შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ყაზბეგი დაიბადა 1868 წელს სოფელ სტეფანწმინდაში. 1887 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. 1896 წლიდან სრულიად უფასოდ ემსახურებოდა სახალხო თეატრს. ნიკოლოზ ყაზბეგი გახლდათ ერთ-ერთი დამაარსებელი კავკავის მუდმივი სცენისა და სიღნაღის თეატრისა. ორივე ადგილზე რეჟისორად მუშაობდა. ყაზბეგი ასევე გახლდათ მუსიკალური საზოგადოების, „შევარდენის“, მონადირეთა კავშირისა და მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე. მისი ინიციატივით დაარსდა სიღნაღის საშუალო სასწავლებელი. მუშაობდა ტექნიკუმის გამგის მოადგილედ და მუშათა კლუბის დრამატული სექციის ხელმძღვანელად. 1914 წლიდან ნიკოლოზ ყაზბეგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. ნიკოლოზ ყაზბეგმა რუსულად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის „სიმონა“ და ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“, რომელიც დაიბეჭდა რუსულ გაზეთ „Терек“-ში. ნიკოლოზ ყაზბეგი გარდაიცვალა 1924 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |