The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე ალექსის ძე მინდიაშვილი

ივანე ალექსის ძე მინდიაშვილი
Legal name:ივანე ალექსანდრეს ძე მინდიაშვილი
Date of birth:22 May, 1889  (136 years)
Category:Interpreter, Actor/Actress

Biography

     ივანე მინდიაშვილი დაიბადა 1889 წელს თბილისში, ხელოსნის (მეჩექმის) ოჯახში. 13 წლიდან დამოუკიდებელი შრომით ცხოვრებას შეუდგა.

     თბილისის პირველდაწყებითი სკოლის შემდეგ დაამთავრა საშუალო სასწავლებლის კურსი და ფონ-შრენნერის საბუღალტრო კურსები.

    ივანე მინდიაშვილი სკოლაში სწავლის პერიოდში სცენისმოყვარეთა თვითშემოქმედ წრეში იღებდა მონაწილეობას.

1906 წლიდან „რენესანსის“ თეატრის სცენაზე გამოვიდა  და სპექტაკლში „პატარა კახი“ გივის როლი ითამაშა.

    1906 წლიდან  1928 წლამდე, 22 წლის განმავლობაში, ივანე განუწყვეტლივ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა უბნისა და  პროვინციის თეატრებში, უმთავრესად, სახალხო სახლის სცენისმოყვარეთა წრეში და კლუბებში, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.

    ივანე მინდიაშვილს ნათამაშები აქვს მრავალ სპექტაკლში: „და-ძმა“, „ციმბირელი“, „დონ-კიხოტი“, „ხანუმა“, „ყაჩაღები“, „მსხვერპლი“, „არსენა“ და სხვა.

    მინდიაშვილმა ეპიზოდური როლი ითამაშა კოტე მარჯანიშვილის მიერ გადაღებულ პირველ ფილმში „პარიზის კომუნა“.

   ივანე მინდიაშვილს ნათარგმნი და გადაკეთებული აქვს რამდენიმე პიესა, რომლებიც ხშირად იდგმებოდა თბილისის მუშათა თეატრებში.

   ივანე მინდიაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1916-)

Share: