The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ჯათუს ძე კაკულია

მიხეილ ჯათუს ძე კაკულია
Date of birth:18??
Category:Educator, Public Figure

Biography

   მიხა კაკულია დაიბადა ზუგდიდის მაზრის სოფელ კახათში.

   მიხეილმა ხონის სემინარია დაამთავრა და სოფელში მასწავლებლობდა. რევოლუციურ მოძრაობაში ახალგაზრდობიდანვე ჩაება და იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი.

   1901 წლამდე მიხა კაკულია რადიკალური პატრიოტი იყო.

   1902-1905 წლებში, ზოგიერთ მეგრელ მასწავლებელთან ერთად, ბათუმის განთქმულ შავრაზმელ და ქართველთმოძულე გაზეთში "Черноморский вестник"-ში მონაწილეობდა.

    1905 წლიდან ერთობას მიემხრო, სოციალ-ფედერალისტთა პარტიასა და ხალხში დიდი გავლენა დაიმსახურა.

   1908 წლიდან მიხა კაკულია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1910 წელს  მეფის მთავრობამ იგი დააპატიმრა და 4 წლით კატორღა მიუსაჯა, რომელიც ცოტა ხანში, ავადმყოფობის გამო, ციმბირში გადასახლებით შეუცვალა, სადაც 1917 წლამდე დარჩა.

   1917 წელს მიხა კაკულია სამშობლოში დაბრუნდა და უბნის სახალხო მოსამართლედ დაიწყო მუშაობა. 1917 წლის ოქტომბრამდე მემარჯვენე ფედერალისტი იყო, ოქტომბრიდან კი მემარცხენედ ჩამოყალიბდა, ხოლო შემდეგ კომუნისტების რიგებში ჩადგა.

   მიხეილ კაკულიას გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Bibliography


Share: