The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იაკობ ლევანის ძე მუსხელიშვილი

იაკობ ლევანის ძე მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1865
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1936  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   იაკობ მუსხელიშვილი დაიბადა 1865 წლის 9 სექტემბერს. საერთო განათლება თბილისის კადეტთა კორპუსში მიიღო. ამის შემდეგ მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა დაამთავრა.

   იაკობ მუსხელიშვილი 1884 წლიდან მსახურობდა ჯარში, ყარს-ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში და მეთაურობდა საციხოვნო არტილერიის ასეულს.

   1893 წლიდან იაქკობ მუსხელიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1904-1905 წლებში რუსეთ- იაპონიის ომში იღებდა მონაწილეობას.

   1913 წელს ყარსის ციხე-სიმაგრის არტილერიის I-III ბატარეების უფროსი იყო.

   1914-1918 წლებში, იაკობ მუსხელიშვილი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

   1915-1916 წლებში მძიმე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს მეთაურობდა.

   1916-1918 წლებში დვინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში იმყოფებოდა.

   1918 წლიდან იგი გახლდათ ბათუმის ციხის არტილერიის უფროსი და მიხეილის საციხოვნო არტილერიის მეთაური. იმავე წლის თებერვალში წარმატებით განაიარაღა შავის ზღვის ფლოტის მეამბოხე ნაწილი, რისთვისაც გენერლის წოდება მიიღო.

   1918 -1921 წლებში ქართულ ჯარში მსახურობდა.

   1921 წელს, საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ,  ემიგრაციაში არწასულა, სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სამშობლოში დარჩა.

   იაკობ მუსხელიშვილი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ არაერთხელ იყო დაპატიმრებული და აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება. ბოლო დაპატიმრების დროს, ციხიდან გაათავისუფლეს მძიმე ავადმყოფობის გამო.

   გენერალი იაკობ მუსხელიშვილი გარდაიცვალა 1936 წლის 21 იანვარს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1893-1901)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი ხმლებით
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: