შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ქაიხოსრო იაკობის (ბიჭიას) ძე გელოვანი (თავადი)![]()
ბიოგრაფიაქაიხოსრო გელოვანი დაიბადა 1859 წელს ლეჩხუმის მაზრის დაბა ლაილაშში. 1884 წლიდან ქაიხოსრო გელოვანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აგენტი ლეჩხუმის მაზრაში, ხოლო 1886 წლიდან კი ამ საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. საზოგადოების სასარგებლოდ ფულს აგროვებდა, ხალხში აგიტაციას ეწეოდა საზოგადოებაში გაწევრიანებაზე და დასახმარებლად მართავდა საქველმოქმედო ლიტერატურულ საღამოებს. ქაიხოსრო გელოვანი დაბა-სოფლის ყოფა-ცხოვრების სიავკარგის ფხიზელი და მიუდგომელი მამხილებელი იყო. საჯაროდ გამოდიოდა სიტყვებით და კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა პერიოდულ გამოცემებში. 1880-იანი წლებიდან იგი თანამშრომლობდა: "ივერიაში", "დროებაში", "შრომაში", "კვალში" და "მწყემსში". ცნობილია მისი საგაზეთო პუბლიკაციები: "ლეჩხუმის მაზრა", "რაჭის მაზრა", "დავიწყებული ერი" და "შეუწყნარებელი უმადურობა", რომელიც დაიბეჭდა გაზეთ "ივერიაში" და ეხებოდა ოსკარ შმერლინგის კარიკატურას "თავადაზნაურობის ბანკი". 1886 წელს „დროებაში“ მოთავსებული ერთი წერილის გამო სამართალშიც იყო მიცემული. 1886 წლის 23 სექტემბერს დანიშნული იყო მომრიგებელი სასამართლოს პროცესი, სადაც უნდა განეხილათ გაზეთ "დროების" კორესპონდენტის ქაიხოსრო გელოვანისა და რედაქტორის ივანე მაჩაბლის მიერ რაჭის ბოქაულის, ალექსანდრე წულუკიძის მიმართ ბრალდების საკითხი. როგორ ცნობილია, მხარეები მორიგებულან და საჩივარი გაუქმებულა. ქაიხოსრო გელოვანი ახლო ურთიერთობაში ყოფილა აკაკი წერეთელთან, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ 1912 წლის ზაფხულში რაჭა–ლეჩხუმში პოეტის ისტორიული მოგზაურობის დროს იგი აკაკის მხლებელთა შორის ყოფილა და სოფელ ჭრებალოში ლექსითაც მიმართა მგოსანს. ქაიხოსრო გელოვანი გარდაიცვალა 1924 წელს და დაკრძალულია მშობლიურ ლეჩხუმში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |