Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იასონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი![]()
Biographyიასონ თუმანიშვილი დაიბადა 1820 წელს. 1863-1867 წლებში იგი გახლდათ თბილისის სახაზინო თეატრის დირექტორი, რომლის დროსაც თეტრმა ბრწყინვალე მუშაობა ჩაატარა. 1870-1875 წლებში იასონ თუმანიშვილი იყო ქალაქ თბილისის თავი. მისი მმართველობის პერიოდში შემოღებილი იქნა ქალაქის თვითმმართველობა და მისი მეთაურობითა და საზოგადოების შემოწირულობების საფუძველზე საძირკველი ჩაეყარა თბილისის მიხეილის სახელობის სახელოსნობო სასწავლებელს: „ერთი დაუვიწყარი განძი - ქალაქის სახელოსნო სასწავლებელი, რომლითაც იაზონ თუმანიშვილმა სამუდამო სახსოვარი დასტოვა ტფილისის მოქალაქეთა გულში..." (ივერია, 1893 წ. N40). თუმანიშვილი 1879 წელს გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოპგადოების საქმიანობაში. იასონ თუმანიშვილი გარდაიცვალა 1883 წელს, 63 წლის ასაკში. სერგეი საამოვმა მის გარდაცვალებას ლექსი მიუძღვნა: „გარდაცვალებული თავადი იაზონ თუმანოვსა უძღვნი ქებასა“. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |