შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი ღოღობერიძე დაიბადა 1826 წელს ქუთაისში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და შემდეგ სწავლა თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა. 1855-1856 წლებში, ყირიმის ომის დროს, მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი გახლდათ იმერეთის ე.წ. „წვეროსნების“ პარტიის უძველესი მოთავე. გიორგი ღოღობერიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დაარსებაში. იგი ძმასთან, ნიკოლოზ ღოღობერიძესთან ერთად, ქუთაისში იმერეთის გუბერნატორ ლევაშოვის წინააღმდეგ შექმნილ ოპოზიციას ხელმძღვანელობდა. 1861 წელს გიორგი ღოღობერიძემ, დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად, ქუთაისში პირველი ქართული წარმოდგენა გამართა. დაიდგა გიორგი ერისთავის „გაყრა“, რომლის შემოსავალი „კალმასობის“ გამოცემას მოახმარა. 1867 წელს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, სადაც საქართველოც იღებდა მონაწილეობას. იმერეთიდან ამ ნივთების შეგროვება და თავის მოყრა გიორგი ღოღობერიძეს დაევალა. 1886 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ გოჩა-ჯიხაიშში სკოლა გაიხსნა. ამ საქმეში თავდაუზოგავი შრომა გასწიეს ძმებმა გიორგი და სიმონ ღოღობერიძეებმა. ეს იყო მათი დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი. მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებებისა, მათ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს. გიორგიმ სკოლას ძვირფასი ხის ავეჯი, წიგნები და ხუთი თუმანი ფული შესწირა. სოფლის საზოგადოებამ გიორგი ღოღობერიძეს სკოლის მზრუნველობა შესთავაზა, რაზედაც მან უარი ვერ თქვა და დასთანხმდა. გიორგი ღოღობერიძის გარდაიცვალა 1890-იან წლებში, ზუსტი თარიღი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |