The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე (ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი)

სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:1941  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

   სიმონ ლორთქიფანიძე დაიბადა 1854 წელს სოფელ გოჩა–ჯიხაიშში. 1882 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სპეციალობით იყო თერაპევტი, სამხედრო ექიმი.

    სიმონ ლორთქიფანიძე სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დროება"–სთან. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის ქალაქის ამბულატორიის ექიმად.  გახლდათ ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.

    1901 წელს სიმონი აირჩიეს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლად, ამავე წელს ებოძა უმაღლესი კარის კამერჰერობა. ჰყავდა მეუღლე იუსტინა ივანეს ასული პოსტნიკოვა.

    სიმონ ლორთქიფანიძის ძმა, ანტონ ლორთქიფანიძე გახლდათ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებელი.

    1903 წლიდან სიმონი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    სიმონ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1941 წელს და დაკრძალულია ქალაქ ქუთაისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1903-)

გააზიარე: