The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ შიოს ძე ბარნაბიშვილი

ნიკოლოზ შიოს ძე ბარნაბიშვილი
Date of birth:4 March, 1870
Date of death:22 April, 1928  (at 58 years)
Category:Educator, Religious leader

Biography

   ნიკოლოზ ბარნაბიშვილი დაიბადა 1870 წლის 4 მარტს მღვდლის ოჯახში.

   1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1892 წელს დაამთავრა.

   1893 წელს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. იმავე წელს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა,  ამავე ტაძარში დანიშნა და მალევე მღვდლად დაასხა ხელი.

   1893 წელს საინგილოში, ყორაგანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განამწესა. 1893 წლიდან 1897 წლამდე ყორაგანის კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

   1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და 1897 წელს ატენის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს. ამავე წელს გორის მაზრის მე-6 ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1899 წლის 24 აგვისტოს თანაშემწის თანამდებობიდან  გადადგა.

   1902 წელს ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაადგინეს.

   1904 წელს მატნის წმინდა სახელობის ნიკოლოზის ტაძარში განამწესეს. ამავე წელს მატანის სამრევლო-საეკელსიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

   1907 წელს ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისა და სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. წლების მანძილზე იყო სასულიერო დეპუტატად გორის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტში, ასევე თელავი-სიღნაღის მაზრის სასწავლო კომიტეტშიც. მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი.

   XX ს-ის 20-იან წლებში ანაფორა გაიხადა და თბილისში მასწავლებლად მუშაობდა. ნიკო ბარნაბიშვილს ჰყავდა მეუღლე სოფიო კასიანეს ასული კავკასიძე და შვილები: შიო, თამარი, ელენე, მახარე, მირიანი და დონარა.  

   მამა ნიკოლოზი გარდაიცვალა 1928 წლის 22 აპრილს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სასაფლაოზე. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

Awards and Honors

  • სამახსოვრო ვერცხლის მედალი

Bibliography


Share: