შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი (გენერალ–მაიორი)![]()
ბიოგრაფიამიხეილ ერისთავი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, დაიბადა 1827 წელს გორის მაზრის სოფელ კარალეთში. მიხეილ ერისთავი მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1867 წლიდან იყო თერგის კაზაკთა ჯარის 1-ლი ბრიგადის მოზდოკის პოლკის მეთაური. 1877 წლიდან რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი და ირიცხებოდა კავკასიის არმიის კავალერიაში. დაჯილდოებულია წმინდა ანას II ხარისხის ორდენით. 1879 წლიდან მიხეილ ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. მიხეილ ერისთავი გარდაიცვალა 1894 წელს და დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |