Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ეკატერინე თადეოზის ასული სტაროსელსკისა![]()
Biographyეკატერინე გურამიშვილის დაბადების თარიღი უცნობია. იგი გახლდათ ქართლის ერთ-ერთი უმდიდრესი მემამულის თადეოზ გურამიშვილის ქალიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლის - ოლღას და. ეკატერინე გურამიშვილი ცოლად გაჰყვა რუს გენერალ დიმიტრი სტაროსელსკის, რომელიც 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი გახლდათ, ხოლო 1877-1884 წლებში ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იგი გვერდში ამოუდგა ილია ჭავჭავაძეს. მას საქართველო ძალიან უყვარდა, თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა და ილიას "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაფუძნებაშიც დაეხმარა. იაკობ გოგებაშვილი დიმიტრი სტაროსელსკის შესახებ წერდა: “დასაფასებელია მისი მეტად ნათელი მიმართულება, უყვარს საქართველო, როგორც თავისი მეორე სამშობლო, რომელმაც ოჯახური ბედნიერება მიანიჭა”. 1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელკისა. ეკატერინესა და დიმიტრი ჰყავდათ ოთხი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი: ნინო, ელისაბედი, რუსუდანი, ქეთევანი, სიმონი, გივი, ნიკოლოზი და ვსევოლოდი. ეკატერინე გურამიშვილი-სტაროსელსკისა გარდაიცვალა 1901 წელს თბილისში და დაკრძალულია საგურამოში, ღვთისმშობლის მიძინების (სიონის) ტაძარში. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |