The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანსელმო მღებრიშვილი

ანსელმო მღებრიშვილი
Date of birth:18??
Category:Interpreter, Public Figure, Religious leader

Biography

   XIX-XX საუკუნეების კათოლიკური სარწმუნოების მსახური ანსელმო მღებრიშვილი დაიბადა ქალაქ ახალციხეში.

   სასულიერო განათლება რომში მიიღო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მღვდლად მუშაობდა გორში, ბათუმში და სხვა კათოლიკურ ეკლესიებში.

    პადრე ანსელმომახალი ქართული ენით, ლათინურიდან თარგმნა თომა კემფელის თხზულება "მიბაძვა ქრისტესი" ოთხ წიგნად და პირველად გორში გამოსცა.

   მღებრიშვილი რამდენადაც ეკლესიის მოტრფიალე მსახური იყო, იმდენად საქართველოზე, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტი და ხშირად იტყოდა ხოლმე: "მე უაღრესად მწამს ღვთისმშობელი და საქართველო, – ჩემი რწმენის ქვაკუთხედს ეს ორი საგანი შეადგენს!" 

  1903 წლის 5 მაისს, ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის მიერ დედის ხსოვნის საპატივიცემულოდ აშენებული ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძარი პადრე ანსელმო მღებრიშვილომა აკურთხა და პირველი წირვა-ლოცვაც მან ჩაატარა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1887-1899)

Bibliography


Share: