|
მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი (გენერალ–მაიორი)
Date of birth: | 23 February, 1827 |
Date of death: | 21 May, 1894 (at 67 years) |
Burial location: | თბილისი, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამა (ეკლესია დანგრეულია) |
Category: | Military Person |
Biography
მიხეილ ერისთავი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, დაიბადა 1827 წელს გორის მაზრის სოფელ კარალეთში.
მიხეილ ერისთავი მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1867 წლიდან იყო თერგის კაზაკთა ჯარის 1-ლი ბრიგადის მოზდოკის პოლკის მეთაური. 1877 წლიდან რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი და ირიცხებოდა კავკასიის არმიის კავალერიაში. დაჯილდოებულია წმინდა ანას II ხარისხის ორდენით.
1879 წლიდან მიხეილ ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.
მიხეილ ერისთავი გარდაიცვალა 1894 წელს და დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
Awards and Honors
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
Contacts Information
|