The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე ივანეს ძე ქუთათელაძე

დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1869  (149 წლის)
გარდაცვ. თარიღი:192?
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ქუთათელაძე კონსტანტინე იოანეს ძე (5.01.1869, ქ. ხონი, ქუთაისის გუბერნია _ 192?, იქვე) _ მღვდელი. დაიბადა მღვდელ იოანე და ბარბარე ქუთათელაძეების ოჯახში. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. ჰყავდა დები: მარიამი და ვასასი. 1891 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1897 წლის 24 აგვისტოს იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 30 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძარში განამწესა. 1899-1903 წლებში საწულუკიძეოს სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. 1899 წლიდან შეთავსებით არის ხონის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგიც. 1900 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის 21 აგვისტოს ივანდიდის წმ. გიორგის სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1907-1908 წლებში ხონის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწის კანდიდატია. 1908 წლის 9 იანვარს ხონის წმ. გიორგის სახ. საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. იმავე წელს ხონის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა და სკუფია უბოძეს. 1913 წელს კამილავკა ეწყალობა. 1919 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიის, ხონის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ქარჩხობის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 1914 წელს უკვე ქვრივია. ჰყავდა შვილი _ ბარბარე (დაბ. 1.01.1899წ.).

გიორგი მაჩურიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

გააზიარე: