The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მარიამ სიმონის ასული დედაბრიშვილი

მარიამ სიმონის ასული დედაბრიშვილი
Legal name:მარიამ სიმონის ასული ბაქრაძე
Other name:დედაბერი  (Pseudonym)
Date of birth:1869
Date of death:1942  (at 73 years)
Category:Medical Doctor, Writer

Biography

   მარიამ ბაქრაძე დაიბადა 1869 წელს თბილისში.

   1897 წელს პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. 1898 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად პარიზში დისერტაცია დაიცვა  თემაზე: „საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა“. მარიამი ორი წლის მანძილზე მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულების კლინიკებში, შემდეგ პასტერის სადგურში.

   1901 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში ქალაქის I საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. ამავე დროს  მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაშიც საქმიანობდა.

   1902 წლიდან მარიამ ბაქრაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. საზოგადოებაში მისი გაწევრიანების  თავმდებნი იყვნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

   1908-1938 წლებში საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების, ხოლო 1938 წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე იყო.

    სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად მარიამ ბაქრაძე ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულია მთელი რიგი მისი საბავშვო მოთხრობები.

   მარიამ ბაქრაძე გახლდათ მწერალ შიო არაგვისპირელის მეუღლე.

   მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი გარდაიცვალა 1942 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1898 - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

Bibliography


Share: