Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ივანე (ვანო) იოსების ძე ჩოდრიშვილი![]()
Biographyივანე ჩოდრიშვილი დაიბადა 1866 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში. 12 წლისა თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ხელზე მოსამსახურედ მიაბარეს. სამი წლის შემდეგ, უფროსმა ძმამ მიხამ, ზეიცერის ქარხანაში მიაბარა, სადაც დურგლობა და წერა-კითხვა შეისწავლა. 1878 წელს გაფიცვებში მონაწილეობის მიღების გამო სამსახურიდან დაითხოვეს და დღიურ სამუშაოზე დაიწყო მუშაობა. 1885 წელს რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მოეწყო. 1890 წლიდან თელავში ყაზარმაში მუშაობდა, მაგრამ აქედანაც გაფიცვებში მონაწილეობისთვის დაითხოვეს. ივანე გახლდათ ზაქარია და მიხეილ ჩოდრიშვილების ძმა, ასე რომ იგი რევოლუციურ მოიძრაობაში პატარაობიდანვე იყო ჩართული. სოციალ-დემოკრატიული პარტიის განხეთქილების დღიდანვე უმრავლესობის ფრთაში იყო გაერთიანებული. ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, მონაწილეობდა საიდუმლო სტამბების მოწყობაში და მონაწილეობდა პარტიულ-საორგანიზაციო სამუშაოებში. 1917 წლიდან ივანე ჩოდრიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი. ივანე ჩოდრიშვილი გარდაიცვალა 1934 წლის 4 იანვარს და დაკრძალე თბილისში ხუდადოვის ძმათა სასაფლაოზე. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |