Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
არტემ იოსების ძე კერესელიძე![]()
Biographyარტემ კერესელიძე დაიბადა 1861 წლის 18 ივნისს რაჭაში, სოფელ სადმელში სასულიერო პირის ოჯახში. არტემ კერესელიძემ გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1884 წლიდან ხაშურის ორკლასიან სამინისტრო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ხელთუბნის, სადმელის, გლოლის, ღების, წესისა და ბოლოს ისევ სადმელის სასწავლებლებში. ასწავლიდა გეომეტრიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას, რუსულ და ქართულ ენებს. 1917 წლიდან არტემ კერესელიძე გხლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების წევრი. 1925 წლიდან არტემ კერესელიძე პენსიაზე გავიდა და მისი შემდგომი ცხოვრება უცნობია. იგი გახლდათ ცნობილი საზოგადო მოღვაწის მათე კერესელიძის ძმა. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |