The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბი (თავადი)

მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბი
ოფიციალური სახელი:მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირეჯიბი
სხვა სახელი:ყარსკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1833
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1903  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    მიხეილ ამირაჯიბი, მეტსახელად "ყარსკი", დაიბადა 1833 წლის 2 სექტემბერს. მისი მეუღლე - სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბი (ქალიშვილობის გვარი არგუტინსკაია-დოლგორუკოვა) საზოგადო მოღვაწე და პოეტი ქალბატონი გახლდათ.  მის კალამს ეკუთვნის ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შესანიშნავი თარგმანები რუსულ ენაზე.

   1851 წელს მიხეილმა თბილისის გრენადერთა პოლკში  სამხედრო სამსახური  დაიწყო რიგით ჯარისკაცად.  ყირიმის 1853–1856 წლების ომის დროს კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ  ს. ბაიანდურის, ბაშკადიკლარისა და ყარსის ბრძოლებში მონაწილეობდა.

   1877 წელს ამირაჯიბი ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯა) 156-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა. მან  განსაკუთრებით  რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დროს გამოიჩინა თავი. იერიშით აიღო გელიავერდის სიმაღლეები, რამაც განაპირობა არდაჰანის დაცემა. თავი ისახელა დევე-ბოინუსთან ბრძოლაში.

    1877 წელს ამირაჯიბმა გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. 1893 წელს მიხეილი 39-ე ქვეითი დივიზიის უფროსად დაინიშნა, ხოლო 1899 წლიდან გენერალ-ლეიტენანტის ჩინით კავკასიის I საარმიო კორპუსის მეთაურად მსახურობდა. კავალერიის გენერალი მიხეილ ამირაჯიბი დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.

    მიხეილ ამირაჯიბი გარდაიცვალა 1903 წლის 25 ნოემბერს თბილისში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • პრუსიის გვირგვინის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ლაბორატორიის ქუჩა

გააზიარე: