The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია ბუჭუას ძე ჭეიშვილი

ილია ბუჭუას ძე ჭეიშვილი
Legal name:ჭეიშვილი ივლიანე (ილია) სპირიდონის ძე
Other name:დურღანელი  (Pseudonym)
ცდომილი  (Pseudonym)
Date of birth:8 August, 1866
Date of death:15 August, 1910  (at 44 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Interpreter, Writer, Educator

Biography

    ილია ჭეიშვილი დაიბადა 1866 წელს ოზურგეთის მაზრის, ბახვის თემის, სოფელ მშვილდობაურში სახელმწიფო გლეხის ოჯახში.

    პირველდაწყებითი განათლება ბახვის სკოლაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისში მუშად მუშაობდა და რამდენიმე წელიწადში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ როგორც არაკეთილსაიმედოს, სამშობლოში სამსახურის ნება არ მისცეს და მოზდოკში, ნაურსა და კურსკში მსახურობდა მასწავლებლად.

   ილია ჭეიშვილი, 35 წლის ასაკში, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც ოფიცრობა დაიმსახურა და სამშობლოში დაბრუნებულმა ისევ მასწავლებლობას მიჰყო ხელი. მუშაობდა გუმბრის, ასკანის, ლანჩხუთისა და ქუთაისის სკოლებში.

    1898 წელს, წერა-კითხვის საზოგადოების ცნობით, ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგე იყო.

    ილია ჭეიშვილი რევოლუციურ მუშაობაში მოწაფეობის დროიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და პროპაგანდისტ-აგიტატორად მუშაობდა. ხშირად არალეგალური წრეების კრებებს სოფელ ბახვში,  საკუთარ ბინაზე მართავდა.

    1906 წელს, ვინაიდან პოლიტიკურად იდევნებოდა, ჩხრეკის დროს დიდძალი ხელნაწერები ჩამოართვეს და დაწვეს. პოლიტიკური საქმიანობის გამო ციხეშიც იჯდა.

     ილია ჭეიშვილი თავის სოფლის გლეხთაგან პირველი ნასწავლი ადამიანი იყო და ყველანაირად ცდილობდა გლეხებში ცოდნა შეეტანა. არდადეგებსა და სხვა თავისუფალ დროს, სოფლის ღარიბ მოზარდებს უფასოდ ამზადებდა.

    ილია ჭეიშვილი 1910 წლის 15 აგვისტოს ქოლერით გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

Bibliography


Share: