The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბეგლარ სიმონის ძე მუშკუდიანი

ბეგლარ სიმონის ძე მუშკუდიანი
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1872
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1969  (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქი ბათუმი
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     ბეგლარ მუშკუდიანი დაიბადა 1872 წელს ლეჩხუმში.

     უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღო. მოღვაწეობდა კავშირგაბმულობის სისტემაში და ეკავა მაღალი თანამდებობა.

     1913 წლიდან ბეგლარ მუშკუდიანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.
     საბჭოთა მმართველობის პერიოდში დაჯილდოებული იყო სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი ლენინის ორდენით.
    ბეგლარ მუშკუდიანს ჰყავდა მეუღლე სოფიო სანიკიძე და შვილები: თამარი, თინათინი და ლუარსაბ (ლურა), რომელიც სამამულო ომის პერიოდში ამიერკავკასიის მთავარი ქირურგი იყო.
    ბეგლარ მუშკუდიანი გარდაიცვალა 1969 წლის 23 ივლისს და დაკრძალულია ბათუმში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქ. ბათუმი, შაუმიანის ქუჩა.

გააზიარე: