The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე თომას ძე ხახანაშვილი

კონსტანტინე თომას ძე ხახანაშვილი
Date of birth:1 May, 1877
Date of death:1945  (at 67 years)
Category:Actor/Actress

Biography

    კონსტანტინე ხახანაშვილი დაიბადა 1877 წლის 1 მაისს გორში, მღვდლის ოჯახში. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პოლტავის სასულიერო სემინარიაში.

   სემინარიის დამთავრების შემდეგ გორში დაბრუნდა და სცენისმოყვარეთა ჯგუფი შეადგინა სადაც სხვებთან ერთად იოსებ ჯუღაშვილიც მონაწილეობდა.

    1897 წელს პირველად დადგა წარმოდგენა, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა.

    1900 წლიდან 1925 წლამდე ავჭალის აუდიტორიისა და სახალხო სახლის სცენაზე, ანაზღაურების გარეშე მონაწილეობდა. შესრულებული აქვს: გიჟუა „რაც გინახავს – ვეღარ ნახავში“, ტარიელ მკლავაძე „ჩვენი ქვეყნის რაინდში“, გიგო „მსხვერპლში“, ოთარი „სტუმარ-მასპინძლობაში“ და სხვა როლები.

    გორში, ცხინვალსა და სხვა ქალაქებში მართავდა სახალხო წარმოდგენებს, საკვირაო სკოლაში მუშებს უფასოდ ასწავლიდა და იმავე დროს სახალხო კითხვების საზოგადოების წევრი და ლექტორიც იყო.

    სახალხო სახლის დრამატული წრის კოლექტივმა მოღვაწეობის 15 წლის იუბილე გადაუხადა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

Bibliography


Share: