ძიება
საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.
|
თამარ ასლანის ასული გეგეჭკორი (კნეინა)
ოფიციალური სახელი: | თამარ ასლანის ასული გელოვანი |
დაბადების თარიღი: | 1893 |
გარდაცვ. თარიღი: | 1977 (84 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | თბილისი |
კატეგორია: | პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
თამარ გელოვანი დაიბადა 1893 წელს ქუთაისში. დაამთავრა წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის ქალთა გიმნაზია. გათხოვდა რა თავად ვლადიმერ გიორგის ძე გეგეჭკორზე, საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ბაქოში, სადაც დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. ცოლ–ქმარი აქტიურად მონაწილეობდა ბაქოს თეატრის სპექტაკლებში. 1915 წლიდა თამარი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბაქოს განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ თამარ გელოვანმა დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით. იგი იყო საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით. თამარ გელოვანი–გეგეჭკორი გახლდათ საქართველოს სახალხო არტისტების მერაბ და გოგი გეგეჭკორების დედა. გარდაიცვალა 1977 წელს და დაკრძალულია თბილისში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1915-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული პედაგოგი,
- ლენინის ორდენი
|