The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე

ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე
Date of birth:21 February, 1881
Date of death:8 August, 1951  (at 70 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Actor/Actress, Repressed

Biography

    ვასილ არაბიძე დაიბადა 1881 წლის 21 თებერვალს ზესტაფონში, ვაჭარი გლეხის ოჯახში.

    სრულიად ახალგაზრდა ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1902 წელს გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა და მოხვდა მოსკოვში. მან აქ შეადგინა ქართველ მებრძოლთა რაზმი, რომელიც აქტიურად იბრძოდა 1905 წლის რევოლუციის ბარიკადებზე. სწორედ ამ პერიოდში ვასილ არაბიძე დაუახლოვდა სახელგანთქმულ რუს მომღერალს თეოდორ შალიაპინს.

    1908 წლიდან ვასილ არაბიძე  მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ჭიათურისა და ბაქოს ქართულ თეატრებში. მისი ამპლუა იყო სახასიათო და დრამატული როლები: მოხუცი მოორი შილერის „ყაჩაღებში“, ჯიბო შალვა დადიანის „გუშინდელნში“, გოგია დიაკვანი დავით ერისთავის „სამშობლოში“, დარისპანი დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირში“ და სხვა.

    დიდია ვასო არაბიძისა და მისი მეუღლის ცაცა ამირაჯიბის ღვაწლი ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში. მას 1916 წლიდან იღებდნენ კინოში და  მონაწილეობდა პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“, სადაც მამის საინტერესო სახე შექმნა. მოგვიანებით ითამაშა კინო-ფილმებში: „სურამის ციხე“, „მამის მკვლელი“, „ბელა“, „უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დავით გურამიშვილი“ და სხვა.

    საგანგებოდ აღსანიშნავია არაბიძეების ოჯახის წვლილი ზესტაფონის თეატრალურ ცხოვრებაში. 1937 წელს ვასილ არაბიძე იყო რეპრესირებული.

    ვასილ არაბიძე გარდაიცვალა 1951 წლის 8 აგვისტოს თბილისში და მეუღლესთან ერთად დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოჩის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

Share: