The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


შარლ რენუ

შარლ რენუ
Date of birth:30 April, 1925  (100 years)
Category:Scientist

Biography

შარლ რენუ, დაიბადა 1925 წლის 30 აპრილს ბუინში, ვანდეაში, არის ბენედიქტიანელი, აღმოსავლეთმცოდნე და სპეციალისტი სომხური ლიტურგიკული ხელნაწერების, განსაკუთრებით, იერუსალიმის ლიტურგიის შესახებ.

1948 წელს, საშუალო სწავლის დამთავრების შემდეგ, შარლ რენუ შევიდა ენ-კალკატის (ტარნი) ბენედიქტელთა მონასტერში. იქ მან მიიღო ათანასეს სახელი (ფრანგ. Athanase), რომლითაც აქვეყნებდაა თავის პირველ პუბლიკაციებს.

ენ-კალკატში და ტულუზის კათოლიკურ ინსტიტუტში იგი გაეცნო სირიულ, სომხურ და ქართულ კვლევებს. 1956 წლიდან 1958 წლამდე პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში და სორბონის Hautes-Études de la Sorbonne იგი სწავლობდა აღმოსავლურ ქრისტიანობას ისტორიულ, ბიბლიურ, პატრისტიკურ და, უპირველეს ყოვლისა, ლიტურგიკულ სფეროებში. 

შარლ რენუმ პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში ჩააბარა დიპლომები სირიულ, სომხურ და ქართულ ენებში და დაიცვა დოქტორის წოდება ლიტურგიკის კათედრაზე იერუსალიმის ლექციონის სომხურ ვერსიაზე (გამოცემა, ფრანგული თარგმანი და კომენტარები); შემდეგ მან მიიღო Hautes-Etudes-ის დიპლომი  „ეფრემ ასურის ჰომილია ნიკომედის" გამოცემისთვის (სირიული ფრაგმენტები, სომხური ტექსტი და ფრანგული თარგმანი).

1965 წელს შარლ რენუ ჩაირიცხა სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრში და დაამთავრა 1990 წელს  მე-2 კლასის კვლევითი დირექტორის თანამდებობით. მას შემდეგ ის აგრძელებს ენ-კალკატში მოღვაწეობას ქრისტიანული აღმოსავლეთის სფეროში და რეგულარულად აქვეყნებს თავისი კვლევის შედეგებს.

შარლ რენუ საქართველოს და ხელნაწერთა ინსტიტუტს პირველად 1989 წელს ესტუმრა. იერუსალიმური ლექციონარის სომხურ ტექსტზე მუშაობისას ის ქართული მასალით დაინტერესდა. ქალბატონ ელენე მეტრეველთან საუბრებმა მისი ინტერესი ქართული ლიტურგიკული ძეგლების მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა და მას შემდეგ გულმოდგინედ შეუდგა უძველესი იადგარის ტექსტის კვლევას. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრანგულ ენაზე თარგმნა, გამოკვლევები დაურთო და გამოსცა უძველეს იადგარში დაცული V-VIII საუკუნის საგალობლები.

შარლ რენუ მუშაობს ქართული ლექციონარის ტექსტზე, ქართული ჰიმნოგრაფიისა და საეკლესიო ისტორიის საკითხებზე. 2008 წელს "Patrologia Orientalis"-ში („პატროლოგია ორიენტალის“), 50-ე ტომად გამოსცა ქართული ლიტურგიკული ჰიმნოგრაფია.

2019 წელს ქართული ხელნაწერი წიგნების კვლევაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მას კორნელი კეკელიძის სახელობის მედალი მიენიჭა. მან ბოლო ნაშრომი 2025 წელს გამოაქვეყნა: L'hymnaire de Saint-Sabas (Ve-VIIIe siècle): le manuscrit géorgien H 2123 : IV, compléments De Charles Renoux chez Brepols Collection : Patrologia Orientalis Broché, 15/07/2025

შარლ რენუ გარდაიცვალა 2026 წლის 3 თებერვალს.

 


Share: