შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი![]()
ბიოგრაფიანესტორ წერეთელი დაიბადა 1829 წელს დიმიტრი წერეთელისა და მაკრინე ნიჟარაძის ოჯახში. მამა ძალიან პატარას გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე. ნესტორ წერეთელი გახლდათ კავკასიის ომების, ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის ომების მონაწილე და 1865 წლიდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში. 1861-1867 წლებში ნესტორ წერეთელი არჩეული იყო ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი (მარშალი). 1869 წელს გენერალ-მაიორის ხარისხი მიიღო. 1877-1883 წლებში ნესტორ წერეთელი მეორედ იქნა არჩეული ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლად. 1879 წლიდან ნესტორ წერეთელი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში 1881 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიიღო და გახლდათ იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი. ნესტორ წერეთელი დაქორწინებული იყო პელაგია ქაიხოსროს ასულ გურიელზე. იგი გახლდათ აკაკი წერეთლის ბიძა. ნესტორ წერეთელი გარდაიცვალა 1883 წლის 10 ნოემბერს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |