The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ქეთევან კირილეს ასული ხარაძე

ქეთევან კირილეს ასული ხარაძე
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1952  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

     ქეთევან ხარაძე თბილისში ქალთა მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა განჯაში. იმ დროს განჯაში, ქართველთა საკმაო საზოგადოება იყო თავმოყრილი. ახალგაზრდა მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობდა ამ საზოგადოების ცხოვრებაში. აქვე ეწეოდა თვალსაჩინო მოღვაწეობას მისი ბიძა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუკიანე ხარაძე. შემდგომში ქეთევანი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, მასწავლებლობდა თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში, სადაც დატოვა სამაგალითო პედაგოგისა და აღმზრდელის სახელი..."

    1917 წლიდან ქეთევანი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი იყო და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    ქეთევან ხარაძე გახლდათ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, მათემატიკოს არჩილ ხარაძის უფროსი და.

    ქეთევან ხარაძე გარდაიცვალა 1952 წელს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

გააზიარე: