The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სოლომონ ანდრიას ძე ელიოზიშვილი

Date of birth:1829
Date of death:30 December, 1907  (at 78 years)
Category:Librarian, Religious leader, Unidentified

Biography

ელიოზიშვილი სოლომონ ანდრიას ძე (1829 _ 30.12.1907, ქ. თბილისი) _ დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. დაამთავრა სარატოვის სასულიერო სემინარია. 1856 წლის 21 სექტემბერს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის ყოვლდაწმიდა სამების ტაძარში დანიშნა. 1858 წლის 5 იანვარს თბილისის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა და ამასთანავე დაევალა სიონის საკათედრო ტაძარში კატეხიზატორული საუბრების წარმოთქმა. 1859 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის თანაშემწედ აირჩიეს. 1859 წლის 30 აგვისტოს გათავისუფლდა სასწავლებლიდან და ამავე წლის 29 სექტემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1862 წლის 6 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1864 წლის 22 მაისს სკუფია უბოძეს. 1867 წლის 5 იანვარს იყო კომისიის წევრი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქაშვეთის გალავნის `გამშვენება~. 1868 წლის 12 იანვარს თბილისის სახალხო სასამართლოს პირველ განყოფილებაში აღსარებების ჩაბარება დაევალა, რასაც უსასყიდლოდ ასრულებდა. 1869 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1872-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის გამგეობის წევრია. 1881 წლის 18 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1882 წლის 18 დეკემბერს თბილისის ეპარქიალურ ქალთა სასწავლებელში საპატიო წევრად აირჩიეს. 1884-1899 წლებში ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარია. 1885 წელს წმ. სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვდა. 1892 წლის 15 მაისის ბრძანებით გახდა დეკანოზი, ხოლო ამავე წლის 7 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში მიენიჭა ეს წოდება. 1899 წლის 8 აგვისტოს, თავისი თხოვნით, გადადგა წინამძღვრობიდან და პენსიაზე გავიდა. მეუღლე ნინო დიმიტრის ასული (1839) და შვილები: ევსევი (1863) და მარიამი (1868).


გიორგი მაჩურიშვილი

გიორგი მაჩურიშვილი

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

Share: