| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ივანე ალექსის ძე მინდიაშვილი![]()
ბიოგრაფიაივანე მინდიაშვილი დაიბადა 1889 წელს თბილისში, ხელოსნის (მეჩექმის) ოჯახში. 13 წლიდან დამოუკიდებელი შრომით ცხოვრებას შეუდგა. თბილისის პირველდაწყებითი სკოლის შემდეგ დაამთავრა საშუალო სასწავლებლის კურსი და ფონ-შრენნერის საბუღალტრო კურსები. ივანე მინდიაშვილი სკოლაში სწავლის პერიოდში სცენისმოყვარეთა თვითშემოქმედ წრეში იღებდა მონაწილეობას. 1906 წლიდან „რენესანსის“ თეატრის სცენაზე გამოვიდა და სპექტაკლში „პატარა კახი“ გივის როლი ითამაშა. 1906 წლიდან 1928 წლამდე, 22 წლის განმავლობაში, ივანე განუწყვეტლივ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა უბნისა და პროვინციის თეატრებში, უმთავრესად, სახალხო სახლის სცენისმოყვარეთა წრეში და კლუბებში, თანაც სრულიად უსასყიდლოდ. ივანე მინდიაშვილს ნათამაშები აქვს მრავალ სპექტაკლში: „და-ძმა“, „ციმბირელი“, „დონ-კიხოტი“, „ხანუმა“, „ყაჩაღები“, „მსხვერპლი“, „არსენა“ და სხვა. მინდიაშვილმა ეპიზოდური როლი ითამაშა კოტე მარჯანიშვილის მიერ გადაღებულ პირველ ფილმში „პარიზის კომუნა“. ივანე მინდიაშვილს ნათარგმნი და გადაკეთებული აქვს რამდენიმე პიესა, რომლებიც ხშირად იდგმებოდა თბილისის მუშათა თეატრებში. ივანე მინდიაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

