Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ალექსანდრე (სანდრო) იოსების ძე ჩოდრიშვილი![]()
Biographyალექსანდრე ჩოდრიშვილი დაიბადა 1865 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში. სანდრო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მუშაობდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, ამზადებდა არალეგალური სტამბისთვის ხელსაწყოებს, მონაწილეობდა სტამბების კონსპირაციული ბინების მშენებლობაში, ავლაბრის არალეგალური სტამბის შენობის აგებაში. 1904-1906 წლებში სანდრო ჩოდრიშვილი ავლაბრის არალრგალურ სტამბაში მუშაობდა. 1905-1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისთვის ჩოდრიშვილი დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში მუშაობდა. იგი გახლდათ ძველი ბოლშევიკების, მიხა, ზაქრო და ივანე ჩოდრიშვილების ძმა. სანდრო ჩოსრიშვილი გარდაიცვალა 1943 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |