| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ანსელმო მღებრიშვილი![]()
ბიოგრაფიაXIX-XX საუკუნეების კათოლიკური სარწმუნოების მსახური ანსელმო მღებრიშვილი დაიბადა ქალაქ ახალციხეში. სასულიერო განათლება რომში მიიღო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მღვდლად მუშაობდა გორში, ბათუმში და სხვა კათოლიკურ ეკლესიებში. პადრე ანსელმომახალი ქართული ენით, ლათინურიდან თარგმნა თომა კემფელის თხზულება "მიბაძვა ქრისტესი" ოთხ წიგნად და პირველად გორში გამოსცა. მღებრიშვილი რამდენადაც ეკლესიის მოტრფიალე მსახური იყო, იმდენად საქართველოზე, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტი და ხშირად იტყოდა ხოლმე: "მე უაღრესად მწამს ღვთისმშობელი და საქართველო, – ჩემი რწმენის ქვაკუთხედს ეს ორი საგანი შეადგენს!" 1903 წლის 5 მაისს, ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის მიერ დედის ხსოვნის საპატივიცემულოდ აშენებული ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძარი პადრე ანსელმო მღებრიშვილომა აკურთხა და პირველი წირვა-ლოცვაც მან ჩაატარა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

