Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძე![]()
Biographyგიორგი ხერხეულიძის დაბადების თარიღი უცნობია. გიორგი ხერხეულიძე თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში და აქვეყნებდა მოთხრობებს, მინიატურებს და პიესებს. მისი პიესა "მშობლების ბრალია" სცენაზეც დაიდგა. 1911 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. გიორგი ხერხეულიძე აქტიურად მონაწილეობდა პროვინციის სცენაზე და სოფლის კულტურულ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩაბმული. დაინტერესბული იყო წიგნთსაცავ-სამკითხველოებისა და სკოლის გახსნით, ავრცელებდა ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს და სხვებსაც მოუწოდებდა: "მარტო ენით ლაპარაკი ვერას აკეთებს, საქმე, – საქმეა საჭიროო". გიორგი ხერხეულიძე 1914 წლის დეკემბერში მსოფლიო იმპერიალისტურ ომში გერმანიის ფრონტზე დაიღუპა. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |