The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი

ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი
Date of birth:1 January, 1831
Date of death:18 April, 1912  (at 81 years)
Burial location:თბილისი, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამა (ეკლესია დანგრეულია)
Category:Military Person

Biography

   ნიკოლოზ ერისთავი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს შთამომავალი, დაიბადა 1831 წლის 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ კარალეთში.

   1853-1856 წლებში ნიკოლოზ ერისთავი მონაწილეობდა ყირიმის, ხოლო 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომებში.

   1867 წლიდან, სამხედრო კარიერის დასაწყისში, იყო თერგის ოლქის ჩაჩნეთის ოკრუგის, ხოლო 1874  წლიდან იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი.

   1878 წელს ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ დაინიშნა.

   1883 წელს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ გადაიყვანეს და ამავე დროს ბათუმის გარნიზონს მეთაურობდა.

  1884 წელს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

   1895 წლიდან ნიკოლოზ ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

  1912 წლიდა გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ.

   ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით.

  ნიკოლოზ ერისთავს ცოლად ჰყავდა ეკატერინე ზაქარიას ასული სარაჯიშვილი და შვილები: ალექსანდრე და გიორგი (გიგუშა). ორივე შვილი რუსეთის არმიის გენერალი იყო.

  ნიკოლოზ ერისთავი გარდაიცვალა 1912 წლის 18 აპრილს თბილისში და დაკრძალულია თბილისის კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-)

Awards and Honors

  • სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი
  • ბუხარის ოქროს ვარსკვლავის ორდენი
  • ოქროს ხმალი
    მამაცობისთვის
  • თურქეთის მეჯიდიეს ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: