის მიმართ ახალი მიდგომები თითქმის გამოკვლეული არ არის, სადაზღვევო საქმიანობის დაგეგმვის საკითხები მოცემულ მომენტში მეტად აქტუალურად გვეჩვენება.

ამრიგად, აღნიშნული გარემოებები, ერთიანობაში აღებული, ვერ უზრუნველყოფს დამზღვევებისათვის საიმედო სადაზღვევო დაცვის მინიჭებას, განაპირობებს სადაზღვევო პრემიების უცხოეთში გატანას, ეროვნულ სადაზღვევო ბაზას მეტ-ნაკლებად ვერ უქმნის შესაფერის პირობებს ინტენსიური განვითარებისათვის, როგორც კომპანიების სიმძლავრის თვალსაზრისით, ასევე სადაზღვევო ოპერაციების განხორციელების გამოცდილების თვალსაზრისითაც. ყოველივე ამის გამო შეიძლება დავასკვნათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო ბაზარი და, შესაბამისად, საფინანსო ბაზარი სრულყოფილად არ პასუხობს მასზე წაყენებულ მოთხოვნებს და გარკვეული შეფერხებებით ვითარდება.

ხათუნა შალამბერიძე,
აკაკი წერეთლის სახელობის
უნივერსიტეტის ასოც.

პროფესორი

АНОТАЦИЯ
СТРАХОВАНИЕ В СИСТЕМЕ ФИНАНСОВОГО РЫНКА
Хатуна Шаламберидзе, ас. проф. ГУАЦ

Для Формирования финансового рынка страны и далнейшего его развития важнейщая роль принадлежит становлению и совершенствованию самого страхового рынка.

Страховой рынок Грузии потерпел серёзный сдвиги. Это касается демонолизации страхового рынка и Формирования страховых организации, что положитнльно повлияло на восстановление новых типов страховой защиты, спосовствовало росту страховых ресурсов и бюджетных доходов, осуществлёнею концентрации определённых денежних суммн, росту роли финансового рынка в целом.

Несмотря на определённый прогресс в встраховой сфере, пока ещё сушествует ряд нерешенних проблем, которие мешают дальнейшему развитию страхования и, соответственно, обеспечению

9.2 ფინანსური პოლიტიკის რეგიონული ორიენტირები

▲back to top


0x01 graphic

ელისო გველესიანი,
ქუთაისის . წერეთლის სახ.

უნივერსიტეტის აკადემიური
დოქტორის ხარისხის მაძიებელი

როგორც წესი, ფინანსური პოლიტიკა ცენტრალიზებულია ყველა სახელმწიფოში, მაგრამ რეგიონების თავისებურებებიდან გამომდინარე, იგი მაინც განიცდის ტერიტორიულ ტრანსფორმაციას და, გამომდინარე აქედან, შეიძლება საუბარი რეგიონულ ფინანსურ პოლიტიკაზე.

თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში რეგიონული ფინანსების მრავალი სინონიმი გამოიყენება. მაგალითად, შინაარსობრივად ერთნაირი დატვირთვით გამოიყენება კატეგორიები: „ტერიტორიული ფინანსები“, „რეგიონული ფინანსები“, „ადგილობრივი ფინანსები“, „მუნიციპალური ფინანსები“. ამ კატეგორიებისათვის ყველაზე ზოგადი და საერთოა რეგიონის ცნება, რომელიც გულისხმობს სივრცობრივ შემოსაზღვრულობას ტერიტორიული იერარქიის სხვადასხვა საფეხურებზე. რეგიონის კატეგორია ხშირად გეოგრაფიულ, პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა განფენილობითაც გამოიყენება. რაც შეეხება ფინანსური კუთხით რეგიონალიზაციას, მისი ძირითადი კრიტერიუმია ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა. ამ მხრივ გამონაკლისიც არსებობს. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციაში, სხვა ორგანულ და სახელმწიფო კანონებში „რეგიონის“ კატეგორია საერთოდ არ მოიხსენიება, მაგრამ მთავრობის სტრუქტურაში არსებობს რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, უფრო მეტიც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ასიგნებების გამოყოფა ხდება რეგიონულ პროექტებზე და პროგრამებზე. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის საკანონმდებლო სისტემის ნაკლოვანი მხარეა, მაგრამ რეგიონალიზაცია იმდენად მნიშვნელოვანი და ობიექტური პროცესია, რომ მას პრაქტიკა მაინც გვერდს ვერ აუვლის. თავიდანვე კონსტიტუციის გვერდის ავლით მოხდა საქართველოს ტერიტორიული დაყოფა მხარეებად, რაც განპირობებული იყო ცენტრიდანული მართვის განმტკიცების იდეოლოგიით, თუმცა მას შემდეგ, რაც რწმუნებულის ინსტიტუტს ჩაენაცვლა რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი, ტერიტორიების მხარეებად კლასიფიკაცია გაუქმდა. ამავე დროს ძალაში რჩება მხარეების ტერიტორიული შემოსაზღვრულობის ადრინდელი მოდელი, რომლის თანახმად ყოფილი მხარეები ამჟამად ყველა მასში შემავალი მუნიციპალიტეტების (ყოფილი რაიონების) ერთობლიობად მოიხსენიებიან.

დღევანდელი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეალობიდან, რეგიონული ფინანსების კატეგორიის ქვეშ უნდა იქნას გაგებული იმ ფინანსური სახსრების კონსოლიდირებული ერთობლიობა, რომლის ფორმირებას უზრუნველყოფენ მუნიციპალური (ადგილობრივი) ტერიტორიული ერთეულები. მაგალითად, გურიის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) ტერიტორიებზე ფორმირებული საკუთარი და მოზიდული ფინანსების ერთობლიობა უნდა იქნეს მიჩნეული რეგიონულ ფინანსებად. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფინანსური რესურსების მთლიან ჯამს, მას შეიძლება ეწოდოს ადგილობრივი, ან მუნიციპალური ფინანსები. ამრიგად, რეგიონული ფინანსები თავისი ბუნებით მრავალელემენტიანი კატეგორიაა და მოიცავს ადგილობრივ ბიუჯეტებს, ადგილობრივი დანიშნულების სპეციალურ ფონდებს, მათ შორის, საბიუჯეტოს და არასაბიუჯეტოს, აგრეთვე ტერიტორიული ერთეულის მართვის ორგანოების საკუთრებაში ან განკარგვაში არსებული საწარმოების ფინანსებს.

რეგიონული ფინანსების ფორმირების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს კანონები საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“, „ადგილობრივი მოსაკრებლებების შესახებ და სხვა კანონები, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები.

წამყვანი ადგილი რეგიონული ფინანსების ფორმირებაში განეკუთვნება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს, რომლის შედგენის, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, შესრულების, კონტროლის, ზედამხედველობის, ანგარიშგებისა და შეფასების წესი საქართველოს კანონმდებლობით თანდათანობით სრულყოფილი და პრაქტიკის მოთხოვნის შესაბამისი ხდება, თუმცა სრულყოფის მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

მოქმედი კანონმდებლობით ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტი, რომელიც რეგიონული ფინანსების მთავარი ელემენტია, დამოუკიდებელია როგორც სხვა ადგილობრივი ბიუჯეტის, ასევე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისაგან. ამასთან, დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მათი ქვეყნის ერთიანი საბიუჯეტო სისტემისაგან იზოლირებას, ავტონომიურობას. პირიქით, ადგილობრივი ბიუჯეტები ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობა ნიშნავს ტერიტორიული ორგანოების ექსკლუზიურ უფლებათა განსახორციელებლად საბიუჯეტო სახსრების დამოუკიდებლად, ზემდგომი ხელისუფლების ორგანოებთან შეთანხმების გარეშე ხარჯვას.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიული ორგანოს ბიუჯეტმა მთლიანად უზრუნველყოს ფულად სახსრებზე ადგილობრივი მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება. გამომდინარე აქედან, ქვეყნის ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლება ვალდებულია ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს რეგიონებს მათ წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასარეგულირებლად. ამასთან, რაც უფრო ცენტრალიზებულია საბიუჯეტო პოლიტიკა, მით დაბალია რეგიონული ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები. საბიუჯეტო პოლიტიკის ცენტრალიზაციის ხარისხი კი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე, რაც ნიშნავს იმას. რომ რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა მთლიანად ქვეყანაში, მით უფრო ლიბერალურია საბიუჯეტო პოლიტიკა და მით მეტი საკუთარი შემოსავლები გააჩნიათ რეგიონულ ბიუჯეტებს.

რეგიონული ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ფორმირების მთავარი წყაროა გადასახადები. საქართველოში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულების სტრუქტურა შედგება ფულადი სახსრების შემდეგი ერთობლიობისაგან: შემოსავლები (გადასახადები, გრანტები, სხვა შემოსავლები); არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები); ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები ნაშთის გამოყენების გარდა); ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონულ ბიუჯეტში ძალიან დაბალია საგადასახადო შემოსავლების დონე. როგორც ცნობილია, რეგიონული საგადასახადო შემოსავლების ფორმირებაში მონაწილეობენ საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ადგილობრივი გადასახადები. აქედან ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი 2007 წლის საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურაში მოდიოდა საშემოსავლო გადასახადზე (დაახლოებით 53-55 %25), მცირე ნაწილი მოგების გადასახადზე (3-4 %25), ხოლო ადგილობრივ გადასახადზე 16-18 %25. 2008 წელს საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა რადიკალურად შეიცვალა. წინასწარი გაანგარიშებით საბიუჯეტო შემოსულობებში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა მხოლოდ 218 მლნ ლარი, რაც მის 15 პროცენტს შეადგენს (2007 წელს იგი დაახლოებით 53 პროცენტს შეადგენდა). საგადასახადო შემოსავლების ასეთი შემცირება გამოწვეულია იმით, რომ 2008 წელს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადიდან შემოსავლებმა მთლიანად გადაინაცვლა სახელმწიფო ბიუჯეტში. შედეგად ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდა რეგიონული ბიუჯეტების შემოსავლები საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან და საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურაში მექანიკურად გაიზარდა ადგილობრივი გადასახადების წილი (60 %25-ზე მეტი), თუმცა, რაოდენობრივად იგი უმნიშვნელოდ აღემატებოდა 100 მლნ ლარს.

რეგიონული ბიუჯეტების შემოსულობებში ძალიან მცირეა ადგილობრივი მოსაკრებლების ხვედრითი წილი: 2007 წელს იგი შეადგენდა მთელი შემოსულობების 4,8 პროცენტს (დაახლოებით 55 მლნ ლარს), ხოლო 2008 წელს შემცირდა 4,1 პროცენტამდე (53 მლნ ლარი).

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტის სხვადასხვა დონეებს შორის განაწილების პოლიტიკა, რომელიც ტარდება ამ უკანასკნელ წლებში, ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივ ბიუჯეტებს საკუთარი ფინანსური რესურსებით, რის გამოც ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები მეტწილად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი.

რეგიონული ბიუჯეტების შემოსულობების მეორე მნიშვნელოვანი წყაროა გრანტები, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და უცხოეთის დონორი ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტებზე გაცემული გრანტების, იგივე ტრანსფერების მოცულობა უკანასკნელ წლებში მაღალი ტემპებით იზრდება. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, ადგილობრივ ბიუჯეტებზე გაიცემა 3 სახის ტრანსფერი: გამოთანაბრებითი ტრანსფერი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს გადაეცემა ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად. მისი გაანგარიშება ხდება სპეციალური ფორმულით. ამ თანხის გამოყენების მიმართულებას დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; მიზნობრივი ტრანსფერი, რომელიც ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტში იმ დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, რომლის რეალიზაცია მას დაეკისრება ცენტრალური ხელისუფლებისგან; სპეციალური ტრანსფერი, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ განკუთვნილ თანხას. სპეციალური ტრანსფერი რეგიონებს შეიძლება გამოეყოთ, აგრეთვე სხვა სახის გადასახდელების დასაფინანსებლად.

ტრანსფერების სახეებს შორის თავისი შინაარსით და მოცულობით ყველაზე მნიშვნელოვანია გამოთანაბრებითი ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ყოველწლიურად გამოყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეული ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტისათვის. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია დამუშავების პროცესშია. მისი ფორმულის პირველი ვარიანტი შემუშავდა 2006 წელს. შემდეგ იგი ნაწილობრივ შეიცვალა 2007 წელს, ხოლო 2008 წელს განიცადა რადიკალური ტრანსფორმაცია და შედარებით სრულყოფილად ასახავს საბიუჯეტო შემოსავლების გამოთანაბრების პროცესებს. გამოთანაბრებითი ფორმულის საშუალებით ტრანსფერის გაანგარიშების პროცესი მრავალეტაპიანია. პირველ ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი. მეორე ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომლებიც მიიღება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციების მიხედვით. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსავლები აღემატება ამავე ბიუჯეტის ხარჯებს და არაფინანსური აქტივების ზრდას, არ გამოეყოფა გამოთანაბრებითი ტრანსფერი. გაანგარიშების შემდგომ ეტაპზე გამოითვლება თითოეული თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა, რომელიც მიიღება ამ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებს, არაფინანსური აქტივების ზრდასა და შემოსავლებს (გრანტებს გარდა) შორის სხვაობის გამრავლებით მხარდაჭერის კოეფიციენტზე. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების ოდენობები გაიანგარიშება რეგრესიული ანალიზის მეშვეობით, რომლისთვის გამოიყენება შემდეგი სტატისტიკური ინფორმაცია: მოსახლეობის რიცხოვნობა; 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების რიცხოვნობა; ტერიტორიის ფართობი; 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა; ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე და ა.შ.

რეგიონული ფინანსური პოლიტიკის ერთ-ერთი თავისებურება უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არის სახელმწიფო ბიუჯეტში რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის შექმნა, რომლის დანიშნულება რეგიონებში სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებაა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ფონდისათვის 2008 წელს გამოიყო 339,1 მლნ ლარი, ფაქტობრივად რეგიონებში გადაირიცხა 336,9 მლნ ლარი.

საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონებზე ფინანსური დახმარების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (48,9 მლნ ლარით), თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოსალოდნელია 2008 წლის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის გადაწყვეტილებით საქართველოსთვის 4,5 მლრდ დოლარის მოცულობის დახმარების გაწევა, რეგიონებისათვის ფინანსური მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება.

2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის 543,6 მლნ ლარის ფინანსური დახმარების გაწევა. დიდი მოცულობის ასიგნება გამოეყო რეგიონებს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის ფარგლებში. ამ ფონდის მოცულობა განისაზღვრა 123,0 მლნ ლარით.

გარდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა, რეგიონებს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უწევენ სხვადასხვა უცხოური საერთაშორისო ფონდები და დონორი ქვეყნები. 2009 წელს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებები 334,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც 3,3-ჯერ აღემატება 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯება 166,1 მლნ ლარი. აღნიშნული თანხა ძირითადად მოხმარდება საირიგაციო და სადრენაჟო სამუშაოებს, წყალმომარაგების და განახლებადი ენერგიის განვითარების პროექტებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია-მშენებლობას, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სამთავრობო სტრუქტურები - სამინისტროები და უწყებები. მაგალითად, 2009 წელს საავტომობილო გზების მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის გამოყოფილია 521,1 მლნ ლარი (ამ თანხიდან გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის: კახეთში დაიხარჯება 48,5 მლნ ლარი; სამცხე-ჯავახეთში - 84,1; ქვემო ქართლში - 51,1; შიდა ქართლში - 202,8; მცხეთა-მთიანეთში - 19,1; იმერეთში - 36,7; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13,7; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27,3; გურიაში - 7,8; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 7,9 მლნ ლარი).

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან რეგიონებში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება 13,0 მლნ ლარი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას სოფლებისათვის - 22,4 მლნ ლარი, სოფლის განვითარების პროექტს - 16,5 მლნ ლარი. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გათვალისწინებულია მდინარეთა ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 9,5 მლნ ლარის გამოყოფა, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხაზით ბუნებრივი გაზის სექტორში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაიხარჯება 15.0 მლნ ლარი.

ანალიზიდან ჩანს, რომ რეგიონების ფინანსების ფორმირებაში სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ცენტრალური ხელისუფლების ფინანსური დახმარება და შესაბამისად მცირდება საკუთარი სახსრების მოცულობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომადგილობრივი თვითმმართველობის შესახებევროპის ქარტიის მიერ საყოველთაოდ აღიარებული დეცენტრალიზაციის პრინციპის რეალიზაცია საქართველოში ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილია მთელი რიგი ნოვატორული ღონისძიებების გატარება. კერძოდ, უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ორგანოების როლი საბიუჯეტო პროცესის რეალიზაციაში. ამ კუთხით საჭიროა შემცირდეს მათი დამოკიდებულება ფინანსთა სამინისტროზე იმ ასპექტში, რომ მისგან დამოუკიდებლად განსაზღვრონ საბიუჯეტო შემოსულობები და ხარჯები. გადასახედია შემოსულობების სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის განაწილების მოქმედი პრაქტიკა. განსაკუთრებით ეს ეხება საშემოსავლო გადასახადს, რომლის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიკუთვნება უსამართლობაა და ამუხრუჭებს ადგილობრივი ორგანოების ფისკალურ ინიციატივას. ამ მიზნით მიზანშეწონილია, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის მსგავსად, საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტებს, უარეს შემთხვევაში მისი 80 პროცენტი მაინც მიეკუთვნოს მათ. უნდა გაძლიერდეს მუშაობა ადგილობრივი ფინანსური სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მხრივ, რათა მათი პროფესიული მომზადების დაბალი დონე არ გახდეს საფუძველი ფინანსური რესურსების ცენტრალიზაციის. ამავე დროს საჭიროდ მიმაჩნია ტრანსფერების განაწილების პოლიტიკის სრულყოფა იმ მიმართულებით, რომ სუსტად განვითარებული და დეპრესიული რეგიონებისათვის მხარდაჭერის კოეფიციენტი უფრო მაღალი დაწესდეს, ვიდრე შედარებით განვითარებული რეგიონებისათვის.

რეგიონული ფინანსური პოლიტიკის სრულყოფა უნდა გახდეს ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება, რათა გაიზარდოს თვითმმართველობის ინსტიტუტის ფინანსური დამოუკიდებლობა და ადგილობრივ ორგანოებს მიეცეთ საშუალება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტურად გადაჭრან პრიორიტეტული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.

АНОТАЦИЯ
РЕГИОНАЛЬНЫЕ ОРИЕНТИРЫ ФИНАНСОВОЙ ПОЛИТИКИ
Элисо Гвелесиани

В настояшее времия, в условиях становления и развития рыночных отношений, формируется новая региональная финансовая политика, определены подходи к особому развитию экономики социальной инфраструктуры каждого региона Грузии.

Результаты проведеного анализа показыают, что доходы региональных бюджетов не обеспечивают потребности местных социально-экономических структур. В фოрмировании региональных финансов усиливается роль центральной власти, хотя это противоречит обшепринятому принципу децентрализации экономики и приводит к углублению диспропорции социально-экономического развития регионов. В Грузии пока еше не разработана эффективная трансфертная политика, учитиваюшая специфику отстальных и депрессивных регионов. Проводимая на протяжении последных лет реформа налогового и бюджетного законодательства практически не решает проблемы регионального развития. Усилие центральной власти управления путем реализации региональных программ и проектов расширияет финансовую и материальную помошь териториальным единицам, но темне менее оказалась малоэффективным.

В статье предложены рекомендации, позволяюшие органом власти местного самоуправления проводить самостоятельную бюджетную политику в рамках законодательно установленного разграничение полномочий и ответственности между органами власти разных уровней.

9.3 ევროობლიგაციის მიმოქცევის თავისებურებანი მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს

▲back to top


0x01 graphic

ნანა შონია,
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი

0x01 graphic

ეკა დევიძე ,
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი

2008 წლის აპრილში საქართველომ 500მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სადებეტო ევროობლიგაციები განათავსა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ხუთწლიანია და ორი ბანკის JP MORGAN და UBS - ორგანიზაციებით განხორციელდა. მოზიდული თანხების დახარჯვა გაზსაცავის მშენებლობასა და მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების ინვესტირებაზე იყო გამიზნული, თუმცა, მის ემისიამდე ადგილი ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობას, კერძოდ: ეკონომიკის ყოფილი მინისტრი -ნი ვლადიმერ პაპავა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ თავი შეეკავებინათ ევროობლიგაციების გამოშვებისაგან, სანამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ფინანსური კრიზისი არ მოგვარდებოდა. ის ამტკიცებდა, რომ ძალიან რთული და საშიშია 500მლნ. დოლარის ოდენობის სესხის აღება, როცა ჩვენი ქვეყანა სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დგას.

მიუხედავად ამისა, ქართული ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7 აპრილს განთავსდა და მისმა საპროცენტო განაკვეთმა 7,5%25 შეადგინა, რაც ევროობლიგაციების მიმოქცევის ისტორიაში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იყო. იმავე დღეს 23 ქვეყნის 100-მდე ინვესტორმა შეიძინა 1,6 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი, აშშ, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა. იმ პერიოდში საქართველოს მთავრობამ ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასა და მისი მიზნობრიობა შეცვალა, რადგანაც ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე და მიზანშეწონილად ჩათვალეს იგი ხაზინის ანგარიშზე და ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებში განეთავსებინათ, ან მომავლის ფონდში გადაემისამართებინათ.

განვიხილოთ თუ რა არის ევროობლიგაციები და რა თავისებურებები გააჩნია მის მიმოქცევას, რადგანაც ეს ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნისათვის სრულიად ახალია.

არსებობს საერთაშორისო ობლიგაციების რამდენიმე სახე. ესენია: ევროობლიგაციები, უცხოური ობლიგაციები და გლობალური ობლიგაციები.

ევროობლიგაციები (euro-bonds) ეწოდებათ იმ ობლიგაციებს, რომლებიც განთავსებულები არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე საერთაშორისო სინდიკატების მიერ და ნომინირებულები არიან იმ ვალუტაში, რომელიც არ წარმოადგენს ნაციონალურ ვალუტას არც მსესხებლისთვის და არც კრედიტორისათვის.

უცხოური ობლიგაციები (foreign bond) ისეთი ობლიგაციებია, რომლებიც განთავსებულნი არიან შიდა სინდიკატის მიერ ერთი ქვეყნის ბაზარზე და მსესხებლისათვის ვალუტა არის უცხოური, ხოლო კრედიტორისთვის - ნაციონალური.

გლობალური ობლიგაციები სხვადასხვა ქვეყნის ვალუტაში გამოსახული საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ობლიგაციებია, რომლებიც ერთდროულად ბრუნავენ რამდენიმე ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე (Global bonds, ანუ GB).

პირველ ევროობლიგაციურ სესხად ითვლება 1963წ. იტალიური კომპანიის მიერ 15 მლნ. დოლარის ოდენობით ემიტირებული ობლიგაციები, რაც განკუთვნილი იყო ავტოსტრადის დასაფინანსებლად. პირველი გამოშვება შედგებოდა 60000 ობლიგაციისაგან 250 დოლარის ნომინალით. გადასახდელი ფიქსირებული წლიური კუპონის განაკვეთი შეადგენდა 5,5%25-ს. განთავსების წამყვანი მენეჯერი იყო ინგლისური ინვესტიციური ბანკი SG Warburg, მის სინდიკატში შედიოდნენ ინვესტიციური ბანკები: Banque de Brussels, Deutche Bank და ღოტტერდამცჰე Bანკ. ობლიგაციები ბრუნავდნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ამრიგად ევროობლიგაცია ეს არის ობლიგაცია, რომლის ნომინალიც გამოხატულია ისეთ ვალუტაში, რომელიც უცხოურია, როგორც ემიტენტისთვის, ისე ობლიგაციონერისთვისაც.

ევროობლიგაციების ძირითადი უპირატესობებია:

) ბრუნვადობისთვის კარგი პირობები;

) ემიტენტების საიმედოობა;

) გადასახადებიდან თავის არიდების შესაძლებლობა;

) ევროობლიგაციათა მფლობელთა ანონიმურობა.

განასხვავებენ ევრო-ბონდებს და ევრო-ნოტებს. ევრო-ბონდები ეწოდებათ ფასიან ქაღალდებს წარმომდგენზე, რომლებიც სავაჭრო სისტემებში არიან დეპონირებულები დეპოზიტარიებში. ამ უსახელო ფასიან ქაღალდებს განათავსებენ ძირითადად განვითარებად ქვეყნებში. მათ მიღმა არ არის საჭირო უზრუნველყოფის რეზერვირება, რამაც გაადვილა მათი გამოშვება ემიტენტებისთვის.

ევრონოტები წარმოადგენენ სახელობით ფასიან ქაღალდებს, მათი ემიტირება ხდება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ევრობონდებისაგან განსხვავებით, ევრონოტების გამოშვება ითვალისწინებს უზრუნველყოფის შექმნას.

ევროობლიგაციათა გამოშვების ფორმები მრავალფეროვანია, ესენია: მცურავი და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით: ნულოვანი კუპონით; სხვა ობლიგაციებში კონვერსიის უფლებით, ორმაგი სავალუტო დენომინაციით (ანუ, როცა ნომინალი გამოხატულია ერთ ვალუტაში და საპროცენტო გადასახდელები ხორციელდება მეორეში).

მიმდინარეობს საფონდო ბაზრების თანდათანობითი ინტეგრაციის პროცესი ერთ მსოფლიო საფონდო ბაზრად, ეს პროცესი შლის მკვეთრ განსხვავებებს ფასიანი ქაღალდების სახეებს შორის, თუმცა, სპეციფიური ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს.

ევრობონდებისგან განსხვავებით გლობალურ ობლიგაციებზე დღემდე ნაკლებად გვსმენია პოსტსაბჭოთა სივრცეში. გლობალური ობლიგაციების მთავარი მახასიათებელი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მიმოიქცევიან რამდენიმე ბაზარზე და რთულია ანგარიშსწორების პროცესი. საერთაშორისო ბაზრის ტრადიციული ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, რომელთაც ახასიათებთ თავიანთი საბაზრო ინფრასტრუქტურა ვაჭრობისა და ანგარიშსწორებისთვის, გლობალურ ობლიგაციებს ასეთი ინფრასტრუქტურები არ გააჩნიათ. მათტრეიდერები იყენებენ და ვაჭრობის პროცესი დაკავშირებულია რიგ პრობლემებთან, რომელთა შორისაც გამოყოფენ შემდეგს:

) სავაჭრო და დეპოზიტური სისტემის მომხმარებლებს შორის ანგარიშსწორების პროცესში ტექნიკური სირთულეების არსებობა;

) ამ დროში არსებული ინტერვალები, რაც გამოწვეულია კლირინგული სისტემის სხვადასხვა საათობრივ სარტყელებში მდებარეობით;

) ანგარიშსწორებათა დარეგულირების პროცედურებში არსებული განსხვავებები;

) გლობალური ობლიგაციებით ვაჭრობა რამდენიმე ვალუტაში.

თითოეულ საანგარიშსწორებო საკლირინგო ცენტრში ეს პრობლემები წყდება განსხვავებულად.

ევროობლიგაციების ბაზარზე გამიჯნულია სავაჭრო და საანგარიშსწორებო ფუნქციები. ვაჭრობის ძირითად ცენტრად იქცა ლონდონის საფონდო ბირჟა, ხოლო მეორე სავაჭრო ცენტრია ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა. ევროობლიგაციების ბაზარზე შუამავლების ორი ტიპი არსებობს. მათი საშუალებით ხორციელდება ყიდვა-გაყიდვის პროცესი. ესენია: ბროკერები და მარკეტმეიკერები, ბროკერების ძირითადი ფუნქციაა გარიგებების  წარმოება ისეთ დაკვეთაზე, როგორიცაა: პორტფელის ფორმირება ან ფასიანი ქაღალდების მსხვილი ლოტის შესყიდვა. ისინი იშვიათად ეწევიან საცალო ვაჭრობას.

მარკეტმეიკერები ახდენენ ფასიან ქაღალდების ორმხრივ კოტირებას, რითაც უზრუნველყოფენ ბაზრის სტაბილურობას. ისინი ასრულებენ ერთგვარი საფონდო მაღაზიების როლს, მარკეტმეიკერები ბროკერებისგან განსხვავებით საკომისიოს არ იღებენ. შემოსავალი იქმნება შესყიდვისა და გაყიდვების შედეგად წარმოქმნილი ფასთა სხვაობიდან, ფასების კოტირება წარმოებს პროცენტებში ნომინალთან მიმართებით, ანუ მხედველობაში არ მიიღება დაგროვილი საკუპონე შემოსავალი. ტიპიური მარჟა (ფასთა სხვაობა ყიდვა-გაყიდვის შედეგად), მერყეობს 0,5%25-ის ირგვლივ. ამასთან მარჟის მინიმალური სიდიდე, ანუ 0,125%25 ჩაიდება მაშინვე, ემისიის დამთავრებისთანავე, დაფარვის ვადის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ევროობლიგაციები ვრცელდება ინვესტორთა ფართო წრეში, მარჟა იზრდება. თუ ობლიგაცია გამოშვებულია მცურავი განაკვეთით, მაშინ მარჟა ჩვეულებრივზე დაბალია. ევროობლიგაციათა ტიპიური ლოტი შეადგენს 100 ქაღალდს, გარიგების გაფორმების შემდეგ ის რეგისტრირდება და ევროობლიგაციებთან დაკავშირებული მოქმედება გადაინაცვლებს საკლირინგო ცენტრში.

ევროობლიგაციებზე გარიგებების დადება ხორციელდება ორ დეპოზიტარულ-კლირინგულ ცენტრში: Euroclear და Codel Euroelear-მ დაიწყო თავისი საქმიანობა 1968წ. როგორც Morgan Guaranty Trust Company-ის ქალიშვილმა კომპანიამ ბრიუსელში. იგი თავდაპირველად ემსახურებოდა 50 მონაწილეს. Euroelear-ის ერთადერთი კონკურენტია კომპანია Cedel-ი, რომელიც დაარსებულია 1970წ. 25 ქვეყნის 71 ბანკის მიერ და შტაბ-ბინა აქვს ლუქსემბურგში. ორივე ამ სისტემამ ერთმანეთთან ანგარიშსწორების მექანიზმი 1971 წელს შექმნეს, რომელიც 1981 წელს მთლიანად იქნა კომპიუტერიზირებული, ხოლო 1993 წლიდან მოდერნიზირებული. ამ ორმა ორგანიზაციამ საერთაშორისო საფონდო ბაზრების ასოციაციის მონაწილეებთან ერთად შექმნეს და იყენებენ დადასტურებისა და შედარების სისტემას, რაც საშუალებას იძლევა შედარების პროცედურის ჩატარებას გარიგების შესრულების დღესვე. კლირინგული სახლები ემსახურებიან ფასიანი ქაღალდების შენახვის პროცესს ბანკების ქსელის მეშვეობით, რომლებიც გამოდიან დეპოზიტარების როლში.

Euroclear-ის სისტემაში ყველა ფასიანი ქაღალდი ექვემდებარება ღია შენახვას, ანუ თითოეული მონაწილის სახელზე არსებობს ჩანაწერი მხოლოდ ფასიანი ქაღალდების საერთო რაოდენობის შესახებ და არ ხდება ინდიკაცია (მითითება) მათ სერიასა და ნომერზე.Cedel-ის სისტემაში ფასიანი ქაღალდები ექვემდებარებიან შენახვას როგორც ღია, ისე დახურული წესით, კლირინგული სისტემები თავიანთ თავზე იღებენ მონაწილეებისთვის ფასიან ქაღალდების მიუწოდებლობასთან დაკავშირებულ რისკს და ასევე იღებენ პასუხისმგებლობას მათ წარდგენასა და განაღდებაზე. საკლირინგო სახლების ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ფასიანი ქაღალდების 6 თვის ვადით სესხად გაცემის პროცედურას სისტემის იმ მონაწილეთა ხარჯზე, რომლებიც თანახმანი არიან გამოვიდნენ კრედიტორების როლში, ამასთან, მსესხებელმა და კრედიტორმა ფაქტიურად არაფერი არ იციან ერთმანეთის შესახებ, ანგარიშსწორების პროცესი წარმოებს კლირინგული სახლების მეშვეობით, რომლებიც ასრულებენ კონტრაგენტის როლს თითოეულ გარიგებაში. აღნიშნული კლირინგული სისტემების საშუალებებით წარმოებს ანგარიშსწორების ოპერაციები სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით: როგორც სახელობითით, ისე წარმომდგენზე -ევროობლიგაციებით, ჩვეულებრივი ნაციონალური სახელმწიფო და კერძო ობლიგაციებით, ევრონოტებით, კომერციული ქაღალდებით, საბანკო აქცეპტებით, აქციებით, დეპოზიტური სერთიფიკატებით, ვარანტებით (სულ დაახლოებით 30 სახის ვალუტაში).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული ევროობლიგაციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება წარმატებულად განხორციელდა, UBS-ის მონაცემებით, მოთხოვნამ სამჯერ გადააჭარბა წინადადებას. ამის მიზეზად დასახელდა ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური რეფორმა, წარმატებული საკრედიტო ისტორია და ის ვითარება, რომ ევროობლიგაციები გათვალისწინებული იქნება მომავალში SPMORGAN EMBI-ს ინდექსის გათვლისას.

იყო თუ არა ევროობლიგაციების ემისია მიზანშეწონილი საქართველოსთვის, როცა იმ დროს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტს, როცა მსოფლიო ფინანსური კრიზისს ვარაუდობდნენ საერთაშორისო ექსპერტები? ამაზე დღეს აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და იმასაც, რომ, რაც არ უნდა გვინდოდეს გლობალიზაციის მორევში აღმოვჩნდით. რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ღია ეკონომიკაში ჩართვას, შეიძლება ითქვას საგანგაშო არ უნდა იყოს, ბოლოსდაბოლოს საქართველოში ხომ უნდა განვითარდეს ფინანსური ბაზრები, რომელიც აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე. ფინანსური ბაზრების განვითარებას კი სწორედ ფინანსური ინსტრუმენტების მრავალფეროვნება და მიმზიდველობა განაპირობებს. როგორც აღვნიშნეთ ევროობლიგაცია არის სასესხო ვალდებულება, რომლის განთავსებაც ხდება მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე, მართალია სესხია, რომელზედც პროცენტი უნდა გადავიხადოთ, მაგრამ ეს სესხი უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკის ისეთი სექტორების დასაფინანსებლად, რომ მასზე იყოს მოთხოვნა და მეტი სარგებლის მიღება შევძლოთ მომავალში, რათა აღნიშნული სექტორის მიერ ემიტირებული აქციები იყოს მიმზიდველი. აქციები - კი როგორც ვიცით სასესხო ვალდებულებას არ წარმოადგენს.

ევროობლიგაციების ემისიით ჩვენმა ქვეყანამ შეძლო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს საფონდო ბირჟაზე სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, ეს იყო ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც საქართველომ თავისი თავი პირველად 2006 წელს დააფიქსირა, როცა სს საქართველოს ბანკმა აქციები წარადგინა სარეალიზაციოდ ე.წ. ლისტინგის გავლით. ამით ბებერი ევროპის არანაკლებ მხცოვანმა საფონდო ბირჟამ ქართული ეკონომიკა თავის წიაღში მიიღო და მეორედ უკვე ჩვენი ქვეყანა ევროობლიგაციებით წარსდგა. ჩემის აზრით ყველასთვის მისასალმებელია ისეთ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების წარმატებულად რეალიზაცია, როგორიცაა 1698 წელს ჩამოყალიბებული ლონდონის საფონდო ბირჟა.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ნამდვილად განიცდის ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების დეფიციტს და რაც წარდგენილია სარეალიზაციოდ იმაზეც მოთხოვნა არ არის. აქციებზე მოთხოვნას კი განაპირობებს მისი ემიტენტის ფინანსური მაჩვენებლები, რითაც ჩვენ ვერ დავიტრაბახებთ, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორი არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ მათ აქციებზე მოთხოვნა არსებობდეს. სახელმწიფო კი ვალდებულია რეალური ნაბიჯები გადადგას აღნიშნული სექტორის ასამოქმედებლად. მათ შორის ერთ-ერთი იყო ევროობლიგაციების ემისია და მისი რეალიზაცია, რაც ხელს უწყობს საფინანსო ბაზრის განვითარებას, კერძოდ ის ჩვენი ქვეყნის საფონდო ბირჟის ამუშავების საფუძველი უნდა გახდეს, სადაც უფრო ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი ღია სააქციო საზოგადოებები და უნდა კოტირებდნენ გაცილებ ით გამართულად, ღიად და ინტენსიურად, ვიდრე ახლა (ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში, დაძაბულობა საკუთრებას, ბიზნესსა და გადანაწილებას შორის, რასაც მხოლოდ ძლიერი საფინანსო ბაზარი განაპირობებს).

ANNOTATION
PECULIARITY OF EURO-BOND CIRCULATING DURING
WORLD FINANCIAL CRISIS
Nana Shonia, Assistant Professor of Akaki Tsereteli State University
Eka Devidze , TSU Doctorate of the Faculty of Business Administration

Euro-bond represents one of the types of international securities(bonds), which is set simultaneously on the market of some countries by international syndicates and they are normed in the currency, which doesn't represent the national currency neither for loaners and nor for creditors.

Euro-bond emission possesses the following advantages: Euro-bonds are not rated, namely: eminent is not taxed and the fee paid by the purchaser depends on legislation base of that country the resident the country is.

  • Euro-bond market is not regulated.

  • Euro-bonds give the important advantage to the purchaser as well as to the seller.

  • Interest rate on bonds is lower.

Georgia in April 2008, about 500 million USA dollar debit Euro-bonds opened on London fund exchange that became the subject of discussion/polemics from Georgian population, namely; the reason was the financial crisis of the world faced. However, we do consider that it was necessary for Georgia, as one of the developing countries to be represented on the market of international capital and thus, the noted steps were successfully implemented. 100 investors of 23 countries purchased 1, 6 billion USA dollar Euro-bonds and its interest rate was 7, 55%25, which was lower in comparison of securities(bonds) of other countries.

Accordingly the government/authorities of our country is committed to step concrete steps forward, in order to be involved in the open economy which will procure the development of the financial market of the country. Main already realized, gained assets by Euro-bonds ought to be investigated in the real sector of the economy for increasing the demand of emitted security by them.

10 კრიზისების თეორია

▲back to top


10.1 კრიზისების პოლიტიკური მდგენელი

▲back to top


0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

წინა სტატიაში (ბ. და კ. №1, 2009წ.) ვისაუბრე კრიზისების გამომწვევ მიზეზებზე და აღვწერე მისი წარმოშობისა და მიმდინარეობის მექანიზმი. მოდით, ერთხელ კიდევ რეტროსპექტიულად თვალი გავადევნოთ მთელი ამ პროცესის მიმდინარეობას.

რამდენადაც ბაზარი უფრო ირაციონალურია, ვიდრე რაციონალური, ამდენად საბაზრო ძალებზე არანაკლები მნიშვნელობა (თუ მეტი არა) ადამიანის ქცევის ირაციონალურ მდგენელს გააჩნია, რაშიც უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ფსიქო-ემოციონალურ ქცევებს. ამის გამო ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ეკონომიკის, როგორც ერთიანი მთლიანის რაიმე ცვლილებას იწვევს, ადამიანების მომავლისადმი მოლოდინს ცვლის. თუ მოლოდინი ისეთია, რომ მომხმარებელს მომავლისადმი რწმენას პესიმისტურად განაწყობს, მაშინ ერთობლივი მოთხოვნა მცირდება, რაც ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარცხნივ გადაადგილებას იწვევს. ამას კი შედეგად მოყვება ფასების, წარმოების მოცულობის შემცირება და უმუშევრობის ზრდა. ანუ სახეზე გვაქვს ეკონომიკური კრიზისის უმთავრესი მდგენელის - ფინანსური კრიზისის კლასიკური გამოვლენა, რაც, პირველ რიგში, მასობრივი არგადახდების ზვავისებურ ზრდაში გამოვლინდება.

როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ეკონომიკაზე ზემოქმედების ორი ყველაზე უფრო ქმედითი ბერკეტი გააჩნია. ეს ან მონეტარისტული, ან ფისკალური პოლიტიკის გატარებაა. ცხადია, შესაძლებელია მათი გარკვეული დოზით ერთობლივი კომბინაციის გატარებაც. რეალურ პრაქტიკაში მეტ-ნაკლებად ასეც ხდება.

წარსულის მწარე გაკვეთილებმა და ეკონომიკური თეორიის უფრო სიღრმისეულმა გააზრებამ ქვეყნების ხელისუფლებას ასწავლა, ძირითადად მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით, ფასების შემცირებით გამოწვეული კრიზისის თავიდან აცილება ეკონომიკაში ფულის მასის გაზრდის გზით. თუმცა, კრიზისის თავიდან აცილების ეს გზა თავად წარმოადგენს ფასების ზრდით გამოწვეული ფინანსური კრიზისის უმთავრეს მდგენელს. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ უზარმაზარი „ფინანსური ბუშტის“ გაბერვა-ჩაფუშვის პროცესს. ბუშტის ჩაფუშვა კი ფასების შემცირებით გამოწვეული პროცესია, რომლის თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლება მიმართავს ფასების ყოველწლიური მცირე დოზებით ზრდის პოლიტიკას, ანუ ხდება „ფინანსური ბუშტის“ გაბერვა და შესაბამისად, ადგილი აქვს ფასების ზრდით გამოწვეულ პროცესებს. საბოლოოდ, გარკვეული პირობების ზედდებისას იწყება კრიზისი, რაც იმაში გამოვლინდება, რომ ადგილი აქვს ეკონომიკის ერთი მდგომარეობიდან მეორეში მყისიერ გადასვლას, აქედან გამომდინარე, ყველა თანამდევი შედეგით.

ახლა შევეცადოთ პასუხი გავცეთ ყველა იმ კითხვებს, რომელიც ზემოთ იქნა დასმული. კერძოდ, - შეიძლება თუ არა კრიზისის თავიდან აცილება? თუ შეიძლება, როგორ და, თუ არადა, რატომ? თუ არ შეიძლება და კრიზისი აუცილებლად უნდა მოხდეს, როგორი პერიოდულობით ხასიათდება იგი? საზოგადოდ არის თუ არა კრიზისი პერიოდული? თუ არის, როგორია მისი პერიოდი? თუ არა, ხომ არ იძლევა ეს იმის იმედს, რომ კრიზისები შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა განვიხილოთ ეკონომიკური კრიზისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, ე.წ. პოლიტიკური მდგენელი როგორც წესი, ფინანსური კრიზისი მხოლოდ მაშინ გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში, როდესაც ამ კრიზისის გამომწვევი პოლიტიკური მდგენელი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ანუ თუ ფიგურალურად ვიტყვით, - არსებობს კრიზისში გადაზრდის პოლიტიკური ნება.

ვფიქრობ, ეკონომიკური კრიზისის პოლიტიკური მდგენელის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ე.წ. ნაპოლეონის სინდრომი. ისმება კითხვა:

რაში მდგომარეობს ამ სინდრომის არსი და რა როლს თამაშობს იგი ეკონომიკური კრიზისის პოლიტიკური მდგენელის ჩამოყალიბებაში?

ნაპოლეონის გენია უკვე ორ საუკუნეზე მეტია საყოველთაო გაკვირვებასთან ერთად საყოველთაო აღტაცებასაც იწვევს. ამ პატარა კაპრალმა, როგორც მას ჯარისკაცები სიყვარულით ეძახდნენ, მოახერხა ის, რაც მანამდე ძალიან ცოტამ თუ შეძლო. კორსიკაში დაბადებულმა, რომელმაც ხეირიანად ფრანგულიც კი არ იცოდა, 25 წლის ასაკში გენერლობას მიაღწია, 30 წლის ასაკში საფრანგეთის პირველი კონსული გახდა, ხოლო 33 წლის ასაკში - საფრანგეთის იმპერატორი, რომელიც პრაქტიკულად მთელი ევროპის ბედს (თუ მთელი მსოფლიოსას არა) განაგებდა.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ მისი გენიალობა გახდა მისი დამარცხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი.

ნაპოლეონის სინდრომის არსი ერთპიროვნული მმართველობის იდეაში მდგომარეობს. ნაპოლეონი, რომელიც სახელმწიფოს მართვისა და ომის წარმართვის ხელოვნების უბადლო ოსტატი და რომელმაც, შეიძლება ითქვას, ერთპიროვნული მმართველობის ყველაზე საუკეთესო, ყველაზე პროგრესული სისტემა დანერგა, საბოლოო ჯამში, როგორც ფრანგი მწერალი სტენდალი მიუთითებს, ქვეყნისთვის სასარგებლო და სასიკეთო ბევრი ვერაფერი გააკეთა და რაც გაკეთდა, უდიდესი, და რაც მთავარია, სრულიად გაუმართლებელი მსხვერპლის ფასად.

მუდმივმა წარმატებებმა იმდენად შეცვალა ნაპოლეონის ხასიათი, რომ მას უკვე აღარ შეეძლო განსხვავებული აზრის არა თუ გაგება და გააზრება, არამედ მოსმენაც კი. თანდათანობით, სრულიად უწყინარი შეპასუხებაც კი მის მიერ აღიქმებოდა არა როგორც თავხედობა, არამედ როგორც სიბრიყვე და სისულელე. ალბათ ეს უნდა ყოფილიყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ საკადრო პოლიტიკაში ნაპოლეონი მიზანმიმართულად აკეთებდა აქცენტს იმ ადამიანებზე, რომელთაც თავში, შეიძლება ითქვას, ტორიჩელის სიცარიელე ჰქონდათ. მისი მინისტრები მალე იძულებულები გახდნენ მონური მორჩილებით ეჩვენებინათ თავისი სუზერენისათვის, რომ ისინი მხოლოდ მის აზრებს გამოხატავდნენ. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მართლა ჭკვიანები და განათლებულები იყვნენ და, რომელთაც, რაც მთავარია, საკუთარი აზრი გააჩნდათ, ან დატოვეს თავისი სამსახურები, ან ჩუმჩუმად დასცინოდნენ მას და თავს ისე აჩვენებდნენ, რომ საერთოდ არ ფიქრობდნენ და იყვნენ მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლები.

0x01 graphic

ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი კითხვებიდან უმთავრესი კითხვის პასუხს. რატომ ასრულებდნენ ასეთი მონური მორჩილებით ნაპოლეონის ყველა კაპრიზს მისი მინისტრები და საერთოდ მისი გარემოცვა და, რაც მთავარია, ბოლოს და ბოლოს, რატომ რჩებოდნენ მის სამსახურში?

ტალეირანი, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომელმაც 6-ჯერ უარის შემდეგ მეშვიდედ ათხოვნინა „მადამ“ დე სტალს ამ თანამდებობის მისთვის ბოძების შესახებ, კაცი, რომელმაც „უპრინციპობა პრინციპის დონეზე აიყვანა“ და ერთ-ერთმა პირველმა უღალატა ნაპოლეონს, რადგანაც იგრძნო მისი „მზის ჩასვენების“ მოახლოება, სრულიად უტიფრად აცხადებდა, რომ თავის გადაწყვეტილებებში, იგი ყველგან და ყოველთვის ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობდა.

ვერავინ ვერ მოახდენდა ზეგავლენას ნაპოლეონის გადაწყვეტილებებზე იმ საქმეებში, რომელიც მისთვის გასაგები იყო. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ზუსტი მონაცემების ქონა აუცილებლობას წარმოადგენდა, ნაპოლეონს ატყუებდნენ. ცხადია, ცეცხლთან ასეთი სარისკო თამაში არ შეიძლებოდა ნაპოლეონისათვის დიდხანს დარჩენილიყო შეუმჩნეველი. ადამიანს, რომელსაც პოლიციის შეფად ჟოზეფ ფუშე ჰყავდა და რომელსაც, ამის გარდა, ოთხი სხვადასხვა, ურთიერთ დამოუკიდებელი პოლიციური სტრუქტურები გააჩნდა, რომლებიც მთელს ევროპას და რაც მთავარია, ერთმანეთს უთვალთვალებდნენ, არ შეიძლება არ სცოდნოდა ამის შესახებ. მაშ რატომ არ აკეთებდა არაფერს ამის საწინააღმდეგოდ? სტენდალი ამას ხსნის „გადაჭარბებული სიამაყისა და მცირეოდენი სიზარმაცით“. რაშიც მას ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. უბრალოდ ეს იყო, ეს არის და, მომავალშიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მხრივ ბევრი არაფერი არ შეიცვლება, იმ მონური მორჩილების საზღაური, რასაც ნებისმიერი სუზერენი თავისი ვასალისადმი იჩენს.

აი, ეს არის ბიუროკრატიის მონური მორჩილების მიზეზი. სწორედ ამაში მდგომარეობს ე.წ. „ნაპოლეონის სინდრომის“ არსი. ამ სინდრომით იყო დაავადებული კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ხელისუფალი. ამ სინდრომების სიმპტომატური გამოხატულების კლასიკური მაგალითია მე-20 საუკუნის პრაქტიკულად ყველა ლიდერის ქცევა.

თუ ბიუროკრატია ახერხებდა ნაპოლეონის „გაცურებას“, მაშინ რაღა ვთქვათ სხვა ხელისუფალზე, რომელსაც „პატივმოყვარეობის ჭია ისევე უღიტინებს“, როგორც ეს ნაპოლეონის შემთხვევაში გვქონდა, ხოლო ჭკუა ძალიან შორსა აქვს გენიალურობიდან?

ჩვენი დასკვნა რომ უფრო ნათელი გავხადოთ, კიდევ ერთი პასაჟი დავესესხოთ სტენდალს. ნაპოლეონს ჰყავდა ერთი მინისტრი, ვინმე ბასანის ჰერცოგი, რომლის სახელი და გვარი იყო იუგ-ბერნარ მარე (1763-1839). ისტორიის ანალებში მასზე მხოლოდ ასეთი სიტყვები შემორჩა: - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი და პუბლიცისტი.

0x01 graphic

თავდაპირველად იგი ნაპოლეონის მდივანი იყო, ხოლო შემდეგ საფრანგეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი „უზარმაზარი გავლენით სარგებლობდა მთელს საფრანგეთში და ეს მიუხედავად იმისა, რომ მას არა თუ თავად არ გააჩნდა რაიმე დიადი ჩანაფიქრი, რომლის განხორციელებასაც შეეცდებოდა ქვეყნისა და საკუთარი სახელის სადიდებლად, არამედ არ ესმოდა და ვერ ხედავდა ასეთ რამეს სხვებში“.

თითქოსდა გაუგებარი უნდა იყოს, თუ რაში უნდა დასჭირვებოდა ასეთი სახელმწიფო მდივანი ისეთ გენიალურ პიროვნებას, როგორიც იმპერატორი იყო. ამ კითხვაზე შესანიშნავ პასუხს იძლევა თავად სტენდალი, რაშიც ჩვენ მას აბსოლუტურად ვეთანხმებით.

თანამდებობა, რომელიც ჰერცოგს ეჭირა, მოითხოვდა მისგან დღე და ღამე იმპერატორის გვერდით ყოფნას. ადამიანს, რომელსაც ოდნავ მაინც ღირსების გრძნობა გააჩნდა (რაც, ჩვენი აზრით, პირდაპირ კავშირშია გონიერებასთან - თ. ა.), ვერ გაუძლებდა იმპერატორის მუდმივად ცვალებადი ხასიათისა და მძვინვარე აფეთქებების პერმანენტულ გამოვლინებებს. ჰერცოგი კი უძლებდა, რაც ასე სჭირდებოდა ნაპოლეონს. სამაგიეროდ ჰერცოგის პატივმოყვარეობა იმით კმაყოფილდებოდა, რომ მთელი საფრანგეთის ყველა პრეფექტს იგი ნიშნავდა.

მონური მორჩილების უმაგალითო ნიმუშია ნაპოლეონის ერთ-ერთი უმამაცესი გენერლის სიტყვები, რომელიც მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ იმპერატორის მიერ გაწნული სილა მისთვის, არის არა პატივის აყრა, არამედ საფრანგეთის პირველი პირის მიერ უკმაყოფილების გამოხატვის ფორმა. როგორც იტყვიან კომენტარები ზედმეტია.

ყველაფერი ეს იმისთვის დამჭირდა, რომ მეჩვენებინა ხელისუფლების დაკომპლექტების გუნდური პრინციპის მთელი უსახურობა და უფრო მეტიც, მისი ანტიდემოკრატიულობა.

სამწუხაროდ, როგორც წესი, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ხელისუფლების დაკომპლექტება გუნდური პრინციპით ხდება, რაც თავისთავად არადემოკრატიულია. მეტიც, იგი ანტიდემოკრატიულია. ამის მიუხედავად ხელისუფლების გუნდური პრინციპით დაკომპლექტების გამართლება იმ მოტივით ხდება, რომ ის ვინც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მასვე უნდა ჰქონდეს მთავრობის (და არა მხოლოდ მთავრობის, არამედ პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს) დაკომპლექტების უფლება. რას ვღებულობთ შედეგად? შედეგად იმას ვღებულობთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ: მონური მორჩილება, რომლის გარეგნული მომხიბვლელობის საბურველქვეშ ქვეყნის ინტერესები ითელება.

რა ხდება რეალურ პრაქტიკაში. თუ უმაღლესი ხელისუფალი მართლაც ჭკვიანია, რისი ალბათობაც არც თუ ისე მაღალია და ეს არცთუ ისე მაღალი ალბათობა ქვეყნიდან ქვეყანამდე მხოლოდ უარესობისაკენ იცვლება, მაშინ დემოკრატიის საჭიროება არ არის და მისი გუნდის წევრებს მხოლოდ კარგი შემსრულებლობა მოეთხოვებათ, რისი საუკეთესო მაგალითიც ნაპოლეონ ბონაპარტეს გუნდი გახლავთ, ხოლო უახლოესი წარსულიდან, - იოსებ სტალინის გუნდი.

თუ უმაღლესი ხელისუფალი ჩვეულებრივი, ორდინალური ჭკუისაა, მაშინ თუ მას იმდენი ჭკუა მაინც აქვს, რომ ჭკვიანი ხალხი შემოიკრიბოს გარშემო, რისი ალბათობაც ძალზე ცოტაა, მაშინ ქვეყანას შეიძლება ითქვას, გაუმართლა; მაგრამ თუ მას ჰგონია, რომ ის ჭკვიანია და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს, მაშინ მისი გუდის წევრები კორუფციის ჭაობში იფლობიან და, თუ ეს დიდ ქვეყანაში ხდება, მაშინ იწყება მსოფლიო საფინანსო კრიზისების პროვოცირება, ხოლო თუ ეს პატარა ქვეყნებში ხდება, - მაშინ, უფრო პოლიტიკურ კრიზისს აქვს ადგილი, შესაძლოა მსოფლიო მასშტაბისაც.

ჩვენ ახლა მივედით იმ უმთავრესთან, რისთვისაც საერთოდ დავიწყე ჩემი ანალიზი. თუ ზესახელმწიფოს ხელისუფალი ერთი რიგითი გონებრივი შესაძლებლობების მქონე პიროვნებაა, მაშინ ფინანსური კრიზისის ეკონომიკურ კრიზისში გადაზრდის ალბათობა იზრდება, რამდენადაც ეს უკვე მთლიანადაა დამოკიდებული ეკონომიკური კრიზისის პოლიტიკურ მდგენელზე. ანუ, არსებობენ თუ არა ის ძალები, არსებობს თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ ფასების უსაშველო, ხშირ შემთხვევაში სპეკულაციური ზრდით გამოწვეული ფინანსური ბუშტი გასკდეს, რის შედეგადაც, ერთმა მუჭა, ქიმერასავით უჩინარმა, გაურკვეველი წარმომავლობის, კლანურ პრინციპზე დაფუძნებულმა კასტამ, ამაზე ხელი მოითბოს, მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უსახურ ხელმძღვანელს დაეკისროს, ხოლო კრიზისით გამოწვეული მთელი ნეგატივი მთელი მსოფლიოს ხალხების კისერზე გადავიდეს.

აი, ეს გახლავთ კრიზისების თეორიის მთელი ანატომია. ახლა კი ჩვენს მიერ ზემოთ დასმულ კითხვებს დავუბრუნდეთ:

პირველი შეკითხვა ასეთია: შეიძლება თუ არა კრიზისის თავიდან აცილება?

ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: - კრიზისის თავიდან აცილება შეიძლება, თუ კრიზისების პოლიტიკური მდგენელის მართვა იქნება შესაძლებელი. ეს რომ მოხდეს, ამისათვის,

- პირველი: უარი უნდა ითქვას ხელისუფლების დაკომპლექტების გუნდურ პრინციპზე;

- მეორე: უნდა არსებობდეს უმაღლეს სახელისუფლო ორგანოებში ასარჩევი კანდიდატების შერჩევის უზადო სისტემა;

- მესამე: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება მიაღწიოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მეტ ტრანსპარანტულობას.

აქედან გამომდინარე, რამდენადაც უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ერთი დასახელებული პირობა უახლოეს მომავალში, არ შესრულდება, (აღარაფერს ვამბობთ ჩამოთვლილი პირობების ერთდროულად შესრულების აუცილებლობაზე), რეალურად კრიზისის თავიდან აცილება საალბათოა.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას: - თუ შეიძლება, როგორ და, თუ არადა, რატომ?

პასუხი პრაქტიკულად უკვე გავეცი. უბრალოდ დავამატებ, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაიშუროს სახსრები იმისათვის, რომ მისი წევრები რაც შეიძლება უფრო განათლებულები იყვნენ, რადგანაც, როგორც ცნობილია, რაც უფრო განათლებულია საზოგადოება, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ უგუნური ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში.

კითხვაზე: - თუ არ შეიძლება და კრიზისი აუცილებლად უნდა მოხდეს, როგორი პერიოდულობით ხასიათდება იგი?

პასუხი ასეთია: - რადგანაც საზოგადოებას ჯერ-ჯერობით არ შეუძლია კრიზისების პოლიტიკური მდგენელის მართვა, კრიზისის მოხდენის ალბათობა საკმაოდ რეალურია, ხოლო, რაც შეეხება პერიოდულობას, საზოგადოდ პერიოდულობა არ ნიშნავს მოვლენის ერთიდა იმავე დროითი ინტერვალით გამეორებას, მითუმეტეს, რომ ფარდობითობის თეორიით დროც ფარდობითი სიდიდეა.

კითხვაზე: - საზოგადოდ არის თუ არა კრიზისი პერიოდული? თუ არის, როგორია მისი პერიოდი?

ამ კითხვაზე პასუხი უკვე გავეცი. პერიოდულობა არ ნიშნავს ზუსტად ერთი და იმავე ინტერვალით მოვლენის გამეორებას. ამიტომ ამ აზრით კრიზისი პერიოდულია, რომლის პერიოდებს შორის სხვაობა შესაძლოა საკმაოდ დიდი იყოს, რაც თავის მხრივ უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ბოლო კითხვაზე: - თუ არა, ხომ არ იძლევა ეს იმის იმედს, რომ კრიზისები შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული?

ასეთი პასუხის გაცემა შეიძლება. რამდენადაც საზოგადოდ კრიზისების პერიოდულობა არ ნიშნავს ერთი და იგივე დროითი ინტერვალის არსებობას, შესაძლოა მათ შორის ინტერვალი უსასრულოდაც კი გაიჭიმოს, მითუმეტეს თუ საზოგადოებამ შეძლო კრიზისების პოლიტიკური მდგენელის მართვა.

და ბოლოს, რეზიუმეს სახით ვიტყვი, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაიშუროს სახსრები საზოგადოების წევრების განათლების დონის ამაღლებისათვის, რადგან ბრიყვი ხელისუფლება საზოგადოებას ძალიან ძვირი უჯდება.

11 თვალსაზრისი

▲back to top


11.1 პოლიტიკური ცნობიერების კრახი

▲back to top


0x01 graphic

(თავსმოხვეული ფაქტი, თუ რეალური მდგომარეობა?)
ალექსანდრე კუკანია,
ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი

კაცობრიობის გონებრივი განვითარების ისტორიის ზერელე გადახედვაც კი საკმარისია, რათა დავინახოთ, რომ აღზევებას დაცემა და პირიქით მოჰყვება ხოლმე. თითქოსდა კანონზომიერების რეალიებში ჩაძირული ქმედებანი ბუნებრივ ხდომილობებს წარმოადგენს და არც კი ვფიქრობთ, რომ მისი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში, ან მის გარეთ იმყოფებოდეს. ცხადია, ადამიანი ყოველთვის გაურბის მისთვის უცხოს, მიუღებელს, თუმცა, მისივე გაცნობიერების ფაქტიდან გამომდინარე, იგი საკუთარი ნებელობის, ანუ ცნობიერებამდე აყვანილი რეალიების მდგომარეობამდე ადის. როდესაც საუბარია ცნობიერებამდელი, თუ გაცნობიერებული აქტების ნაირგვარობაზე, კითხვა დაისმება არა მასში ადამიანის ადგილისა და როლის შესახებ (ეს ისედაც ბუნებრივია), არამედ მისივე ქმედებების ხარისხის განსაზღვრაზე, რაც ერთობ რთული საქმეა და განსაკუთრებული დამუშავების სფეროს წარმოადგენს.

ცნობიერების თეორიის საკითხზე მომუშავე ყველა სპეციალისტისთვის ჭეშმარიტად მოიაზრება ამ ფენომენის არსებობის შესაძლებლობა, თუმცა, საკამათოა მისი მიმართების საკითხები არსებულის ნებისმიერი სფეროს მიმართ. იგულისხმება ცნობიერების ფაქტუალური პრინციპების მოაზრებადობა ყველა იმ რეალიებში, რასაც ზნეობრივი, რელიგიური, მეცნიერული, თუნდაც პოლიტიკური მახასიათებლები განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში მისი ერთი მხარე-პოლიტიკური- მეტად მნიშვნელოვნად გვეჩვენება, რადგან, ჩვენივე სინამდვილის ყველა ბედნიერება თუ უბედურება ხშირად ერთი, ან რამდენიმე ადამიანის ინტერესების ფაქტუალურ მონაცემებთან შესაბამისობა-შეუსაბამობით განისაზღვრება. გასაკვირი არც ის არის, თუკი ამ ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამომავლო-შორსმიმავალი, თუ ყოველდღიური გეგმები ხშირად ერთი ადამიანის ხასიათ-განცდებზეა დამოკიდებული. რეალური სურათი, რაც ჩვენს ურთიერთობებს ავსებს - ამის ნათელი დადასტურებაა.

სახელმწიფო ეს მე ვარ- ბრძანებდა ლუი XIV. ის მართლაც იყო სახელმწიფო, რომელმაც საფრანგეთი ააყვავა. მსგავსი მეტაფორით ოპერირება დიდ ადამიანებსაც კი უქმნის ხშირად დისკომფორტს. თუმცა, როდესაც განუვითარებელი ქვეყნის პრეზიდენტი-ხშირად გაცნობიერებულად-ამას ამბობს, ან კიდევ მის ყველა ქმედებაში მსგავსი რამ იგულისხმება-პოლიტიკური ცნობიერების არარსებობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე, მის რამენაირად ფიქსაციას. მსგავს მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლისთვის ხშირად მიუღებელი რეალიები (რითაც საკმაოდ მდიდარია ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები) სასურველ ფაქტებად იქცევიან და მით ოპერირება იწყება. ორი შედეგი, რომელიც შესაძლებელია მისგან გამომდინარეობდეს, ჩვენი აზრით, ასეთი იქნება: 1. შეგნებულად, თუ შეუგნებლად ცნობიერებაზე დამანგრეველი ზემოქმედების სისტემის შექმნა, რომლის შესაძლებლობანი ხშირად გაცნობიერების ფარგლებს სცილდება და რაც, ერთი შეხედვით, იმდენად შინაური ხდება, რომ არც ვფიქრობთ მათზე მათივე ბუნებრიობიდან გამომდინარე, რაც ისევ და ისევ ბუმერანგის პრინციპებით მოქმედებას ნიშნავს ან კიდევ, მის სასურველობას. უცხო, მიუღებელი, არაკანონზომიერი თითქოსდა მისაღები, სასურველი ხდება, რომლის შედეგებზე ფიქრი ჩვენივე გააზრებადობის სფეროებს სცილდება. 2. ძირითადი, რაც ზემოთქმულს სხვა პლანში აიყვანს, ჩვენსავე შესაძლებლობებს მოუხმობს გათიშე და იბატონეს პრინციპის განსახორციელებლად. ჩვენ ხშირად არც ვიცით, საშიშროების რა დონეებთან გვაქვს საქმე. თუმცა, გათიშული საზოგადოების მართვა უფრო იოლია, ვიდრე გაერთიანებულის. ადამიანთა პოლიტიზირება მათსავე აქტიური პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნითაა გაპირობებული, თუმცა, პოლიტიკური ცნობიერების ამგვარი დეგრადაცია სხვა იდეოლოგიურ საკითხებსაც გულისხმობს, რომელიც დაგვიანებული” გააზრების შედეგია ისევ და ისევ ხელისუფალთა მფლობელობაში მყოფი ინსტიტუტების ძალისხმევითა და მეცადინეობით.

პოლიტიზირებული ცნობიერება თავისი არსით რეალური მდგომარეობის ასახვა უნდა იყოს და არა დამახინჯება. დამახინჯებული ცნობიერების ჩამოყალიბება გარედან ჩარევის გარეშე შეუძლებელია. ჩარევის ობიექტი ადამიანია, ჩამრევიც ადამიანია. განსხვავება ისაა, რომ ერთს ძალაუფლება გააჩნია, მეორეს არა. ვინც შესაბამის ბერკეტებს ფლობს, მისთვის იოლია სასურველი მიზნის მიღწევა, იგი თუნდაც არაეთიკურ აქტებთან იყოს დაკავშირებული. მახსენდება ჩვენს ქვეყანაში მოხშირებული არჩევნები, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების პრინციპების დეფიციტით უფრო გამოირჩეოდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მავანთათვის მოწყობილი, დადგმული სპექტაკლები დემოკრატიის ტრიუმფად გამოეცხადებინათ. ყველამ იცის, რომ ასეთი რამ ჩვენთან არც ყოფილა და ვერც იქნება, თუმცა, (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) ამის თაობაზე ხმას არავინ არ იღებს. ესეც პოლიტიკური ცნობიერების კრახამდე მისული კრიზისია; რომლის დაძლევა, ან ცნობიერების შეცვლაა (რაც ზედმეტად რთულია და მას თაობების სიცოცხლე სჭირდება) ან, კიდევ იმის გაცნობიერება, რომ ამგვარ ყოფაში არსებობა უბრალოდ აზრს კარგავს.

0x01 graphic

უკანასკნელი მოვლენების არა თუ გააზრება, არამედ, უბრალო წარმოდგენაც კი საკმარისია, რათა ძირითად დასკვნამდე მივიდეთ: საქართველოში პოლიტიკოსების პოლიტიკური ცნობიერების ზედმეტად მიუღებელი, ან დაბალი ხარისხი გააჩნიათ: სამწუხაროა ის, რომ მისი დაძლევის რაიმე პრინციპების მოაზრების ხმაც კი არ ისმის. ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, რომ შესაბამისი ინსტიტუტები უკვე მუშაობენ მისი აღმოფხვრის გზების მოძიებაზე. ნათქვამია, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო და სწორედ რომ ჩვენზე მორგებული ეს ფრაზა ცხოვრების ყველა სფეროში მუშაობს, იქნება იგი ყოველდღიური, ყოფითი ურთიერთობანი თუ სხვა, აღმატებული, ადამიანური პრინციპები, რაც საზოგადოების იდეალურ სურათს ქმნის. იდეალშიც კი გვაქვს ხარვეზები, რომლის ხელისშემწყობი, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ჩვენვე ვხდებით.

რა ვქნათ? ბუნებრივი, რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, პასუხი ერთი უნდა იყოს: დაველოდოთ. მაგრამ რას? აქ უკვე დაფიქრებაა საჭირო. თუკი ადამიანს სურვილი არა აქვს, დაძლიოს ნაკლოვანებები, იგი მას ვერასოდეს მიაღწევს. მაგრამ, თუკი სურვილი გააჩნია და შესაძლებლობანი არა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ხელს უშლიან, როგორ უნდა მოიქცეს? კითხვებზე კითხვით პასუხი თავად პასუხისგან თავის არიდებაა. მაგრამ როდესაც ქმედებებში თავისუფალი არ ხარ, რა გზას უნდა მიმართო? გაიქცე, თუ დარჩე? მაგრამ სად, რისთვის და რატომ. ეს კითხვები ჩვენი ყოფიერების რეალურ მდგომარეობას ასახავს - იქნება იგი იდეალური, თუ მატერიალური.

ცნობიერების პოლიტიკური კრიზისის ნიშნები საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის ბუნებრივი, თანამდევი მოვლენაა; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი დაძლევა არ ვცადოთ. თუკი რეალურად შევხედავთ, ამ ნიშნებიდან ძირითადია: 1. შეუსაბამობა რეალობასა და მის მოაზრებას შორის; აქ მნიშვნელოვანია ხელისუფალთა მხრიდან არსებული სიტუაციების შეფასების დეფიციტი და არა ამავე რეალობის ფიქსაცია. საქმე ეხება მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებას და არა მათში ჩათრევას. ტალეირანი იმიტომ ტალეირანობდა, რომ მას უდიდესი პოლიტიკური ალღო გააჩნდა რეალური სიტუაციების შეფასების თვალსაზრისით. არც ერთ პოლიტიკურ სიტუაციას მისთვის ხელი არ შეუშლია საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა და შეცდომების გარეშე ემოქმედა. 2. პოლიტიკური ცნობიერების ხარისხის დაბალი დონე, რაც რეალურ ქმედებებში აისახება და სურვილიც კი არ გებადება, განსჯის საგნად აქციო იგი. 3. გამომდინარე აქედან, მასების პოლიტიზირების ტოტალური ხასიათი ისევ მასებისვე პოლიტიკიდან მოცილების თვალსაზრისით. ხელოვნური მეთოდების ბუნებრივში ჩარევა ხელისშემშლელ ფაქტად უფრო მოჩანს, ვიდრე ხელისშემწყობად. მოდას აყოლილი პოლიტიკა, როგორც თავად მოდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და ლაპარაკი იმაზე, რომ სტრატეგიული გეგმები კორექტირებას არ ითხოვს. იმდენად დიდია ჩვენი გათვლებით, უბრალოდ სიტყვის მასალად თუ გამოდგება. ჩვენში ასეთი რამ პოლიტიკოსებს ხშირად მოსდით. 4. საქმის არცოდნა, ანუ, დილეტანტიზმი პოლიტიკაში. სხვის მიერ გადმოგდებულ ანკესს მხოლოდ მაშინ წამოეგები, როდესაც საქმის არსს ვერ, ან არ წვდები. მიზეზი ამისა თავად ვითარებათა შეუფასებლობაში მდგომარეობს, რაც როგორც ჰეგელი იტყვის , მით უარესია ფაქტებისათვის. ამის ფაქტი კი მრავლად მოიპოვება საქართველოს ისტორიაში, რომლის მწვერვალი აგვისტოს მოვლენებია. 5. გაპოლიტიკოსებული ადამიანების ამბიციური წარმოდგენები, რაც საკუთარი შესაძლებლობების ზედმეტად წარმოჩენაში გამოიხატება. როგორ შეიძლება ქვეყნის პოლიტიკას განაგებდეს, წარმართავდეს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფები, რომელსაც წარმოდგენაც კი არა აქვს თავად პოლიტიკის არსსა და მნიშვნელობაზე და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც მას უკვე საპარლამენტო ვადა ეწურება. გამოდის, რომ ე. წ. ფრაერების” ხელში ვყოფილვართ, რომელთა შექმნილი პოლიტიკა ცუდს უფრო გვაძლევს, ვიდრე კარგსა და მისაღებს.

ჩვენ შეგნებულად დავსვით კითხვები, რომელზეც პასუხი არსებული პოლიტიკის კარდინალური შეცვლა იქნება. მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს? ადამიანებმა, რომლებიც მეცნიერულ დონეზე შემუშავებული რეკომენდაციებით - (საქართველოს ამის შესაძლებლობები ნამდვილად გააჩნია) დაიწყებენ ქვეყნის მართვას. მართალია, სიახლე სიურპრიზებით არის სავსე, რომელიც ხშირად შიშსაც კი იწვევს, მაგრამ შეჩერების, უკან დახევის დრო ნამდვილად არ არის. სიახლეს თავისუფალი მოქმედების შეზღუდვაც შეუძლია, მაგრამ, თავისუფლება მაშინ არის დადებითი, თუ იგი ანარქიაში არ გადაიზრდება. ერთხელ ახალგაზრდა, ჰეგელიანელ მარქსს უთქვამს: ყოველი ახლის დასაწყისისას ჩვენ გვაწევს ტრადიციების ალპების მთა, რომელიც ყოველ თავისუფალ და ახალ მოქმედებებს ფრთებს უკვეცავს. ახალი მოქმედებების რა მოგახენოთ, მაგრამ ძველის გათვალისწინებაც რომ გვიჭირს, რომ ტრადიციებიც დავივიწყეთ, რომ ჩვენს წარსულს პატივს ხშირად არ ვცემთ, სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება, ან ამ უბედურების დასაწყისი.

0x01 graphic

ერთი ძირითადი მახასიათებელი, რაც გაგვაჩნია და ხშირად ნაკლად მოიაზრება, ჩვენი მაქსიმალისტობაა. ყველაფერი ჩქარა გვინდა, ყველაფერი დროზე ადრე გვსურს, რაც ყოველთვის არ ხორციელდება. მახსენდება რომაული გამოთქმა - გუოდ ციტო ფიტ ციტო პერიტ (რაც ჩქარა ხდება, ჩქარა ნადგურდება(ქრება). ჩვენზე მორგებული ეს ფრაზა შინაარსობრივ დატვირთვას ჩვენივე რეალობის გათვალისწინებით ღებულობს. ამის თავი და თავი ხელისუფალია, რომელსაც ჩვენივე ნებით აპლოდისმენტებსაც არ ვაკლებთ. მართალია ჰეგელი - რაც ვართ, ის მთავრობა გვყავს.

არ მინდა საუბარი გამიგრძელდეს და თხრობა მოსაწყენი გავხადო, თუმცა ერთი შენიშვნის გაკეთების სურვილი ყოველთვის მაწუხებს: რატომ ხდება, რომ დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალეს, დიმიტრი თავდადებულის და სხვათა ქვეყანაში პოლიტიკოსების დეფიციტია, რომ ვერ ვნახეთ კაცი, პიროვნება, ვინც ქვეყნის მართვას ჩაიბარებდა (საუბარია ნორმალურ მმართველზე, თორემ პრეზიდენტებისა და ხელმძღვანელების მეტი რა გვყოლია) და ქვეყანას ააცილებდა იმ ათასგვარ უბედურებას, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორია ისედაც მდიდარია. რატომ არ ვუსმენთ, არ გვჯერა უწმინდესის, ჩვენი პატრიარქის, რატომ არ ვკითხულობთ მის ეპისტოლეებს, თუნდაც საშობაოს, რომელიც ახლახან გამოვიდა და რომელშიც ჩადებული სიბრძნის გათვალისწინება მთელი პროგრამაა მართვისა და საერთოდ, ამქვეყნიური არსებობისა? რა გვჭირს ხალხნო? როდემდე უნდა ვიყოთ სხვის იმედად, სხვაზე დამოკიდებული, როდემდე ველოდოთ მათ მიერ გადმოგდებულ გროშებს? ნუთუ არ ვართ ღირსნი უკეთესისა, რაც ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია განხორციელებულია და მსგავსი ყოფითი საკითხებით აღარც ინტერესდებიან. საწუხარი და სათქმელი ბევრია. ჩვენი ყოფა აღძრავს კითხვებს, რომლებიც პასუხს მოითხოვს, პასუხს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში მოსაძებნია. ძიების სურვილი პოზიტიურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რამეთუ მისი არარსებობა ცნობიერების სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. მათი გაცნობიერების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ მდგომარეობიდან ვერც გამოვიდეთ; როგორც ჩანს, ჩვენზე მოქმედებენ ძალები, რომლებიც ჩვენივე არსებობის ფარგლებს მიღმა იმყოფებიან, თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, მათი შეცნობა ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებს სცილდება.

12 სულიერება

▲back to top


12.1 „კრიზისი“

▲back to top


0x01 graphic

აკაკი მინდიაშვილი
თეოლოგი

როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მიმდინარე პროცესების, მოვლენებისა და ტენდენციების გამო, სამწუხაროდ, ძალზედ ბევრმა ადამიანმა დაკარგა ხვალინდელი დღის, მომავლის იმედი.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ თანდათანობით ყალიბდება ისეთი სახელმწიფოები თუ სახელმწიფოთა ერთობლიობა, რომელნიც უიმედო ადამიანებით იქნება დასახლებული.

რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ასეთ სახელმწიფოს, ასეთ საზოგადოებას?

გრიგოლ რობაქიძე თავის რომანში „ჩაკლული სული“ რამდენიმე ათეული წლის წინათ წერდა:

დღეს ჩვენთან ღვთის წინააღმდეგ იბრძვიან, მისი მოკვლა სურთ. ამერიკასა და ევროპაში... არ კლავენ ღმერთს, იქ იგი თავისით კვდება.

და თუ ერთი სიტყვით შევაჯამებთ მთელს ამ პროცესს, რაც დღეს დედამიწაზე ხდება: ეს იქნებაღვთის განდევნასამყაროდან და ესაა სწორედ მიზეზი თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის „კრიზისისა“ და ყველა უბედურებისა, რაც ჩვენს თავს ხდება.

კრიზისიბერძნული სიტყვაა და ქართულ ენაზე ნიშნავსსასჯელს“, „განაჩენს“.

უაღრესად საყურადღებოა ამის შესახებ წმ. ნიკოლოზ სერბის მსჯელობა:

წმინდა წერილებში, ბიბლიაში ბერძნულენოვანი სიტყვა „სასჯელი“, ანუ „კრიზისი“ მრავალჯერ გვხვდება. ასე მაგალითად: ბრძენი სოლომონი წერს, რომ თითოეულს უფლისაგან მოელის სასჯელიო (იგავნი სოლომონისა 19,16).

წმ. პეტრე მოციქული წერს:

ჟამმან დაწყებად სასჯელისა პირველად სახლიდან ღმრთისა იწყოსი“(პეტრე 4,17);

თვით მაცხოვარმა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვა, რომ არცა მამა სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მისცა ძესა“ (იოანე 5,11).

მრავალი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება ბიბლიიდან, მაგრამ, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია.

თუ ამ ციტატაში სიტყვა „სასჯელს“ შევცვლით „კრიზისით“, მაშინ ისინი ამგვარად წაიკითხება:

თითოეულს უფლისაგან მოელის კრიზისი“ (.. სასჯელი, განაჩენი);

მამამ ყოველი კრიზისის აღსრულება მისცა ძეს“, უფალს, იესო ქრისტეს.

კრიზისის დაწყების ჟამი პირველად უფლის სახლიდან დაიწყება“...

წინათ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ქრისტიანებს თუკი რაიმე უბედურება დაატყდებოდათ თავს გვალვების, წყალდიდობების, ზვავების, შიმშილობების, მიწისძვრების, ომებისა თუ სხვა რამ განსაცდელის სახით, „კრიზისის“ ნაცვლად ხმარობდნენ სიტყვა „სასჯელს“. ახლა კი ყველასათვის გასაგები სიტყვა „სასჯელი“ შეცვალეს ნაკლებად გასაგები სიტყვით: „კრიზისი“.

თუ გვალვა იწყებოდა, ამბობდნენ ეს „ღვთის სასჯელიაო“ ჩვენი ცოდვების გამო. თუ ეპიდემია ან ომი დაატყდებოდათ თავს - „ღვთის სასჯელიაო“ - ამბობდნენ და ახლაც გვალვას, მიწისძვრას, წყალდიდობას, ომსა, თუ სხვა მსგავს უბედურებებს ქრისტიანი ეკლესიური ადამიანი ღვთის „სასჯელად“ აღიქვამს ჩვენი ცოდვებისა და ცოდვებში მოუნანიებლად ცხოვრების გამო. ღვთის მიერ დაშვებული ამა თუ იმ განსაცდელის, ამა თუ იმ უბედურების დანიშნულება და მიზანია არა ჩვენი დასჯა, არამედ მათი მეშვეობით ჩვენი სინანულში მოყვანა, ცოდვათა მონანიება, ღმერთთან დაბრუნება და ღვთის მოსაწონი, უფლის მცნებათამიერი ზნეობრივი და წმინდა ცხოვრების გზაზე შედგომა.

„დიდი კურთხევანის“ განსაკუთრებულ ლოცვაში, რომლის სახელწოდებაა: კანონი საშინელი მიწისძვრისა“, განცხადებულია, რომ თუ ღვთისკენ მოვბრუნდებით და მის მცნებებს დავიცავთ, ჩვენს ცოდვებს კი ზღვარს დავუდებთ, ღვთის ბრძანებით მიწა აღარ შეიძვრება“, ე.ი. თუ ცოდვებს მოვინანიებთ, აღსარებებში განვიწმინდებით და გავთავისუფლდებით ცოდვებისაგან, გამოვსწორდებით და ღვთისაკენ შემოვბრუნდებით, თუ ღვთის ნებით ვიცხოვრებთ, მაგრამ არა ჩვენი ადამიანური ნებით, ე.ი. თუ ღვთის მცნებათა აღსრულებით წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ღვთის რისხვა მიწისძვრების, წყალდიდობების, ქარიშხლების, ომებისა თუ სხვა უბედურებათა სახით აღარ დაგვატყდება თავს, - არც ქალაქებს, არც სოფლებს, არც დაბებს, არც ქვეყანას და არც ცალკეულ კონკრეტულ ადამიანებს.

წმინდა იოანე ოქროპირი მის დროს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო ამბობდა, რომ:

ყველას შეეშინდა ამ მიწისძვრისა, მე კი შემეშინდა მისი გამომწვევი მიზეზის გამო“.

სხვებს ეშინოდათ, ქალაქი რომ არ დანგრეულიყო და არ დაღუპულიყვნენ, მე კი შემეშინდა, რომ უფალი ჩვენზე მრისხანებდა, რადგან სამძიმო და საშიშია არა მიწისძვრა და სიკვდილი, არამედ ღვთის მრისხანება.

მიწისძვრის მიზეზი ღვთის მრისხანებაა, ხოლო ღვთის მრისხანების მიზეზი კი ჩვენი ცოდვებია.

არაერთხელ დაატყდა ღვთის რისხვა ჩვენს ქვეყანასაც, ჩვენს ხალხს - მიწისძვრების, ომების, ათეულ ათასობით ადამიანის დაღუპვის, სისხლისღვრების, სოციალურ-ეკონომიური სიდუხჭირის, ტერიტორიების დაკარგვის, წყალდიდობების, ზვავებისა თუ სხვა განსაცდელთა და სასჯელთა სახით, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ მცირედმა ნაწილმა შეინანა, მიატოვა ცოდვების გზა, დაუბრუნდა ვითარცა სახარებისეული ძე შეცდომილი“, ვითარცაუძღები შვილი დედა ეკლესიას, შეუდგა ქრისტიანულ, ღვთისმოსაურ ცხოვრებას, ღმერთთან შეერთების, განღმრთობის გზას, ქრისტეს გზას, ეკლესიური ცხოვრების გზას, ირწმუნა ჭეშმარიტება, სული წმინდის შთაგონებით განცხადებული წმინდა მამათა მიერ, რომ:

ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი არასოდეს არ იქნება მამადაქრისტეს ეკლესიის გარეშე მცხოვრებთ ნუთუ სჯერათ, რომ ქრისტე მათთან არის? ასეთებმა თუნდაც თავს იდვან რწმენის აღიარებისათვის სიკვდილი - მათ ლაქას სისხლიც ვერ ჩამორეცხავს, განხეთქილების მძიმე დანაშაულს ტანჯვაც ვერ განწმენდს“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

ნეტარი ავგუსტინე, კაცობრიობის ეს ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი, გვასწავლის და გვაფრთხილებს, რომ ქრისტეს წმ. ეკლესიის გარეშე შეგვიძლია მივაღწიოთ ამქვეყნიურ სახელს, დიდებას, პატივს, დიდძალ ქონებას, ძალაუფლებას და .., მაგრამ ერთადერთი, რასაც ეკლესიის გარეშე ვერ მივაღწევთ - ეს ცათა სასუფეველი და სულის ცხონებაა.

სამწუხაროდ, უმრავლესობა, მიუხედავად პირად თუ ეროვნულ ცხოვრებაში მომხდარი ამდენი განსაცდელისა, მიუხედავად ღვთის მიერ წმ. ეკლესიაში გამოვლენილი უამრავი სასწაულისა, რომლებიც დღევანდელ დღემდე აღესრულება, მაინც სულიერად ყრუ და გულგრილი დარჩა, მაინც ღვთის მიერ ჩვენი გადარჩენისათვის, ჩვენი ხსნისათვის დაფუძნებული ეკლესიის გარეშე ცოდვებში მოუნანიებლად აგრძელებს ცხოვრებას. ძველ მოუნანიებელ ცოდვებს ახალ-ახალ ცოდვებს უმატებს. ამიტომ მრავლდება ეკოლოგიური უბედურებანი, სხვადასხვაგვარი კატასტროფები, ომები, სისხლისღვრები, ძალადობრივი აქტები, ამიტომ მრავლდება სხვადასხვა სახის ზნეობრივი, მორალური, ფინანსურ-ეკონომიური კრიზისები მთელს დედამიწაზე; მოუნანიებელ ცოდვათა გამრავლება კი, როგორც ეს თვით უფლისაგან ვიცით, ამ წუთისოფელს აგონიური ტემპით მიაქანებს თავისი დასასრულისაკენ, - უკანასკნელი დღისაკენ, როდესაც ამქვეყნიური, მიწიური დრო ამოწურავს თავის თავს და მარადისობაში შთაინთქმება.

იმ უტყუარ ჭეშმარიტებას, რომ სხვადასხვა განსაცდელების სახით გამოვლენილ ღვთის რისხვასა და ცოდვებს შორის უშუალო, მისტიური, ფიზიკური თვალისათვის დაფარული საიდუმლოებრივი კავშირი არსებობს, ამოწმებს და ადასტურებს კაცობრიობის მიერ განვლილი მთელი ისტორია (მათ შორის, ისტორია ჩვენი ქვეყნისა), რაც მთავარია, - წმ. წერილი (ბიბლია) და წმ. მართლმადიდებელი ეკლესია, საიდანაც ისმის ხმა ღვთისა. ეს სამწუხაროდ, დაუჯერებლად მიაჩნიათ არაეკლესიურად, უქრისტეოდ და უმადლოდ მცხოვრებ ადამიანებს...

მაშ, ასე: როდესაც სრულიად ნათელი და გასაგები სიტყვა «სასჯელი» წარმოითქმება, გასაგებია მიზეზიც, რომელმაც უბედურებამდე მიგვიყვანა, და გასაგებია, ცნობილია მსაჯულიც, ვინც უბედურება დაუშვა ჩვენს მიმართ.

მაგრამ როცასასჯელის ნაცვლად ამბობენ კრიზისს, ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ ახსნან, თუ ვისგან ან რის გამო და რისთვისაა კრიზისი“.

„კრიზისის“,ანუ იგივე „ღვთის სასჯელის“ მიზეზი წარსულშიც და ახლაც ყოველთვის ერთი და იგივეა, მიზეზი ყოველთვის ერთია. ყველა სტიქიური უბედურებისა თუ ომის მიზეზი იგივეა, რაც მიზეზი, ვთქვათ, ახლახანს გადატანილი არა მარტო ომისა, არამედ დღევანდელი საყოველთაო პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიური, სოციალური და ზნეობრივ-მორალური „კრიზისისა“, - ეს მიზეზია ჭეშმარიტი ღვთისაგან საყოველთაო განდგომილება (საღვთისმეტყველო ტერმინით თუ ვიტყვით - საყოველთაო აპოსტაზია), ცოდვების წარმოუდგენელი გამრავლება და ცოდვებში მოუნანიებლად ცხოვრება. დიახ, ღვთისგან განდგომამ, ქრისტეს წმ. ეკლესიის გარეშე არსებობამ, ცოდვების მოუნანიებლობამ და თანამედროვე ნეოწარმართული დროების (ეპოქის) სულისკვეთებამ გამოიწვია დღევანდელი „კრიზისი“ როგორც მსოფლიოს ქვეყნებში, ისე - ჩვენთან და ეს „კრიზისი“ უფალმა იმისთვის მოგვივლინა, რათა სულიერად გამოგვაფხიზლოს, გონს მოგვიყვანოს და ღმერთთან დაგვაბრუნოს. როდესაც დავუბრუნდებით ღმერთსა და ღვთისმოსაურ ცხოვრებას, მაშინ დაგვიბრუნებს უფალი ყველაფერს, რაც დავკარგეთ; ღვთის შემწეობის გარეშე კი, როგორც თვით უფალი ბრძანებს -„ჩვენ არარაჲ ძალგვიძს“.

უფალმა ღმერთმა ადამიანების, ხალხების გამოსაფხიზლებლად ომების, გვალვების, ტაიფუნების, ცუნამების, ზვავების, ქარიშხლების, მიწისძვრების, სხვადასხვაგვარი ავადმყოფობების გარდა „გამოიყენა“ „თანამედროვე „საშუალებებიც“ - დარტყმა მიაყენა ბანკებს, ბირჟებს, ერთი სიტყვით, მთელს ფინანსურ სისტემას; სახარებისეული ენით თუ ვიტყვით, დახლები გადაუყირავა მათ ისევე, როგორც იერუსალიმის ტაძარში ხარების, ცხვრებისა და მტრედების ცოდვილ გამყიდველებსა და მეკერმეებს, საბლის შოლტით კი ტაძრიდან გამორეკა ყველა, ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები მოუყირავა (იოანე 2,14-16).

დიახ, ამ ბოლო ხანებშიც უფალმა გაუგონარი პანიკა გამოიწვია ხალხებში - აღაშფოთა, დაახშო, აამღვრია, შიში დათესა მათში და ეს იმისათვის, რათა გამოიღვიძონ ქედმაღალმა ქვეყნებმა, ფულით, ძალაუფლებითა და ამქვეყნიური წარმავალი დიდებითა და პატივით მზვაობარმა და ამპარტავანმა ადამიანებმა, მატერიალური, ნივთიერი კეთილდღეობის ნავსაყუდელში მყარად მდგომებმა გაიხსენონ ღმერთი, აღიარონ უსამართლობა და ცოცხალი, ჭეშმარიტი ღვთის წინაშე თავიანთი ამპარტავანი ქედი მოიდრიკონ.

რამდენ ხანს გასტანს „კრიზისი“ („სასჯელი“)?

ალბათ, მანამდის, ვიდრე ქედმაღალი დამნაშავეები არ აღიარებენ ყოვლადძლიერ ღმერთსა და მის გამარჯვებას, მის ყოვლადძლიერებას.

„ბიბლია“ უარყოფს ყოველგვარ შემთხვევითობას.

ღვთის მიერ „დათვლილია მზის ყოველი სხივი ისევე, როგორც თმისღერები ჩვენს თავზე და თვით წვიმის ყოველ წვეთსაც კი თავისი მიზანშეწონილი დანიშნულება გააჩნია. ერთი სიტყვით, ღვთის საიდუმლო განგებულების, ღვთის ნებისა თუ ღვთის დაშვების გარეშე როგორც მთელს სამყაროში, ისე დედამიწაზე თუ ჩვენს გარემოში ისევე, როგორც ადამიანთა ზნეობრივ ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი არ ხდება, ვიდრე გაუგებარ და ბუნდოვან სიტყვას „კრიზისს“ არ გადაიყვანენ და არ გადავიყვანთ ჩვენს მშობლიურ ენებზე და სინანულით არ ვაღიარებთ, რომ ყოველივე ის, რაც თავს დაგვატყდა თუ გვატყდება დღესაც სხვადასხვაგვარ ტრაგედიათა, განსაცდელთა, უბედურებათა სახით, სხვა არაფერია, თუ არა, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასჯელი ჩვენი ცოდვების, ჩვენი უღმერთობების, ჩვენი უგუნურების, ღვთის დავიწყების, ღვთის ნების წინააღმდეგ ცხოვრების, ღვთისა და მისი კანონების, მისი მცნებების, მისი რჩევა-დარიგებების, გაფრთხილებებისა და მისი შეგონებების არადჩაგდების გამო.

იქ, სადაც ღმერთს ივიწყებენ და ღვთის შიშს კარგავენ, რაც წმ. დავით წინასწარმეტყველის თქმით, დასაბამი და დასაწყისია სიბრძნისა, და ღვთის ნების წინააღმდეგ მიდიან, იქ, სადაც ყველაფრის ნებადართულობისა და ცრუიდეალების მიხედვით იწყებენ ცხოვრებას, ბოროტმოქმედებანი და აგრესია, სხვადასხვა სახის უსამართლობა-დანაშაულობანი და უბედურებები მრავლდება და დემონთმთავარი ბატონდება შინაგანი თუ გარეგანი ცხოვრების ყველა სფეროში, რომელიც ცდილობს, თავისი ანტიადამიანური, ანტიღვთიური, მზაკვარი და დამანგრეველი ამოცანები განახორციელოს იმ ადამიანთა ხელით, რომლებიც მას შეგნებულად თუ შეუგნებლად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ემსახურებიან...

ჩვენი ცოდვიანი, არაქრისტიანული და არაწმიდა ცხოვრების გამო უფალმა ჩვენში ერთგვარი უიმედობა იმიტომ დაუშვა, რომ ჩვენი ხალხის უმრავლესობა ყველასა და ყველაფერზე ვამყარებდით იმედს, ღვთის გარდა, რომელიც ერთადერთი უღალატო და მარადიული წყაროა იმედისა და ნამდვილი, უტყუარი და წარუვალი ღვთიური მშვიდობისა.

დიახ, სრული ამაოებაა უპირატესი იმედის დამყარება რაიმეზე ან ვინმეზე და არა ღმერთზე.

როგორც წმ. დავით მეფე-წინასწარმეტყველი ამბობს თავის ერთ-ერთ ფსალმუნში:

- მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი (36,3);

სხვა ფსალმუნებიდანაც გამოგვიცხადებს უფალი იმავე დავით წინასწარმეტყველის პირით, რომ:

- უკეთესია დაყრდნობა უფალზე,
ვიდრე დაიმედება ადამიანზე,

უკეთესია დაყრდნობა უფალზე,
ვიდრე დაიმედება მთავრებზე.

ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი
და ის იქმნება ჩემი მშველელი (117,8-9;12)

ყველა იმედი, რომელსაც ქონებაზე, თანამდებობაზე, ძალაუფლებაზე, ადამიანებზე, ჩვენს ადამიანურ ძალაზე, მმართველებზე, სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ფულზე დავამყარებთ (საერთოდ, დადგება დრო, როდესაც წმ. მამების წინასწარმეტყველებათა თანახმად, ფული მთელს დედამიწაზე ამოღებული იქნება ხმარებიდან - გაუქმდება) ადრე თუ გვიან, მოგვატყუებს, გაგვაწბილებს და იმედგაცრუებულებს დაგვტოვებს, რათა უიმედობაში ჩავარდნილებმა, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ერთადერთი იმედიანი მზერა, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს მივაპყროთ და უწინარესად ვსასოებდეთ არა ადამიანების, სხვადასხვა ქვეყნებისა თუ წარმავალი ფასეულობების მიმართ, არამედ მარადიული ღმერთის მიმართ.

იმედი განსაცდელთა, ტანჯვათა, მწუხარებათა, უბედურებათა დათმენის გარეშე არ არსებობს. და, პირიქით, სადაც ღვთისადმი ჭეშმარიტი, ცოცხალი იმედი, ქრისტე-მაცხოვრის, ქრისტე-მხსნელის იმედი არ არსებობს, იქ არც მოთმინებაა, ხოლო სადაც მოთმინებაა, იქაა იმედიც!

ერთ-ერთი წმ. მამის თქმით, ამაოდ ამყარებს იმედს ღმერთზე ის, ვინც ღვთის ნებას, ღვთის მცნებებს, ღვთიურ მოძღვრებასა და ღვთის წმ. ეკლესიას ეწინააღმდეგება.

ამაოდ ელოდება წყალობას ღვთისაგან ის, ვინც სხვებს არ სწყალობს, ვინც არ წყვეტს ღვთის შეურაცხყოფას ცოდვებით, ვინც არ წყვეტს არაზნეობრივ, არასულიერ ცხოვრებას თავისი გამოუსწორებელი ზნით, ქცევებით, სიტყვებითა და საქმეებით.

ამაოდ განართხამს ხელებს და ამაოდ აღაპყრობს თვალებს ღვთისაკენ ის, ვინც მხოლოდ სიტყვებით არის ახლოს ღმერთთან, გული კი ქონებასთან, ფულთან, თანამდებობასთან თუ ამ წუთისოფლის სხვა კერპებთან აქვს ახლოს.

ქრისტე-ღმერთი მაცხოვარი და მხსნელია, ასე ვთქვათ, თავისიანებისა, ქრისტეს მოყვარულებისა, მათი, ვისაც სურთ და სწყურიათ სულის ცხონება, ვინც უპირატეს იმედს ამყარებენ ღმერთზე და არა მათი, ვინც ღვთის გარდა ყველასა და ყველაფერზე ამყარებენ იმედს.

ღმერთი უსმენს მათ ლოცვებს, რომლებიც მასთან ახლოს არიან როგორც სიტყვებით, ისე, რაც მთავარია, გულითა და საქმეებით, არა მარტო სარწმუნოებით, არამედ სარწმუნოებრივი ცხოვრებით, ყოველდღიური ცხოვრების წესით.

ღმერთი ეხმარება და მადლს უმრავლებს მათ, რომელთაც ღრმად შეიცნეს, რომ ღვთის გარეშე ადამიანი არარაობაა, რომ ღვთის გარეშე მყოფი ადამიანის მიერ საკუთარი არარაობისა და უღმრთოდ ცხოვრების ამაოების შეცნობაზე უკეთესი არაფერია, და წმ. პეტრე დამასკელის თქმით, არც იმაზე უარესი რამ არ არსებობს, რომ ამას ვერ გრძნობდე და ვერ შეიცნობდე.

ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ მოვიპოვებთ გადამრჩენ იმედს მანამდე, ვიდრე მთლიანად უფლისაკენ არ მოვბრუნდებით და ვიდრე მისი წმინდა ნების, მისი მოძღვრების, მისი მცნებების მიხედვით ცხოვრებას არ შევუდგებით, რადგან სხვა გზა ჩვენი უკვდავი სულის ცხონებისა და ცათა შინა მარადიული ნეტარების მოპოვებისა არ არსებობს. თავად უფალი აცხადებს წმ. იოანეს სახარებიდან:

„მე ვარ გზა“ - იოანე 14,6.

ნებისმიერი ჩვენთაგანი, ვინც ქრისტესმიერი, სარწმუნოებრივი ცხოვრების გზას არ დავადგებით მტკიცედ და განუხრელად, ადრე თუ გვიან განწირულნი ვიქნებით სრული უიმედობისათვის.

ის ადამიანი, ვინც, პირველ რიგში, ღვთის იმედით ცხოვრობს, ცხოვრობს - ყველაზე დიადი, ყველაზე მტკიცე და ყველაზე ურყევი იმედით, ხოლო ვინც ადამიანებზე, მათ შორის, მთავრებზე, ძალაუფლებაზე, სიმდიდრეზე, საკუთარ თავზე ამყარებს იმედს და არა, უპირველეს ყოვლისა ღმერთზე, ის ყველაზე სუსტ, ყველაზე მაცდურ და ხშირად თვითგამანადგურებელ იმედს ეჭიდება, და ვაი, რომ სამწუხაროდ. უმრავლესობა სწორედ ამ უკანასკნელ, ცრუ, ილუზიურ იმედს ეჭიდება და ამიტომ რჩება საბოლოო ჯამში საზოგადოება უიმედო, სასოწარკვეთილი, - მცხოვრები უპერსპექტივობის მტიკვნეული, მტანჯველი განცდითა და ნიჰილიზმით ყველასა და ყველაფრის მიმართ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც თუ იშვიათად ნიჰილიზმით თვით ნიჰილიზმის მიმართაც კი.

ჭეშმარიტი ღვთისა და მისი წმინდა მადლმოსილი, მაცხოვნებელი ეკლესიის გარეშე დარჩენილი მრავალმხრივ და მრავალგზის იმედგაცრუებული ადამიანების თვალში, რომლებიც, არსებითად, უკვე (როგორც ნიცშე იტყოდა) სიკეთისა და ბოროტების მიღმა ცხოვრობენ, უმაღლეს იდეალებსა და ორიენტირებს იოტისოდენა ღირებულიც კი აღარ გააჩნიათ. მოურჩენელი ნიჰილიზმის მატარებელი ადამიანები მთელი სამყაროს უარმყოფელნი ხდებიან. თუ ერთ-ერთ ფილოსოფოსის სიტყვებით ვიტყვით, ისინი ყველაფერს „არა“-ს ეუბნებიან. თანამედროვე ადამიანების დიდი უმრავლესობის გულში ღვთის ცოცხალი რწმენა, რა ხანია, მოკვდა თუ კვდება და აქედან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია, რომ მათ სულში, ისევე როგორც მათ გარეგან, ემპირიულ ყოველდღიურ ცხოვრებაში უძირო, უსაზარლესი სიცარიელე, „ნიჰილი“ ისადგურებს.

ეს თანამედროვე, ყალბი და ცარიელი სინამდვილე ღვთის გარეშე მცხოვრები ადამიანების მხრიდან სხვას არაფერს იმსახურებს, თუ არა არამარტო ამ სინამდვილის, არამედ, საერთოდ, ყველაფრის დამამცირებელ უარყოფას და ამაში ხედავენ და პოულობენ ისინი ერთგვარ თვითდამკვიდრებას. სწორედ ამას გამოხატავს მეოცე და მიმდინარე საუკუნის თითქმის მთელი ფილოსოფია, ლიტერატურა, საერთოდ, ხელოვნება. ამიტომ გასაკვირი აღარ არის ის, რომ თანამედროვე ხელოვნებას ხშირად „კრიზისის ხელოვნებად“ მოიხსენიებენ. მაგრამ ღვთის გარეშე მცხოვრები ადამიანის მიერ და ყველაფრის უარყოფა, ნიჰილიზმი ყველასა და ყველაფრის მიმართ, როდისმე გარდუვალად მიიყვანს, თუ უკვე არ მიიყვანა იგი, თვითუარყოფამდე, მეტიც, თვით უარყოფის უარყოფამდე, ყველასა და ყველაფერის მიმართ უნივერსალურ ზიზღამდე.

დღეს სამწუხაროდ, უკვე მრავალი ჩვენი თანამედროვე ფიქრობს, რომ მის ირგვლივ თუ მის პირად ცხოვრებაშიც არაფერი არ დარჩა ისეთი, რისთვისაც ის ვერ შეძლებდა ზურგის შექცევას - ნებისმიერი სულიერი, კულტურული თუ რელიგიური ფასეულობების, თვით სამშობლოსა და სარწმუნოების, წარსულის, წინაპრების, მშობლების, და-ძმის, ნათესავების, მეგობრების, ახლობლების მიმართაც კი.

ჭეშმარიტი ღვთის გარეშე მცხოვრები, ქრისტეს წმ. ეკლესიის გარეშე უმადლოდ დარჩენილი ადამიანებისათვის როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა სულერთი ხდება, საზოგადოებას ავთვისებიანი სიმსივნესავით ედება ნიჰილიზმი თვით საკუთარი ხვედრისა და ბედის მიმართაც კი.

ჩვენს მიმართ ჩვენივე ცოდვების გამო დაშვებული განსაცდელების დანიშნულება ესეც გახლავთ - ვისწავლოთ იმედი, სასოება უფლის მიმართ პირველ რიგში, და არა ადამიანებისა და მთავრების მიმართ, როგორც ამასთან დაკავშირებით აცხადებს წმ. დავით წინასწარმეტყველი. საამისოდ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე აუცილებელია, ვიღვაწოთ და ვიშრომოთ იმისათვის, რომ უწინარესად გავმდიდრდეთ ღვთით და არა წარმავალი სიმდიდრით, როგორც ამის შესახებ გვასწავლის უფალი იგავიდან „უგუნური მდიდრის“ შესახებ. ღვთით გამდიდრება, უფლისადმი უმტკიცესი იმედის მოპოვება მხურვალე, ურყევი, მართალი სარწმუნოების მომუშაკება და მოხვეჭა თუ გვწყურია, მაშინ როგორც ოქრო განიწმინდება და უკეთეს თვისებებს იძენს ცეცხლში, ასევე ჩვენც ქრისტესათვის, ჭეშმარიტებისათვის, ცოდვათაგან განწმენდისათვის, განღმრთოებისათვის, ცათა სასუფეველში დამკვიდრებისათვის მოგვიწევს მწუხარებების, ტანჯვების, ტკივილების, სხვადასხვა უბედურებების ცეცხლში, სხვადასხვაგვარი განსაცდელების ქურაში გამოწრთობა, რადგან მხოლოდ ამგვარად და ამ გზით შევძლებთ ქრისტიანული სათნოებებით, სული წმიდის ნაყოფებითა და ღვთის მოსაწონი სიტყვებითა და საქმეებით შემოსვას, რათა სულიერად შიშველნი არ წარვსდგეთ ღვთის სამსჯავროზე.

ღმერთს, რომელიც სიყვარულია, ვინც უყვარს, მას ამხელს და წვრთნის მწუხარებებს, ავადმყოფობებს, ტკივილებს, სხვადასხვა განსაცდელებს უშვებს მათ მიმართ, იქნებიან ეს ცალკეული ადამიანები, ცალკეული ოჯახები, ქალაქები თუ ხალხები, რათა სახარებისეული „უძღები შვილივით“ გონს მოეგონ, იჩქარონ, მოინანიონ და ღვთის მოსაწონი ცხოვრების გზას დაადგნენ, რადგან ნებისმიერი სხვა გზა - ესაა გზა წარწყმედისა, ესაა გზა მარადიული სიკვდილისა ანუ ღვთის გარეშე მარადიული არსებობისა.

უფალი არა მარტო თავისი წმინდა სიტყვებით, არა მარტო თავისი რჩეული ადამიანების სიტყვებით, არამედ განსაცდელებითაც აკაკუნებს ყოველი ჩვენთაგანის გულის კარზე;

ვინც მის ხმას მოისმენს, ვინც ჩასწვდება ღვთის ყოვლადკაცთმოყვარეობიდან გამომდინარე მის მიმართ დაშვებული განსაცდელების მიზეზს, მიზანსა და დანიშნულებას და უფალს გაუხსნის თავისი გულის კარს, მაშინ უფალი შევა მის გულში და დაემკვიდრება მასში, როგორც ცოცხალ ტაძარში.

აი, როგორია ღვთის სიყვარული თითოეული ჩვენგანის მიმართ, როგორ არ ზღუდავს იგი ჩვენს თავისუფალ ნებას, როგორ არ იჩენს ძალდატანებას ჩვენი არჩევანის თავისუფლებაზე.

ღმერთს, რომელიც ყოვლისშემძლეა, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია, იძულებით კი არ სურს ჩვენში დავანება და დამკვიდრება, არამედ, ჩვენი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე.

საოცრებაა, ყოვლისშემძლე ღმერთი კი არ გვიბრძანებს, რომ გავუხსნათ გულის კარი, არამედ ჩვენივე სიკეთისათვის აი, ამ სიტყვებით გვთხოვს, გვევედრება აპოკალიფსის წმ. წიგნიდან:

- აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ, თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან და გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ, ჩემს ტახტზე ისევე როგორც მე გავიმარჯვე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე...

ამ სიტყვების წარმოთქმამდე კი უფალი გაგვიმხელს საიდუმლოებას იმისას, თუ რატომ და რისთვის გვწვრთვნის (ანუ რა მიზნით უშვებს ჩვენს მიმართ სხვადასხვა განსაცდელებს, უბედურებებს, მწუხარებებს):

- ვინც მიყვარს, მას ვამხელ და ვწვრთვნი. აბა, მაშ, ეშურე და მოინანიეო (გამოცხ. 3;20,19).

წმ. პავლე მოციქულიც გვირჩევს, რომ არასოდეს არ დავივიწყოთ ღვთისმიერი შეგონების ის სიტყვები, რომლებიც მომართულია ჩვენდამი, როგორც შვილებისადმი: აი, ეს სიტყვებიც:

- შვილო, უფლისაგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ.

რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი, და სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობსო.

მაგრამ თუ თქვენ წვრთნის გარეშე დარჩებით, რაც ყველასათვის საზიანო იქნება, მაშინ თქვენ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები, დღეს ყოველი წვრთნა (ყოველი განსაცდელი), სიხარულად კი არ გეჩვენებათ, არამედ მწუხარებად, მაგრამ მომავალში მას, ვინც წვრთნითა და განსაცდელებით განისწავლება, მაცხოვნებელ ნაყოფს მისცემსო და შემდგომ ამ სიტყვებისა გვამხნევებს წმ. პავლე:

- ამიტომ გამართეთ თქვენი ჩამოყრილი ხელები და გამართეთ თქვენი დაძაბუნებული მუხლები და ეცადეთ ღვთის მიერ თქვენთვის დაშვებული განსაცდელებითა და წვრთნით მიაღწიოთ სიწმინდეს, ურომლისოდაც, ვერავინ ვერ იხილავს უფალს (ებრ.თ.12)

უფალი თავისი წმინდა სიტყვებით, ყოველ ჩვენგანში სინდისისა და ეკლესიის ხმით, მქადაგებელთა და სხვადასხვა ღვთიურ სასწაულთა მეშვეობით (მაგალითად, ხატებიდან მირონდენით, ცრემლდენით, სხვადასხვაგვარი სასწაულებრივი კურნებებით), გვწვრთვნის და მუდამჟამს აკაკუნებს ჩვენი გულის კარზე, რათა გავუხსნათ ჩვენი გულის კარი და შევუშვათ მასში.

ძვირფასებო, კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ, უფალი როგორ მოგვმართავს, როგორ გვთხოვს:

თუ ვინმე გამიღებთ კარს და შემომიშვებსო. მაგრამ როდესაც ჩვენ სულიერად ბრმანი და ყრუნი ვრჩებით, ასევე - მუნჯნიც - უფლის მიმართ - არ ველაპარაკებით მას, ე.ი. არ ვლოცულობთ მის მიმართ, არ ვითხოვოთ უფლისაგან, მოგვეცეს და მოგვანიჭოს წყალობა და მადლი ღვთისა ჩვენს გადასარჩენად, მაშინ უკვე სხვადასხვაგვარი განსაცდელებით, მწუხარებებით, ტკივილებით, უბედურებებით აკაკუნებს ჩვენი უგრძნობელი და ცოდვებისაგან გაქვავებული გულის კარზე და ელოდება, ნებაყოფლობით როდის გავუხსნით მას გულის კარს, რათა სიცოცხლეშივე ცათა სასუფეველის თანაზიარნი გაგვხადოს, რადგან სადაც არის უფალი, იქ არის სუფევაც...

იგივე ითქმის ერების, ხალხების მიმართაც, რომლებიც კონკრეტული ადამიანებისაგან შედგება.

დიდი უბედურებანი, კატაკლიზმები, ტრაგედიები ხშირად ამა თუ იმ ხალხის ღვთისკენ მასობრივი მოქცევის სამსახურში ჩაუყენებია უფალს.

ამა თუ იმ ერს, როდესაც ცოდვები უკიდურესად უმრავლდება ღვთისაგან ღრმა განდგომილების გამო, უფალი უგზავნის და გვიგზავნის ჩვენც, ქართველებსაც, სხვადასხვაგვარ განსაცდელებს ეპიდემიების, შიმშილობების, ომების, მიწისძვრებისა თუ სხვა უბედურებათა სახით, როგორც ურწმუნოებისაგან, უღმერთოებისაგან, და შედეგად, ცოდვებისაგან, მანკიერებებისაგან მაკურნებელ საშუალებას, რათა ესა თუ ის ხალხი, მათ შორის ჩვენც, ქართველობაც, უფრო დიდი უბედურებისაგან - სრული სულიერი გაღატაკებისაგან, მორალური დაკნინებისა და ზნეობრივი ხრწნისაგან, საყოველთაო გარყვნისაგან, გადაგვარებისა და წარწყმედისაგან და შედეგად, მარადიული სატანჯველისაგან გადაგვარჩინოს.

ამ თვალსაზრისით ყველასათვის დამმოძღვრელი და მანუგეშებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სიტყვები, რომლებიც მან გასული წლის აგვისტოს ომის შემდგომ, 5 ოქტომბერს წარმოთქვა ყოვლადწმიდა სამების ტაძარში:

მე ვფიქრობო, - განაცხადა პატრიარქმა, - რომ ეს განსაცდელი ღმერთმა ჩვენს მოსაქცევად, ჩვენში სარწმუნოების განსამტკიცებლად დაუშვა.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღვთის იმედს არასოდეს არ კარგავს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მრავალი განსაცდელი გარემოადგა საქართველოს, ჩვენ მაინც გვწამს და ვსასოებთ, გვაქვს იმედი ღვთისა, რომ იგი ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს გაამთლიანებს.

13 იმიჯმეიკინგი

▲back to top


13.1 თანამედროვე იმიჯმეიკინგი

▲back to top


0x01 graphic

ვაჟა შუბითიძე
თსუ სრული პროფესორი

თანამედროვე მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება იმ პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა რიცხვი, რომლებიც სარგებლობენ იმიჯმეიკერთა და სპიჩრაიტერთა (პირები, რომლებიც წერენ მოხსენებებს) მომსახურებით. დასავლეთში მათ სახელსა და გვარს აღარავინ მალავს (თუმცა საქართველოში ყველაფერი კვლავ ძველებურადაა -ხელმძღვანელები თვითონ წერენ მოხსენებებს). 1988 წელს აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს ბრწყინვალე სიტყვით გამოვიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეორე დღეს კი საზოგადოებას წარუდგინეს მისი სპიჩრაიტერი და რეიგანის თანაშემწე ჯოშუა ჰილდერი ამ მოხსენების ავტორი.

ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია იყვნენ პირველები, ვინც იმიჯმეიკერთა მომსახურებით ისარგებლეს საქართველოს სინამდვილეში. იმიჯმეიკერთა მომსახურებით თავის დროზე ასევე ისარგებლა მმართველმა პარტიამ მოქალაქეთა კავშირმა, რომლებმაც 1 მილიონი დოლარის საფასურად შემდეგში რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ჩუბინიშვილის შუამავლობით 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიწვია რუსული სარეკლამო კომპანია იმიჯკონტაქტი. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს თანხა კომპანიას გადაუხადა ერთ-ერთმა რუსულმა სახელმწიფო უწყებამ, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა საქართველოში. იმიჯკონტაქტმა მოქალაქეთა კავშირს კი გაამარჯვებინა არჩევნებში, მაგრამ ფაქტიურად დაშალა ეს პარტია (თავისი რჩევებით) და შევარდნაძის მმართველობასაც შეუყენა წყალი 2000 წლიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

0x01 graphic

იმიჯმეიკერთა მომსახურებას აქტიურად იყენებდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მაგ.: 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მას ამერიკელები ეხმარებოდნენ, ისევე როგორც 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე მის პარტიას ნაციონალურ მოძრაობას. უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე კარგად ერკვევა იმიჯისა და პიარის საკითხებში და ხშირად გვევლინება თავისი თავის იმიჯმეიკერადაც, რასაც ვერ ვიტყვით სხვებზე. იმიჯმეიკერებს იყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში - მაგ.: ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები', ქრისტიან-დემოკრატები და ა.შ. 1999 წელს პოლიტიკური იმიჯისა და მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაციამ (ხელმძღვანელი პროფ. ვ. შუბითიძე) ამ მიმართულებით დახმარება აღმოუჩინა გოგი თოფაძის ახლადშექმნილ პარტიას მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რომელმაც პირველივე ცდაზე გადალახა 7%25-იანი ბარიერი. წარუმატებელი აღმოჩნდა ამერიკელი იმიჯმეიკერების მოწვევა ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის მიერ 2002 წელს. ამერიკელების მიერ შექმნილი, 900 დღიანი პროგრამა და მათი სლოგანი დავით გამყრელიძეზე მეწარმე, ექიმი, ლიდერი იუმორის საგნად იქცა საქართველოში, რადგან მეტისმეტმა და ხშირმა რეკლამამ ხალხი, პირიქით, გააღიზიანა და ამომრჩეველი დააყრუა.

0x01 graphic

ახალი იმიჯის შექმნა თავის დროზე კარგად მოახერხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც შედიოდა „ვარდების რევოლუციის“ ტრიუმვირატში (სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე) და არჩევნების პერიოდში 2003 და 2007 წლებში 2-ჯერ 45 დღით ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.

აწ გარდაცვლილი რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის იმიჯზე პასუხს აგებდა 5 პიროვნება - მისი ქალიშვილი ტატიანა დიაჩენკო, მიხეილ ლესინი, ანატოლი ჩუბაისი, მაქსიმ ბოიკო და ვალენტინ იუმაშევი. 1996 წლის დასაწყისისათვის ელცინი ნაინფაქტარი იყო, ხოლო მისი რეიტინგი თითქმის ნულს უახლოვდებოდა. იმიჯმეიკერებისა და საარჩევნო გუნდის ეფექტურმა მუშაობამ (რომელთაც ფინანსურად ეხმარებოდნენ ცნობილი ოლიგარქები ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი, ისევე როგორც მომავალ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს) ელცინს თითქმის სასწაული მოახდენინა და ფაქტიურად წაგებული არჩევნები მოაგებინა. გერმანიის საინფორმაციო საშუალებებმა ელცინი პრემიით დააჯილდოვეს კიდეც, როგორც 1996 წლის საუკეთესო ადამიანი, როგორც გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ყველაზე ხშირად ჩნდებოდა ტელევიზორის ეკრანებზე და გაზეთების ფურცლებზე.

ყაზახეთში ტატიანა დიაჩენკოს როლს, ოღონდ ოფიციალური გაფორმების გარეშე ასრულებს (თითქმის მუდმივი) პრეზიდენტის ქალიშვილი დარიგა ნაზარბაევა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიას ხელმძღვანელობს და ყაზახებს აყვარებს მამამისს - ისე კეთილად, ბრძენად და ადამიანური სახით წარმოაჩენს მას, თითქოს „მამა-აბრამის ბატკანი“ იყოს იგი.

ბორის ელცინის ყოფილი პრეს-მდივანი ვ. კოსტიკოვი ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებიც არჩევნებში ელცინის სასარგებლოდ მუშაობდნენ (დადგინდა საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგად): პირდაპირობა, უბრალოება, პატიოსნება, გაბედულება, ხასიათის სიმყარე. ე.ი. მის სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორებმა, რომლებიც განაპირობებენ რუსულ ეროვნულ ხასიათს.

რუსულ ხასიათთან იდენტიფიკაციას ხელი შეუწყო ელცინის გარეგნობამაც - მაღალი, მასიური ფიგურით და დიდი სახით (ანუ „რუსული დათვი“, რასაც ვერ ვიტყვით ელცინის ტანდაბალ მემკვიდრეებზე - ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევზე, თუმცა მათი უპირატესობა არის ახალგაზრდულობა და სპორტულობა, აგრესიულობა, გამოკითხულთა უმრალესობამ აღნიშნა, რომ ელცინისადმი მათი დადებითი დამოკიდებულების საფუძველი იყო ის, რომ განასახიერებდა ტიპიურ რუსულ ხასიათს (ანუ რუს „ვანიას“).

პრეზიდენტისა და, საერთოდ პოლიტიკური ლიდერის ვიზუალურ მხარეს - იმას, თუ როგორ გამოიყურება იგი, უსვამს ხაზს ვ. კოსტიკოვი თავის წიგნში რომანი პრეზიდენტთან. საქმე ეხება საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, 75 წელს გადაცილებული, ფრანსუა მიტერანის ერთ-ერთ ვიზიტს მოსკოვში. მიტერანს თან ახლდნენ პროფესიონალი იმიჯმეიკერები, რომლებმაც კარგი გაკვეთილი ჩაუტარეს ელცინის ყოფილ პრეს-მდივანს: „მე ვერაფრით გავიგე, - წერს ის, - რატომ აყენებდნენ ფრანგები ასეთ მძლავრ პროჟექტორებს პრესკონფერენციაზეც, რომლებიც პირდაპირ სახეში ანათებდნენ. მათ ამიხსნეს, რომ ძლიერი პირდაპირი განათება ათი წლით აახალგაზრდავებს და, მართლაც, მთლად სახედანაოჭებული, ავადმყოფური სახის პრეზიდენტი ეკრანზე ჯანსაღად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ნაოჭები პირდაპირ ასხივებდნენ“.

მიტერანის ყოფილი იმიჯმეიკერი და პოლიტიკური რეკლამის დიდოსტატი ჟაკ სეგელა დღესაც ყველაზე პოპულარულია საფრანგეთში და ევროპაში. მას წარმატებით აქვს ჩატარებული რვა საარჩევნო კამპანია, მათ შორის: 2-ჯერ მიტერანის, ავსტრიელი ვრანიცკის, ბერძენი პაპანდრეუსი, ჩეხი ჰაველის, უნგრელი ანტალის, ბულგარული ჟელევის, პოლონელების ვალენსასი და კვასნევსკის და სხვა გაზეთ იზვესტიასთან ინტერვიუში 1995 წლის 23 ნოემბერს, იგი ამბობდა: როცა კვასნევსკის მოუნდა ესარგებლა ჩემი მომსახურებით, თავდაპირველად უარი ვუთხარი მისი კომუნისტური წარსულის გამო. მხოლოდ მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ მას აქვს შანსი გახდეს პოლონელი კენედი. კვასნევსკის წარმატება - ეს ჩემი მერვე გამარჯვებაა რვა საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ვთვლი ჩემს საუკეთესო ნამუშევრად.

პოლიტიკური რეკლამის ცნობილი ამერიკელი სპეციალისტებიდან გამორჩეულები არიან დევიდ გერგენი, რიჩარდ ვერსლინი, დიკ მორისი.

0x01 graphic

დევიდ გერგენი მუშაობდა სამ რესპუბლიკელ პრეზიდენტთან (ნიქსონი, ფორდი და რეიგანი). შემდეგ კი, ბევრისათვის გასაოცრად, დაინიშნა დემოკრატი პრეზიდენტის ბილ ქლინთონის მრჩევლად. მან მოღვაწეობა დაიწყო 1972 წელს ნიქსონის საარჩევნო კამპანიაში, შემდეგ კი იყო კომუნიკაციების დირექტორი ფორდთან და რეიგანთან. სწორედ მას ეკუთვნის ე.წ. დღის იდეა - ყოველ დილას, 8 საათზე თეთრ სახლში იკრიბებოდა დღის იდეის განმსაზღვრელი ჯგუფი. ისინი ეყრდნობოდნენ წინა დღეების სოციალური გამოკითხვის მონაცემებს. 9 საათზე ისინი ამ იდეებს აწვდიდნენ პრეზიდენტს. 9 საათსა და 15 წუთზე ნახევარი საათით იკრიბებოდა ე.წ. თავდასხმის ჯგუფი. სწორედ ამ ჯგუფებში წყდებოდა ვინ და როგორ იტყოდა საჭირო შეტყობინებებს, რომელი მინისტრისათვის იქნებოდა ყველაზე უპრიანი მათი მიწოდება, როგორ განახორციელებდა პასუხების გაცემას.

პრეზიდენტ ფორდის დროს გერგენი პასუხს აგებდა, თუ რა და როგორ უნდა თქმულიყო, შემდეგ კი წყდებოდა სად და როდის იყო თქმა საჭირო. ზოგჯერ მინისტრების ინფორმაციების გადაცემას ამჯობინებდნენ შემცვლელი მომხსენებლების გამოსვლას, რადგან საზოგადოება მათ უფრო უჯერებდა - როგორც მიუკერძოებელ ადამიანებს. დ. გერგენმა, რ. ვერსლინმა და მათმა თანამოაზრეებმა დაწერეს უახლესი 100 დღის გეგმა, სადაც ჩადებული იყო იდეა „რეიგანეკონომიკა“. ქლინთონთან მუშაობის თაობაზე გერგენი აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი არ უნდა გამოდიოდეს ყოველ საღამოს ტელევიზიით ამა თუ იმ მოვლენის კომენტარით. მას უნდა ახასიათებდეს უფრო ფართო თვალსაზრისი მომხდარის თაობაზე, მისი ვალია დასახოს ერის მიზნები და შეეცადოს, წაიყვანოს ხალხი ამ მიზნებისაკენ.

1969 წელს 38 წლის პროფესორმა რიჩარდ ვერსლინმა დააფუძნა საკუთარი კომპანია - ინფორმაცია გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც შემდგომ იქცა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთა ანალიტიკურ ცენტრად. რეიგანს იგი პირველად შეხვდა 1968 წელს, როცა გუბერნატორი იყო. 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ვერსლინი დაეხმარა რეიგანს გამარჯვებაში, როცა რესპუბლიკელებს მხარს უჭერდა ამომრჩეველთა მხოლოდ 28 პროცენტი, მან შეძლო რეიგანის წარმოჩენა, როგორც კონკურენტ ჯიმი კარტერთან შედარებით გაბედული და ძლიერი, ცივი და ყაირათიანი კაცისა, რომლისთვისაც უცხო არ იყო ადამიანური სითბოც. ვერსლინი თვლიდა, რომ საჭიროა აქცენტი გაკეთებულიყო ყოველთვის მომავლის ხედვაზე. ვერსლინმა რეიგანი აქცია სარეკლამო პიროვნებად. მან 200 გვერდიან წიგნში ჩამოაყალიბა გამარჯვებისათვის საჭირო 13 პირობა, სადაც გაწერილი იყო, თუ როგორ უნდა გაეფართოვებინა რეიგანს იმ დროს მცირე ამომრჩეველთა ბაზა. იგი ატარებდა გამოკითხვებს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაცილებით ადრე, მან გამოიკვლია ორი პრეზიდენტის რეკლამა საარჩევნო კამპანიის პროცესში, გადაამოწმა რეიტინგის ზრდის პროცესი. გამოკითხვების დროს მან გამოავლინა 2 ფუნქცია: ერთის მხრივ, ქვეყანაში არსებული პრობლემების დიდი სია, რომელიც დაიყვანება 4-5 პრობლემაზე საარჩევნო კამპანიის თითოეული ფაზისათვის. შემდეგ ხდება ადამიანთა ყურადღების აქცენტირება ამ პრობლემებზე. რიჩარდ ვერსლინმა საარჩევნო კამპანია ააგო 2 ძირითად პრინციპებზე: I - რეიგანის შესახებ რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის ინფორმირება, რის შემდეგ მეტი იყო ალბათობა, რომ მას ხმას უფრო მეტი ამომრჩეველი მისცემდა (რეიგანს მაშინ ხალხი ნაკლებად იცნობდა. ამერიკელებს ვერსლინი უნერგავდა იდეას, რომ რეიგანის ხელმძღვანელობით რესპუბლიკელები შექმნიდნენ მშვიდობიან სტაბილურ გარემოს, რომ ინფლაციის დემონები და უმუშევრობა იქნებოდა შეგდებული ჯინივით ბოთლში; II - ჯიმი კარტერი არის მოქმედი პრეზიდენტი (1976-80), ეს კი საშუალებად იძლევა აქცენტები აქტიურად გაკეთდეს მის შეცდომებზე.

საბოლოო ჯამში 1980 წელს არა მარტო რეიგანი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, არამედ რიჩარდ ვერსლინიც აღიარეს წლის რეკლამისტად. დიკ მორისს პრეზიდენტი ბილ ქლინთონი ჯერ კიდევ 1977 წლიდან თვლიდა საუკეთესო პიარ-სპეციალიტად, როდესაც მოხდა მათი ურთიერთობის დაწყება (ქლინთონი ამ დროს არკანზასის გუბერნატორად გახდომას ლამობდა). 1994 წელს ქლინთონმა კვლავ მიმართა მას სათანამშრომლოდ. თავის მუშაობაში მორისი ეყრდნობოდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის რეალურ შედეგებს და არა გამოგონილ -გაყალბებულს). იგი თვლიდა, რომ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ძირითადი პრობლემები (რომელიც აღელვებს მოსახლეობას) ყოველთვის მოქმედებს გადაწყვეტილებებზეც და ხალხის მოქცევაზეც.

მორისის მნიშვნელოვანი მიგნება გახლდათ სამკუთხედის იდეა. მან მოახდინა ქლინთონის იმიჯის ფორმირება, როგორც ორპარტიული პოლიტიკის გამტარებლისა. ჟურნალმა „ტაიმმა“ გამოაქვეყნა სქემა, თუ რა გზა უნდა გაიაროს იდეამ, რათა იგი განხორციელდეს მოხსენების სახით:

1. გონივრული გადამწყვეტი იერიში - ქლინთონი აყალიბებს იდეას, აქცენტირებას აკეთებს გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე, უგზავნის ჩანაწერებს და მემუარებს მორისს;

2. ბიუროკრატიის მობილიზაცია - მორისი აიძულებს ფედერალურ სააგენტოს მოიძიოს ინიციატივები, რომლებიც გააუმჯობესებს ქლინთონის გაცნობას და დადებითად აღქმას.

3. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა - მომდინარეობს ტესტირების და ნაპოვნი იდეის დაკონკრეტებით;

0x01 graphic

4. პრეზენტაცია - ოთხშაბათ საღამოს მორისი წარუდგენს ქლინთონს იმ იდეას, რომელმაც სხვებთან შედარებით უმაღლესი მოწონება და შეფასება დაიმსახურა;

5. წითელი შუქი - თუ პრეზიდენტს არ მოეწონება ეს იდეა, მორისი მას აქტიურად შეეწინააღმდეგება, წარუდგენს მას ხელახლა სხვა დროს და სხვა ვითარებაში.

6. შედეგების წინ წაწევა (პრომოუშენი) - მორისი და თეთრი სახლის პერსონალი აიძულებენ ფედერალურ სააგენტოს, რათა მოხდეს ყველაზე საინტერესო იდეის წინ წაწევა;

7. შეტყობინების შექმნა - მორისი მუშაობს კომუნიკაციის დირექტორთან ერთად იმაზე, თუ რომელი მოვლენა უნდა გამოვიყენოთ მოცემული პოლიტიკის მხარდასაჭერად. სპიჩრაიტერები მუშაობენ მოხსენების ტექსტზე და იყენებენ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს;

8. რეკლამის ბრძანებულება - იწერება სცენარი, ხდება სატელევიზიო რგოლების გადაღება, რომელიც შემდეგ გადამოწმდება გამოკითხული საზოგადოებრივი აზრის მიხედვით. შედეგები დაუყოვნებლივ მოეხსენება პრეზიდენტს, რომელიც ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას;

9. ქლინთონი გამოდის სიტყვით, რომელიც ეფექტურია მოცემულ სიტუაციაში და რომლის მომზადებას ამდენი ადამიანის და სპეციალისტის შრომა დასჭირდა. საბოლოო დასკვნა ასეთია, რომ ინტელექტუალური და არა ავტორიტარული თვისებების გამო უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯგუფების კანდიდატის მხარეს გადასვლა და მხარდაჭერა.

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური რეკლამის კარგ სპეციალისტებად ითვლებიან ტიმ ბელი და ბერნარდ ინგჰემი. სწორედ მათ დაისახეს მიზნად, რომ მარგარეტ ტეტჩერი იმდენად კი არ ჰყვარებოდათ (ანდა რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი, რის გამო? - ვ.შ.), რამდენადაც მისთვის პატივი ეცათ და მისდამი კეთილგანწყობა ჰქონდათ. 1979 წლის არჩევნებში ტიმ ბელის რჩევით აირჩიეს გამოწვევის სტრატეგია, როცა ტეტჩერი პოზიციონირებდა არა როგორც უფრო გამოცდილი პოლიტიკური, არამედ ბრალს სდებდა ლეიბორისტებს, რომ ბრიტანეთი მეორეხარისხოვან ქვეყნად გადააქციეს. მათ ფონზე ტეტჩერი შეპირდა ბრიტანელებს, რომ დაუბრუნებდა მათ ძველ დიდებას ყველა სფეროში. იმიჯმეიკერის როლი წმინდა სამსახურებრივი ხასიათისაა. მას არა აქვს უფლება გამოვიდეს წინა პლანზე. როცა ეს მოხდება (იგივე ელცინის ქალიშვილის - ტატიანას მაგალითზე), ამას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს პრეზიდენტისათვის.

14 პრაქტიკული რჩევები

▲back to top


14.1 10 თვისება, რომლებსაც სიღარიბემდე მივყავართ

▲back to top


0x01 graphic

ფული ადამიანებს შორის ურთიერთობების შედეგია, ამიტომ მთავარია არა თვით ფული, არამედ სოციალური ურთიერთობები. რატომ არის რომ ერთ ადამიანს უმართლებს, თუნდაც ყველაზე პრიმიტიულ ინდივიდუალურ ვაჭრობაში, მეორეს კი არა? რატომ იკეთებს ერთი ადამიანი ბრწყინვალე კარიერას -მეორე კი უმუშევარი რჩება? ჩინური ანდაზაა: თუ ადამიანს მომხიბვლელად ღიმილი არ შეუძლია, მან საერთოდ უნდა დაანებოს თავი ვაჭრობას. მომხიბვლელი ღიმილი კი შეუძლებელია პოზიტიური განწყობების გარეშე. ასე რომ, მთავარი კომერციაში და ფულის შოვნის ხელოვნებაში ეს არის გრძნობები საკუთარი თავისა და გარესამყაროს მიმართ. თუ გინდათ, რომ ფული მოიზიდოთ უნდა მოიშოროთ შემდეგ განწყობები და გრძნობები:

  1. საკუთარი თავის შეცოდება

სიღარიბისკენ მიდრეკილი ადამიანები პირველივე წარუმატებლობის შემდეგ იცოდებენ თავს და ფიქრობენ, რომ სიმდიდრე მათ ბედად არ უწერიათ. ზოგი თავს იცოდებს იმიტომ, რომ ოჯახი შექმნა და „უღელში კისერი გაყო“. ზოგს კი პირიქით, იმის გამო ებრალება თავის თავი, რომ მეუღლეს დაშორდა და ამით ოჯახური იდილია დაკარგა. ახალგაზრდები თავის გამოუცდელობას უჩივიან, მოხუცები კი ასაკს. ზოგს „ეცოდება“ თავის მეტისმეტი სიმაღლე ან სიდაბლე, სიმსუქნე ან სიგამხდრე და ა.შ.

მაგრამ როგორც არ უნდა შეიბრალოთ თქვენი თავი - ამით პრობლემას ვერ გადაჭრით. თვითშეცოდებულ ადამიანებთან საქმის დაჭერა თვითშებრალებულებსაც კი არ უნდათ, რადგან ეს თვისება ყველას აღიზიანებს. მჭიდრო სოციალური კავშირების გარეშე კი ფულს ვერ იშოვნი ასე რომ, განეწყვეთ პოზიტიურად - მერე რა რომ შვარცენეგერი თქვენზე ძლიერია, ან ანჯელინა ჯოლი თქვენზე ლამაზი? მიმოიხედეთ გარშემო - მილიონობით თქვენი მსგავსი ადამიანი დადის - იმეგობრეთ მათთან ჩვეულებრივად, როგორც მაგალითად, ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი მეგობრობენ...

2. სიძუნწე

ზოგს ჰგონია, რომ მეტისმეტი ეკონომიით უფრო მეტ ფულს მოიგებს. მაგრამ დაბალ ფასად ან უხარისხო პროდუქცია იყიდება, ან ვადაგასული, რომელიც მალე გაფუჭდება. ტყუილად როდი უთქვამთ ძუნწი ორჯერ იხდისო.

თუ მეწარმე ხართ და ცდილობთ, რომ თანამშრომლებს უფრო მეტ სამუშაოში უფრო ნაკლები გადაუხადოთ - ეს არათუ ეკონომია, - არამედ ფირმის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკაა. დაბალხელფასიანი თანამშრომელი კარგავს ხარისხიანად მუშაობის მოტივაციას და კომპანიის წინააღმდეგ უყალიბდება ანტიპატიები. ასეთი უარყოფითი განწყობების გამო იგი ცუდ ინფორმაციას ავრცელებს თქვენს კომპანიაზე, რაც ჭორების საშუალებით მნიშვნელოვნად ლახავს თქვენს იმიჯს. ამიტომ, ეცადეთ შეძლებისდაგვარად წაახალისოთ თანამშრომლები თუნდაც მცირე პრემიებით. ტყუილად როდი ამბობდა რუსთაველი: უხვსა ჰმორჩილებს ყოველი, იგიცა ვინც ორგულია. მხარჯველ ადამიანს საზოგადოებაში მეტი რენომე და იმიჯი აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რაციონალურ ევროპაშიც კი. ევროამერიკელები ხშირად იმიტომ ყიდულობენ ძვირფას ნივთებს, რომ ხალხს აჩვენონ: აი, მე ფულს მუთაქაში კი არ ვინახავ, არამედ საზოგადოებაში ვხარჯავ და ამით დამატებით სამუშაო ადგილებს ვქმნი!!!

0x01 graphic

3. იმ საქმის არჩევა, რომელსაც ვერ იტანთ.

ფულის ადვილი შოვნის მიზნით ბევრი ადამიანი ირჩევს არა იმ საქმეს, რომელიც მას აინტერესებს, არამედ სადაც უფრო მეტს იხდიან. მაგალითად, კომუნისტების ეპოქაში ყველას ექიმობა უნდოდა, დღეს კი ყველას ბუღალტრობა, ან აუდიტორობა უნდა...

პროფესიების შეთავსება კიდევ შეიძლება - ბევრი ექიმი ცნობილია არა ექიმობით, არამედ მუსიკოსობით, ან კიდევ მხატვრობით. ბუღალტერსაც შეუძლია, ვთქვათ, ხელოვნებისმცოდნეობაში დისერტაცია დაიცვას. თვით გოეთეც კი ფინანსთა მინისტრობით ირჩენდა თავს.

მაგრამ ბიზნესში ასეთი შეთავსება თითქმის შეუძლებელია. თუ ბიზნესის სფერო არ შეესაბამება თქვენს ნამდვილ მისწრაფებებს და ხასიათს, ამ სფეროში წარმატების მიღწევა ძალზედ სათუოა.

თუ ღვინო არ გიყვართ - ნამდვილ ხვანჭკარასაც კი ვერ გაყიდით, რადგან მყიდველი დაღმეჭილ სახეზე შეგატყობთ, რომ ამ ღვინოში რაღაც კარგი არ ჰყრია...

ასე რომ, იმუშავეთ ბიზნესის იმ სფეროში, რომელიც თქვენ გიზიდავთ და არა იქ, სადაც მეტი მოგებაა...

4. წარმატების გაზომვა ფულით

სიღარიბისაკენ მიდრეკილი ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ გარკვეულ თანხას ბანკში შეუძლია მისი ბედნიერების უზრუნველყოფა. მაგრამ ამ ფულს ჯერ მოპოვება უნდა და თან ბანკში შენახული ფული, როგორც წესი, მალე იხარჯება. ამიტომ მთავარია არა ფული, არამედ ის საქმე, რითაც ამ ფულს აკეთებთ. თუ საქმეს კარგად ააწყობთ - შემოსავალი მუდმივად გექნებათ. ბანკში შენახული ფული კი შეიძლება თვალსა და ხელს შუა სწრაფად შემოგეხარჯოთ.

5. უფრო მეტის ხარჯვა, ვიდრე საჭიროა

არის პერიოდები, როდესაც კომპანია აღმავლობას განიცდის და შემოსავლებიც ორმაგდება. სიღარიბისკენ მიდრეკილი ადამიანი ამას აღიქვამს, როგორც უპირობო წარმატებას და ღვთის სამუდამო წყალობას. ამიტომ ყიდულობს ძვირფას ლიმუზინს, დიდ ვილას, ქეიფობს საუკეთესო რესტორნებში და ა.შ. თუმცა, ეკონომიკა - მერყევი ფენომენია - დაღმავლობის დროს ფირმას პრობლემები ექმნება და აღმოჩნდება, რომ მთელი რეზერვები დროსტარებაშია დახარჯული. სოლიდური რეზერვების გარეშე კი მეორე აღმავლობამდე კომპანია ვერ გაძლებს და გაკოტრდება. ამიტომ პირველ რიგში, საწარმოო რეზერვებზე უნდა იფიქროთ და შემდეგ ფულის ფანტვაზე.

0x01 graphic

6. მყისიერი მოგების არჩევა

უცბად და ბევრის ერთად მიღების სურვილი ღატაკების ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა. ბიზნესი არ არის სიტუაციური მოვლენების რაღაც ქაოსი. ბიზნესი ისეთი ტენდენციების ერთობლიობაა, რომელთა პროგნოზირება ბიზნეს-კორიფეებსაც კი უჭირთ. ამიტომ ჭკვიანმა ბიზნესმენმა პირველ რიგში ტენდენცია უნდა გაითვალისწინოს და არა უცბად გამოჩენილი რაღაც ეფემერული შესაძლებლობა. ასე რომ, წარმატებულ ბიზნესში არანაირად არ გამოდგება ცნობილი ქართული პრინციპი: დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს-ო - საქართველოს სიღატაკის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ამ ეროვნული პრინციპისადმი ფანატიკური ერთგულებაა. არადა, ევროპულად (მაშასადამე, ქართულად) რომ ვიკითხოთ: რაღა დღეს უნდა ჭამო მაინცდამაინც კვერცხი? ცოტა ხანს მოითმინე - კარტოფილი და ლობიო მიირთვი, 2-3 თვეში კი ამ კვერცხისგან ისეთ ქათამს მიიღებ, რომელიც ყოველდღე დაგიდებს კვერცხს.

7. წუწუნი

არ მოგწონთ ცხოვრება ? - რას იზამ, ასეც ხდება, მაგრამ იქნებ და სხვებს მოსწონთ. ასე რომ, თქვენს მიერ ცხოვრების აზრის თუ გარემოებების ლანძღვა-გინება ამ ადამიანების გაღიზიანებას გამოიწვევს. მათ ისე მოაბეზრებთ თავს, რომ თქვენთან ერთად ფულის კეთებას აღარ მოინდომებენ. სხვა წუწუნებთან ერთად წუწუნით კი ცხოვრებას ვერ შეცვლით. სჯობს სიტყვით და საქმით ებრძოლოთ ცხოვრებისეულ მანკიერებებს, ვიდრე იწუწუნოთ მათ შესახებ.

8. საკუთარი თავის სხვებთან შედარება

ეს ღატაკის კიდევ ერთი უაზრო თვისებაა. სიღარიბისაკენ მიდრეკილი ადამიანი ვერ იტანს მათ, ვისაც მასზე მაგარი ავტომობილი, ან სახლი გააჩნია, ვინც მასზე ლამაზი ან ავტორიტეტულია. მაგრამ რა აზრი აქვს ამ ადამიანების სიძულვილს, ან რას გამოასწორებ მათდამი შენი თავის შედარებით? სიძულვილი სიძულვილს შობს - რასაც დასთეს - იმას მოიმკი. ამიტომ სჯობს საკუთარი თავის შინაგან განვითარებაზე იფიქროთ, ვიდრე სხვები შეიძულოთ ურთიერთშედარების საფუძველზე.

0x01 graphic

9. სიმდიდრის გაზომვა ფულით

ბევრ ღარიბს ჰგონია, რომ თუ მილიარდ დოლარს იშოვის, მაშინ მთელს მსოფლიოს ჯიბეში ჩაიდებს.

მაგრამ ამ მილიარდის წართმევა ადვილად შეუძლიათ ბანდიტებს, კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიებს, თაღლითებს. ასე რომ, მთავარი სიმდიდრე არის არა მილიარდი დოლარი ჯიბეში, არამედ იმ საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური კულტურა, რომლის წიაღშიაც ეს მილიარდი გამოიმუშავეთ. მთავარი სიმდიდრეა ის სახელმწიფო სისტემა, რომელიც იცავს თქვენს ქონებას ბანდიტებისგან და სხვადასხვა ჯურის თაღლითებისგან.

0x01 graphic

ცნობილ დიქტატორებს (ჰიტლერი, სტალინი, მაო ძე დუნი) პირადი ქონება პრაქტიკულად არ გააჩნდათ, მაგრამ მათ პირად მფლობელობაში მთელი სახელმწიფოები და კონტინენტები გადადიოდნენ. ისინი სხვის სამეფო სასახლეებში ცხოვრობდნენ მეფეებივით. რატომ? - იმიტომ რომ თვითონ ქმნიდნენ ქონების დაცვის და გამრავლების პოლიტიკურ სისტემებს. ასე რომ, მთავარი სიმდიდრე ეს არის თქვენი უნარი შექმნათ ფულის კეთების სისტემა, რადგან თვითონ ფულის „შექმნის“ უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს...

10. საქმის ოჯახზე მაღლა დაყენება

ზოგს მიაჩნია, რომ ოჯახი ხელს უშლის მას კარიერაში, არჩევანის გაკეთებაში, იდეების განხორციელებაში და ა.შ. ბევრი ბიზნესმენი ანაწევრებს საოჯახო კაპიტალს და თავისი წილი ცალკე გააქვს. მაგრამ ასეთი ეგოისტები იშვიათად აღწევენ მიზანს. ზოგ შემთხვევაში ასეთი ინდივიდუალიზმი ამართლებს, მაგრამ თავკერძობას ისევ ოჯახის წევრებთან შეთანხმება სჯობს, რადგან ძალა ერთობაშია. ამის მაგალითია დიუპონების ცნობილი ოჯახი. მათი კორპორაცია უკვე 200 წელზე მეტია, რაც ყველანაირ კრიზისს უძლებს და ვითარდება, რადგან ერთიანი კაპიტალი 1000-მდე დიუპონზეა გადანაწილებული, მაგრამ მართვა ერთობლივად ხდება.

კობა ცხრუკვეთელი