The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


გოლდი ბლანკოფი

გოლდი ბლანკოფი
Legal name:გოლდი ბლანკოფ-სკარი
Date of birth:21 June, 1928  (97 years)
Category:Translator, Kartvelologist

Biography

       სლავისტი, ხელოვნებათმცოდნე ქართველოლოგი გოლდი  ბლანკოფ-სკარი (ინგ. Goldie Blankoff-Scarr) დაიბადა 1928 წლის 21 ივნისს ამერიკაში, ქალაქ ნიუ-იორკში. იგი მოღვაწეობდა ბელგიაში.

    წლების განმავლობაში გოლდი ბლანკოფ-სკარი ფრანგულ და ინგლისურ ენებს ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. ინგლისურის გარდა, თავისუფლად ფლობდა ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებს. იყო ბრიუსელის მთარგმნელთა და თარჯიმანთა უმაღლეს სახელმწიფო ინსტიტუტის რუსული ენისა და ცივილიზაციის პროფესორი, ასევე კავკასიოლოგიის საზოგადოების წევრი ევროპაში, ბელგია-საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი (1989). მისი მეუღლე, ჟან ბლანკოფი  — რუსული წარმოშობის ბელგიელი სლავისტი და ხელოვნებათმცოდნე, დაინტერესებული იყო ქართული ხელოვნებითაც. მას გამოქვეყნებული აქვს წერილები დავით კაკაბაძეზე, ლადო გუდიაშვილზე, გიორგი და ირაკლი ოჩიაურებზე. გოლდიმ თავის მეუღლესთან  ერთად დააარსა ფრანგულენოვანი ასოციაცია „ბელგია–საქართველო“ და მისი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც გამოქვეყნდა ცნობები საქართველოს თანამედროვეობისა და კულტურის შესახებ.

       გოლდი ბლანკოფ-სკარს გამოქვეყნებული აქვს ასევე ნაშრომები ქართულ კულტურის შესახებ — „საბჭოთა მრავალეროვანი ლიტერატურა: ორი ქართველი მწერალი – ნოდარ დუმბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი“ (1986), „ნოდარ დუმბაძე“ (1987), „თენგიზ აბულაძე და ქართული კინემატოგრაფიის აყვავება“ (1987), „მეშვიდე ხელოვნება საქართველოში. პოლიტიკური, კულტურული და აქსიოლოგიური ასპექტები“ (1991) და სხვ.

წყარო

1. ენციკლოპედია "საქართველო", ტ.1, თბ., 1997


Share: