The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იასონ დავითის ძე ციციშვილი

იასონ დავითის ძე ციციშვილი
Date of birth:18??
Category:Writer, Public Figure, Philanthropist

Biography

   იასონ ციციშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია. მწირია ცნობები მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

   იასონი გახლდათ მწერალი და თვითნასწავლი მხატვარი. მან სრულიად უსასყიდლოდ ქარელის ახლად დაარსებული თეატრის ფარდა დახატა.

   იასონ ციციშვილი ეწეოდა ქველმოქმედებას. მრავალ ხელნაწერ წიგნთან ერთად, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა ხელნაწერი - "განწესებული საქართველოს მეფის ირაკლისნი ძეთა თვისთადმი, სამეფოსათვის საქართველოისა", რომელშიც ფრიად საყურადღებო ცნობებია მოყვანილი ბატონიშვილთა ცხოვრებისა და მე-17 საუკუნის საქართველოს მდგომარეობის შესახებ.

   1912 წლიდან თბილისში ცხოვრობდა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1895-)

Bibliography


Share: