The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნესტორ სვიმონის ძე თოლორაია

ნესტორ სვიმონის ძე თოლორაია
Date of birth:1872  (153 years)
Date of death:191?
Category:Religious leader

Biography

   ნესტორ თოლორაია დაიბადა 1872 წელს აფხაზეთის სოფელ ჩხორთელში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი.

   1896 წელს ილორის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. შემდეგ წლებში მუშაობდა სხვა სკოლებშიც.

   1905 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჩიჩაგოვი) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ჩხორთელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა.

   1905 წელს ჩხორთოლის პირველი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა.

   1906 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1909 წელს მკერდზე სატარებელი წმინდა ალექსანდრესა და ვლადიმერის ორმაგი ლენტიანი ვერცხლის მედალი უბოძეს.

   1912 წელს ჩხორთოლის მეორე სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს.

   1916 წლიდან მამა ნესტორი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   მამა ნესტორს ჰყავდა მეუღლე მარიამ მიხეილის ასული და შვილები: გრიგოლი, ვლადიმერი, რაჟდენი და არსენი.

   მამა ნესტორის გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ 1910-იან წლების ბოლოს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)

Awards and Honors

  • 1909 - წმინდა ალექსანდრესა და ვლადიმერის ორმაგი ლენტიანი ვერცხლის მედალი

Bibliography


Share: