The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იერონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი

იერონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი
Date of birth:18??
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Educator, Public Figure

Biography

    იერონიმე არსენიშვილი დაიბადა სოფელ ოკრიბაში. მოღვაწეობდა ქალაქ ქუთაისში და გახლდათ ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი. ცოლად ჰყავდა ოლღა ფილიპეს ასული გორგიძე, რომლის ოჯახი ქუთაისში საკმაოდ შეძლებული ყოფილა. ოლღას მამა ხე-ტყის რამდენიმე გადამამუშავებელ საწარმოს ფლობდა და ქუთაისში მის საკუთრებაში იყო 8 საცხოვრებელი სახლი.

    რევოლუციის შემდეგ არსენიშვილების ოჯახის ბედი შეიცვალა. იერონიმე და ოლღა საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ და ბინა დაიდეს ვერაზე, ზანდუკელის N38-ში  (ყოფილი ჯავახიშვილის ქუჩა). იერონიმესა და ოლღას ჰყავდათ ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხივე შვილი თავის პროფესიაში წარმატებული და პროფესიონალი პიროვნებები იყვნენ.

   იერონიმე არსენიშვილი გარდაიცვალა თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-)

Share: