The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე

ვიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე
Legal name:ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე
Date of birth:1872
Date of death:17 January, 1943  (at 71 years)
Burial location:სოფელ ხრეითის სასაფლაო
Category:Religious leader

Biography

   ვიქტორ ჯაფარიძე დაიბადა 1872 წელს იმერეთში, მღვდლის ოჯახში.

   1886-1890 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1890-1896 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაასრულა.

   1899 წლის 9 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და დუშეთის მაზრის, სოფელ ნაღორევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1901 წელს იმერეთში გადაიყვანეს და სოფელ ძმუისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

   1902 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ რკვიისას მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1906 წელს თავასის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

   1912 წლის 16 აპრილიდან ვიქტორ ჯაფარიძე ხრეითის წმინდა გიორგის სახელობის (ლოლაძეების უბანი) ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1914 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.

   მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ეკლესიის დევნის პერიოდში, მამა ვიქტორი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა.

  ვიქტორ ჯაფარიძე გარდაიცვალა 1943 წლის 17 იანვარს და დაკრძალულია სოფელ ხრეითის სასაფლაოზე.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Share: