The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია ზაქარიას ძე მგალობლიშვილი

ილია ზაქარიას ძე მგალობლიშვილი
Date of birth:1846  (178 years)
Date of death:190?
Category:Religious leader

Biography

   ილია მგალობლიშვილი დაიბადა 1846 წელს მღვდლის ოჯახში. ეკუთვნოდა აზნაურის წოდებას. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია მე-2 ხარისხის დიპლომით.

   1870 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და გორის მაზრის სოფელ კირბალის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში განამწესა.

   1874 წელს ქარელის სოფელ ღოღეთის წმინდა თომა მოციქულის ტაძარში გადაიყვანეს.

   1877 წელს სოფელ ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინეს.

   1882 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1888 წელს სკუფია უბოძეს.

   1898 წელს კამილავკა ეწყალობა.

   მე-20 საუკუნის დასაწყისში ზავდინის ოსურ სამრევლოში განამწესეს, საიდანაც 1906 წელს გათავისუფლდა.

   1914 წლიდან მამა ილია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების ცხოვრებაში.

   მამა ილიას შემდგომი ბედი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

Bibliography


Share: