The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე იაკობის ძე გარსევანიშვილი

ივანე იაკობის ძე გარსევანიშვილი
Date of birth:3 April, 1891
Date of death:6 September, 1969  (at 78 years)
Burial location:მცხეთა, გარსევანიშვილების საგვარეულო სასაფლაო
Category:Economist, Critic, Repressed, Public Figure

Biography

   ივანე გარსევანიშვილი დაიბადა 1891 წელს.

   დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი, სწავლობდა ლაიფციგსა და პეტერბურგში, თავისუფლად ფლობდა, გერმანულ, რუსულ, უკრაინულ, ინგლისურ და ჩერქეზულ ენებს. ივანე გარსევანიშვილი ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას.  ხსნიდა სკოლებს, სამკითხველოებს. სწორედ ივანე გარსევანიშვილის ძალისხმევით გაიხსნა პირველი 8 წლიანი სკოლა მცხეთაში და პირველი სკოლის დირექტორიც თავად გახლდათ. 

   1915 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი. 

    1921 წელს ბოლშევიკებმა მისი ძმა დავითი დახვრიტეს, ხოლო ივანე ციმბირში გადაასახლეს სამუდმოდ. 1934 წელს ივანემ მოახერხა ციმბირიდან ყირიმში გადასახლების უფლების მოპოვება და მოგვიანებით, მაგრამ სიბერეში მაინც დაბრუნდა სამშობლოში.

  ივანე გედევანიშვილი გარდაიცვალა 1969 წლის 6 სექტემბერს და დაკრძალულია მცხეთაში, გედევანიშვილების საგვარეულო სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1915-)

Share: