|
ანა (ანეტა) ონისიმეს ასული სიხარულიძე
Legal name: | ანა ონისიმეს ასული მამაგეიშვილი |
Date of birth: | 188? |
Date of death: | 196? |
Burial location: | თბილისი, საბურთალოს სასაფლაო |
Category: | Public Figure |
Biography
ანეტა მამაგეიშვილი დაიბადა 1880-იან წლებში ქუთაისში. ზუსტი თარიღი უცნობია. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია.
1912 წლიდან ანეტა გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სამტრედიის განყოფილების წევრი, ხოლო 1915 წლიდან ამ განყოფილების ხაზინადარი.
ანეტა სიხარულიძე გახლდათ გიორგი სიხარულიძის მეუღლე, რომელიც 1924 წელს ბოლშევიკებმა მოკლეს, ხოლო ოჯახს სახლი და მთელი ქონება ჩამოართვეს. ოჯახმა არ ითანამშრომლა ოკუპანტებთან და ანეტა შვილებთან, გოგისთან და თორნიკესთან ერთად, როგორც „ხალხის მტრის“ ოჯახი თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე ნახევრად სარდაფში შეასახლეს. მან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ნათესავებთან, სამტრედიასთან და გურიასთან და ცხოვრება თბილისში გააგრძელა.
ანეტა სიხარულიძე გარდაიცვალა 1960-იან წლებში და დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი (1915-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1912-1916)
|