The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე

ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე
Legal name:ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღაბერიძე
Date of birth:29 April, 1838
Date of death:27 December, 1911  (at 73 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Geographer, Historian, Educator, Publicist

Biography

     ნიკო ღოღობერიძე დაიბადა 1838 წელს. დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისში, შემდეგ გადაიყვანეს თბილისის გიმნაზიაში, რომელიც 1857 წელს დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის საისტორიო–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა და რომელიც 1861 წელს წარჩინებით დაამთავრა.  სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულ პატრიოტულ წრეში, მეგობრობდა ცნობილ რუს მოღვაწეებთან: ნ. დობროლუბოვთან, ნ. პანტელეევთან, დ. ხოროშევსკისთან და სხვებთან. ნიკოს შესთავაზეს უნივერსიტეტში პრივატ–დოცენტად დარჩენა, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება არჩია და თბილისის პირველ გიმნაზიაში ლათინურის, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

      პედაგოგიური საქმიანობის გარდა ნიკო ღოღობერიძე ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. ეს ორი მოღვაწე სტეფანე მელიქიშვილსა და ვახტანგ თულაშვილთან ერთად თბილისში აარსებენ ქართულ სტამბას, შეადგინეს ახალი მრგვალი შრიფტი, რომელიც შეუკვეთეს ვენაში და რომელიც "ვენური შრიფტის" სახელითაა ცნობილი. სტამბაში იბეჭდებოდა ქართული წიგნები და ჟურნალ–გაზეთები. მათივე თაოსნობით დაარსდა "დროება", სადაც ნიკო ღოღობერიძე თავადაც აქვეყნებდა სტატიებს. 

    თბილისის გიმნაზიის დირექტორ ჟელიხოვსკისთან უთანხმოების გამო ნიკო ღოღობერიძემ დატოვა გიმნაზია და ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მთელი ენერგიით შეუდგა სასოფლო სკოლების მოწყობას და მათი დამსახურებით ბევრ სოფლებში გაჩაღდა განათლების ახალი კერები. ყველანაირად ეხმარებოდნენ სოფლის მასწავლებლებს და ამარაგებდნენ მათ წიგნებითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით.

   1868 ნიკო ღოღობერიძემ ასპარეზი გამოიცვალა და მუშაობას იწყებს სასამართლო სისტემაში ჯერ თბილისში, ხოლო  შემდეგ ქუთაისში. აქვე აირჩიეს საადგილმამულო ბანკის მმართველად. ორი საარჩევნო ვადის შემდეგ ნიკომ დატოვა ბანკი და ჩაება მარგანეცის მოპოვება-დამუშავების საქმეში. თერთმეტი წლის მანძილზე დააგროვა დიდძალი თანხა, რასაც უანგაროდ ახმარდა ქართველი ერის სამსახურს. 

   1879 წლიდან ნიკო ღოღობერიძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. მან 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებებს.

    სიცოცხლის ბოლო წლები ნიკომ ევროპაში გაატარა, მხოლოდ ზაფხულობით ორიოდე თვით ჩამოდიოდა სამშობლოში.

    ნიკო ღოღობერიძე გარდაიცვალა 1911 წელს და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: