The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი

კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი
Date of birth:14 May, 1883
Date of death:11 October, 1958  (at 75 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Economist, Politician

Biography

   კონსტანტინე (კოწია) კანდელაკი დაიბადა 1883 წლის 14 მაისს (ძვ. სტ.) ქუთაისის მაზრის დაბა კულაშში აზნაურის ოჯახში. საშუალო განათლება  ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მიიღო, სადაც გაეცნო სოციალისტურ იდეებს და მეგობრობდა „მესამე დასელებთან“. უმაღლესი განათლება მისაღებად  მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ჩააბარ და ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო. სტუდენტობის პერიოდში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა და მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ჩაერთო საქართველოში კოოპერატიული მოძრაობის განვითარებაში და მისი ერთ-ერთი ლიდერი და ამ საქმის პიონერიც გახდა. შემდგომ წლებში გახლდათ  ამიერკავკასიის მომხმარებელთა საზოგადოებების კავშირის საბჭოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და თავმჯდომარე, რიგი ნაშრომების ავტორი საქართველოს ეკონომიკის შესახებ. იგი იყო სრულიად რუსეთის კოოპერაციული ბანკის (მოსკოვის სახალხო ბანკის) ამიერკავკასიის განყოფილების თავმჯდომარე.

   1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგი.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1919 წლიდან იყო  საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი იყო.

   1920 წელს მიავლინეს ევროპაში ეკონომიკური მისიის ხელმძღვანელად, რომელიც იტალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრინტანეთში მუშაობდა.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში. ემიგრაციაში ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქვეყნებდა ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსის წერილებს ემიგრანტულ გამოცემებში, მოამზადა ფუნდამენტური ნაშრომი საქართველოს ეკონომიკის და პოლიტიკური ისტორიის შესახებ. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში მონაწილეობდა ნაცისტური რეჟიმის დევნისაგან ებრაელების დაცვაში.

   1958 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინე კანდელაკი მძიმე ავადმყოფობის შედეგად ლოზანაში გარდაიცვალა. 14 ოქტომბერს მისი ნეშტი პარიზში გადაასვენეს და 18 ოქტომბერს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე პატივით დაკრძალეს.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

Share: